პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კერძო დაზღვევა გაძვირდა
კერძო დაზღვევა გაძვირდა

კომ­პა­ნი­ის ნა­წილ­მა მე­დი­კა­მენ­ტებ­სა და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ფა­სის მა­ტე­ბის გამო, პო­ლი­სე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 12-დან 17 %-მდე გა­აძ­ვი­რა. ნა­წი­ლი კი ჯერ­ჯე­რო­ბით ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებს აკ­ვირ­დე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღებს.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, შარ­შან თით­ქმის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის კუ­თხით ფა­სის ზრდა აღი­ნიშ­ნე­ბო­და. გაძ­ვი­რე­ბის ტენ­დენ­ცია წელ­საც გრძელ­დე­ბა. "საქსტა­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015 წლის მარ­ტში, წინა წლის მარტთან შე­და­რე­ბით, ფა­სე­ბის ინ­დექ­სი 6 %-ით გა­ი­ზარ­და. გაძ­ვირ­და სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ცია, აპა­რა­ტუ­რა და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი. ასე­თი ტენ­დენ­ცი­ის გამო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა უკვე გა­აძ­ვი­რეს, თუმ­ცა თვალ­ში სა­ცე­მად არა. პო­ლი­სე­ბის გაძ­ვი­რე­ბის მი­ზე­ზი მე­დი­კა­მენ­ტებ­სა და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ფა­სე­ბის მა­ტე­ბაა.

სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია "იმე­დი ელ"-ში აცხა­დე­ბენ, რომ ყო­ველ­თვის, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია, კომ­პა­ნია სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტის გა­და­სინ­ჯვას ახ­დენს. "რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჩვე­ნი კომ­პა­ნია ბაზ­რის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებს და პა­კე­ტებს გა­და­ხე­დავს ხოლ­მე. ამ­ჯე­რა­დაც ბაზ­რის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად ვი­მოქ­მე­დეთ", - გა­ნუ­ცხა­დეს "რე­ზო­ნანსს" "იმე­დი ელ"-ში.

სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია "არ­დის" ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტო­რი მი­ხე­ილ ჯა­ფა­რი­ძე ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ადას­ტუ­რებს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის სეგ­მენ­ტში ფას­წარ­მოქ­მნა ყო­ველ­თვის არის იმის ანა­რეკ­ლი, რაც ხდე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი და სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბის ბიზ­ნეს პრო­ცე­სებ­ში. ამის გამო, ბოლო 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, "არ­დის" სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუკ­ლე­ბით კო­რექ­ტი­რე­ბა 4-5-ჯერ მო­უ­წია.

"რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­გორც იცით, ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ამ სე­რი­ო­ზუ­ლად გა­აძ­ვი­რა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც იძუ­ლე­ბულ­ნი გავ­ხდით ფი­ნან­სუ­რი კო­რექ­ტი­რე­ბა მოგ­ვეხ­დი­ნა. ამის გამო, ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­სე­ბი 12-დან 17 %-მდე გაძ­ვირ­და. მეტ­საც გე­ტყვით, დე­ვალ­ვა­ცი­ის ფონ­ზე, ზო­გი­ერ­თმა კლი­ნი­კამ სპე­კუ­ლა­ცი­ურ მე­თოდსაც მი­მარ­თა. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თმა პარტნი­ორ­მა კლი­ნი­კამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ექოს­კო­პია, რო­მე­ლიც ლა­რის ვარ­დნამ­დე 50 ლარი ღირ­და, 85 ლარი გახ­და, ანუ მომ­სა­ხუ­რე­ბა არა ლა­რის ვარ­დნის შე­სა­ბა­მი­სად, არა­მედ უფრო მე­ტად, 70%-ით გა­აძ­ვი­რა. ამან კი პირ­და­პირ ჩვენ დაგ­ვარ­ტყა და აი­სა­ხა ფას­წარ­მოწმნა­ზე. სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ რე­გუ­ლი­რე­ბა არ ხდე­ბა და ჩვე­ნი ძა­ლე­ბით და ფი­ნან­სე­ბით გვი­წევს ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და "რე­ზო­ნანსს" მი­ხე­ილ ჯა­ფა­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ფა­სე­ბის ზრდის დი­ნა­მი­კა სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სებ­ზე ლა­რის და­ცე­მამ­დეც მუდ­მი­ვად იგ­რძნო­ბო­და, თუმ­ცა ვა­ლუ­ტის რყე­ვამ და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მა შექ­მნა. "ცხა­დია,ყვე­ლა­ზე მეტი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეა ის კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც და­ზღვე­ვა ძი­რი­თა­დი და არა და­მა­ტე­ბი­თი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბაა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში წმინ­და სა­და­ზღვე­ვო საქ­მი­ა­ნო­ბით მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­აა და­კა­ვე­ბუ­ლი",-აცხა­დებს ჯა­ფა­რი­ძე.

ამ ეტაპ­ზე გაძ­ვი­რე­ბას არ ადას­ტუ­რებს "ჯი­პი­აი ჰოლ­დინ­გი". კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის პო­ლი­სებ­ში ცვლი­ლე­ბა არ შე­უ­ტა­ნი­ათ, თუმ­ცა აკ­ვირ­დე­ბი­ან ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას.

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის შე­დე­გად სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ პო­ლი­სე­ბის გაძ­ვი­რე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა და­ზღვე­ვის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის. რო­გორც "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლოს სა­და­ზღვე­ვო ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გი­ორ­გი გი­გო­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ის სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­ბიც რე­ა­ლუ­რად ით­ვლი­ან ზა­რალს, ამის მი­ხედ­ვით ან­გა­რი­შო­ბენ პრე­მი­ა­საც.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

კერძო დაზღვევა გაძვირდა

კერძო დაზღვევა გაძვირდა

კომპანიის ნაწილმა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასის მატების გამო, პოლისები დაახლოებით 12-დან 17 %-მდე გააძვირა. ნაწილი კი ჯერჯერობით ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს აკვირდება და გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მიიღებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან თითქმის მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ფასის ზრდა აღინიშნებოდა. გაძვირების ტენდენცია წელსაც გრძელდება. "საქსტატის" ინფორმაციით, 2015 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, ფასების ინდექსი 6 %-ით გაიზარდა. გაძვირდა სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები. ასეთი ტენდენციის გამო სადაზღვევო კომპანიებმა ჯანმრთელობის დაზღვევა უკვე გააძვირეს, თუმცა თვალში საცემად არა. პოლისების გაძვირების მიზეზი მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მატებაა.

სადაზღვევო კომპანია "იმედი ელ"-ში აცხადებენ, რომ ყოველთვის, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ცვლილებებია, კომპანია სადაზღვევო პაკეტის გადასინჯვას ახდენს. "როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ცვლილებები მიმდინარეობს, ჩვენი კომპანია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებს და პაკეტებს გადახედავს ხოლმე. ამჯერადაც ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ვიმოქმედეთ", - განუცხადეს "რეზონანსს" "იმედი ელ"-ში.

სადაზღვევო კომპანია "არდის" ბიზნესის განვითარების დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ სამედიცინო დაზღვევის სეგმენტში ფასწარმოქმნა ყოველთვის არის იმის ანარეკლი, რაც ხდება სამედიცინო, ფარმაცევტული და სტომატოლოგიური მიმართულების მქონე კომპანიების ბიზნეს პროცესებში. ამის გამო, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, "არდის" საფასო პოლიტიკის მიმართუკლებით კორექტირება 4-5-ჯერ მოუწია.

"რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, როგორც იცით, ლარის დევალვაციამ სერიოზულად გააძვირა მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა. შესაბამისად, ჩვენც იძულებულნი გავხდით ფინანსური კორექტირება მოგვეხდინა. ამის გამო, ბოლო პერიოდში პოლისები 12-დან 17 %-მდე გაძვირდა. მეტსაც გეტყვით, დევალვაციის ფონზე, ზოგიერთმა კლინიკამ სპეკულაციურ მეთოდსაც მიმართა. მაგალითად, ერთ-ერთმა პარტნიორმა კლინიკამ ჩვეულებრივი ექოსკოპია, რომელიც ლარის ვარდნამდე 50 ლარი ღირდა, 85 ლარი გახდა, ანუ მომსახურება არა ლარის ვარდნის შესაბამისად, არამედ უფრო მეტად, 70%-ით გააძვირა. ამან კი პირდაპირ ჩვენ დაგვარტყა და აისახა ფასწარმოწმნაზე. სამწუხარო ისაა, რომ რეგულირება არ ხდება და ჩვენი ძალებით და ფინანსებით გვიწევს ასეთ გადაწყვეტილებასთან გამკლავება", - განუცხადა "რეზონანსს" მიხეილ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ფასების ზრდის დინამიკა სამედიცინო სერვისებზე ლარის დაცემამდეც მუდმივად იგრძნობოდა, თუმცა ვალუტის რყევამ დამატებითი პრობლემა შექმნა. "ცხადია,ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშეა ის კომპანიები, რომელთათვისაც დაზღვევა ძირითადი და არა დამატებითი ბიზნესსაქმიანობაა. დღეს საქართველოში წმინდა სადაზღვევო საქმიანობით მხოლოდ რამდენიმე კომპანიაა დაკავებული",-აცხადებს ჯაფარიძე.

ამ ეტაპზე გაძვირებას არ ადასტურებს "ჯიპიაი ჰოლდინგი". კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებში ცვლილება არ შეუტანიათ, თუმცა აკვირდებიან ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად სადაზღვევო კომპანიების მიერ პოლისების გაძვირება მოულოდნელი არ ყოფილა დაზღვევის სფეროს სპეციალისტებისთვის. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი გიგოლაშვილი აცხადებს, ის სადაზღვევო კომპანიები, რომელბიც რეალურად ითვლიან ზარალს, ამის მიხედვით ანგარიშობენ პრემიასაც.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია