იემენში შიიტმა ჰუსიტებმა ქალაქ ადენში შესვლა და საჰაერო ბაზის დაკავება შეძლეს. "როიტერის" ცნობით, ისინი ახლა ადენის პორტზე კონტროლის დამყარებას და იქიდან პრეზიდენტ აბდ-რაბუ მანსურ ჰადის მხარდამჭერების გაძევებას ცდილობენ.
ჰუსიტებმა გასული წლის სექტემბერში მთავრობაზე კონტროლი დაამყარეს. მომხდარის გამო, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, აბდ რაბუ მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა. თუმცა, შიიტი ჰუსიტები, რომლებიც ყოფილ პრეზიდენტს, ალი აბდულა სალეჰს უჭერენ მხარს, ამჯერად ქალაქ ადენსაც უტევენ.