პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უფასო იქნება
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უფასო იქნება

C ჰე­პა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უფა­სო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა C ჰე­პა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, C ჰე­პა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის­თვის ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლი იყო, თუმ­ცა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეს რე­ა­ლო­ბა შე­იც­ვლე­ბა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვა C ჰე­პა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის პირ­ვე­ლი პარ­ტია, რო­მე­ლიც ჯერ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი.

"ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის­თვის სა­ერ­თოდ ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლი იყო ჯან­დაც­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ხში­რად ოჯა­ხე­ბი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, მათ შო­რის C ჰე­პა­ტი­ტის ვირუს­თან ბრძო­ლის დროს იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, აე­ღოთ სეს­ხი ან სუ­ლაც გა­ე­ყი­დათ სა­კუ­თა­რი სახ­ლი, რაც ოჯა­ხე­ბის გა­ღა­ტა­კე­ბას იწ­ვევ­და. ამი­ტო­მაც ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თავ­დნენ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­უ­ლე­ბებს, რაც ხში­რად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. დღეს ჩვენ ამ რე­ა­ლო­ბას ვცვლით. ჩვე­ნი მთავ­რო­ბის მიერ გა­ტა­რე­ბულ­მა რე­ფორ­მებ­მა უამ­რავ ადა­მი­ანს შე­უმ­სუ­ბუ­ქა ყოფა და მო­უხ­სნა ფი­ნან­სუ­რი ტვირ­თი. რაც შე­ე­ხე­ბა ც ჰე­პა­ტიტ­თან ბრძო­ლას, პრო­ექტს ჯერ კი­დევ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის დროს ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. პირ­ველ ეტაპ­ზე ჩვენ შევ­ძე­ლი­ოთ, "ინ­ტერ­ფე­რო­ნი" შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სებ­ში მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ხოლო უფა­სოდ გვემ­კურ­ნა­ლა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი და­ხარ­ჯა პა­ტიმ­რე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის",-აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას აქვს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც მოხ­დე­ბა C ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ავა­დო­ბის და სიკ­ვდი­ა­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა და ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის აღ­მო­ცე­ნე­ბის პრე­ვენ­ცია. პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კოს და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უფასო იქნება

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უფასო იქნება

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები იქნება აბსოლუტურად უფასო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა C ჰეპატიტის მკურნალობის ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელი იყო, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რეალობა შეიცვლება.

ღარიბაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღეში საქართველოში შემოვა C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის პირველი პარტია, რომელიც ჯერ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.

"ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის საერთოდ ხელმიუწვდომელი იყო ჯანდაცვა საქართველოში. ხშირად ოჯახები მკურნალობისთვის, მათ შორის C ჰეპატიტის ვირუსთან ბრძოლის დროს იძულებულები იყვნენ, აეღოთ სესხი ან სულაც გაეყიდათ საკუთარი სახლი, რაც ოჯახების გაღატაკებას იწვევდა. ამიტომაც ადამიანები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდნენ სამედიცინო დაწესეულებებს, რაც ხშირად დაგვიანებული იყო. დღეს ჩვენ ამ რეალობას ვცვლით. ჩვენი მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა უამრავ ადამიანს შეუმსუბუქა ყოფა და მოუხსნა ფინანსური ტვირთი. რაც შეეხება ც ჰეპატიტთან ბრძოლას, პროექტს ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი. პირველ ეტაპზე ჩვენ შევძელიოთ, "ინტერფერონი" შეღავათიან ფასებში მიგვეწოდებინა პაციენტებისთვის, ხოლო უფასოდ გვემკურნალა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრებისთვის. საქართველოს მთავრობამ მილიონობით ლარი დახარჯა პატიმრების მკურნალობისთვის",-აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც მოხდება C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდიალიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. პრემიერმა ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დავით სერგეენკოს და ჯანდაცვის სამინისტროს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."