სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გარდაქმნას საჭიროებს
თეა წულუკიანი - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გარდაქმნას საჭიროებს

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ინ­სტი­ტუ­ტი გარ­დაქ­მნას სა­ჭი­რო­ებს. რო­გორც თეა წუ­ლუ­კი­ან­მა დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ინ­სტი­ტუ­ტის სრულ გა­უქ­მე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან ის სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს სა­ჭი­რო­ებს.

"ვფიქ­რობ, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც შე­მო­ტა­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუკი ვიმ­სჯე­ლებთ იმ პრაქ­ტი­კით, რაც ამ ინ­სტი­ტუტს დღეს გა­აჩ­ნია, ვერ ვი­ტყვით, რომ შე­ეთ­ვი­სა ქარ­თულ სა­მარ­თლებ­რივ სის­ტე­მას. მეც მგო­ნია, რომ ის სა­ჭი­რო­ებს გარ­დაქ­მნას. მის სრუ­ლი­ად გა­უქ­მე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ინ­სტი­ტუ­ტის გა­უქ­მე­ბა სხვა თუ არა­ფე­რი, სა­ჭი­რო­ებს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს. მაგ­რამ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შევ­ქმნათ გა­რან­ტი­ე­ბი იმი­სა, რომ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი არა მხო­ლოდ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ვერ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, არა­მედ თუკი მათ ხარ­ვე­ზე­ბი ან შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვეს, არ­სე­ბობ­დეს გა­სა­ჩივ­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­სა­მარ­თლეს­თან, რაც დღეს არ არ­სე­ბობს", - აღ­ნიშ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ისუ­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ამ ძი­რე­ულ ცვლი­ლე­ბებ­ზე უკვე მუ­შა­ობს. "მე ვმუ­შა­ობ და ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებს, სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ უწყე­ბებს გა­ვუ­ზი­ა­რებ სი­ახ­ლე­ე­ბის პა­კეტს ამ კვი­რა­ში, ან მო­მა­ვალ კვი­რა­ში და წარვდგე­ბი მთავ­რო­ბის წი­ნა­შე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ისე­თი გა­უ­გე­ბა­რი შე­დე­გე­ბი არ დგე­ბო­დეს სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბე­ბის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ დად­გა", - გა­ნა­ცხა­და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თეა წულუკიანი - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გარდაქმნას საჭიროებს

თეა წულუკიანი - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გარდაქმნას საჭიროებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გარდაქმნას საჭიროებს. როგორც თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულ გაუქმებაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან ის საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს.

"ვფიქრობ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც შემოტანილია რამდენიმე წლის წინ საქართველოში, თუკი ვიმსჯელებთ იმ პრაქტიკით, რაც ამ ინსტიტუტს დღეს გააჩნია, ვერ ვიტყვით, რომ შეეთვისა ქართულ სამართლებრივ სისტემას. მეც მგონია, რომ ის საჭიროებს გარდაქმნას. მის სრულიად გაუქმებაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება სხვა თუ არაფერი, საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ გარანტიები იმისა, რომ ნაფიცი მსაჯულები არა მხოლოდ იკრიბებოდნენ და ხშირ შემთხვევაში ვერ იკრიბებოდნენ, არამედ თუკი მათ ხარვეზები ან შეცდომები დაუშვეს, არსებობდეს გასაჩივრების მექანიზმები პროფესიონალ მოსამართლესთან, რაც დღეს არ არსებობს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ისუტიციის სამინისტრო ამ ძირეულ ცვლილებებზე უკვე მუშაობს. "მე ვმუშაობ და ძალოვან სტრუქტურებს, სხვა დაინტერესებულ უწყებებს გავუზიარებ სიახლეების პაკეტს ამ კვირაში, ან მომავალ კვირაში და წარვდგები მთავრობის წინაშე, რომ საზოგადოებისთვის ისეთი გაუგებარი შედეგები არ დგებოდეს სიცოცხლის უფლებების საქმეზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დადგა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."