გია ჯაჯანიძის თოქ-შოუ "სხვა რაკურსი" 17 მაისის აქცია მიეძღვნა. გადაცემაში მოწვეული იყვნენ ცნობილი სახეები, სასულიერო პირი და მოქალქეები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ საკუთარი მოსაზრება დაეფიქსირებინათ ამ თემასთან დაკავშირებით. მსახიობმა ჯაბა კილაძემ თემასთან დაკავშირებული დებატების დროს სტუდია დატოვა, რაზეც გადაცემის წამყვანმა შენიშნა, რომ მას გადაღებაზე ეჩქარებოდა. თუმცა ჯაბა კილაძემ ჯაჯანიძესთან დამშვიდობებისას დასძინა, რომ ამ საუბარში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა.
17 მაისს მთელი მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა, 1990 წლის 17 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება.
ტერმინი "ჰომოფობია" განიმარტება, როგორც "წინასწარგანწყობაზე დაფუძნებული ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის", ხოლო ტრანსფობია კი "ტრანსგენდერული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ ზიზღი და ჩაგვრა სხვადასხვა გზით".
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანს წარმოადგენს ძალადობის დაგმობა და სოლიდარობის გამოხატვა ლგბტ ადამიანების მიმართ.
ასევე იხილეთ "სხვა რაკურსში" გაჟღერებული სკანდალური განცხადება: "რუსთაველის მეტროში დაკბინეს ქალი იმის გამო, რომ პატარ მკერდი გაქვსო"