პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება საგარეჯოში საბავშვო ბაღების თანამშრომლებსა და გამგებელს შორის
დაპირისპირება საგარეჯოში საბავშვო ბაღების თანამშრომლებსა და გამგებელს შორის

სა­გა­რე­ჯოს სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა 240 ლა­რია, ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდას ითხო­ვენ. რო­გორც ისი­ნი აცხა­დე­ბენ, ამ მო­თხოვ­ნით გამ­გე­ბელს მი­მარ­თეს, რის შემ­დე­გაც სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით და­ე­მუქრნენ. სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გან­მარ­ტე­ბას ითხო­ვენ, თუ მათ­თვის ხელ­ფა­სე­ბის გა­საზ­რდე­ლად ბი­უ­ჯეტ­ში თან­ხა არ არის, ბოლო ოთხ თვე­ში გამ­გე­ო­ბა­სა და საკ­რე­ბუ­ლო­ში 203 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით პრე­მია რო­გორ გა­მო­ი­წე­რეს.

"ვთხო­ვე გამ­გე­ო­ბას, რომ ძა­ლი­ან მცი­რე ხელ­ფა­სია და მოგ­ვი­მა­ტეთ-მეთ­ქი. ბი­უ­ჯეტ­ში თან­ხა არ არის და ვერ მო­გი­მა­ტებ­თო. ხელ­ფა­სის გარ­და, პრე­მია და და­ნა­მა­ტი თუ არის მათ­თვის, ჩვენ­თვის რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა? არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ყვე­ლა მო­დის და გვე­უბ­ნე­ბა, ოღონდ გვიშ­ვე­ლეთ, გვერ­დში დაგ­ვი­დე­ქი­თო, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის მერე სა­ბავ­შვო ბაღ­ში არა­ვინ შე­მო­სუ­ლა. გამ­გე­ბელს ვთხო­ვე, მობ­რძან­დით, შეხ­ვდით თანმშრომ­ლებს, მაგ­რამ ყუ­რად არ იღეს. თან გვა­ში­ნე­ბენ, ზე­წო­ლაა", - აღ­ნიშ­ნა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრთან სა­უ­ბარ­ში სა­გა­რე­ჯოს მე­ო­რე სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­მზრდელ­მა ეთერ ქარ­სა­უ­ლი­ძემ.

სა­გა­რე­ჯოს გამ­გებ­ლის გი­ორ­გი გზი­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აღ­მზრდელ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ბი­უ­ჯეტ­ში საკ­მა­რი­სი თან­ხა არ არის.

"მე ამ ადა­მი­ა­ნებს შევ­ხვდი და ავუხ­სე­ნი გა­სა­გებ ქარ­თულ ენა­ზე, რომ ამ ეტაპ­ზე ეს სა­კი­თხი არის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. ჩვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი არ არის მხო­ლოდ ბა­ღე­ბი და მსგავ­სი სა­კი­თხე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მა გვაქვს და ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ბი­უ­ჯე­ტი რო­გორც მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვუ­მა­ტებთ მათ ხელ­ფასს. რაც შე­ე­ხე­ბა ზე­წო­ლას, და­მი­სა­ხე­ლონ პი­როვ­ნე­ბე­ბი და მე მი­ვი­ღებ შე­სა­ბა­მის ზო­მებს, რა ზე­წო­ლა იყო გა­მა­გე­ბი­ნონ. მე მსგავს ფაქტს ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს გი­ორ­გი გზი­რიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დაპირისპირება საგარეჯოში საბავშვო ბაღების თანამშრომლებსა და გამგებელს შორის

დაპირისპირება საგარეჯოში საბავშვო ბაღების თანამშრომლებსა და გამგებელს შორის

საგარეჯოს საბავშვო ბაღების თანამშრომლები, რომელთა საშუალო ანაზღაურება 240 ლარია,  ხელფასების გაზრდას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, ამ მოთხოვნით გამგებელს მიმართეს, რის შემდეგაც სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. საბავშვო ბაღების თანამშრომლები განმარტებას ითხოვენ, თუ მათთვის ხელფასების გასაზრდელად ბიუჯეტში თანხა არ არის, ბოლო ოთხ თვეში გამგეობასა და საკრებულოში 203 ათასი ლარის ოდენობით პრემია როგორ გამოიწერეს.

"ვთხოვე გამგეობას, რომ ძალიან მცირე ხელფასია და მოგვიმატეთ-მეთქი. ბიუჯეტში თანხა არ არის და ვერ მოგიმატებთო. ხელფასის გარდა, პრემია და დანამატი თუ არის მათთვის, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება ხელფასის მომატება? არჩევნებისთვის ყველა მოდის და გვეუბნება, ოღონდ გვიშველეთ, გვერდში დაგვიდექითო, მაგრამ არჩევნების მერე საბავშვო ბაღში არავინ შემოსულა. გამგებელს ვთხოვე, მობრძანდით, შეხვდით თანმშრომლებს, მაგრამ ყურად არ იღეს. თან გვაშინებენ, ზეწოლაა", - აღნიშნა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში საგარეჯოს მეორე საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ეთერ ქარსაულიძემ.

საგარეჯოს გამგებლის გიორგი გზირიშვილის განცხადებით, აღმზრდელ-მასწავლებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის.

"მე ამ ადამიანებს შევხვდი და ავუხსენი გასაგებ ქართულ ენაზე, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არის განხილვის საგანი. ჩვენი ბიუჯეტი არ არის მხოლოდ ბაღები და მსგავსი საკითხები. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა გვაქვს და ძალიან ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ. გამომდინარე აქედან, ბიუჯეტი როგორც მოგვცემს საშუალებას, ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ მათ ხელფასს. რაც შეეხება ზეწოლას, დამისახელონ პიროვნებები და მე მივიღებ შესაბამის ზომებს, რა ზეწოლა იყო გამაგებინონ. მე მსგავს ფაქტს ვერ დავადასტურებ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი გზირიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა