სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ბინები აღარ იყიდება
თბილისში ბინები აღარ იყიდება

სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზის­მა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარს სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. დე­და­ქა­ლა­ქის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბი­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია კა­ტას­ტრო­ფუ­ლა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. დო­ლა­რის კურსთან ერ­თად, პრობ­ლე­მა ბი­ნის მყიდ­ვე­ლებს იპო­თე­კურ სეს­ხებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სირ­თუ­ლე­მაც შე­უქ­მნა. ათი­დან შვიდ კლი­ენტს სეს­ხი არ უმ­ტკიც­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა სფე­როს წინსვლა შე­ა­ფერ­ხა, რაც ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლად უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­მა იგ­რძნო. გარ­და იმი­სა, რომ ბან­კებ­მა კრე­დი­ტის გა­ცე­მის პი­რო­ბე­ბი გა­არ­თუ­ლეს, ბი­ნის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლე­ბი დო­ლარ­ში სეს­ხის აღე­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად ერი­დე­ბი­ან და კურ­სის და­ბა­ლან­სე­ბას უც­დი­ან. ქარ­თვე­ლი მაკ­ლე­რე­ბის შე­ფა­სე­ბით, სა­ვა­ლუ­ტო კურ­სმა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარს ერ­თბა­შად "და­არ­ტყა", რად­გან სეს­ხის აღე­ბას და რისკს ყვე­ლა ერი­დე­ბა.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო "კი­ბეს" ხელ­მძღვა­ნე­ლი ნელი გო­გუ­ა­ძე ამ­ბობს, რომ შემ­ცი­რე­ბუ­ლია არა მარ­ტო მშე­ნე­ბა­რე და ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ფარ­თე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, არა­მედ დას­რუ­ლე­ბულ და გა­რე­მონ­ტე­ბულ ბი­ნებ­ზეც აღარ არის მო­თხოვ­ნა.

"ლა­რის კურ­სის დე­ვალ­ვა­ცი­ამ და მის­მა არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბამ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე უცუ­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. რო­გორც კი ეს პრო­ცე­სი და­ი­წყო, რე­ა­ლუ­რი მყიდ­ვე­ლი დავ­კარ­გეთ. ვი­საც ბი­ნის ყიდ­ვა უნდა, მათ უმე­ტე­სო­ბას შე­მო­სა­ვა­ლი ლარ­ში აქვს და დო­ლარ­ში ნე­ბის­მი­ერ ძვი­რა­დღი­რე­ბულ შე­ნა­ძენ­ზე უა­რის თქმა უწევს, მით უმე­ტეს, როცა საქ­მე ბი­ნის ყიდ­ვას ეხე­ბა. წე­სით ამას ბი­ნე­ბის გა­ი­ა­ფე­ბა უნდა მოჰ­ყო­ლო­და, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. გა­ი­აფ­და მხო­ლოდ პრობ­ლე­მუ­რი ბი­ნე­ბი. მას კი, ვი­საც არ ეჩ­ქა­რე­ბა, უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ფასს არ დას­წევს. უკვე გა­ურ­კვევ­ლო­ბაა ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბა­ზეც. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ფას­მა აშ­კა­რად იკლო. მო­სახ­ლე­ო­ბას დო­ლარ­ში და­ქი­რა­ვე­ბა უჭირს, ყიდ­ვა­ზე ხომ სა­უ­ბა­რიც ზედ­მე­ტია. ყვე­ლა შემ­კვე­თი ითხოვს, რომ და­ვეხ­მა­როთ ბი­ნის გა­ყიდ­ვა­სა და გა­ქი­რა­ვე­ბა­ში, მაგ­რამ თით­ქმის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ გვაქვს, რომ პი­რი­ქით ითხოვ­დნენ", - ამ­ბობს ნელი გო­გუ­ა­ძე.

მისი ვა­რა­უ­დით, სა­ნამ კურ­სი არ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, ბაზ­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ძა­ლი­ან გაძ­ნელ­დე­ბა. "სა­ვა­ლუ­ტო კრი­ზი­სამ­დე ახა­ლა­შე­ნე­ბულ ბი­ნებ­ზე იყო მო­თხოვ­ნა, მაგ­რამ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი ყვე­ლა­ფერს დო­ლარ­ში აფორ­მე­ბენ. დღეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არას­ტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა და დო­ლარ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი თან­ხის გა­დახ­და მომ­ხმა­რე­ბელს აღარ შე­უძ­ლია. პრობ­ლე­მა აქვთ ბი­ნის მფლო­ბე­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში არი­ან. ეს სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ცი­აა, რად­გან გარ­შე­მო ფასი თით­ქმის ყვე­ლა­ფერ­ზე მა­ტუ­ლობს და სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თაც ძვირ­დე­ბა. ამი­ტომ ბი­ნის ყიდ­ვა­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ. უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა თუ არ მო­ი­თხოვს, ხალ­ხი გა­ყიდ­ვის­გა­ნაც თავს იკა­ვებს",- დას­ძენს გო­გუ­ა­ძე.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

თბილისში ბინები აღარ იყიდება

თბილისში ბინები აღარ იყიდება

სავალუტო კრიზისმა უძრავი ქონების ბაზარს სერიოზული დარტყმა მიაყენა. დედაქალაქის მთელ ტერიტორიაზე ბინების რეალიზაცია კატასტროფულადაა შემცირებული. დოლარის კურსთან ერთად, პრობლემა ბინის მყიდველებს იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის სირთულემაც შეუქმნა. ათიდან შვიდ კლიენტს სესხი არ უმტკიცდება.

საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებმა მეტ-ნაკლებად ყველა სფეროს წინსვლა შეაფერხა, რაც ყველაზე მტკივნეულად უძრავი ქონების ბაზარმა იგრძნო. გარდა იმისა, რომ ბანკებმა კრედიტის გაცემის პირობები გაართულეს, ბინის შეძენის მსურველები დოლარში სესხის აღებას შეგნებულად ერიდებიან და კურსის დაბალანსებას უცდიან. ქართველი მაკლერების შეფასებით, სავალუტო კურსმა უძრავი ქონების ბაზარს ერთბაშად ”დაარტყა”, რადგან სესხის აღებას და რისკს ყველა ერიდება.

უძრავი ქონების სააგენტო ”კიბეს” ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ შემცირებულია არა მარტო მშენებარე და ახალაშენებული ფართების რეალიზაცია, არამედ დასრულებულ და გარემონტებულ ბინებზეც აღარ არის მოთხოვნა.

”ლარის კურსის დევალვაციამ და მისმა არასტაბილურობამ უძრავი ქონების ბაზარზე უცუდესი გავლენა მოახდინა. როგორც კი ეს პროცესი დაიწყო, რეალური მყიდველი დავკარგეთ. ვისაც ბინის ყიდვა უნდა, მათ უმეტესობას შემოსავალი ლარში აქვს და დოლარში ნებისმიერ ძვირადღირებულ შენაძენზე უარის თქმა უწევს, მით უმეტეს, როცა საქმე ბინის ყიდვას ეხება. წესით ამას ბინების გაიაფება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გაიაფდა მხოლოდ პრობლემური ბინები. მას კი, ვისაც არ ეჩქარება, უძრავ ქონებაზე ფასს არ დასწევს. უკვე გაურკვევლობაა ბინის გაქირავებაზეც. ამ მიმართულებით ფასმა აშკარად იკლო. მოსახლეობას დოლარში დაქირავება უჭირს, ყიდვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ყველა შემკვეთი ითხოვს, რომ დავეხმაროთ ბინის გაყიდვასა და გაქირავებაში, მაგრამ თითქმის არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს, რომ პირიქით ითხოვდნენ”, - ამბობს ნელი გოგუაძე.

მისი ვარაუდით, სანამ კურსი არ დასტაბილურდება, ბაზრის გააქტიურება ძალიან გაძნელდება. ”სავალუტო კრიზისამდე ახალაშენებულ ბინებზე იყო მოთხოვნა, მაგრამ სამშენებლო კომპანიები ყველაფერს დოლარში აფორმებენ. დღეს ქართულ ბაზარზე არასტაბილური სიტუაციაა და დოლარში დაფიქსირებული თანხის გადახდა მომხმარებელს აღარ შეუძლია. პრობლემა აქვთ ბინის მფლობელებსაც, რომლებიც ასევე მოლოდინის რეჟიმში არიან. ეს სავსებით ბუნებრივი რეაქციაა, რადგან გარშემო ფასი თითქმის ყველაფერზე მატულობს და სამომხმარებლო კალათაც ძვირდება. ამიტომ ბინის ყიდვასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ნაკლებად ფიქრობენ. უკიდურესი აუცილებლობა თუ არ მოითხოვს, ხალხი გაყიდვისგანაც თავს იკავებს”,- დასძენს გოგუაძე.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია