მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ გაიგეთ, რომ შვილი ეწევა.. - ინსტრუქცია მშობლებს
თუ გაიგეთ, რომ შვილი ეწევა.. - ინსტრუქცია მშობლებს

შემ­თხვე­ვით შე­ი­ტყვეთ, რომ თქვე­ნი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი ეწე­ვა? რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტია და ნე­ბის­მი­ერ მშო­ბელს სა­გო­ნე­ბელ­ში აგ­დებს. ხში­რად ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ შვი­ლი ეწე­ვა, მშობ­ლებს სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც აყე­ნებს და ხში­რად მათი რე­აქ­ცია თუ ქმე­დე­ბე­ბი სა­პი­რის­პი­რო შე­დე­გებ­საც იძ­ლე­ვა. რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ამ დროს? მაშ ასე, აღი­ჭურ­ვეთ მოთ­მი­ნე­ბით. პირ­ველ რიგ­ში, თქვენ მო­გი­წევთ სა­უბ­რით და­არ­წმუ­ნოთ თქვე­ნი შვი­ლი, რომ მო­წე­ვა მარ­თლაც მავ­ნე­ბე­ლია და არა ის­ტე­რი­კე­ბით, მით უმე­ტეს - ჩხუ­ბით და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბით. ეს უკუ­რე­აქ­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს...

პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ არის ის, რომ არ მო­ი­ტყუ­ოთ. ესა­უბ­რეთ მშვი­დად და და­მა­ჯე­რებ­ლად. თუ მოხ­და ისე, რომ ტონს აუ­წი­ეთ, ბავ­შვი უბ­რა­ლოდ აღარ მო­გის­მენთ. ეს მისი თავ­დაც­ვი­თი რე­აქ­ცი­აა ემო­ცი­ურ წნეხ­ზე.

შე­ე­ცა­დეთ გა­არ­კვი­ოთ, რის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა აეღო ხელ­ში სი­გა­რე­ტი. თუ მან გი­თხრათ, რომ ეს მო­და­შია და მის კლას­ში ყვე­ლა ეწე­ვა, აუხ­სე­ნით, რომ ახლა გა­ცი­ლე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წესი და დრო, რო­დე­საც სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა მო­და­ში იყო, დიდი ხა­ნია წერ­სულს ჩაჰ­ბარ­და.

შე­იძ­ლე­ბა მო­ის­მი­ნოთ კი­დევ სხვა არ­გუ­მენ­ტე­ბი. მაგ: სკო­ლა­ში დიდი დატ­ვირ­თვაა და მო­წე­ვა ეხ­მა­რე­ბა დამ­შვი­დე­ბა­სა და კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ში. უთხა­რით, რომ დამ­შვი­დე­ბა (მო­დუ­ნე­ბა) ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოწ­ვე­უ­ლია სი­გა­რე­ტის მავ­ნე და მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე. თუ ასე გა­აგ­რძე­ლებს, მალე ის ვერ შეძ­ლებს დამ­შვი­დე­ბას სი­გა­რე­ტის გა­რე­შე, რად­გან მას­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

თუ ბავ­შვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სი­გა­რეტს შე­უძ­ლია და­იც­ვას ზედ­მე­ტი წო­ნი­სა­გან, აუხ­სე­ნით თუ რის ხარ­ჯზე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ეს. ფაქ­ტია, რომ სი­გა­რე­ტი თრგუ­ნავს შიმ­ში­ლის გრძნო­ბას. სა­მა­გი­ე­როდ შე­იძ­ლე­ბა კუ­ჭის წყლუ­ლით ან გას­ტრი­ტით და­ა­ვად­დეს.ერთ-ერთ არ­გუ­მენ­ტად შე­იძ­ლე­ბა მო­იყ­ვა­ნოს ის, რომ იყო ქუ­ჩა­ში შეს­ცივ­და და გა­და­წყვი­ტა სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა. აუხ­სე­ნით, რომ სი­გა­რე­ტის შხა­მი მოქ­მე­დებს ორ­გა­ნიზ­მზე. ამ დროს იმა­ტებს პულ­სის სიხ­ში­რე და არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა. ადა­მი­ა­ნი რა­ღაც პე­რი­ოდ­ში მარ­თლა თბე­ბა. თუმ­ცა ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი ორ­გა­ნიზ­მში იწ­ვევს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­შინ თუ ხში­რად ხდე­ბა ეწე­ვა სი­ცი­ვე­ში.

რო­გორც წესი, ამ პე­რი­ოდ­ში იწყე­ბა სიმ­პა­თი­ე­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბა სა­პი­რის­პი­რო სქე­სის მი­მართ. სწო­რედ ეს ფაქ­ტი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოთ არ­გუ­მენ­ტად სი­გა­რეტ­თან ბრძო­ლის დროს. უთხა­რით, რომ მწე­ველ ადა­მი­ანს (გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნას) შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნას ჩა­სახ­ვა­სა და ჯან­მრთე­ლი ბავ­შვის და­ბა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ბი­ჭებს 30 წლის ასაკ­ში უკვე საკ­მა­ოდ დიდი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ.

თქვე­ნი ახ­სნი­სა და არ­გუ­მენ­ტე­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვმა გკი­თხოთ: “თუ ასე ცუ­დია მო­წე­ვა, მა­შინ რა­ტომ ეწე­ვი­ან უფ­რო­სე­ბი?” არ და­იბ­ნეთ. უთხა­რით, რომ მო­წე­ვა ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, მოზ­რდილ ადა­მი­ანს უკვე უჭირს ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან გა­დაჩ­ვე­ვა. ამი­ტომ მისი აღ­მო­ფხვრა და­სა­წყის­ში­ვეა სა­ჭი­რო. და სა­სურ­ვე­ლია, ამ დროს მწე­ვე­ლი თა­ვად მშო­ბე­ლიც არ იყოს - ასეთ დროს ყვე­ლა­ზე ძნე­ლია ბავ­შვის გა­დარ­წმუ­ნე­ბა, რად­გან მას ოჯახ­ში ჰყავს მა­გა­ლი­თი. ერ­თა­დერ­თი იმა­ზე შე­გიძ­ლი­ათ აქ­ცენ­ტი­რე­ბა, რომ ჯერ უბ­რა­ლოდ პა­ტა­რაა ამის­თვის, ცოტა გა­ი­ზარ­დოს, გახ­დეს სრულ­წლო­ვა­ნი და მერე თა­ვად გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი, მა­ნამ­დე კი ნუ და­ინ­გრევს ჯან­მრთე­ლო­ბას. კი­დევ უფრო უკე­თე­სია, თუ ასე­თი შემ­თხვე­ვა მშობ­ლის­თვი­საც ბიძ­გის მიმ­ცე­მი გახ­დე­ბა და თა­ვა­დაც და­ა­ნე­ბებს თავს მო­წე­ვას. ამით უკე­თეს მა­გა­ლით­საც მის­ცემს შვილს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
givia
5

პირველ რიგში მშობელია ბავშვისთვის მაგალითის მიმცემი და სხვა არავინ. თუ ოჯახში ყველა ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ვარჯიშობს (შეცძლებისდაგვარად), ნორმალურად იკვებება და ბავშვიც ასეთ გარემოში იზრდება ის აღარ მოექცევა სხვისი (მწეველების) გავლენის ქვეშ და აღარ დაიწყებს მოწევას. ძალიან მნიშვნელოვანია პატარაობიდანვე ბავშვის სპორტით დაკავება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

თუ გაიგეთ, რომ შვილი ეწევა.. - ინსტრუქცია მშობლებს

თუ გაიგეთ, რომ შვილი ეწევა.. - ინსტრუქცია მშობლებს

შემთხვევით შეიტყვეთ, რომ თქვენი არასრულწლოვანი შვილი ეწევა? რასაკვირველია, ეს ძალიან უსიამოვნო ფაქტია და ნებისმიერ მშობელს საგონებელში აგდებს. ხშირად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვილი ეწევა, მშობლებს სტრესულ სიტუაციაშიც აყენებს და ხშირად მათი რეაქცია თუ ქმედებები საპირისპირო შედეგებსაც იძლევა. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს? მაშ ასე, აღიჭურვეთ მოთმინებით. პირველ რიგში, თქვენ მოგიწევთ საუბრით დაარწმუნოთ თქვენი შვილი, რომ მოწევა მართლაც მავნებელია და არა ისტერიკებით, მით უმეტეს - ჩხუბით და ფიზიკური ძალადობით. ეს უკურეაქციას გამოიწვევს...

პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ არ მოიტყუოთ. ესაუბრეთ მშვიდად და დამაჯერებლად. თუ მოხდა ისე, რომ ტონს აუწიეთ, ბავშვი უბრალოდ აღარ მოგისმენთ. ეს მისი თავდაცვითი რეაქციაა ემოციურ წნეხზე.

შეეცადეთ გაარკვიოთ, რის შემდეგ გადაწყვიტა აეღო ხელში სიგარეტი. თუ მან გითხრათ, რომ ეს მოდაშია და მის კლასში ყველა ეწევა, აუხსენით, რომ ახლა გაცილებით აქტუალურია ჯანმრთელი ცხოვრების წესი და დრო, როდესაც სიგარეტის მოწევა მოდაში იყო, დიდი ხანია წერსულს ჩაჰბარდა.

შეიძლება მოისმინოთ კიდევ სხვა არგუმენტები. მაგ: სკოლაში დიდი დატვირთვაა და მოწევა ეხმარება დამშვიდებასა და კონცენტრაციაში. უთხარით, რომ დამშვიდება (მოდუნება) ამ შემთხვევაში გამოწვეულია სიგარეტის მავნე და მომწამვლელი ნივთიერებების მოქმედების შედეგად, რომელიც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. თუ ასე გააგრძელებს, მალე ის ვერ შეძლებს დამშვიდებას სიგარეტის გარეშე, რადგან მასზე იქნება დამოკიდებული.

თუ ბავშვი დარწმუნებულია, რომ სიგარეტს შეუძლია დაიცვას ზედმეტი წონისაგან, აუხსენით თუ რის ხარჯზე შეიძლება მოხდეს ეს. ფაქტია, რომ სიგარეტი თრგუნავს შიმშილის გრძნობას. სამაგიეროდ შეიძლება კუჭის წყლულით ან გასტრიტით დაავადდეს.ერთ-ერთ არგუმენტად შეიძლება მოიყვანოს ის, რომ იყო ქუჩაში შესცივდა და გადაწყვიტა სიგარეტის მოწევა. აუხსენით, რომ სიგარეტის შხამი მოქმედებს ორგანიზმზე. ამ დროს იმატებს პულსის სიხშირე და არტერიული წნევა. ადამიანი რაღაც პერიოდში მართლა თბება. თუმცა ასეთი ცვლილებები ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა დაავადებას, განსაკუთრებით, მაშინ თუ ხშირად ხდება ეწევა სიცივეში.

როგორც წესი, ამ პერიოდში იწყება სიმპათიების გამომჟღავნება საპირისპირო სქესის მიმართ. სწორედ ეს ფაქტი შეიძლება გამოიყენოთ არგუმენტად სიგარეტთან ბრძოლის დროს. უთხარით, რომ მწეველ ადამიანს (განსაკუთრებით გოგონას) შეიძლება მომავალში პრობლემები შეექმნას ჩასახვასა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით. ბიჭებს 30 წლის ასაკში უკვე საკმაოდ დიდი დაავადებების ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეთ.

თქვენი ახსნისა და არგუმენტების შემდეგ შეიძლება ბავშვმა გკითხოთ: “თუ ასე ცუდია მოწევა, მაშინ რატომ ეწევიან უფროსები?” არ დაიბნეთ. უთხარით, რომ მოწევა ისეთი სერიოზული პრობლემაა, მოზრდილ ადამიანს უკვე უჭირს ამ დამოკიდებულებისაგან გადაჩვევა. ამიტომ მისი აღმოფხვრა დასაწყისშივეა საჭირო. და სასურველია, ამ დროს მწეველი თავად მშობელიც არ იყოს - ასეთ დროს ყველაზე ძნელია ბავშვის გადარწმუნება, რადგან მას ოჯახში ჰყავს მაგალითი. ერთადერთი იმაზე შეგიძლიათ აქცენტირება, რომ ჯერ უბრალოდ პატარაა ამისთვის, ცოტა გაიზარდოს, გახდეს სრულწლოვანი და მერე თავად გააკეთოს არჩევანი, მანამდე კი ნუ დაინგრევს ჯანმრთელობას. კიდევ უფრო უკეთესია, თუ ასეთი შემთხვევა მშობლისთვისაც ბიძგის მიმცემი გახდება და თავადაც დაანებებს თავს მოწევას. ამით უკეთეს მაგალითსაც მისცემს შვილს.

"ისე მიყვარხარ, რომ ყველაფერი მოგეცი..." - კობი ბრაიანტის ემოციური წერილი კალათბურთს, რომელსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ

მაღალ მთაში -20 გრადუსია მოსალოდნელი, გაძლიერდება ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

25 იანვარს ჩინური ახალი წელი დგება - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რა უნდა გააკეთოთ 15 დღის განმავლობაში, რომ ბედნიერება დაიბედოთ