პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლენინის ცხოვრების ოთხი ქალი
ლენინის ცხოვრების ოთხი ქალი

ვლა­დი­მერ ლე­ნი­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ოთხი ქალი იყო, რო­მე­ლიც უყ­ვარ­და. მის პირ­ველ სიყ­ვა­რულ­სა და მე­ო­რე ხან­მოკ­ლე რო­მან­ზე ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. ლე­ნი­ნის ცოლი ნა­დეჟ­და კონ­სტან­ტი­ნოვ­ნა კრუპს­კა­ია 70 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 14 წლის ნა­დეჟ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად შო­უ­ლობ­და ფულს, დე­დას ეხ­მა­რე­ბო­და მდგმუ­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში. მარ­ქსის­ტულ წრე­ზე გო­გო­ნამ ვლა­დი­მერ ული­ა­ნო­ვი გა­იც­ნო. ახალ­გაზ­რდა მარ­ქსისტზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნა მან ვერ მო­ა­ხერ­ხა. ახალ­გაზ­რდას საქ­მის მეტი არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­და, არც გო­გო­ე­ბი.

ილი­ჩის პირ­ველ სიყ­ვა­რულ­თან აპო­ლო­ნა­რია ია­კუ­ბო­ვას­თან ნა­დია მე­გობ­რობ­და. ისი­ნი პე­ტერ­ბურ­გში ერთ მი­წის­ქვე­შა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­დნენ და აგი­ტა­ცი­ით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი. ისი­ნი გა­მო­ე­წყო­ბოდ­ნენ უბ­რა­ლო სა­მოს­ში და მუ­შებს შე­ე­რე­ოდ­ნენ იმის გა­სა­გე­ბად, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ქარ­ხნებ­ში. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ლე­ნი­ნი ბრო­შუ­რებს ად­გენ­და, რო­მელ­საც პრო­ლე­ტა­რებს ური­გებ­დნენ. 1895 წელს ული­ა­ნოვ­მა ია­კუ­ბო­ვას ხელი თხო­ვა. აპო­ლო­ნა­რი­ამ უარი გა­ნა­ცხა­და ცო­ლო­ბა­ზე, შემ­დეგ კი 1913 წელს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

ნა­დია ლე­ნინს დი­დად არა­სო­დეს უყ­ვარ­და, თუმ­ცა თა­ვი­დან მის თან­ხმო­ბას ცო­ლო­ბა­ზე, ბავ­შვი­ვით გა­ხა­რე­ბუ­ლი შეხ­ვდა. შე­საძ­ლოა, ლე­ნინს ის ბიბ­ლი­ო­თე­კა უფრო ახა­რებ­და, რო­მე­ლიც კრუპს­კა­ი­ას მზით­ვებ­ში მოჰ­ყვე­ბო­და. 1898 წელს კრუპს­კა­ია და ული­ა­ნო­ვი და­ქორ­წინ­დნენ. ნა­დი­ას მზითვში დე­დაც მოჰ­ყვა. ილი­ჩის მე­ო­რე რო­მა­ნი მა­შინ გან­ვი­თარ­და, რო­დე­საც მისი სტა­ტი­ე­ბი გა­მოჩ­ნდა ფსევ­დო­ნი­მით "ნ. ლე­ნი­ნი". ამ ფსევ­დო­ნი­მით წერ­და, სხვა ფსევ­დო­ნი­მით ცხოვ­რობ­და. პას­პორ­ტი ინ­გლი­სელ უი­ლი­ამ ფრე­ის სა­ხელ­ზე ჰქონ­და და ერთი კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი ბი­ნი­დან მე­ო­რე­ში ბარ­გდე­ბო­და. ხან­და­ხან სა­ღა­მო­ო­ბით მე­გო­ბარ­თან, მი­ხე­ილ რუ­მი­ან­ცევ­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში და­დი­ო­და. ერთ სა­ღა­მოს მისი ყუ­რა­დღე­ბა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნამ მი­ი­პყრო, რო­მე­ლიც მე­ზო­ბელ მა­გი­დას­თან იჯდა.

ელი­ზა­ვე­ტა ჭკვი­ა­ნი, ლა­მა­ზი და ბუ­ნე­ბით ცოტა ავან­ტი­უ­რის­ტი იყო, რო­გორც ია­კუ­ბო­ვი. მო­ხიბ­ლულ­მა ელი­ზა­ვე­ტამ სა­კუ­თა­რი სახ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რი შეკ­რე­ბის ად­გი­ლად აქ­ცია. მათი რო­მა­ნი დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ ისი­ნი მე­გობ­რო­ბას არ წყვეტ­დნენ, ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბოდ­ნენ და წე­რი­ლებ­საც წერ­დნენ.

ყვე­ლა­ზე დიდი კვა­ლი ლე­ნი­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ინე­სა არ­მან­დმა და­ტო­ვა. თა­ვის წე­რი­ლებ­ში ლე­ნი­ნი მას შე­ნო­ბით მი­მარ­თავს. მათი ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რია იმ­დე­ნად რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­მოდ­გა, რომ იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს ერთ მხა­რეს იყო ცოლი, მე­ო­რე მხა­რეს კი საყ­ვა­რე­ლი. თუმ­ცა ეს უკვე ცალ­კე ის­ტო­რი­აა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია pravda.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ლენინის ცხოვრების ოთხი ქალი

ლენინის ცხოვრების ოთხი ქალი

ვლადიმერ ლენინის ცხოვრებაში ოთხი ქალი იყო, რომელიც უყვარდა. მის პირველ სიყვარულსა და მეორე ხანმოკლე რომანზე ბევრი არაფერია ცნობილი. ლენინის ცოლი ნადეჟდა კონსტანტინოვნა კრუპსკაია 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. 14 წლის ნადეჟდა დამოუკიდებლად შოულობდა ფულს, დედას ეხმარებოდა მდგმურების მომსახურებაში. მარქსისტულ წრეზე გოგონამ ვლადიმერ ულიანოვი გაიცნო. ახალგაზრდა მარქსისტზე შთაბეჭდილების მოხდენა მან ვერ მოახერხა. ახალგაზრდას საქმის მეტი არაფერი აინტერესებდა, არც გოგოები.

ილიჩის პირველ სიყვარულთან აპოლონარია იაკუბოვასთან ნადია მეგობრობდა. ისინი პეტერბურგში ერთ მიწისქვეშა ორგანიზაციაში მუშაობდნენ და აგიტაციით იყვნენ დაკავებული. ისინი გამოეწყობოდნენ უბრალო სამოსში და მუშებს შეერეოდნენ იმის გასაგებად, თუ რა მდგომარეობა იყო ქარხნებში. ამ ინფორმაციის საფუძველზე ლენინი ბროშურებს ადგენდა, რომელსაც პროლეტარებს ურიგებდნენ. 1895 წელს ულიანოვმა იაკუბოვას ხელი თხოვა. აპოლონარიამ უარი განაცხადა ცოლობაზე, შემდეგ კი 1913 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

ნადია ლენინს დიდად არასოდეს უყვარდა, თუმცა თავიდან მის თანხმობას ცოლობაზე, ბავშვივით გახარებული შეხვდა. შესაძლოა, ლენინს ის ბიბლიოთეკა უფრო ახარებდა, რომელიც კრუპსკაიას მზითვებში მოჰყვებოდა. 1898 წელს კრუპსკაია და ულიანოვი დაქორწინდნენ. ნადიას მზითვში დედაც მოჰყვა. ილიჩის მეორე რომანი მაშინ განვითარდა, როდესაც მისი სტატიები გამოჩნდა ფსევდონიმით ”ნ. ლენინი”. ამ ფსევდონიმით წერდა, სხვა ფსევდონიმით ცხოვრობდა. პასპორტი ინგლისელ უილიამ ფრეის სახელზე ჰქონდა და ერთი კონსპირაციული ბინიდან მეორეში ბარგდებოდა. ხანდახან საღამოობით მეგობართან, მიხეილ რუმიანცევთან ერთად რესტორანში დადიოდა. ერთ საღამოს მისი ყურადღება ახალგაზრდა გოგონამ მიიპყრო, რომელიც მეზობელ მაგიდასთან იჯდა.

ელიზავეტა ჭკვიანი, ლამაზი და ბუნებით ცოტა ავანტიურისტი იყო, როგორც იაკუბოვი. მოხიბლულმა ელიზავეტამ საკუთარი სახლი რევოლუციონერების არალეგალური შეკრების ადგილად აქცია. მათი რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ისინი მეგობრობას არ წყვეტდნენ, ერთმანეთს ხვდებოდნენ და წერილებსაც წერდნენ.

ყველაზე დიდი კვალი ლენინის ცხოვრებაში ინესა არმანდმა დატოვა. თავის წერილებში ლენინი მას შენობით მიმართავს. მათი ურთიერთობის ისტორია იმდენად რეზონანსული გამოდგა, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ერთ მხარეს იყო ცოლი, მეორე მხარეს კი საყვარელი. თუმცა ეს უკვე ცალკე ისტორიაა.

მომზადებულია pravda.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს