მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ სჯიდნენ ძველ საქართველოში
როგორ სჯიდნენ ძველ საქართველოში

ქარ­თულ­მა წე­რი­ლო­ბით­მა ძეგ­ლებ­მა შე­მოგ­ვი­ნა­ხეს ცნო­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნის დას­ჯის სხვა­დას­ხვა ფორ­მის შე­სა­ხებ. ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ჯის ორგვა­რი ფორ­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და: ფი­ზი­კუ­რი და გა­მაწ­ბი­ლე­ბე­ლი სას­ჯე­ლი.

ვარ­სქე­ნის მიერ შუ­შა­ნი­კის სა­პყრო­ბი­ლე­ში ჩას­მის ცალ­კე­უ­ლი დე­ტა­ლის აღ­წე­რი­სას ჩანს, რომ სა­პყრო­ბი­ლე­ში მო­თავ­სე­ბულს სჯიდ­ნენ ქედ­ზე ჯაჭ­ვის და­დე­ბი­თა და ფე­ხებ­ზე ბორ­კი­ლის შებ­მით. შუ­შა­ნიკს "ჯაჭვ იგი, რო­მელ ედვა ქედ­სა მისა ზედა, ეგ­რეთ­ვე ედვა, დაჰ­ბეჭ­და ურ­ჩუ­ლო­მან ვარ­სქენ" - გად­მოგ­ვცემს ია­კობ ხუ­ცე­სი. ჩორს წა­სულ პი­ტი­ახშს ჰე­რე­თის სა­ზღვარ­ზე წა­მო­ე­წე­ვა მისი ძმა ჯო­ჯი­კი "და ევედ­რე­ბო­და მას ფრი­ად, რა­ი­თამ­ცა ბრძა­ნა საკრველ­თა მათ­გან გან­ტე­ვე­ბაი მისი". ჯო­ჯი­კის დიდი ხვეწ­ნის შემ­დეგ ვარ­სქენ­მა "ბრძა­ნა გან­ტე­ვე­ბაი საკრველ­თა­გან ოდენ. და ვი­თარ მო­ვი­და ჯო­ჯიკ, აღჰ­ხა­და ჯაჭ­ვი იგი ქედ­სა მის­სა, ხოლო ბორ­კილ­თაი არა თავს-იდვა წმი­და­მან შუ­შა­ნიკ". მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ ბორ­კი­ლის გამო ეპის­კო­პოს­ნი და აზ­ნა­ურ­ნი ევედ­რე­ბი­ან შუ­შა­ნიკს, "რა­ი­თა ბორ­კი­ლი იგი ფერ­ხთაი ბრძა­ნოს სა­ცოდ და ნა­კურ­თხე­ვად ყო­ველ­თათ­ვის". აქ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და­დას­ტუ­რე­ბა წმინ­და­ნის კულ­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბი­სა, რო­დე­საც მის მიერ ნა­ქო­ნი ნივ­თე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი წა­მე­ბის ია­რა­ღი, მიჩ­ნე­უ­ლია რო­გორც სას­წა­ულ­მოქ­მე­დი, მცვე­ლი და მა­კურ­თხე­ბე­ლი ყო­ველ­თა. ქედ­ზე ჯაჭ­ვის და­დე­ბა და ფე­ხებ­ზე ბორ­კი­ლის შებ­მა, რო­გორც დას­ჯის ერთ-ერთი ფორ­მა, ასე­ვე გვხვდე­ბა "ევსტა­თი მცხე­თე­ლის მარ­ტვი­ლო­ბა­ში". სა­ერ­თოდ ეს ნა­წარ­მო­ე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა დას­ჯის სხვა­დას­ხვა ფორ­მის აღ­წე­რით, რო­მელ­თაც ქვე­მოთ გან­ვი­ხი­ლავთ.

ნა­წარ­მო­ებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ევსტა­თი და სხვა მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე მო­იქ­ცნენ, მი­იყ­ვა­ნეს მსა­ჯულ­თან, ხოლო მან "უბ­რძა­ნა მსა­ხურ­თა თვის­თა პირ­სა ცემა ნე­ტარ­თა მათ და გარე განყვა­ნე­ბა ყო­ველ­თა და უბ­რძა­ნა: და ჰყვნეთ მა­გათ თავი და წუ­ე­რი და გა­ნუ­ხუ­რი­ტე­ნით მა­გათ ცხვირ­ნი და ჯაჭვ დას­დე­ვით ქედ­სა მა­გათ­სა და ბორ­კილ­ნი შე­უხ­სე­ნით ფერ­ხთა, და შეს­ხე­ნით ეგე­ნი სა­პყრო­ბი­ლე­სა".

ამ­ჟა­მად ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა ადა­მი­ან­თა ჯაჭ­ვით დაბ­მა, რო­გორც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის ერთ-ერთი ფორ­მა და, მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი.

ჯაჭ­ვით ადა­მი­ან­თა დაბ­მის შე­სა­ხებ ქარ­თულ­მა ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ­მა ყო­ფამ მრა­ვა­ლი ფაქ­ტი შე­მოგ­ვი­ნა­ხა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ადა­მი­ან­თა და­საბ­მე­ლი ჯაჭ­ვე­ბი სტრა­ბო­ნის მი­ხედ­ვით, ძვ.წ. I სა­უ­კუ­ნის­თვის ალ­ბა­ნელ­თა ყო­ფა­შიც დას­ტურ­დე­ბა. ამ ფაქ­ტის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა წარ­მო­ად­გი­ნა ალ­ბა­ნელ­თა წარ­მარ­თუ­ლი რე­ლი­გი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი წე­სე­ბი. კერ­ძოდ, ალ­ბა­ნე­ლე­ბი თაყ­ვანს სცემ­დნენ მზეს და მთვა­რეს, რომ­ლის მთა­ვა­რი ტა­ძა­რი, თურ­მე, იბე­რი­ის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობ­და. მე­ფის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე პა­ტივ­სა­ცე­მად ით­ვლე­ბო­და ის, ვინც ტა­ძარს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და; იგი გა­ნა­გებ­და ხა­ტის დიდ­სა და მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ მა­მულს და ით­ვლე­ბო­და ხა­ტის ყმე­ბის უფ­რო­სად. ხა­ტის ყმებს შო­რის ბევ­რი ქა­და­გად და­ე­ცე­მო­და, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და. მათ შო­რის ბევ­რი - წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი­თა და ქა­და­გე­ბით ზედ­მე­ტად გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ტყე­ებ­ში მარ­ტო­კა და­ხე­ტი­ა­ლობ­და. ქუ­რუ­მე­ბი მათ იჭერ­დნენ, კი­სერ­ზე ჯაჭვს დაჰ­კი­დებ­დნენ და ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზვა­რა­კად ასუ­ქებ­დნენ. ხოლო შემ­დეგ მათ - უკვე ამ გზით მი­რონ­ცხე­ბუ­ლებს, სხვა საღ­მრთო შე­სა­წი­რა­ვებ­თან ერ­თად ღმერ­თს შეს­წი­რავ­დნენ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როგორ სჯიდნენ ძველ საქართველოში

როგორ სჯიდნენ ძველ საქართველოში

ქართულმა წერილობითმა ძეგლებმა შემოგვინახეს ცნობები ქვეყანაში ადამიანის დასჯის სხვადასხვა ფორმის შესახებ. ძველ საქართველოში დასჯის ორგვარი ფორმა გამოიყენებოდა: ფიზიკური და გამაწბილებელი სასჯელი.

ვარსქენის მიერ შუშანიკის საპყრობილეში ჩასმის ცალკეული დეტალის აღწერისას ჩანს, რომ საპყრობილეში მოთავსებულს სჯიდნენ ქედზე ჯაჭვის დადებითა და ფეხებზე ბორკილის შებმით. შუშანიკს "ჯაჭვ იგი, რომელ ედვა ქედსა მისა ზედა, ეგრეთვე ედვა, დაჰბეჭდა ურჩულომან ვარსქენ" - გადმოგვცემს იაკობ ხუცესი. ჩორს წასულ პიტიახშს ჰერეთის საზღვარზე წამოეწევა მისი ძმა ჯოჯიკი "და ევედრებოდა მას ფრიად, რაითამცა ბრძანა საკრველთა მათგან განტევებაი მისი". ჯოჯიკის დიდი ხვეწნის შემდეგ ვარსქენმა "ბრძანა განტევებაი საკრველთაგან ოდენ. და ვითარ მოვიდა ჯოჯიკ, აღჰხადა ჯაჭვი იგი ქედსა მისსა, ხოლო ბორკილთაი არა თავს-იდვა წმიდამან შუშანიკ". მოგვიანებით ამ ბორკილის გამო ეპისკოპოსნი და აზნაურნი ევედრებიან შუშანიკს, "რაითა ბორკილი იგი ფერხთაი ბრძანოს საცოდ და ნაკურთხევად ყოველთათვის". აქ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი უძველესი დადასტურება წმინდანის კულტის გამოვლინებისა, როდესაც მის მიერ ნაქონი ნივთები ამ შემთხვევაში მისი წამების იარაღი, მიჩნეულია როგორც სასწაულმოქმედი, მცველი და მაკურთხებელი ყოველთა. ქედზე ჯაჭვის დადება და ფეხებზე ბორკილის შებმა, როგორც დასჯის ერთ-ერთი ფორმა, ასევე გვხვდება "ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში". საერთოდ ეს ნაწარმოები გამოირჩევა დასჯის სხვადასხვა ფორმის აღწერით, რომელთაც ქვემოთ განვიხილავთ.

ნაწარმოებში აღნიშნულია, რომ ევსტათი და სხვა მისი თანამზრახველები, რომლებიც ქრისტიანობაზე მოიქცნენ, მიიყვანეს მსაჯულთან, ხოლო მან "უბრძანა მსახურთა თვისთა პირსა ცემა ნეტართა მათ და გარე განყვანება ყოველთა და უბრძანა: და ჰყვნეთ მაგათ თავი და წუერი და განუხურიტენით მაგათ ცხვირნი და ჯაჭვ დასდევით ქედსა მაგათსა და ბორკილნი შეუხსენით ფერხთა, და შესხენით ეგენი საპყრობილესა".

ამჟამად ჩვენთვის საინტერესოა ადამიანთა ჯაჭვით დაბმა, როგორც მართლმსაჯულების აღსრულების ერთ-ერთი ფორმა და, მასთან დაკავშირებული ეთნოგრაფიული ფაქტორები.

ჯაჭვით ადამიანთა დაბმის შესახებ ქართულმა ეთნოგრაფიულმა ყოფამ მრავალი ფაქტი შემოგვინახა. აღსანიშნავია, რომ ადამიანთა დასაბმელი ჯაჭვები სტრაბონის მიხედვით, ძვ.წ. I საუკუნისთვის ალბანელთა ყოფაშიც დასტურდება. ამ ფაქტის ანალიზის საფუძველზე ივანე ჯავახიშვილმა წარმოადგინა ალბანელთა წარმართული რელიგიისთვის დამახასიათებელი წესები. კერძოდ, ალბანელები თაყვანს სცემდნენ მზეს და მთვარეს, რომლის მთავარი ტაძარი, თურმე, იბერიის მახლობლად მდებარეობდა. მეფის შემდეგ ყველაზე პატივსაცემად ითვლებოდა ის, ვინც ტაძარს ემსახურებოდა; იგი განაგებდა ხატის დიდსა და მჭიდროდ დასახლებულ მამულს და ითვლებოდა ხატის ყმების უფროსად. ხატის ყმებს შორის ბევრი ქადაგად დაეცემოდა, წინასწარმეტყველებდა. მათ შორის ბევრი - წინასწარმეტყველებითა და ქადაგებით ზედმეტად გატაცებული, ტყეებში მარტოკა დახეტიალობდა. ქურუმები მათ იჭერდნენ, კისერზე ჯაჭვს დაჰკიდებდნენ და ერთი წლის განმავლობაში ზვარაკად ასუქებდნენ. ხოლო შემდეგ მათ - უკვე ამ გზით მირონცხებულებს, სხვა საღმრთო შესაწირავებთან ერთად ღმერთს შესწირავდნენ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია