საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა
დავით ნარმანია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა

თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია ირა­ნის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს, თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით თე­ი­რან­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­სა და ირა­ნის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კას შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ერ­თობ­ლი­ვი მთავ­რო­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სი­ის მე-5 სხდო­მის ფარ­გლებ­ში შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს. თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ნარ­მა­ნია თე­ი­რა­ნის მერს მო­ჰა­მად ბა­ყერ ყა­ლი­ბაფს შეხ­ვდე­ბა, რომ­ლის დრო­საც თბი­ლის­სა და თე­ი­რანს შო­რის დაძ­მო­ბი­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბას მო­ე­წე­რე­ბა ხელი.

შე­თან­ხმე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას კულ­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ტუ­რიზ­მის სფე­რო­ებ­ში, სა­ერ­თო კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა და ორი ქა­ლა­ქის ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. და­გეგ­მი­ლია შეხ­ვედ­რა თე­ი­რა­ნის ის­ლა­მუ­რი საბ­ჭოს (საკ­რე­ბუ­ლო) თავ­მჯდო­მა­რეს­თან. ირა­ნის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში თბი­ლი­სის მე­რის ვი­ზი­ტი 19 მა­ისს დას­რულ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დავით ნარმანია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა

დავით ნარმანია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა

თბილისის მერი დავით ნარმანია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით თეირანში გაემგზავრა, სადაც საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს. თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანია თეირანის მერს მოჰამად ბაყერ ყალიბაფს შეხვდება, რომლის დროსაც თბილისსა და თეირანს შორის დაძმობილების შეთანხმებას მოეწერება ხელი.

შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის სფეროებში, საერთო კულტურულ-ისტორიულ ფასეულობათა და ორი ქალაქის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. დაგეგმილია შეხვედრა თეირანის ისლამური საბჭოს (საკრებულო) თავმჯდომარესთან. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თბილისის მერის ვიზიტი 19 მაისს დასრულდება.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."