სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ლარი "დაიტირეს"
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ლარი "დაიტირეს"

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სი, სა­ხელ­წო­დე­ბით "დავ­ტი­რით ლარს" გა­ი­მარ­თა. აქ­ცი­ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, არა­სამ­თა­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "აპ­რი­ო­რის" წარ­მო­მად­გენ­ლის, ბესო შენ­გე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, აქ­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" და­ი­გეგ­მა და მას­ში რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­ნა­წი­ლე­ობს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ში ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. "22 წლი­ა­ნი სი­ცო­ცხლის შემ­დეგ 2 წლი­ა­ნი ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად ლარი გარ­და­იც­ვა­ლა", - გა­ნა­ცხა­და ბესო შენ­გე­ლი­ამ.

აქ­ცი­ის კი­დევ ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ, გირ­შელ ბარ­თა­ი­ამ კი აღ­ნიშ­ნა, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად უნდა წა­ვი­დეს მმარ­თვე­ლო­ბი­დან. "მან მი­იყ­ვა­ნა ამ ვი­თა­რე­ბამ­დე ლარი. ლარი მოკ­ვდა, გარ­დაც­ვლი­ლია", - გა­ნა­ცხა­და გირ­შელ ბარ­თა­ი­ამ.

აქ­ცი­ა­ზე სიმ­ბო­ლუ­რად მი­ი­ტა­ნეს კუბო, სა­დაც ქა­ღალ­დე­ბი ეყა­რა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მოთ­ქვამ­დნენ და დას­ტი­როდ­ნენ ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტას. აქ­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 წუთს გაგ­რძელ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ლარი "დაიტირეს"

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ლარი "დაიტირეს"

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი, სახელწოდებით "დავტირით ლარს" გაიმართა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, არასამთარობო ორგანიზაცია "აპრიორის" წარმომადგენლის, ბესო შენგელიას განცხადებით, აქცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაიგეგმა და მასში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს.

აქციის მონაწილეები ლარის გაუფასურებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ. "22 წლიანი სიცოცხლის შემდეგ 2 წლიანი ავადმყოფობის შედეგად ლარი გარდაიცვალა", - განაცხადა ბესო შენგელიამ.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, გირშელ ბართაიამ კი აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურებაში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილი მის ხელისუფლებასთან ერთად უნდა წავიდეს მმართველობიდან. "მან მიიყვანა ამ ვითარებამდე ლარი. ლარი მოკვდა, გარდაცვლილია", - განაცხადა გირშელ ბართაიამ.

აქციაზე სიმბოლურად მიიტანეს კუბო, სადაც ქაღალდები ეყარა. აქციის მონაწილეები მოთქვამდნენ და დასტიროდნენ ეროვნულ ვალუტას. აქცია დაახლოებით 10-15 წუთს გაგრძელდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია