სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ, თუ ალერგია გაწუხებთ - პროფესიონალი ექიმის რჩევები
რა უნდა იცოდეთ, თუ ალერგია გაწუხებთ - პროფესიონალი ექიმის რჩევები

არ­ცთუ ისე ცივი ზამ­თრის შემ­დეგ ნა­ნატ­რი გა­ზა­ფხუ­ლი დად­გა. ამ სე­ზონს თან ახ­ლავს ალერ­გი­უ­ლი ფონი. სე­ზო­ნუ­რი ალერ­გი­ე­ბი სწო­რედ გა­ზა­ფხუ­ლი­დან, ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ო­დი­დან იწყე­ბა, ამი­ტო­მაც ინ­ტერ­ვიუ ალერ­გო­ლოგ ქე­თე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ან­თან ჩავ­წე­რეთ, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ალერ­გო­ლო­გი­ი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი გახ­ლავთ.

- რო­დე­საც სე­ზო­ნურ ალერ­გი­ებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ვგუ­ლის­ხმობთ მცე­ნა­რე­ე­ბის ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც მარ­ტი­დან იწყე­ბა და შე­მოდ­გო­მის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბა. ტრა­დი­ცი­უ­ლად ად­რე­ულ გა­ზა­ფხულ­ზე ჯერ ხემ­ცე­ნა­რე­ე­ბი ყვა­ვი­ლობს, შემ­დეგ მას მოს­დევს მარ­ცვლო­ვა­ნე­ბი, ბა­ლა­ხე­ბი და სა­რე­ვე­ლა მცე­ნა­რე­ე­ბი. თუ ყო­ველ მომ­დევ­ნო სე­ზონ­ზე ვლინ­დე­ბა ალერ­გი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი - თვა­ლე­ბის ქა­ვი­ლი, ცრემ­ლდე­ნა, ცხვირ­ცე­მი­ნე­ბა, ცხვი­რი­დან წყა­ლი­ვით გა­მო­ნა­დე­ნი, ცხვირ-ხა­ხის ქა­ვი­ლი, ზოგ­ჯერ ცხვი­რის გა­ჭე­დი­ლო­ბაც, მა­შინ შეგ­ვიძ­ლია ვი­ფიქ­როთ, რომ ეს უკავ­შირ­დე­ბა მცე­ნა­რე­ე­ბის ყვა­ვი­ლო­ბას და საქ­მე გვაქვს სე­ზო­ნურ ალერ­გი­ას­თან. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი უნდა ჩა­ტარ­დეს ალერ­გო­ლო­გი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი.

- ჩვენს მკი­თხე­ველს აინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია ალერ­გი­ის ხალ­ხუ­რი მე­თო­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა?

- ხალ­ხუ­რი მე­თო­დე­ბი ალერ­გო­ლო­გი­ას­თან მი­მარ­თე­ბით ცოტა საფრ­თხი­ლოა. რო­დე­საც ამ გზით მკურ­ნა­ლო­ბენ, აქ­ცენტს აკე­თე­ბენ იმა­ზე, რომ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა არის არა ქი­მი­უ­რი, არა­მედ – მცე­ნა­რე­უ­ლი. არა­და, ამ დროს რო­მე­ლი­მე მცე­ნა­რის ექ­სტრაქ­ტზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ცხვი­რის წვე­თე­ბი შე­იძ­ლე­ბა, სა­ზი­ა­ნოც კი აღ­მოჩ­ნდეს იმი­ტომ, რომ პა­ცი­ენტს ზუს­ტად იმ მცე­ნა­რე­ზე ჰქონ­დეს ალერ­გია, რომ­ლის ექ­სტრაქ­ტზეც არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი წა­მა­ლი.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ალერ­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს. თუ თქვენ იცით, რომ გაქვთ სე­ზო­ნუ­რი ალერ­გია და ეს დიდი ალ­ბა­თო­ბით მცე­ნა­რე­ე­ბის ყვა­ვი­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, სა­სურ­ვე­ლია, დღის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ში, დი­ლის 10-იდან 16 სა­ა­თამ­დე გა­რეთ არ გახ­ვი­დეთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ. ამ პე­რი­ოდ­ში მო­ე­რი­დეთ შე­ნო­ბის გა­რეთ ყოფ­ნას, იყა­ვით ისეთ გა­რე­მო­ში, სა­დაც და­ხუ­რუ­ლი იქ­ნე­ბა ფან­ჯრე­ბი, მაგ­რამ იქ­ნე­ბა ვენ­ტი­ლა­ცია. ასე­ვე უმ­ჯო­ბე­სია, თუ ქა­რი­ან და მზი­ან ამინ­დში ან ახალ ნაწ­ვი­მარ­ზე გა­რეთ არ გახ­ვალთ, რად­გან ამ დროს ჰა­ერ­ში მცე­ნა­რის მტვრის კონ­ცენ­ტრა­ცია მა­ღა­ლია.

- სე­ზო­ნუ­რი ალერ­გი­ის გარ­და, კი­დევ რა სა­ხის ალერ­გი­აა ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, თუნ­დაც ჩვე­ნი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე?

- დღეს­დღე­ო­ბით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლია ალერ­გე­ნე­ბის და­ყო­ფის ასე­თი კლა­სი­ფი­კა­ცია: შე­ნო­ბის შიდა და შე­ნო­ბის გარე ალერ­გე­ნე­ბი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­ნო­ბის შიგ­ნით უფრო მეტ დროს ატა­რებს ადა­მი­ა­ნი, ვიდ­რე მის გა­რეთ. მცე­ნა­რე­ებ­ზე რომ ვი­სა­უბ­რეთ, ეს შე­ნო­ბის გარე ალერ­გე­ნე­ბია და სე­ზო­ნუ­რა­დაა ჩვენ ირ­გვლივ, მაგ­რამ შე­ნო­ბის შიგ­ნით არ­სე­ბობს ალერ­გე­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი გვაქვს. ესე­ნი, პირ­ველ რიგ­ში, არის ოთა­ხის მტვრის ტკი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც თვა­ლით უხი­ლა­ვია, იკ­ვე­ბე­ბი­ან ადა­მი­ა­ნის კა­ნის (ეპი­დერ­მი­სის) ჩა­მო­ნაფ­ცქვე­ნით. ტკი­პე­ბი კარ­გად გრძნო­ბენ თავს იქ, სა­დაც სა­წო­ლია. ბა­ლი­ში, ზე­წა­რი, ლე­ი­ბი მათ­თვის ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მოა. ძი­რი­თად ალერ­გენს წარ­მო­ად­გენს მათი ცხო­ველ­ქმე­დე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი - ექ­სკრე­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქია, შე­ტივ­ტი­ვე­ბუ­ლია ჰა­ერ­ში და იწ­ვევს სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ალერ­გი­ას: ალერ­გი­ულ სურ­დოს გარ­თუ­ლე­ბე­ბით და ბრონ­ქულ ას­თმას. გარ­და ამი­სა, შე­ნო­ბის შიგ­ნით შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს სო­კო­ვა­ნი ალერ­გე­ნე­ბიც, იქ სა­დაც მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, კე­დე­ლია და­ო­ბე­ბუ­ლი და ა.შ. ასე­ვე, არ­სე­ბობს ალერ­გია ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ - კა­ტის, ძაღ­ლის და ა.შ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

რა უნდა იცოდეთ, თუ ალერგია გაწუხებთ - პროფესიონალი ექიმის რჩევები

რა უნდა იცოდეთ, თუ ალერგია გაწუხებთ - პროფესიონალი ექიმის რჩევები

არცთუ ისე ცივი ზამთრის შემდეგ ნანატრი გაზაფხული დადგა. ამ სეზონს თან ახლავს ალერგიული ფონი. სეზონური ალერგიები სწორედ გაზაფხულიდან, ყვავილობის პერიოდიდან იწყება, ამიტომაც ინტერვიუ ალერგოლოგ ქეთევან მაჭავარიანთან ჩავწერეთ, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის დოქტორი გახლავთ.

- როდესაც სეზონურ ალერგიებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მცენარეების ყვავილობის პერიოდს, რომელიც მარტიდან იწყება და შემოდგომის ბოლომდე გრძელდება. ტრადიციულად ადრეულ გაზაფხულზე ჯერ ხემცენარეები ყვავილობს, შემდეგ მას მოსდევს მარცვლოვანები, ბალახები და სარეველა მცენარეები. თუ ყოველ მომდევნო სეზონზე ვლინდება ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - თვალების ქავილი, ცრემლდენა, ცხვირცემინება, ცხვირიდან წყალივით გამონადენი, ცხვირ-ხახის ქავილი, ზოგჯერ ცხვირის გაჭედილობაც, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს უკავშირდება მცენარეების ყვავილობას და საქმე გვაქვს სეზონურ ალერგიასთან. ამ შემთხვევაში კი უნდა ჩატარდეს ალერგოლოგიული გამოკვლევები.

- ჩვენს მკითხეველს აინტერესებს, რამდენად გამართლებულია ალერგიის ხალხური მეთოდებით მკურნალობა?

- ხალხური მეთოდები ალერგოლოგიასთან მიმართებით ცოტა საფრთხილოა. როდესაც ამ გზით მკურნალობენ, აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ სამკურნალო საშუალება არის არა ქიმიური, არამედ – მცენარეული. არადა, ამ დროს რომელიმე მცენარის ექსტრაქტზე დამზადებული ცხვირის წვეთები შეიძლება, საზიანოც კი აღმოჩნდეს იმიტომ, რომ პაციენტს ზუსტად იმ მცენარეზე ჰქონდეს ალერგია, რომლის ექსტრაქტზეც არის დამზადებული წამალი.

რასაკვირველია, ალერგიასთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციები არსებობს. თუ თქვენ იცით, რომ გაქვთ სეზონური ალერგია და ეს დიდი ალბათობით მცენარეების ყვავილობას უკავშირდება, სასურველია, დღის პირველი ნახევარში, დილის 10-იდან 16 საათამდე გარეთ არ გახვიდეთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი ცხოვრების წესი ამის საშუალებას გაძლევთ. ამ პერიოდში მოერიდეთ შენობის გარეთ ყოფნას, იყავით ისეთ გარემოში, სადაც დახურული იქნება ფანჯრები, მაგრამ იქნება ვენტილაცია. ასევე უმჯობესია, თუ ქარიან და მზიან ამინდში ან ახალ ნაწვიმარზე გარეთ არ გახვალთ, რადგან ამ დროს ჰაერში მცენარის მტვრის კონცენტრაცია მაღალია.

- სეზონური ალერგიის გარდა, კიდევ რა სახის ალერგიაა ფართოდ გავრცელებული, თუნდაც ჩვენი გარემო პირობებიდან გამომდინარე?

- დღესდღეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია ალერგენების დაყოფის ასეთი კლასიფიკაცია: შენობის შიდა და შენობის გარე ალერგენები. რასაკვირველია, შენობის შიგნით უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი, ვიდრე მის გარეთ. მცენარეებზე რომ ვისაუბრეთ, ეს შენობის გარე ალერგენებია და სეზონურადაა ჩვენ ირგვლივ, მაგრამ შენობის შიგნით არსებობს ალერგენები, რომლებთანაც მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ესენი, პირველ რიგში, არის ოთახის მტვრის ტკიპები, რომლებიც თვალით უხილავია, იკვებებიან ადამიანის კანის (ეპიდერმისის) ჩამონაფცქვენით. ტკიპები კარგად გრძნობენ თავს იქ, სადაც საწოლია. ბალიში, ზეწარი, ლეიბი მათთვის ხელსაყრელი გარემოა. ძირითად ალერგენს წარმოადგენს მათი ცხოველქმედების პროდუქტები - ექსკრემენტები, რომლებიც ძალიან მსუბუქია, შეტივტივებულია ჰაერში და იწვევს სასუნთქი სისტემის ალერგიას: ალერგიულ სურდოს გართულებებით და ბრონქულ ასთმას. გარდა ამისა, შენობის შიგნით შეიძლება არსებობდეს სოკოვანი ალერგენებიც, იქ სადაც მოუწესრიგებელია სველი წერტილები, კედელია დაობებული და ა.შ. ასევე, არსებობს ალერგია შინაური ცხოველების მიმართ - კატის, ძაღლის და ა.შ. წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია