მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეცვლის გიორგი ქადაგიძეს?
ვინ შეცვლის გიორგი ქადაგიძეს?

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ვი­ნა­ი­დან მოქ­მედ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი ქა­და­გი­ძეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა რამ­დე­ნი­მე თვე­ში - 2016 წლის თე­ბერ­ვალ­ში ეწუ­რე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­მა­ვა­ლი მმარ­თვე­ლის კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მალე და­ი­წყე­ბა. მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, ბიზ­ნე­სა­სო­ცი­ა­ცი­ე­ბი და თა­ვად ეროვ­ნუ­ლი ბან­კი.

სხვა­დას­ხვა წრე­ებ­ში უკვე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლო კან­დი­და­ტუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­თა შო­რის სა­ხელ­დე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ - 1993-1998 წლებ­ში უკვე იკა­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის პოსტს.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მოქ­მედ­მა მი­ნის­ტრმა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, ფი­ნან­სე­ბი­სა და კრე­დი­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა მის პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას, იგი 2011-2014 წლებ­ში სს "ქარ­თუ ბან­კის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო, მა­ნამ­დე კი 1999 -2004 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი გახ­ლდათ და სა­ფი­ნან­სო სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის და მო­ად­გი­ლის პოს­ტებ­საც იკა­ვებ­და.

ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტებს შო­რის ფი­გუ­რი­რებს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის კი­დევ ერთი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ირაკ­ლი მა­ნა­გა­ძის კან­დი­და­ტუ­რაც, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლურ სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუტს 1998-2005 წლებ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ირაკ­ლი მა­ნა­გა­ძემ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ოგ­რა­ფია-გე­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა ეკო­ნო­მი­კუ­რი გე­ოგ­რა­ფი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბით.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ვინ შეცვლის გიორგი ქადაგიძეს?

ვინ შეცვლის გიორგი ქადაგიძეს?

ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით აქტუალური საკითხია, თუ ვინ შეიძლება გახდეს ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი, ვინაიდან მოქმედ პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვეში - 2016 წლის თებერვალში ეწურება.

ეროვნული ბანკის მომავალი მმართველის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები მალე დაიწყება. მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, საქართველოს მთავრობა, ბიზნესასოციაციები და თავად ეროვნული ბანკი.

სხვადასხვა წრეებში უკვე დაიწყო საუბარი შესაძლო კანდიდატურებთან დაკავშირებით, რომელთა შორის სახელდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც წლების წინ - 1993-1998 წლებში უკვე იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედმა მინისტრმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. რაც შეეხება მის პროფესიულ გამოცდილებას, იგი 2011-2014 წლებში სს "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი იყო, მანამდე კი 1999 -2004 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახლდათ და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის და მოადგილის პოსტებსაც იკავებდა.

ნოდარ ჯავახიშვილის გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სავარაუდო კანდიდატებს შორის ფიგურირებს ეროვნული ბანკის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, ირაკლი მანაგაძის კანდიდატურაც, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ საფინანსო ინსტიტუტს 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. ირაკლი მანაგაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია