Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მეცნიერის "ხელოვნური ინტელექტი"
ქართველი მეცნიერის "ხელოვნური ინტელექტი"

ირაკ­ლი ქარ­და­ვა ოჩამ­ჩი­რე­ლია, 6 წლის იყო, მშობ­ლი­უ­რი კუ­თხის და­ტო­ვე­ბამ რომ მო­უ­წია. ახლა 27 წლი­საა და მის­მა კი­ბერ­მეც­ნი­ე­რულ­მა გა­მო­გო­ნე­ბამ უკვე აა­ლა­პა­რა­კა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. პროგ­რა­მას, სა­ხე­ლად Geo SpeechRecognizer-ი, შე­უძ­ლია ხმო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით წა­კი­თხვა, ანუ თქვენ კარ­ნა­ხობთ კომ­პი­უ­ტერს, ის კი ყო­ველ­გვა­რი კლა­ვი­ა­ტუ­რი­სა და მა­უ­სის გა­რე­შე წერს. ირაკ­ლიმ სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი და მა­გის­ტრა­ტუ­რა წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა. ახლა დოქ­ტო­რან­ტუ­რის მე­ო­რე კურ­სზე სწავ­ლობს, დი­სერ­ტა­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს და თან ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს.

- ჩემი კვლე­ვის სა­გა­ნი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ლინგვის­ტი­კაა, რაც არ­სე­ბუ­ლი ენე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კომ­პი­უ­ტე­რი­უ­ლი მო­დე­ლის შექ­მნას ნიშ­ნავს. ამ პროგ­რა­მის შექ­მნამ­დე, გა­ვი­ა­რე ყვე­ლა ეტა­პი იმის­თვის, რაც სა­ჭი­რო იყო ქარ­თუ­ლი ენის მორ­ფო­ლო­გი­უ­რი აღ­წე­რის­თვის. უპირ­ვე­ლე­სად შევ­ქმე­ნით სი­ტყვე­ბის ბაზა. მე­ო­რე ეტა­პი იყო სი­ტყვა­თა მორ­ფო­ლო­გი­უ­რი სინ­თე­ზი. ამ ორი ეტა­პის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით მი­ვი­ღეთ ერთი სრუ­ლი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. მი­ვი­ღეთ პროგ­რა­მა, რო­მელ­საც ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ჩემი ხმა ეს­მის და მას­ზე რე­ა­გი­რებს. შე­უძ­ლია ჩემ მიერ წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვა ტექ­სტად აქ­ცი­ოს. პროგ­რა­მა იმ­დე­ნად უნი­ვერ­სა­ლუ­რია, რომ მისი ინ­ტეგ­რი­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ სხვა სის­ტე­მა­ში ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა. ვგუ­ლის­ხმობ უპირ­ველ­სად ოპე­რა­ცი­ულ სის­ტე­მებს: Windows , Linux… რო­დე­საც პროგ­რა­მის სრულ­ყო­ფა მოხ­დე­ბა, შეგ­ვეძ­ლე­ბა Google-Voice-ის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ჩვე­ნი ენაც იყოს.

- რა არის სა­ჭი­რო პროგ­რა­მის სრულ­ყო­ფის­თვის?

- იმის­თვის, რომ პროგ­რა­მამ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ხმა გა­ი­გოს, გვჭირ­დე­ბა 200 სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნის ათწუ­თი­ა­ნი კარ­გი ხა­რის­ხის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­თა და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გა­დაც შე­იქ­მნე­ბა ე.წ. აკუს­ტი­კუ­რი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლის ხმას თუ ტემ­ბრს. ამის შემ­დეგ უკვე მისი მოხ­მა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­ხმა­რე­ბელ­თა შო­რის პირ­ვე­ლე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იქ­ნე­ბით, ასე­ვე ეს პროგ­რა­მა ძა­ლი­ან გა­მო­ად­გე­ბათ უსი­ნათ­ლო­ებ­სა და ასა­კოვ­ნებს. ვმუ­შა­ობთ ამ პროგ­რა­მის შებ­რუ­ნე­ბუ­ლი ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა­ზეც. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბით კომ­პი­უ­ტერს, უნდა მო­ა­ხერ­ხოს და პა­სუ­ხი ხმო­ვა­ნი ფორ­მით, ჩვენს მშობ­ლი­ურ ენა­ზე გაგ­ვცეს. ეს ქარ­თულ ენა­ზე ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შექ­მნის პირ­ვე­ლი ეტა­პე­ბია. და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში, ალ­ბათ, პროგ­რა­მის სრულ­ყო­ფას მო­ვა­ხერ­ხებთ...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ქართველი მეცნიერის "ხელოვნური ინტელექტი"

ქართველი მეცნიერის "ხელოვნური ინტელექტი"

ირაკლი ქარდავა ოჩამჩირელია, 6 წლის იყო, მშობლიური კუთხის დატოვებამ რომ მოუწია. ახლა 27 წლისაა და მისმა კიბერმეცნიერულმა გამოგონებამ უკვე აალაპარაკა ქართველი საზოგადოება. პროგრამას, სახელად Geo SpeechRecognizer-ი, შეუძლია ხმოვანი ინფორმაციის წერილობითი სახით წაკითხვა, ანუ თქვენ კარნახობთ კომპიუტერს, ის კი ყოველგვარი კლავიატურისა და მაუსის გარეშე წერს. ირაკლიმ სოხუმის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა წარმატებით დაასრულა. ახლა დოქტორანტურის მეორე კურსზე სწავლობს, დისერტაციაზე მუშაობს და თან ამავე უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

- ჩემი კვლევის საგანი კომპიუტერული ლინგვისტიკაა, რაც არსებული ენების შესაბამისი კომპიუტერიული მოდელის შექმნას ნიშნავს. ამ პროგრამის შექმნამდე, გავიარე ყველა ეტაპი იმისთვის, რაც საჭირო იყო ქართული ენის მორფოლოგიური აღწერისთვის. უპირველესად შევქმენით სიტყვების ბაზა. მეორე ეტაპი იყო სიტყვათა მორფოლოგიური სინთეზი. ამ ორი ეტაპის გაერთიანებით მივიღეთ ერთი სრული პროგრამული უზრუნველყოფა. მივიღეთ პროგრამა, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ ჩემი ხმა ესმის და მასზე რეაგირებს. შეუძლია ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვა ტექსტად აქციოს. პროგრამა იმდენად უნივერსალურია, რომ მისი ინტეგრირება ნებისმიერ სხვა სისტემაში ადვილად შეიძლება. ვგულისხმობ უპირველსად ოპერაციულ სისტემებს: Windows , Linux… როდესაც პროგრამის სრულყოფა მოხდება, შეგვეძლება Google-Voice-ის ჩამონათვალში ჩვენი ენაც იყოს.

- რა არის საჭირო პროგრამის სრულყოფისთვის?

- იმისთვის, რომ პროგრამამ ნებისმიერი ადამიანის ხმა გაიგოს, გვჭირდება 200 სხვადასხვა ადამიანის ათწუთიანი კარგი ხარისხის აუდიოჩანაწერი, რომელთა დამუშავების შედეგადაც შეიქმნება ე.წ. აკუსტიკური მოდელი, რომელიც გაითვალისწინებს ნებისმიერი ქართველის ხმას თუ ტემბრს. ამის შემდეგ უკვე მისი მოხმარება შესაძლებელი იქნება. სავარაუდოდ, მომხმარებელთა შორის პირველები ჟურნალისტები იქნებით, ასევე ეს პროგრამა ძალიან გამოადგებათ უსინათლოებსა და ასაკოვნებს. ვმუშაობთ ამ პროგრამის შებრუნებული ამოცანის გადაჭრაზეც. მაგალითად, როდესაც დაველაპარაკებით კომპიუტერს, უნდა მოახერხოს და პასუხი ხმოვანი ფორმით, ჩვენს მშობლიურ ენაზე გაგვცეს. ეს ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის შექმნის პირველი ეტაპებია. დაახლოებით წელიწად-ნახევარში, ალბათ, პროგრამის სრულყოფას მოვახერხებთ...

იხილეთ გაგრძელება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ