მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში სტუმრობის ტოპ 10 მიზეზი
აჭარაში სტუმრობის ტოპ 10 მიზეზი

თუმ­ცა, აჭა­რა­ში სტუმ­რო­ბის ბევ­რი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი გთა­ვა­ზობთ რჩე­ულ ათე­ულს:

1. შე­იგ­რძე­ნი შავი ზღვის სიგ­რი­ლე ცხელ ზა­ფხულ­ში

სა­ზღვაო კუ­რორ­ტე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სუბტ­რო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტი, ზღვის და მთის ჰა­ე­რის უნი­კა­ლუ­რი კომ­ბი­ნა­ცია შე­სა­ნიშ­ნავ და­სას­ვე­ნე­ბელ პი­რო­ბებს ჰქმნის აჭა­რა­ში ჩა­მო­სუ­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი­სათ­ვის. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია პლა­ჟე­ბის არ­ჩე­ვა­ნი: ვი­საც ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბას­თან ერ­თად ქა­ლა­ქის აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა გსურთ, ბა­თუ­მი იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია, აქ ზა­ფხუ­ლო­ბით უამ­რა­ვი კონ­ცერ­ტი, გა­სარ­თო­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იმარ­თე­ბა. უფრო მშვი­დი, ქა­ლაქს მო­წყვე­ტი­ლი გა­რე­მოს შე­სარ­ჩე­ვად ცი­ხის­ძი­რის, ჩაქ­ვის, მწვა­ნე კონ­ცხის ზღვის­პი­რა ად­გი­ლებს შე­გიძ­ლი­ათ ეს­ტუმ­როთ. მყუდ­რო და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რაა შექ­მნი­ლი სარ­ფის, კვა­რი­ა­თის, გო­ნი­ოს პლი­ა­ჟებ­ზეც. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ქო­ბუ­ლე­თის პლა­ჟე­ბი.

2. გა­ნიტ­ვირ­თე მთი­ა­ნი აჭა­რის ბუ­ნე­ბა­ში

მთი­ა­ნი აჭა­რის რე­გი­ო­ნი ქე­დის, შუ­ა­ხე­ვის და ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს მო­ი­ცავს. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მდი­და­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ბუ­ნე­ბით და ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის სიმ­რავ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც ეკო და სოფ­ლად ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებს ქმნის. აჭა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გარ­და 4 და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­სა, ასე­ვე სხვა ბუ­ნებ­რი­ვი სიმ­დიდ­რე­ე­ბიც მო­ი­პო­ვე­ბა. ეკო­ტუ­რიზ­მის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი აჭა­რის ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბით.

3. ნახე ძვე­ლი და ახა­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის სა­ინ­ტე­რე­სო შერ­წყმა

ბა­თუ­მი თა­ვი­სი ძვე­ლი თუ ახა­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი შე­ნო­ბე­ბით, უძ­ვე­ლე­სი პორ­ტით, ზღვის­პი­რა ბულ­ვა­რით, ევ­რო­პუ­ლი მო­ედ­ნე­ბი­თა და ქუ­ჩე­ბით, მსოფ­ლიო ბრენ­დის მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო­ე­ბი­თა და კო­ლო­რი­ტუ­ლი კა­ფე­ე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სა­ხეა. მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ბა­თუ­მის სა­პორ­ტო ქა­ლა­ქად გა­დაქ­ცე­ვას უკავ­შირ­დე­ბა ევ­რო­პე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის მიერ ქა­ლა­ქის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა. ერ­თმა­ნე­თი­სა­გან მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი შე­ნო­ბე­ბი დღე­საც მიმ­ზიდ­ველ და გან­სხვა­ვე­ბულ იერს სძენს ზღვის­პი­რა ქა­ლაქს.

4. გა­ი­სე­ირ­ნე ვე­ლო­სი­პე­დით ბა­თუ­მის ულა­მა­ზეს ბულ­ვარ­ში

ბა­თუ­მის ზღვის­პი­რა ბულ­ვა­რის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა 1881 წლი­დან იწყე­ბა და მას­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ცნო­ბილ პრუ­სი­ელ მე­ბა­ღეს რეს­ლერს და ფრანგ მი­ხე­ილ დალ­ფონსს. ბოლო წლებ­ში ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის ტე­რი­ტო­რია საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და და დღე­ი­სათ­ვის მისი სიგ­რძე 7 კი­ლო­მეტრს აღ­წევს. თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით გა­შენ­და ეს­პა­ნე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის მიერ დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი ე.წ. ახა­ლი ბულ­ვა­რი. ბულ­ვა­რის სა­ნა­პი­რო ზოლი ბუნ­გა­ლო­ე­ბით, კაფე-ლა­უნ­ჯე­ბით, რეს­ტორ­ნე­ბით, სა­ბავ­შვო ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბით, სკულპ­ტუ­რე­ბი­თა და ახა­ლი ფან­ტა­ნე­ბით დამ­შვენ­და და იგი ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ველ ად­გილს წარ­მო­ად­გენს. ბა­თუ­მის ბულ­ვარს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი შეს­ძი­ნა პრო­მე­ნა­დის გას­წვრივ გა­შე­ნე­ბულ­მა ვე­ლო­ბი­ლი­კებ­მა, სა­დაც ვე­ლო­თი გა­სე­ირ­ნე­ბას­თან ერ­თად დატ­კბე­ბით ზღვის ულა­მა­ზე­სი პა­ნო­რა­მე­ბით. "ბა­თუმ­ვე­ლოს" ფრან­გუ­ლი მო­დე­ლის ვე­ლო­სი­პე­დე­ბით სარ­გებ­ლო­ბა ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წი­ლებ­ში­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი სად­გო­მე­ბი და ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

5. იხი­ლე ცხრა კლი­მა­ტუ­რი ზო­ნის მცე­ნა­რე ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში

მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი და­არ­სე­ბუ­ლია 1912 წელს ან­დრეი კრას­ნო­ვის მიერ, რო­მე­ლიც ბო­ტა­ნი­კი­სა და ფი­ზი­კუ­რი გე­ოგ­რა­ფი­ის აღი­ა­რე­ბუ­ლი კლა­სი­კო­სია. ბა­ღის ფლო­რის­ტუ­ლი სიმ­დიდ­რე 111 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბულ ცხრა გან­ყო­ფი­ლე­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ესე­ნია: აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის, ახა­ლი ზე­ლან­დი­ის, სამ­ხრეთ ამე­რი­კის, ჰი­მა­ლა­ის, მექ­სი­კის, ავ­სტრა­ლი­ის, ხმელ­თა­შუა ზღვის და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ტე­ნი­ა­ნი სუბტ­რო­პი­კე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი. ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში ვი­ზი­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ფე­ხით, ისე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ექ­სკურ­სიო ელექტრო-მო­ბი­ლე­ბით.

6. და­ეს­წა­რი დელ­ფი­ნე­ბის და­უ­ვი­წყარ შოუს

შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის და ემო­ცი­ე­ბის ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლია ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უ­მის შოუ-პროგ­რა­მა. 6 მა­ი­სის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია დელ­ფი­ნა­რი­უ­მი თა­ვი­სი უნიკ­ლა­უ­რი სამ ენო­ვა­ნი შო­უ­ე­ბით უკვე იქცა ქა­ლა­ქის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ვი­ზი­ტი­რე­ბულ ტუ­რის­ტულ ატ­რაქ­ცი­ად. 6 მა­ი­სის პარ­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სა­მო­ქა­ლა­ქო ბა­ღია, რომ­ლის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა 1881 წლი­დან და­ი­წყო. პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დელ­ფი­ნა­რი­უ­მის გარ­და გან­ლა­გე­ბუ­ლია აკ­ვა­რი­უ­მი, ზო­ო­კუ­თხე და სა­ბავ­შვო ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი. პარკში ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ნა­ვით ტბა­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა.

7. და­ა­გე­მოვ­ნე ქე­დის ჩხა­ვე­რი

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბი­დან მეღ­ვი­ნე­ო­ბის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს კე­რას სწო­რედ აჭა­რა წარ­მო­ად­გენს. აჭა­რის მას­შტა­ბით მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. აჭა­რა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ღვი­ნის უნი­კა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბია "ქე­დის ცო­ლი­კა­უ­რი" და "ჩხა­ვე­რი". იშ­ვი­ა­თი ჯი­შის ვა­ზი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვარ­დის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბის "ჩხა­ვე­რი" რე­გი­ო­ნის კო­ლო­რი­ტულ სას­მე­ლად იქცა და მისი და­გე­მოვ­ნე­ბა აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს უგემ­რი­ე­ლეს კერ­ძებ­თან ერ­თად ნამ­დვი­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.

8. გა­სინ­ჯე უგემ­რი­ე­ლე­სი აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის გა­რე­შე. იგი აჭა­რა­ში ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­გე­მოვ­ნე­ბელ კერძთა შო­რის მო­ი­საზ­რე­ბა, ამი­ტო­მაც დღეს აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი არა­მარ­ტო აჭა­რა­ში, არა­მედ ქვეყ­ნის ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­ში შე­იძ­ლე­ბა და­ა­გე­მოვ­ნოთ, თუმ­ცა რო­გორც ამას გურ­მა­ნე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, აჭა­რა­ში ამ კერძს მა­ინც სულ სხვა გემო და ხიბ­ლი აქვს. აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის შექ­მნის არა­ერ­თი ვერ­სია არ­სე­ბობს. ზღვის­პი­რას მცხოვ­რებ ლა­ზებს ცო­მის­თვის ნა­ვის ფორ­მა მი­უ­ცი­ათ, კვერ­ცხის გული კი თით­ქოს ზღვა­ში ჩა­მა­ვალ მზეს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. მზე და ზღვა კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ასე გემ­რი­ე­ლად არა­ვის და­უ­კავ­ში­რე­ბია ერ­თმა­ნეთ­თან.

9. იპო­ვე რო­მა­ე­ლე­ბის კვა­ლი გო­ნი­ოს ცი­ხე­ში

გა­მორ­ჩე­უ­ლია ჩვე­ნი რე­გი­ო­ნი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლი­თა და კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი გო­ნის-აფ­სა­რო­სის ციხე-სი­მაგ­რე ბა­თუ­მი­დან სამ­ხრე­თით, 12 კმ. და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უხ­ვა­დაა მო­პო­ვე­ბუ­ლი რო­მა­უ­ლი ხა­ნის მა­სა­ლა. გო­ნიო-აფ­სა­რო­სის ის­ტო­რია მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ­გო­ნავ­ტე­ბის მით­თან. ცნო­ბი­ლია, რომ სწო­რედ აქ დაკ­რძა­ლა მეფე აი­ეტ­მა თა­ვი­სი ვაჟი აფ­სა­რო­სი, რო­მე­ლიც გაქ­ცე­ულ­მა ია­სონ­მა მოკ­ლა. ზო­გი­ერ­თი წყა­როს გად­მო­ცე­მით, აქ­ვეა დაკ­რძა­ლუ­ლიქ­რის­ტეს 12 მო­ცი­ქულ­თა­გან ერთ-ერთი - მა­ტა­თა. გო­ნი­ოს ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მუ­ზე­უ­მი. "გო­ნი­ოს გან­ძად" წო­დე­ბუ­ლი ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დის უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბის დიდი ნა­წი­ლი ბა­თუ­მის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მის ოქ­როს ფონდშია და­ცუ­ლი.

10. აღ­მო­ა­ჩი­ნე ძმე­ბი ნო­ბე­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მი

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ბა­თუ­მით ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გუ­ლის­ხმოა ამ მხრივ "პორ­ტო-ფრან­კოდ" წო­დე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი. ცო­ტამ თუ იცის, რომ ბა­თუ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა "ნავ­თო­ბის მე­ფე­ე­ბად" წო­დე­ბუ­ლი ძმე­ბი ნო­ბე­ლე­ბის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. კომ­პა­ნია "ბრა­ნო­ბე­ლის" შემ­ქმნე­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში დღეს ბა­თუ­მის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მია გან­თავ­სე­ბუ­ლი. აქ­ვეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის ფრან­გი ნავ­თობ­მაგ­ნა­ტის როტ­შილ­დი­სა და თბი­ლი­სე­ლი სო­მე­ხის ნ. მან­თა­შე­ვის, ასე­ვე აჭა­რა­ში ჩაის კულ­ტუ­რის შე­მომ­ტა­ნი ჩი­ნე­ლი ლაო ჯინ-ჯაოს სა­ექ­სპო­ზი­ციო კუ­თხე­ე­ბი.

აჭარაში სტუმრობის ტოპ 10 მიზეზი

აჭარაში სტუმრობის ტოპ 10 მიზეზი

თუმცა, აჭარაში სტუმრობის ბევრი მიზეზი არსებობს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გთავაზობთ რჩეულ ათეულს:

1. შეიგრძენი შავი ზღვის სიგრილე ცხელ ზაფხულში

საზღვაო კურორტების ინფრასტრუქტურა, სუბტროპიკული კლიმატი, ზღვის და მთის ჰაერის უნიკალური კომბინაცია შესანიშნავ დასასვენებელ პირობებს ჰქმნის აჭარაში ჩამოსული დამსვენებლებისათვის. მრავალფეროვანია პლაჟების არჩევანი: ვისაც ზღვაზე დასვენებასთან ერთად ქალაქის აქტიური ცხოვრების გაზიარება გსურთ, ბათუმი იდეალური ადგილია, აქ ზაფხულობით უამრავი კონცერტი, გასართობი და კულტურული ღონისძიება იმართება. უფრო მშვიდი, ქალაქს მოწყვეტილი გარემოს შესარჩევად ციხისძირის, ჩაქვის, მწვანე კონცხის ზღვისპირა ადგილებს შეგიძლიათ ესტუმროთ. მყუდრო დასასვენებელი ინფრასტრუქტურაა შექმნილი სარფის, კვარიათის, გონიოს პლიაჟებზეც. განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ქობულეთის პლაჟები.

2. განიტვირთე მთიანი აჭარის ბუნებაში

მთიანი აჭარის რეგიონი ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებს მოიცავს. თითოეული მათგანი მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა, რაც ეკო და სოფლად ტურიზმის განვითარებისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის. აჭარის ტერიტორიაზე გარდა 4 დაცული ტერიტორიისა, ასევე სხვა ბუნებრივი სიმდიდრეებიც მოიპოვება. ეკოტურიზმის მოყვარულებმა შეგიძლიათ ისარგებლოთ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად შექმნილი აჭარის ეკოტურისტული მარშრუტებით.

3. ნახე ძველი და ახალი არქიტექტურის საინტერესო შერწყმა

ბათუმი თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა. მე-19 საუკუნეში ბათუმის საპორტო ქალაქად გადაქცევას უკავშირდება ევროპელი არქიტექტორების მიერ ქალაქის განაშენიანება. ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული არქიტექტურული შენობები დღესაც მიმზიდველ და განსხვავებულ იერს სძენს ზღვისპირა ქალაქს.

4. გაისეირნე ველოსიპედით ბათუმის ულამაზეს ბულვარში

ბათუმის ზღვისპირა ბულვარის განაშენიანება 1881 წლიდან იწყება და მასში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ პრუსიელ მებაღეს რესლერს და ფრანგ მიხეილ დალფონსს. ბოლო წლებში ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და დღეისათვის მისი სიგრძე 7 კილომეტრს აღწევს. თანამედროვე სტანდარტებით გაშენდა ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ე.წ. ახალი ბულვარი. ბულვარის სანაპირო ზოლი ბუნგალოებით, კაფე-ლაუნჯებით, რესტორნებით, საბავშვო ატრაქციონებით, სკულპტურებითა და ახალი ფანტანებით დამშვენდა და იგი ქალაქის სტუმრებისათვის ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. ბათუმის ბულვარს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა პრომენადის გასწვრივ გაშენებულმა ველობილიკებმა, სადაც ველოთი გასეირნებასთან ერთად დატკბებით ზღვის ულამაზესი პანორამებით. "ბათუმველოს" ფრანგული მოდელის ველოსიპედებით სარგებლობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილებშიცაა შესაძლებელი, სადაც სპეციალური სადგომები და ველობილიკებია განთავსებული.

5. იხილე ცხრა კლიმატური ზონის მცენარე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბოტანიკური ბაღი დაარსებულია 1912 წელს ანდრეი კრასნოვის მიერ, რომელიც ბოტანიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის აღიარებული კლასიკოსია. ბაღის ფლორისტული სიმდიდრე 111 ჰექტარზე გაშენებულ ცხრა განყოფილებითაა წარმოდგენილი. ესენია: აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ ამერიკის, ჰიმალაის, მექსიკის, ავსტრალიის, ხმელთაშუა ზღვის და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებები. ბოტანიკურ ბაღში ვიზიტი შესაძლებელია როგორც ფეხით, ისე სპეციალური საექსკურსიო ელექტრო-მობილებით.

6. დაესწარი დელფინების დაუვიწყარ შოუს

შთაბეჭდილებების და ემოციების ნამდვილი დღესასწაულია ბათუმის დელფინარიუმის შოუ-პროგრამა. 6 მაისის პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია დელფინარიუმი თავისი უნიკლაური სამ ენოვანი შოუებით უკვე იქცა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ვიზიტირებულ ტურისტულ ატრაქციად. 6 მაისის პარკი საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სამოქალაქო ბაღია, რომლის განაშენიანება 1881 წლიდან დაიწყო. პარკის ტერიტორიაზე დელფინარიუმის გარდა განლაგებულია აკვარიუმი, ზოოკუთხე და საბავშვო ატრაქციონები. პარკში ასევე შესაძლებელია ნავით ტბაზე გასეირნება.

7. დააგემოვნე ქედის ჩხავერი

დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას სწორედ აჭარა წარმოადგენს. აჭარის მასშტაბით მევენახეობა განსაკუთრებით განვითარებულია ქედის მუნიციპალიტეტში. აჭარაში წარმოებული ღვინის უნიკალური სახეობებია "ქედის ცოლიკაური" და "ჩხავერი". იშვიათი ჯიშის ვაზისაგან დამზადებული ვარდისფერი შეფერილობის "ჩხავერი" რეგიონის კოლორიტულ სასმელად იქცა და მისი დაგემოვნება აჭარული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებთან ერთად ნამდვილი სიამოვნებაა.

8. გასინჯე უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური

წარმოუდგენელია აჭარული სამზარეულო აჭარული ხაჭაპურის გარეშე. იგი აჭარაში ჩამოსული სტუმრებისათვის აუცილებლად დასაგემოვნებელ კერძთა შორის მოისაზრება, ამიტომაც დღეს აჭარული ხაჭაპური არამარტო აჭარაში, არამედ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში შეიძლება დააგემოვნოთ, თუმცა როგორც ამას გურმანები აღნიშნავენ, აჭარაში ამ კერძს მაინც სულ სხვა გემო და ხიბლი აქვს. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს. მზე და ზღვა კულინარიაში ასე გემრიელად არავის დაუკავშირებია ერთმანეთთან.

9. იპოვე რომაელების კვალი გონიოს ციხეში

გამორჩეულია ჩვენი რეგიონი საინტერესო ისტორიული წარსულითა და კულტურული ღირებულებებით. საქართველოს ერთ-ერთი უძველესი გონის-აფსაროსის ციხე-სიმაგრე ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ. დაშორებით მდებარეობს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის ტერიტორიაზე უხვადაა მოპოვებული რომაული ხანის მასალა. გონიო-აფსაროსის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული არგონავტების მითთან. ცნობილია, რომ სწორედ აქ დაკრძალა მეფე აიეტმა თავისი ვაჟი აფსაროსი, რომელიც გაქცეულმა იასონმა მოკლა. ზოგიერთი წყაროს გადმოცემით, აქვეა დაკრძალულიქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი - მატათა. გონიოს ციხის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მუზეუმი. "გონიოს განძად" წოდებული ანტიკური პერიოდის უნიკალური ნივთების დიდი ნაწილი ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული.

10. აღმოაჩინე ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი

ცნობილი ადამიანები ბათუმით ხშირად ინტერესდებოდნენ. განსაკუთრებით საგულისხმოა ამ მხრივ "პორტო-ფრანკოდ" წოდებული პერიოდი. ცოტამ თუ იცის, რომ ბათუმის ნავთობტერმინალის მშენებლობა "ნავთობის მეფეებად" წოდებული ძმები ნობელების სახელთანაა დაკავშირებული. კომპანია "ბრანობელის" შემქმნელების საცხოვრებელ სახლში დღეს ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმია განთავსებული. აქვეა წარმოდგენილი ებრაული წარმოშობის ფრანგი ნავთობმაგნატის როტშილდისა და თბილისელი სომეხის ნ. მანთაშევის, ასევე აჭარაში ჩაის კულტურის შემომტანი ჩინელი ლაო ჯინ-ჯაოს საექსპოზიციო კუთხეები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია