სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაკბინა გოგონამ მეზობელი?
რატომ დაკბინა გოგონამ მეზობელი?

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­შენ­ში გო­გო­ნას მიერ მე­ზობ­ლის დაკ­ბე­ნის საქ­მე­ზე ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. საქ­მე 125-ე მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი, რაც ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად, ამის გარ­კვე­ვას speqtri.ge შე­ე­ცა­და. და­ვა­ში მო­ნა­წი­ლე, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ბელა ია­სეშ­ვილ­მა კონ­ფლიქ­ტის დღე გა­იხ­სე­ნა.

"პური უნდა გა­მო­ე­ცხოთ. მი­ვე­დი და და­ვუ­ძა­ხე. ვინც მი­კ­ბი­ნა, მა­გის ქმრის ბე­ბი­ამ მი­თხრა, ასე ადრე რა­ტომ მოხ­ვე­დი, მე შენი მო­ახ­ლე კი არ ვარო. ამ დროს პა­ტარ­ძა­ლიც გა­მო­ვარ­და, ხელი მკრა, გა­და­მაგ­დო, ცემა და­მი­წყო თავ­ში და მუ­ცელ­ში. მი­კ­ბი­ნა და ხორ­ცი ამო­მაგ­ლი­ჯა, ხელი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი მქონ­და. მა­ლა­მო­ე­ბით ძლივს მო­ვირ­ჩი­ნე. რომ ვე­ღა­რა­ფე­რი გა­ვა­წყე, პატ­რუ­ლი გა­მო­ვი­ძა­ხე. მე მაბ­რა­ლე­ბენ, გვცე­მაო. თუ მარ­თლა მა­სეა, მა­შინ გიჟი ვყო­ფილ­ვარ, მე და­ვუ­წყე ცემა და პატ­რუ­ლიც გა­მო­ვი­ძა­ხე?!" - ამ­ბობს ია­სეშ­ვი­ლი.

კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე ბრალ­დე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა. მომ­ხდარ­ზე ქმრის ბე­ბი­ამ ია­სუბ­რა.

"მაგ ქალს ფსი­ქი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ჯერ ისევ ბნე­ლო­და, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 4 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, როცა ხმა­უ­რი გა­ვი­გე. გა­მეღ­ვი­ძა, და­ვი­ნა­ხე, ოთახ­ში ჩემ­გან მო­შო­რე­ბით იდგა. ვუ­თხა­რი, ამ დროს აქ რა გინ­და-მეთ­ქი, რო­გორ თუ რა მინ­და, პური გა­მო­ვა­ცხო­თო. სახ­ლში მარ­ტო მე, რძა­ლი და პა­ტა­რა ბავ­შვი ვი­ყა­ვით. მწო­ლი­ა­რეს მომ­ვარ­და და გად­მო­მაგ­დო. ვუ­თხა­რი წადი-მეთ­ქი. ჯოხი იდო პა­ტა­რა, იმით მცე­მა. თრე­ვით გა­და­მიყ­ვა­ნა და გა­რეთ ქვი­შა­ზე და­მაგ­დო. ამ დროს, ხმა­ურ­ზე პა­ტარ­ძა­ლიც გა­მო­ვარ­და. მე­გო­ნა, სახ­ლში წა­ვი­და, თურ­მე კა­რებ­თან ყო­ფი­ლა და­მა­ლუ­ლი. ამა­სო­ბა­ში გა­თენ­და კი­დეც. გა­ვე­დი ძრო­ხა ავუშ­ვი. კა­რე­ბი გა­ვა­ღე, მომ­ვარ­და და წა­მაქ­ცია. ხმა­ურ­ზე რძა­ლი გა­მო­ვი­და, ვე­ღარ ამაგ­ლი­ჯა, მეტი რა გზა­ღა ჰქონ­და, ადგა და კბი­ლე­ბი მო­უ­ჭი­რა, იქ­ნე­ბა ასე მა­ინც შე­ეშ­ვა­სო. ლა­მის მომ­კლა და აბა რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო?!" - ამ­ბობს ნარ­გი­ზი ყა­ჭი­უ­რი.

იხი­ლეთ ვრცლად

"სპექტრი"

რატომ დაკბინა გოგონამ მეზობელი?

რატომ დაკბინა გოგონამ მეზობელი?

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში გოგონას მიერ მეზობლის დაკბენის საქმეზე ძიება მიმდინარეობს. საქმე 125-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცემას გულისხმობს.

რა მოხდა რეალურად, ამის გარკვევას speqtri.ge შეეცადა. დავაში მონაწილე, დაზარალებულმა ბელა იასეშვილმა კონფლიქტის დღე გაიხსენა.

"პური უნდა გამოეცხოთ. მივედი და დავუძახე. ვინც მიკბინა, მაგის ქმრის ბებიამ მითხრა, ასე ადრე რატომ მოხვედი, მე შენი მოახლე კი არ ვარო. ამ დროს პატარძალიც გამოვარდა, ხელი მკრა, გადამაგდო, ცემა დამიწყო თავში და მუცელში. მიკბინა და ხორცი ამომაგლიჯა, ხელი გაუბედურებული მქონდა. მალამოებით ძლივს მოვირჩინე. რომ ვეღარაფერი გავაწყე, პატრული გამოვიძახე. მე მაბრალებენ, გვცემაო. თუ მართლა მასეა, მაშინ გიჟი ვყოფილვარ, მე დავუწყე ცემა და პატრულიც გამოვიძახე?!" - ამბობს იასეშვილი.

კონფლიქტში მონაწილე ბრალდებულმა ქალბატონმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. მომხდარზე ქმრის ბებიამ იასუბრა.

"მაგ ქალს ფსიქიური პრობლემები აქვს. ჯერ ისევ ბნელოდა, დაახლოებით დილის 4 საათი იქნებოდა, როცა ხმაური გავიგე. გამეღვიძა, დავინახე, ოთახში ჩემგან მოშორებით იდგა. ვუთხარი, ამ დროს აქ რა გინდა-მეთქი, როგორ თუ რა მინდა, პური გამოვაცხოთო. სახლში მარტო მე, რძალი და პატარა ბავშვი ვიყავით. მწოლიარეს მომვარდა და გადმომაგდო. ვუთხარი წადი-მეთქი. ჯოხი იდო პატარა, იმით მცემა. თრევით გადამიყვანა და გარეთ ქვიშაზე დამაგდო. ამ დროს, ხმაურზე პატარძალიც გამოვარდა. მეგონა, სახლში წავიდა, თურმე კარებთან ყოფილა დამალული. ამასობაში გათენდა კიდეც. გავედი ძროხა ავუშვი. კარები გავაღე, მომვარდა და წამაქცია. ხმაურზე რძალი გამოვიდა, ვეღარ ამაგლიჯა, მეტი რა გზაღა ჰქონდა, ადგა და კბილები მოუჭირა, იქნება ასე მაინც შეეშვასო. ლამის მომკლა და აბა როგორ უნდა მოქცეულიყო?!" - ამბობს ნარგიზი ყაჭიური.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია