მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეზიკო რობაქიძეს გეიაღლუმზე ფიქრის დრო არ რჩება
რეზიკო რობაქიძეს გეიაღლუმზე ფიქრის დრო არ რჩება

მო­ცეკ­ვა­ვე რე­ზი­კო რო­ბა­ქი­ძე გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­წყვი­ლის გა­რე­შე დარ­ჩა, სწო­რედ ამი­ტომ სპე­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას და კონ­კურ­სე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბას დაჰ­პირ­და. გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და ცოტა ხნის წინ ჩე­ხე­თი­დან მე­წყვი­ლე ჩა­მო­უ­ვი­და, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ბავ­შვებს ამე­ცა­დი­ნებს და კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ერთ კვი­რა­ში სა­ბერ­ძნეთ­ში წას­ვლას გეგ­მა­ვენ, ასე­ვე ემ­ზა­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის, რო­მე­ლიც მა­ის­ში გა­ი­მარ­თე­ბა. რე­ზი­კოს ტრა­დი­ცი­ებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- მი­ვიჩ­ნევ, რომ ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლია, ქარ­თვე­ლებს ეს სის­ხლში გვაქვს. ჩემი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებს მა­ინც მოჰ­ყვე­ბათ ქარ­თუ­ლი ადათ-წე­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა. ვფიქ­რობ, რომ ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს, რად­გან ჩვე­ნი ერი სხვე­ბის­გან სწო­რედ ტრა­დი­ცი­ე­ბი­თა და ადათ-წე­სე­ბის დაც­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

- ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი ახ­სე­ნე, სა­ინ­ტე­რე­სოა, გერლფ­რენ-ბო­იფ­რენ­დო­ბა­ზე რას ფიქ­რობ?

- დროს მო­აქვს ცვლი­ლე­ბე­ბი. იც­ვლე­ბა ცხოვ­რე­ბის წესი, დრო, ქვე­ყა­ნა,… ევ­რო­პი­დან გად­მოგ­ვაქვს ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში რა­ღა­ცე­ბი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ცუდს უფრო მეტს ვი­ღებთ, ვიდ­რე – კარ­გს. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი უკეთ რომ უნდა გა­იც­ნოს, ეს ცუდი არაა, თა­ნა­ცხოვ­რე­ბა კი ამის­თვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ბევ­რჯერ გა­მი­გია, შე­უქ­მნი­ათ ოჯა­ხი, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­შო­რე­ბუ­ლან. თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დროს ერ­თმა­ნე­თის­თვის ვე­ღარ გა­უ­გი­ათ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზია, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, მაგ­რამ ოჯა­ხი სხვაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­თვის ქორ­წი­ნე­ბამ­დე თა­ნა­ცხოვ­რე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი არაა, იცხოვ­როს წყვილ­მა ერ­თად, შე­ის­წავ­ლონ ერ­თმა­ნე­თი და მერე მი­ი­ღონ გა­და­წყვტი­ლე­ბა. ამას­თან, წყვილს უნდა ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­შიც არ უნდა ერე­ო­დეს სხვა. არ მომ­წონს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ერ­თმა­ნე­თის პი­რად­ში რომ ერე­ვი­ან, ჯო­ბია, ყვე­ლამ თა­ვის ცხოვ­რე­ბას მი­ხე­დოს. მე­სა­მე თვა­ლი პრობ­ლე­მებს ქმნის.

გარ­და ამი­სა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რაც უამ­რავ პრობ­ლე­მას იწ­ვევს. მე და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი ვარ, სა­ნამ მყა­რად არ დავ­დგე­ბი ფეხ­ზე, და­ო­ჯა­ხე­ბა უაზ­რო­ბა იქ­ნე­ბა. ოჯა­ხი მხო­ლოდ ის არაა, ცოლს კარ­გად ჩა­აც­ვა და აქეთ-იქით ასე­ირ­ნო. გე­ყო­ლე­ბა შვი­ლი, რო­მელ­საც კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა უნდა მის­ცე, ცოლს ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­ფორ­ტი უნდა შე­უქ­მნა, რომ შენ გვერ­დით თავი კარ­გად იგ­რძნოს. ცოლი მხო­ლოდ სახ­ლში, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და სა­რე­ცხის მან­ქა­ნას­თან არ უნდა იყოს. მას უნდა ჰქონ­დეს სამ­სა­ხუ­რი, საქ­მე. კი­დეც უნდა იმუ­შა­ოს და კი­დეც უნდა გა­ერ­თოს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, თა­ვი­სუფ­ლად უნდა იყოს შენ გვერ­დით და არ უნდა"და­ა­ბა".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რეზიკო რობაქიძეს გეიაღლუმზე ფიქრის დრო არ რჩება

რეზიკო რობაქიძეს გეიაღლუმზე ფიქრის დრო არ რჩება

მოცეკვავე რეზიკო რობაქიძე გარკვეული დროის განმავლობაში მეწყვილის გარეშე დარჩა, სწორედ ამიტომ სპეციალურ საიტზე განაცხადი გააკეთა, დაინტერესებულ პირს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და კონკურსებისთვის საჭირო თანხის ანაზღაურებას დაჰპირდა. გამოეხმაურნენ და ცოტა ხნის წინ ჩეხეთიდან მეწყვილე ჩამოუვიდა, რომელთან ერთადაც ბავშვებს ამეცადინებს და კონკურსებში მონაწილეობისთვის ემზადება. ერთ კვირაში საბერძნეთში წასვლას გეგმავენ, ასევე ემზადებიან საქართველოს ჩემპიონატისთვის, რომელიც მაისში გაიმართება. რეზიკოს ტრადიციებზე ვესაუბრეთ.

- მივიჩნევ, რომ ყველა ქართველი ადამიანი ტრადიციულია, ქართველებს ეს სისხლში გვაქვს. ჩემი თაობის ადამიანებს მაინც მოჰყვებათ ქართული ადათ-წესების პატივისცემა. ვფიქრობ, რომ ოჯახური ტრადიციები მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს, რადგან ჩვენი ერი სხვებისგან სწორედ ტრადიციებითა და ადათ-წესების დაცვით გამოირჩევა.

- ოჯახური ტრადიციები ახსენე, საინტერესოა, გერლფრენ-ბოიფრენდობაზე რას ფიქრობ?

- დროს მოაქვს ცვლილებები. იცვლება ცხოვრების წესი, დრო, ქვეყანა,… ევროპიდან გადმოგვაქვს ჩვენს რეალობაში რაღაცები, მაგრამ, სამწუხაროდ, ცუდს უფრო მეტს ვიღებთ, ვიდრე – კარგს. წყვილმა ერთმანეთი უკეთ რომ უნდა გაიცნოს, ეს ცუდი არაა, თანაცხოვრება კი ამისთვის კარგი საშუალებაა. ბევრჯერ გამიგია, შეუქმნიათ ოჯახი, მაგრამ მალევე დაშორებულან. თანაცხოვრების დროს ერთმანეთისთვის ვეღარ გაუგიათ. შეყვარებულობის პერიოდში ყველაფერი ლამაზია, მრავალფეროვანია, მაგრამ ოჯახი სხვაა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ქორწინებამდე თანაცხოვრება მიუღებელი არაა, იცხოვროს წყვილმა ერთად, შეისწავლონ ერთმანეთი და მერე მიიღონ გადაწყვტილება. ამასთან, წყვილს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირადი ცხოვრება, რომელშიც არ უნდა ერეოდეს სხვა. არ მომწონს, ჩვენს ქვეყანაში ერთმანეთის პირადში რომ ერევიან, ჯობია, ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს. მესამე თვალი პრობლემებს ქმნის.

გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია ფინანსური დამოუკიდებლობა, რაც უამრავ პრობლემას იწვევს. მე დასაოჯახებელი ვარ, სანამ მყარად არ დავდგები ფეხზე, დაოჯახება უაზრობა იქნება. ოჯახი მხოლოდ ის არაა, ცოლს კარგად ჩააცვა და აქეთ-იქით ასეირნო. გეყოლება შვილი, რომელსაც კარგი განათლება უნდა მისცე, ცოლს ყველანაირი კომფორტი უნდა შეუქმნა, რომ შენ გვერდით თავი კარგად იგრძნოს. ცოლი მხოლოდ სახლში, სამზარეულოში და სარეცხის მანქანასთან არ უნდა იყოს. მას უნდა ჰქონდეს სამსახური, საქმე. კიდეც უნდა იმუშაოს და კიდეც უნდა გაერთოს მეგობრებთან ერთად, თავისუფლად უნდა იყოს შენ გვერდით და არ უნდა''დააბა''.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება