პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეტექტივების დედოფალი
დეტექტივების დედოფალი

მან თა­ვის დე­ტექ­ტი­ურ მო­თხრო­ბებს ისე­თი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა მი­ა­ნი­ჭა, რომ ასი წლის შემ­დე­გაც კი ბესტსე­ლერ­თა სი­ა­ში არი­ან

წელს, სექ­ტემ­ბერ­ში, აგა­თა კრის­ტის და­ბა­დე­ბი­დან 125 წელი გა­დის. 2015 წელი მის წლად არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ამ მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსოფ­ლი­ო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სე­რი­აა და­გეგ­მი­ლი, რო­მე­ლიც მწერ­ლის ძეგლის გახ­სნას, სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა­სა და გრან­დი­ო­ზულ რამ­დე­ნი­მე­დღი­ან ფეს­ტი­ვალს მო­ი­ცავს.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხე­ში აგ­ა­თას თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს სი­ურპრი­ზებს ჰპირ­დე­ბი­ან. BBჩ-მ უკვე გა­ა­შუ­ქა კონ­კურ­სი "რო­გორ შეც­ვა­ლა კრის­ტიმ ჩემი ცხოვ­რე­ბა". მკი­თხველ­თან ერ­თად, კონ­კურ­სში მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით ან ვრცე­ლი წე­რი­ლით ჰყვე­ბი­ან მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე "დე­ტექ­ტი­ვის დე­დოფ­ლის" მი­მართ. თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ეტა­პია, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან და­ი­წყო და სექ­ტემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. იმე­დია, ამ რბო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოც ჩა­ერ­თვე­ბა, დე­ტექ­ტი­ვი ხომ მსოფ­ლი­ო­ში.

სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის წინ და­ბა­დე­ბუ­ლი კლა­სი­კო­სი ჯა­დოს­ნუ­რი ენერ­გი­ით იყო სავ­სე. მან თა­ვის დე­ტექ­ტი­ურ მო­თხრო­ბებს ისე­თი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა მი­ა­ნი­ჭა, რომ ასი წლის შემ­დე­გაც კი ბესტსე­ლერ­თა სი­ა­ში არი­ან. მსოფ­ლიო კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­ცი­ლე­ბით მეტ მა­მა­კაც ავ­ტორს იც­ნობს, ვიდ­რე ქალს (კარ­გი იქ­ნე­ბო­და, აქაც თა­ნას­წო­რო­ბა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ რას იზამ)... მაგ­რამ ის ქა­ლე­ბი, ვინც ამ სი­ა­ში მოხ­ვდნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ყუ­რა­დღე­ბას ყო­ველ­თვის იმ­სა­ხუ­რებ­დნენ.

აგა­თა კრის­ტი 66 დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნი­სა და 150 მო­თხრო­ბის ავ­ტო­რია. იყო დრა­მა­ტურ­გიც და მისი პი­ე­სე­ბი წარ­მა­ტე­ბით იდ­გმე­ბო­და ლონ­დონ­ში. მისი თი­თო­ე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი თა­ნაბ­რად სა­ინ­ტე­რე­სო იყო მო­ზარ­დე­ბი­სა და უფ­რო­სი თა­ო­ბის მკი­თხვე­ლის­თვის. ის ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად, ლა­ღად წერ­და. ამი­ტო­მაც ლო­გი­კუ­რი იყო, რომ მისი წიგ­ნე­ბის 4 მი­ლი­არ­დზე მეტი ეგ­ზემპლა­რია გა­მო­სუ­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 100 ენა­ზე ნა­თარ­გმნი.

ქალი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ­მა შე­მოქ­მე­დე­ბამ მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქედ აქ­ცია და რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი (ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი) სა­ხე­ლით - აგა­თა მერი კლა­რი­სა მა­ლო­უ­ენ მი­ლე­რი, - არა­ვინ იც­ნობს, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი დე­ტექ­ტი­ვე­ბის ავ­ტო­რა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. ის გახ­ლავთ კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რი გა­მო­ცე­მე­ბის ავ­ტო­რიც.

მას საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც ჰქონ­და..

24 წლი­სა პოლ­კოვ­ნიკ არ­ჩი­ბალდ კრის­ტის გაჰ­ყვა ცო­ლად და მას­თან ქა­ლიშ­ვი­ლი რო­ზა­ლინ­და შე­ე­ძი­ნა. ალ­ბათ, აგა­თა კრის­ტის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს თა­რი­ღებს შო­რის პირ­ვე­ლი ორი სწო­რედ ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბი­სა და 1920 წელს პირ­ვე­ლი რო­მა­ნის გა­მო­ცე­მის თა­რი­ღე­ბი იყო.

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუ­შა­ო­ბა მის­თვის ისე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რო­გო­რიც მკი­თხვე­ლის­თვი­საა სა­ინ­ტე­რე­სო მისი დე­ტექ­ტი­ვე­ბის კი­თხვა. წერ­და ერთ ფურ­ცელს და თა­ვა­დაც დიდი ინ­ტე­რე­სით აღვსი­ლი ფიქ­რობ­და, რა იქ­ნე­ბო­და მე­ო­რე ფურ­ცელ­ზე. სწო­რედ ეს დიდი ინ­ტე­რე­სია, რო­მე­ლიც აღი­ბეჭ­და კი­დეც მის წიგ­ნებ­ში და ისე­თი­ვე გა­დამ­დე­ბი ძალა შე­ი­ძი­ნა, რო­გო­რიც რო­მე­ლი­მე "ინ­ფექ­ცი­ურ­მა და­ა­ვა­დე­ბამ"... აგა­თა კრის­ტის რო­მა­ნე­ბით მსოფ­ლიო "დას­ნე­ულ­და".

1926 წელს აგ­ა­თას ოჯახ­ში გლო­ვამ და­ი­სად­გუ­რა - მას დედა გარ­და­ეც­ვა­ლა. ეს უმ­ძი­მე­სად გა­და­სა­ტა­ნი იყო მგრძნო­ბი­ა­რე მწერ­ლის­თვის, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა კი­დევ უფრო მძი­მე გან­საც­დელს უმ­ზა­დებ­და. საყ­ვა­რელ­მა მე­უღ­ლემ გა­მო­უ­ცხა­და, სხვა მიყ­ვარს და ოჯა­ხი­დან მივ­დი­ვა­რო. აი, მა­შინ კი იგ­რძნო, რომ ფეხ­ქვეშ მიწა ეც­ლე­ბო­და. იგ­რძნო და მო­უნ­და გამ­ქრა­ლი­ყო... გამ­ქრა­ლი­ყო ისე­ვე, რო­გორც მისი რო­მა­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი ქრე­ბოდ­ნენ... ჯერ მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი იპო­ვეს, რომ­ლის სა­ლონ­შიც ბეწ­ვის ქურ­ქი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მერე თა­ვად აგ­ა­თა­საც მი­აგ­ნეს, ოღონდ არა სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლით "მცხოვ­რებს". რაც უნდა ღი­მი­ლის

მომ­გვრე­ლი იყოს, არ­ჩი­ბალ­დის საყ­ვარ­ლის სა­ხე­ლი­თა და გვა­რით და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი­ყო სას­ტუმ­რო­ში.

ექი­მებ­მა ამ­ნე­ზი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს... თუმ­ცა, ამ­ნე­ზია, ალ­ბათ, უფრო გა­მო­სავ­ლის ძებ­ნა­ში მო­იშ­ვე­ლი­ეს... შემ­დეგ­ში ცნო­ბი­ლი ინ­გლი­სე­ლი ექი­მი ენ­დრიუ ნორ­მა­ნი თა­ვის წიგნ­ში - "მზა პორ­ტრე­ტი," წერ­და: მისი ამ­ნე­ზი­ით და­ა­ვა­დე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბის არც ერთი სიმპტო­მი არ ჰქო­ნი­აო.

1934 წელს აგა­თამ მერი უეს­ტმა­კო­ტის ფსევ­დო­ნი­მით გა­მო­აქ­ვეყ­ნა მო­თხრო­ბა, სა­დაც თა­ვი­სი გაქ­რო­ბის მსგავ­სი სი­უ­ჟე­ტი იყო გა­თა­მა­შე­ბუ­ლი. არ­ჩი­ბალდთან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ორი თუ სამი წელი იყო გა­სუ­ლი, ერაყ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას არ­ქე­ო­ლო­გი მაქს მა­ლო­უ­ე­ნი რომ გა­იც­ნო. 15 წლით ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის­თვის, რო­გორც ქალს, ყუ­რა­დღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია. "ალ­ბათ, ამი­ტომ ვი­ყა­ვი უბ­რა­ლო, სწო­რედ ისე­თი, რო­გო­რიც ვარ", - ამ­ბობ­და აგა­თა მოგ­ვი­ა­ნე­ბით. ამ უბ­რა­ლო­ე­ბამ გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა. მაქსს თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­და ქალი და ეს რო­მა­ნი ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და... ტყუ­ი­ლად არ ხუმ­რობ­და აგა­თა კრის­ტი: კარ­გია, ჩემი მე­უღ­ლე რომ არ­ქე­ო­ლო­გია, რაც უფრო დავ­ბერ­დე­ბი, მით მეტ ინ­ტე­რესს გა­მო­ი­ჩენს ჩემ­და­მი, რო­გორც სიძ­ვე­ლი­სად­მიო...

მას მერე, რაც 1976 წელს 85 წლის აგა­თა კრის­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, მისი მე­უღ­ლე წერ­და, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ გან­გე­ბამ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი მარ­გუ­ნა ბე­და­დო... მაქ­სი აგ­ა­თას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ორ წე­ლი­წად­ში აღეს­რუ­ლა.

ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დი არ შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი არ იყოს, დღეს თა­ვად აგ­ა­თას პი­როვ­ნე­ბის მი­მარ­თაც ისე­თი­ვე მძაფ­რი ინ­ტე­რე­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­გო­რიც მისი მო­თხრო­ბე­ბის მი­მართ.

აგა­თა კრის­ტი არ ბერ­დე­ბა...

ლელა ჯი­ყაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

დეტექტივების დედოფალი

დეტექტივების დედოფალი

მან თავის დეტექტიურ მოთხრობებს ისეთი სიცოცხლისუნარიანობა მიანიჭა, რომ ასი წლის შემდეგაც კი ბესტსელერთა სიაში არიან

წელს, სექტემბერში, აგათა კრისტის დაბადებიდან 125 წელი გადის. 2015 წელი მის წლად არის გამოცხადებული. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთში, ღონისძიებების სერიაა დაგეგმილი, რომელიც მწერლის ძეგლის გახსნას, სხვადასხვა კონკურსის ჩატარებასა და გრანდიოზულ რამდენიმედღიან ფესტივალს მოიცავს.

ორგანიზატორები მსოფლიოს ყველა კუთხეში აგათას თაყვანისმცემლებს სიურპრიზებს ჰპირდებიან. BBჩ-მ უკვე გააშუქა კონკურსი ,,როგორ შეცვალა კრისტიმ ჩემი ცხოვრება". მკითხველთან ერთად, კონკურსში მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიც მონაწილეობენ და რამდენიმე სიტყვით ან ვრცელი წერილით ჰყვებიან მათ დამოკიდებულებაზე "დეტექტივის დედოფლის" მიმართ. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, რომელიც ახლახან დაიწყო და სექტემბრამდე გაგრძელდება. იმედია, ამ რბოლაში საქართველოც ჩაერთვება, დეტექტივი ხომ მსოფლიოში.

საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაბადებული კლასიკოსი ჯადოსნური ენერგიით იყო სავსე. მან თავის დეტექტიურ მოთხრობებს ისეთი სიცოცხლისუნარიანობა მიანიჭა, რომ ასი წლის შემდეგაც კი ბესტსელერთა სიაში არიან. მსოფლიო კლასიკური ლიტერატურა გაცილებით მეტ მამაკაც ავტორს იცნობს, ვიდრე ქალს (კარგი იქნებოდა, აქაც თანასწორობა ყოფილიყო, მაგრამ რას იზამ)... მაგრამ ის ქალები, ვინც ამ სიაში მოხვდნენ, საზოგადოების დიდ ყურადღებას ყოველთვის იმსახურებდნენ.

აგათა კრისტი 66 დეტექტიური რომანისა და 150 მოთხრობის ავტორია. იყო დრამატურგიც და მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა ლონდონში. მისი თითოეული ნაწარმოები თანაბრად საინტერესო იყო მოზარდებისა და უფროსი თაობის მკითხველისთვის. ის ძალდაუტანებლად, ლაღად წერდა. ამიტომაც ლოგიკური იყო, რომ მისი წიგნების 4 მილიარდზე მეტი ეგზემპლარია გამოსული და დაახლოებით 100 ენაზე ნათარგმნი.

ქალი, რომელიც საკუთარმა შემოქმედებამ მსოფლიო მოქალაქედ აქცია და რომელსაც საკუთარი (ბავშვობის დროინდელი) სახელით - აგათა მერი კლარისა მალოუენ მილერი, - არავინ იცნობს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დეტექტივების ავტორადაა აღიარებული. ის გახლავთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხშირი გამოცემების ავტორიც.

მას საკმაოდ საინტერესო პირადი ცხოვრებაც ჰქონდა..

24 წლისა პოლკოვნიკ არჩიბალდ კრისტის გაჰყვა ცოლად და მასთან ქალიშვილი როზალინდა შეეძინა. ალბათ, აგათა კრისტის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს თარიღებს შორის პირველი ორი სწორედ ქალიშვილის დაბადებისა და 1920 წელს პირველი რომანის გამოცემის თარიღები იყო.

შემოქმედებითი მუშაობა მისთვის ისეთივე საინტერესო იყო, როგორიც მკითხველისთვისაა საინტერესო მისი დეტექტივების კითხვა. წერდა ერთ ფურცელს და თავადაც დიდი ინტერესით აღვსილი ფიქრობდა, რა იქნებოდა მეორე ფურცელზე. სწორედ ეს დიდი ინტერესია, რომელიც აღიბეჭდა კიდეც მის წიგნებში და ისეთივე გადამდები ძალა შეიძინა, როგორიც რომელიმე "ინფექციურმა დაავადებამ"... აგათა კრისტის რომანებით მსოფლიო "დასნეულდა".

1926 წელს აგათას ოჯახში გლოვამ დაისადგურა - მას დედა გარდაეცვალა. ეს უმძიმესად გადასატანი იყო მგრძნობიარე მწერლისთვის, მაგრამ ცხოვრება კიდევ უფრო მძიმე განსაცდელს უმზადებდა. საყვარელმა მეუღლემ გამოუცხადა, სხვა მიყვარს და ოჯახიდან მივდივარო. აი, მაშინ კი იგრძნო, რომ ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა. იგრძნო და მოუნდა გამქრალიყო... გამქრალიყო ისევე, როგორც მისი რომანის პერსონაჟები ქრებოდნენ... ჯერ მისი ავტომობილი იპოვეს, რომლის სალონშიც ბეწვის ქურქი დაეტოვებინა. მერე თავად აგათასაც მიაგნეს, ოღონდ არა საკუთარი სახელით "მცხოვრებს". რაც უნდა ღიმილის

მომგვრელი იყოს, არჩიბალდის საყვარლის სახელითა და გვარით დარეგისტრირებულიყო სასტუმროში.

ექიმებმა ამნეზიის დიაგნოზი დაუსვეს... თუმცა, ამნეზია, ალბათ, უფრო გამოსავლის ძებნაში მოიშველიეს... შემდეგში ცნობილი ინგლისელი ექიმი ენდრიუ ნორმანი თავის წიგნში - "მზა პორტრეტი," წერდა: მისი ამნეზიით დაავადება გამორიცხული იყო, მსგავსი დაავადების არც ერთი სიმპტომი არ ჰქონიაო.

1934 წელს აგათამ მერი უესტმაკოტის ფსევდონიმით გამოაქვეყნა მოთხრობა, სადაც თავისი გაქრობის მსგავსი სიუჟეტი იყო გათამაშებული. არჩიბალდთან დაშორების შემდეგ ორი თუ სამი წელი იყო გასული, ერაყში მოგზაურობისას არქეოლოგი მაქს მალოუენი რომ გაიცნო. 15 წლით ახალგაზრდა მამაკაცისთვის, როგორც ქალს, ყურადღება არ მიუქცევია. "ალბათ, ამიტომ ვიყავი უბრალო, სწორედ ისეთი, როგორიც ვარ", - ამბობდა აგათა მოგვიანებით. ამ უბრალოებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. მაქსს თავდავიწყებით შეუყვარდა ქალი და ეს რომანი ქორწინებით დასრულდა... ტყუილად არ ხუმრობდა აგათა კრისტი: კარგია, ჩემი მეუღლე რომ არქეოლოგია, რაც უფრო დავბერდები, მით მეტ ინტერესს გამოიჩენს ჩემდამი, როგორც სიძველისადმიო...

მას მერე, რაც 1976 წელს 85 წლის აგათა კრისტი გარდაიცვალა, მისი მეუღლე წერდა, ბედნიერი ვარ, რომ განგებამ ასეთი სიყვარული მარგუნა ბედადო... მაქსი აგათას გარდაცვალების შემდეგ ორ წელიწადში აღესრულა.

ალბათ, იმიტომ, რომ საინტერესო შემოქმედი არ შეიძლება საინტერესო ადამიანი არ იყოს, დღეს თავად აგათას პიროვნების მიმართაც ისეთივე მძაფრი ინტერესია საზოგადოებაში, როგორიც მისი მოთხრობების მიმართ.

აგათა კრისტი არ ბერდება...

ლელა ჯიყაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია