სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაწუხებს, რომ ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებ"
"მაწუხებს, რომ ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებ"

გა­სულ კვი­რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დე­ო­ფი­რი, რო­მელ­შიც ერთ-ერთი კლუ­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლიკა კი­კი­ა­ნი პო­ლი­ცი­ას ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მისი თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჯერ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ სცე­მეს, მან­ქა­ნა­ში ძა­ლით ჩას­ვეს და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამას­თან, კი­კი­ა­ნის თქმით,­ იპჰო­ნე 5 და­უმტვრი­ეს. კი­კი­ა­ნის მტკი­ცე­ბით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სცე­მეს ისი­ნიც, ვინც მას გა­მო­ე­ქო­მაგ­ნენ. გო­გო­ნას თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ვა­კის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ.

ლიკა კი­კი­ა­ნი: - კლუბ "ვი­ტა­მინ­ში" მე­ნე­ჯე­რად ვმუ­შა­ობ. კლუბ­ში ჩემი ნა­თე­სა­ვი ბი­ჭე­ბიც იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნეთ­ში კა­მა­თი მო­უ­ვი­დათ. ფა­სი­ა­ნი ავ­ტო­სად­გო­მის­კენ წა­ვიდ­ნენ და მეც გავ­ყე­ვი. მათ­კენ მი­მა­ვალ­მა ათზე მეტი მა­მა­კა­ცი და­ვი­ნა­ხე. ზოგს შავი მა­ი­სუ­რი ეცვა, რო­მელ­ზეც პო­ლი­ცია ეწე­რა, ზოგი სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მელ­ში იყო. როცა მათ გა­ვუს­წორ­დი, ვუ­თხა­რი, ბი­ჭე­ბო, ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან და მე მივ­ხე­დავ-მეთ­ქი. ბი­ჭებს რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც მო­ვიდ­ნენ და თავ­ხე­დუ­რი ტო­ნით ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა მოგვ­თხო­ვეს. ბი­ჭებ­სა და პო­ლი­ცი­ე­ლებს­ შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, მე ერთ-ერთ მათ­გან­სა და პო­ლი­ცი­ელს შო­რის ჩავ­დე­ქი, რად­გან შე­ვა­ტყვე, რომ პო­ლი­ცი­ე­ლი მის წაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­და.

ამა­სო­ბა­ში, ჩემი მე­გობ­რე­ბი მან­ქა­ნა­ში ჩას­ხდნენ და წა­ვიდ­ნენ, მე კი სამ­სა­ხუ­რის­კენ წა­ვე­დი. ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა "ფა­სი­ა­ნი" გოგო მი­წო­და. მა­შინ მეც ვუ­თხა­რი, ამ ცი­ნი­კუ­რი სა­ხე­ე­ბის­თვის ღა­მე­ში 20 ლარს გიხ­დი­ან-მეთ­ქი? ამის თქმა იყო და, ყელ­ში მწვდა. ორი პო­ლი­ცი­ე­ლი ჩვენ შო­რის ჩად­გა. მათ რამ­დენ­ჯერ­მე ფეხი მი­ვარ­ტყი. და­წყნარ­დიო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. რო­გორ დავ­წყნარ­დე, როცა მცემთ-მეთ­ქი. ტე­ლე­ფო­ნი ამო­ვი­ღე, მინ­დო­და, და­მე­რე­კა, ალ­ბათ, იფიქ­რეს, ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა უნ­დაო და სულმთლად გა­და­ი­რივ­ნენ. ერთ მო­მენ­ტში ვიგ­რძე­ნი, რომ სა­ნა­ხევ­როდ მა­ი­სუ­რი არ მაც­ვია, თურ­მე ჩხუ­ბის დროს ცალი სა­ხე­ლო გამძვრა.

- ვი­დე­ო­ში ამ­ბობ, რომ შე­მო­გა­ხი­ეს, რომ ოცმა პო­ლი­ცი­ელ­მა გცე­მა...

- არ შე­მო­უ­ხე­ვი­ათ, ჩხუ­ბის დროს გამძვრა. შემ­დეგ ვი­ფიქ­რე, ვი­ტყვი, ორ­სუ­ლად ვარ და არ მცე­მენ-მეთ­ქი, მაგ­რამ ამ სი­ტყვებ­ზე უა­რე­სი და­ე­მარ­თათ. პო­ლი­ცი­ელ­მა წა­მაქ­ცია. მარ­ჯვე­ნა მხრით და­ვე­ცი, ორ­სუ­ლად არა, შენი დე­დაო...

ამის მერე ხელ­ში ამიყ­ვა­ნეს და მან­ქა­ნის­კენ წა­მიყ­ვა­ნეს. როცა გა­ვი­აზ­რე, რომ და­მი­ჭი­რეს, დავ­მშვიდ­დი. ვი­დე­ო­შიც ჩანს, რომ მშვი­დად მივ­ყვე­ბი. ორი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის მერე, რაც ვი­დე­ო­ში არ ჩანს, ისევ პა­ნი­კა ავ­ტე­ხე. მან­ქა­ნა­ში არ ვჯდე­ბო­დი. პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში კი მშვი­დად შე­ვე­დი და გა­მო­ვე­დი. არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვინც პო­ლი­ცი­ა­ში ბუნ­ტით შევა და გა­მო­ვა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები

"მაწუხებს, რომ ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებ"

"მაწუხებს, რომ ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებ"

გასულ კვირას სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოფირი, რომელშიც ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი ლიკა კიკიანი პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს, მანქანაში ძალით ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, კიკიანის თქმით,­ იპჰონე 5 დაუმტვრიეს. კიკიანის მტკიცებით, პოლიციელებმა სცემეს ისინიც, ვინც მას გამოექომაგნენ. გოგონას თქმით, პოლიციელები ვაკის განყოფილებაში მუშაობენ.

ლიკა კიკიანი: - კლუბ "ვიტამინში" მენეჯერად ვმუშაობ. კლუბში ჩემი ნათესავი ბიჭებიც იყვნენ, რომლებსაც ერთმანეთში კამათი მოუვიდათ. ფასიანი ავტოსადგომისკენ წავიდნენ და მეც გავყევი. მათკენ მიმავალმა ათზე მეტი მამაკაცი დავინახე. ზოგს შავი მაისური ეცვა, რომელზეც პოლიცია ეწერა, ზოგი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო. როცა მათ გავუსწორდი, ვუთხარი, ბიჭებო, ჩემი მეგობრები არიან და მე მივხედავ-მეთქი. ბიჭებს რომ მივუახლოვდი, პოლიციელებიც მოვიდნენ და თავხედური ტონით ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვეს. ბიჭებსა და პოლიციელებს­ შორის შელაპარაკება მოხდა, მე ერთ-ერთ მათგანსა და პოლიციელს შორის ჩავდექი, რადგან შევატყვე, რომ პოლიციელი მის წაყვანას ცდილობდა.

ამასობაში, ჩემი მეგობრები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ, მე კი სამსახურისკენ წავედი. ერთმა პოლიციელმა "ფასიანი" გოგო მიწოდა. მაშინ მეც ვუთხარი, ამ ცინიკური სახეებისთვის ღამეში 20 ლარს გიხდიან-მეთქი? ამის თქმა იყო და, ყელში მწვდა. ორი პოლიციელი ჩვენ შორის ჩადგა. მათ რამდენჯერმე ფეხი მივარტყი. დაწყნარდიო, მეუბნებოდნენ. როგორ დავწყნარდე, როცა მცემთ-მეთქი. ტელეფონი ამოვიღე, მინდოდა, დამერეკა, ალბათ, იფიქრეს, ვიდეოს გადაღება უნდაო და სულმთლად გადაირივნენ. ერთ მომენტში ვიგრძენი, რომ სანახევროდ მაისური არ მაცვია, თურმე ჩხუბის დროს ცალი სახელო გამძვრა.

- ვიდეოში ამბობ, რომ შემოგახიეს, რომ ოცმა პოლიციელმა გცემა...

- არ შემოუხევიათ, ჩხუბის დროს გამძვრა. შემდეგ ვიფიქრე, ვიტყვი, ორსულად ვარ და არ მცემენ-მეთქი, მაგრამ ამ სიტყვებზე უარესი დაემართათ. პოლიციელმა წამაქცია. მარჯვენა მხრით დავეცი, ორსულად არა, შენი დედაო...

ამის მერე ხელში ამიყვანეს და მანქანისკენ წამიყვანეს. როცა გავიაზრე, რომ დამიჭირეს, დავმშვიდდი. ვიდეოშიც ჩანს, რომ მშვიდად მივყვები. ორი ნაბიჯის გადადგმის მერე, რაც ვიდეოში არ ჩანს, ისევ პანიკა ავტეხე. მანქანაში არ ვჯდებოდი. პოლიციის შენობაში კი მშვიდად შევედი და გამოვედი. არ მეგულება ადამიანი, ვინც პოლიციაში ბუნტით შევა და გამოვა.

იხილეთ გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ