მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე რთული საკუთარ თავთან შეხვედრაა" - დედა სიდონიას გულახდილი ინტერვიუ
"ყველაზე რთული საკუთარ თავთან შეხვედრაა" - დედა სიდონიას გულახდილი ინტერვიუ

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ დედა სი­დო­ნი­ას სა­ო­ცა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის, უნი­კა­ლუ­რი სამ­კა­უ­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა­ზე მოვ­ხვდი. გულ­სა­კი­დე­ბი, გვირ­გვი­ნე­ბი, სა­მა­ჯუ­რე­ბი... - ამ ნა­მუ­შევ­რებ­ში თით­ქოს, უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო იყო ჩაქ­სო­ვი­ლი. გა­მო­ფე­ნას საქ­ველ­მოქ­მე­დო მი­სი­აც ჰქონ­და: შე­მო­სუ­ლი თან­ხით შშმ სტუ­დენტს და­ეხ­მარ­ნენ... მშრო­მე­ლი, მზრუნ­ვე­ლი და აქ­ტი­უ­რი მო­ნა­ზო­ნი თი­თო­ე­ულ სტუ­მარს ყუ­რა­დღე­ბას არ აკ­ლებ­და.

დედა სი­დო­ნია წლე­ბია, სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს და სა­ქარ­თვე­ლო­ში პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მო­დის.

- დე­დაო, სა­ო­ცა­რი სამ­კა­უ­ლე­ბი გაქვთ. რო­დის გა­გიჩ­ნდათ მათი შექ­მნის სურ­ვი­ლი?

- ხელ­საქ­მე ბავ­შვო­ბი­დან­ვე მი­ზი­დავ­და, თო­ჯი­ნებს სა­მოსს ვუ­კე­რავ­დი... მამა მხატ­ვა­რი იყო (ბე­ბი­აც მხატ­ვა­რი ჰყავ­და. - ავტ.) და როცა მუ­შა­ობ­და, სა­ა­თო­ბით ვუ­ყუ­რებ­დი. მოკ­ლედ, ფე­რე­ბი ჩემ­თვის უცხო არ იყო და ალ­ბათ, ეს გახ­და ჩემ­თვის ბიძ­გის­მომ­ცე­მი...

- მო­ნაზვნო­ბა რო­დის გა­და­წყვი­ტეთ?

- სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში 1991 წელს სტუმ­რად მი­ვე­დი. ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი იყო, ცხოვ­რე­ბა ჭირ­და. პური თვე­ო­ბით არ გვქონ­და, ჩვე­ნი ფილ­ტვე­ბი სი­ცი­ვე­სა და მძი­მე პი­რო­ბებ­ში ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მო­ნას­ტრი­დან წა­მოს­ვლა აზ­რა­დაც არ მომ­სვლია. იქ სა­ო­ცა­რი სი­ხა­რუ­ლი სუ­ფევ­და, ნამ­დვი­ლი, წრფე­ლი... მარ­ხვი­სას დი­ლის 4-ის ნა­ხე­ვარ­ზე ვდგე­ბო­დით, ჩვე­უ­ლებ­რივ დღე­ებ­ში კი 5-ის ნა­ხე­ვარ­ზე და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დავ­სწრე­ბო­დით ლოც­ვას, მერე მორ­ჩი­ლე­ბე­ბი იწყე­ბო­და. რა­ღაც პე­რი­ო­დი მეტ­რა­პე­ზეც ვი­ყა­ვი და 30 ადა­მი­ა­ნის­თვის სა­დილს ვამ­ზა­დებ­დი. ყვე­ლა დედა გა­ლო­ბის სა­ო­ცა­რი უნა­რით იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. გვქონ­და გო­ბე­ლე­ნე­ბის, ფარ­და­გე­ბის სა­ხე­ლოს­ნო ანუ იმ პე­რი­ოდ­ში სამ­თავ­რო­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი ხელ­საქ­მე "ყვა­ო­და~. მი­უ­ხე­და­ვად გა­სა­ჭი­რი­სა და მძი­მე პე­რი­ო­დი­სა, ყვე­ლა­ნი გა­ღი­მე­ბუ­ლი და­დი­ოდ­ნენ. იმ­დე­ნად მდი­და­რი სუ­ლი­ე­რი საკ­ვე­ბი გვქონ­და, რომ მა­ტე­რი­ა­ლურს აღარ ვჩი­ო­დით.

- სა­ბერ­ძნეთ­ში რო­დის გა­ემ­გზავ­რეთ?

- მე-11 წე­ლია, სა­ბერ­ძნე­თის მო­ნას­ტერს ვე­კუთ­ვნი... რო­დე­საც იქ ხელ­ში მძი­ვე­ბი ჩა­მი­ვარ­და, ჯვრი­ა­ნი სამ­კა­უ­ლე­ბი ავა­წყვე და რად­გან იღუ­მე­ნი­ას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, მერე უკვე ნა­მუ­შევ­რე­ბის დახ­ვე­წას ვცდი­ლობ­დი, სხვა­დას­ხვა ფე­რის კომ­ბი­ნა­ცი­ას ვა­კე­თებ­დი. ნა­ქარ­გე­ბის დამ­ზა­დე­ბი­სას მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც გა­მო­მად­გა.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, როცა 18 წლის გო­გომ მო­ნას­ტერ­ში წას­ვლა მო­ინ­დო­მეთ?

- სკო­ლა­ში "ხუ­თო­სა­ნი" ვი­ყა­ვი, კომ­კავ­ში­რის კო­მი­ტე­ტის მდი­ვა­ნი გახ­ლდით, გა­ზეთ­შიც ვწერ­დი რა­ღა­ცებს და მინ­დო­და, ჟურ­ნა­ლის­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი გახ­ლდით, მაგ­რამ თან, სიმ­ყუდ­რო­ვე მიყ­ვარ­და, გან­მარ­ტო­ე­ბა მსი­ა­მოვ­ნებ­და, ჩა­ნა­ხა­ტებს ვა­კე­თებ­დი. ჩემი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და დი­რექ­ცი­ის სურ­ვი­ლით, ცეკ­ვა­ზე დავ­დი­ო­დი - მა­შინ ასე იყო სა­ჭი­რო (იღი­მის)...

მერე ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვა­ბა­რებ­დი და ქუ­ლე­ბი და­მაკ­ლდა. მო­ნას­ტერ­ში მი­სულ­მა გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ უკე­თეს ად­გი­ლას ვე­ღარ­სად წა­ვი­დო­დი. ოჯა­ხის წევ­რებ­მა რა აღარ გა­ა­კე­თეს, რომ მო­ნას­ტრი­დან წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს აზრი არ ჰქონ­და. სა­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში "შეთ­ქვე­ფის" სურ­ვი­ლი არ მქონ­და. ჩემი ოჯა­ხი ეკ­ლე­სი­უ­რი იყო, ტა­ძარ­ში პირ­ვე­ლი მე არ მივ­სულ­ვარ. უბ­რა­ლოდ, ეკ­ლე­სი­ა­ში დედა არ და­დი­ო­და... მა­მას ვე­ი­მე­დე­ბო­დი და დიდ გან­ცდებ­ში იყო, რო­დე­საც ჩემი სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო...

სა­ბერ­ძნეთ­ში რომ წა­ვე­დი, იქ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა შე­მომ­თა­ვა­ზეს და სამ თვე­ში ბერ­ძნუ­ლი ენა შე­ვის­წავ­ლე. ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მო­ნას­ტე­რია, ბევ­რი უცხო­ე­ლი მსა­ხუ­რობს. ყო­ფი­ლი პრო­ტეს­ტან­ტი, კა­თო­ლი­კე, მუს­ლი­მა­ნე­ბი გვყავს, რომ­ლე­ბიც მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბად მო­ი­ნათლნენ. ბევ­რი მათ­გა­ნი მო­ნა­ზო­ნი და ბე­რიც გახ­და. მო­ნას­ტე­რი ხელს უწყობს ადა­მი­ა­ნებს, რომ საღვთის­მე­ტყვე­ლო გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ. არ მჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ თე­ო­ლო­გია-საღვთის­მე­ტყვე­ლო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნეს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ყველაზე რთული საკუთარ თავთან შეხვედრაა" - დედა სიდონიას გულახდილი ინტერვიუ

"ყველაზე რთული საკუთარ თავთან შეხვედრაა" - დედა სიდონიას გულახდილი ინტერვიუ

დაახლოებით ერთი თვის წინ დედა სიდონიას საოცარი ნამუშევრების, უნიკალური სამკაულების გამოფენაზე მოვხვდი. გულსაკიდები, გვირგვინები, სამაჯურები... - ამ ნამუშევრებში თითქოს, უდიდესი სიყვარული და სითბო იყო ჩაქსოვილი. გამოფენას საქველმოქმედო მისიაც ჰქონდა: შემოსული თანხით შშმ სტუდენტს დაეხმარნენ... მშრომელი, მზრუნველი და აქტიური მონაზონი თითოეულ სტუმარს ყურადღებას არ აკლებდა.

დედა სიდონია წლებია, საბერძნეთში ცხოვრობს და საქართველოში პერიოდულად ჩამოდის.

- დედაო, საოცარი სამკაულები გაქვთ. როდის გაგიჩნდათ მათი შექმნის სურვილი?

- ხელსაქმე ბავშვობიდანვე მიზიდავდა, თოჯინებს სამოსს ვუკერავდი... მამა მხატვარი იყო (ბებიაც მხატვარი ჰყავდა. - ავტ.) და როცა მუშაობდა, საათობით ვუყურებდი. მოკლედ, ფერები ჩემთვის უცხო არ იყო და ალბათ, ეს გახდა ჩემთვის ბიძგისმომცემი...

- მონაზვნობა როდის გადაწყვიტეთ?

- სამთავროს მონასტერში 1991 წელს სტუმრად მივედი. ურთულესი პერიოდი იყო, ცხოვრება ჭირდა. პური თვეობით არ გვქონდა, ჩვენი ფილტვები სიცივესა და მძიმე პირობებში ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მონასტრიდან წამოსვლა აზრადაც არ მომსვლია. იქ საოცარი სიხარული სუფევდა, ნამდვილი, წრფელი... მარხვისას დილის 4-ის ნახევარზე ვდგებოდით, ჩვეულებრივ დღეებში კი 5-ის ნახევარზე და აუცილებლად უნდა დავსწრებოდით ლოცვას, მერე მორჩილებები იწყებოდა. რაღაც პერიოდი მეტრაპეზეც ვიყავი და 30 ადამიანისთვის სადილს ვამზადებდი. ყველა დედა გალობის საოცარი უნარით იყო დაჯილდოებული. გვქონდა გობელენების, ფარდაგების სახელოსნო ანუ იმ პერიოდში სამთავროში ყველანაირი ხელსაქმე `ყვაოდა~. მიუხედავად გასაჭირისა და მძიმე პერიოდისა, ყველანი გაღიმებული დადიოდნენ. იმდენად მდიდარი სულიერი საკვები გვქონდა, რომ მატერიალურს აღარ ვჩიოდით.

- საბერძნეთში როდის გაემგზავრეთ?

- მე-11 წელია, საბერძნეთის მონასტერს ვეკუთვნი... როდესაც იქ ხელში მძივები ჩამივარდა, ჯვრიანი სამკაულები ავაწყვე და რადგან იღუმენიას ძალიან მოეწონა, მერე უკვე ნამუშევრების დახვეწას ვცდილობდი, სხვადასხვა ფერის კომბინაციას ვაკეთებდი. ნაქარგების დამზადებისას მიღებული გამოცდილებაც გამომადგა.

- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას, როცა 18 წლის გოგომ მონასტერში წასვლა მოინდომეთ?

- სკოლაში "ხუთოსანი" ვიყავი, კომკავშირის კომიტეტის მდივანი გახლდით, გაზეთშიც ვწერდი რაღაცებს და მინდოდა, ჟურნალისტი ვყოფილიყავი. აქტიური ბავშვი გახლდით, მაგრამ თან, სიმყუდროვე მიყვარდა, განმარტოება მსიამოვნებდა, ჩანახატებს ვაკეთებდი. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ და დირექციის სურვილით, ცეკვაზე დავდიოდი - მაშინ ასე იყო საჭირო (იღიმის)...

მერე ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვაბარებდი და ქულები დამაკლდა. მონასტერში მისულმა გავაცნობიერე, რომ უკეთეს ადგილას ვეღარსად წავიდოდი. ოჯახის წევრებმა რა აღარ გააკეთეს, რომ მონასტრიდან წამოვსულიყავი და უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მაგრამ ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა. საერო ცხოვრებაში "შეთქვეფის" სურვილი არ მქონდა. ჩემი ოჯახი ეკლესიური იყო, ტაძარში პირველი მე არ მივსულვარ. უბრალოდ, ეკლესიაში დედა არ დადიოდა... მამას ვეიმედებოდი და დიდ განცდებში იყო, როდესაც ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო...

საბერძნეთში რომ წავედი, იქ უნივერსიტეტში სწავლა შემომთავაზეს და სამ თვეში ბერძნული ენა შევისწავლე. ინტერნაციონალური მონასტერია, ბევრი უცხოელი მსახურობს. ყოფილი პროტესტანტი, კათოლიკე, მუსლიმანები გვყავს, რომლებიც მართლმადიდებლებად მოინათლნენ. ბევრი მათგანი მონაზონი და ბერიც გახდა. მონასტერი ხელს უწყობს ადამიანებს, რომ საღვთისმეტყველო განათლება მიიღონ. არ მჭირდებოდა, მაგრამ თეოლოგია-საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე ჩამაბარებინეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია