პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
GEM fest-ზე დასასწრები მულტიპასების ფასი გაიზარდა
GEM fest-ზე დასასწრები მულტიპასების ფასი გაიზარდა

ქარ­თუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვალ­ზე ანაკ­ლი­ა­ში 30 ივ­ლი­სი­დან 7 აგ­ვის­ტომ­დე სა­ფეს­ტი­ვა­ლო შეგ­რძნე­ბე­ბი­თა და დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით და­იტ­ვირ­თე­ბით.

ორ­შა­ბათს, 29 ივ­ნისს, რო­დე­საც მო­ნა­წი­ლე­თა მე­სა­მე ნა­წილს გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ, გვპირ­დე­ბი­ან, რომ ანაკ­ლი­ის ზღვის­პი­რეთ­ში გამ­გზავ­რე­ბის კი­დევ უფრო და­უ­ო­კე­ბელ სურ­ვილს ვიგ­რძნობთ, მა­ნამ­დე კი 15 ივ­ნი­სი­დან 26 ივ­ნი­სამ­დე ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მრა­ვალ­ჯე­რა­დად შე­სას­ვლე­ლი ბა­რა­თი, ანუ მულ­ტი-პასი ექ­სკლუ­ზი­ურ ფა­სად, 99 ლა­რად, 1000 ცალი გა­ი­ყი­და. 26 ივ­ნი­სი­დან მულ­ტი-პა­სის ფასი შე­იც­ვა­ლა და 150 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ 20 ივ­ლი­სამ­დე დარ­ჩე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლამ­დე 10 დღით ადრე კი მულ­ტი-პა­სის ფასი კვლავ შე­იც­ვლე­ბა. ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ სა­იტ­ზე eventer.ge.

ახლა ორი­ოდ სი­ტყვა მო­ნა­წი­ლე­თა შე­სა­ხებ - ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის მსმე­ნე­ლებს დიდ­ხანს არ სჯე­რო­დათ, რომ ტრან­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, არ­მინ ვან ბი­უ­რე­ნი ანაკ­ლი­ის ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ჰედ­ლა­ი­ნე­რია და ზოგს და­სარ­წმუ­ნებ­ლად არ­მი­ნის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თვის დაკ­ვირ­ვე­ბით ნახ­ვაც კი დას­ჭირ­და, სა­დაც ცნო­ბი­ლი დი­ჯეი თა­ვად ამ­ბობს, რომ 31 ივ­ლისს GEM fest-ზე და­უკ­რავს. მას­თან ერ­თად ანაკ­ლი­ა­ში რამ­დე­ნი­მე სცე­ნას ამ სფე­როს არა­ნაკ­ლებ ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც და­ი­კა­ვე­ბენ - Dubfire, Booka Shade, David August, M.A.N.D.Y და სხვა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლაინ-აფი ჯერ სრუ­ლად არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. დე­ტა­ლე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ სა­იტს gem-fest.com.

GEM fest-ზე დასასწრები მულტიპასების ფასი გაიზარდა

GEM fest-ზე დასასწრები მულტიპასების ფასი გაიზარდა

ქართული ელექტრონული მუსიკალური ფესტივალზე ანაკლიაში 30 ივლისიდან 7 აგვისტომდე საფესტივალო შეგრძნებებითა და დიდი შთაბეჭდილებებით დაიტვირთებით.

ორშაბათს, 29 ივნისს, როდესაც მონაწილეთა მესამე ნაწილს გამოაცხადებენ, გვპირდებიან, რომ ანაკლიის ზღვისპირეთში გამგზავრების კიდევ უფრო დაუოკებელ სურვილს ვიგრძნობთ, მანამდე კი 15 ივნისიდან 26 ივნისამდე ფესტივალის ტერიტორიაზე მრავალჯერადად შესასვლელი ბარათი, ანუ მულტი-პასი ექსკლუზიურ ფასად, 99 ლარად, 1000 ცალი გაიყიდა. 26 ივნისიდან მულტი-პასის ფასი შეიცვალა და 150 ლარამდე გაიზარდა. ეს ღირებულება მხოლოდ 20 ივლისამდე დარჩება. ფესტივალამდე 10 დღით ადრე კი მულტი-პასის ფასი კვლავ შეიცვლება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე eventer.ge.

ახლა ორიოდ სიტყვა მონაწილეთა შესახებ - ელექტრონული მუსიკის მსმენელებს დიდხანს არ სჯეროდათ, რომ ტრანსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, არმინ ვან ბიურენი ანაკლიის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერია და ზოგს დასარწმუნებლად არმინის მიერ გამოქვეყნებული მიმართვის დაკვირვებით ნახვაც კი დასჭირდა, სადაც ცნობილი დიჯეი თავად ამბობს, რომ 31 ივლისს GEM fest-ზე დაუკრავს. მასთან ერთად ანაკლიაში რამდენიმე სცენას ამ სფეროს არანაკლებ ცნობილი წარმომადგენლებიც დაიკავებენ - Dubfire, Booka Shade, David August, M.A.N.D.Y და სხვა. შეგახსენებთ, რომ ლაინ-აფი ჯერ სრულად არ არის წარმოდგენილი. დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს gem-fest.com.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება