სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პორნოვარსკვლავი თუ ძალადობის მსხვერპლი - ლინდა ლავლეისის აღსარება
პორნოვარსკვლავი თუ ძალადობის მსხვერპლი - ლინდა ლავლეისის აღსარება

მა­ნამ­დე არა­ვის აინ­ტე­რე­სებ­და, რა ერ­ქვათ მსა­ხი­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც ე.წ. "იქს-კა­ტე­გო­რი­ის" ფილ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. "ღრმა ხახა" - პირ­ვე­ლი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ფილ­მი ფარ­თო გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ჩა­უშ­ვეს. ის ფე­რად, 35 მმ-იან ფირ­ზე, ნორ­მა­ლუ­რი სტუ­დი­უ­რი გა­ნა­თე­ბის პი­რო­ბებ­ში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. ფილ­მი მა­ყუ­რე­ბელ­თა რე­კორ­დულ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ იხი­ლა და შემ­ქმნე­ლებს კარ­გი მო­გე­ბაც მო­უ­ტა­ნა. ზუს­ტი თან­ხა ცნო­ბი­ლი არ არის, მაგ­რამ გარ­კვე­ულ წყა­რო­ებ­ში 100-დან 600 მი­ლი­ო­ნამ­დე ვა­რი­რებს.

უნდა ით­ქვას, რომ ფილ­მის ბი­უ­ჯე­ტი მხო­ლოდ 3 ათა­სი დო­ლა­რით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ამ­ტკი­ცებს, რომ ბი­უ­ჯე­ტი გა­ცი­ლე­ბით სო­ლი­დუ­რი იყო და ის 22 ათას დო­ლარს უდ­რი­და. ფილ­მი მა­ფი­ის ფუ­ლით გა­და­ი­ღეს. ის ერთ-ერთი "წვრილ­ფე­ხა ნათ­ლი­ის" - ლუ პე­რე­ი­ნოს სა­კუთ­რე­ბა იყო და გა­ქი­რა­ვე­ბი­სას, ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­ყიდ­ვი­თა და პროს­ტი­ტუ­ცი­ით ნა­შოვ­ნი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა ხდე­ბო­და. და­ზუს­ტე­ბით მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ ფილ­მი ექვს დღე­ში გა­და­ი­ღეს. თვით ლინ­დას ჰო­ნო­რა­რი მხო­ლოდ 1250 დო­ლარს შე­ად­გენ­და.

რა თქმა უნდა, ფილმმა მას სა­ხე­ლი გა­უთ­ქვა, მაგ­რამ ფუ­ლის ნა­კად­მა მის მიღ­მა ჩა­ი­ა­რა. სა­ხე­ლიც სპე­ცი­ფი­კუ­რი გახ­ლდათ - ყვე­ლა­ზე გარ­ყვნი­ლი ქალი მთელ ამე­რი­კა­ში. მა­შინ ლინ­და ამ სა­ხეს ინარ­ჩუ­ნებ­და და მას­ზე მუ­შა­ობ­და კი­დეც; ამას არა მარ­ტო გა­და­ღე­ბებ­ზე, არა­მედ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მი­ცე­მი­სას აკე­თებ­და, რის გა­მოც ფე­მი­ნის­ტე­ბი­მა მას "ქა­ლე­ბის მტე­რი #1" შე­არ­ქვეს. ის მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის გო­გო­ნას სა­ხეს კულ­ტი­ვი­რებ­და, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო.

ფილ­მის გა­და­ღე­ბი­დან 18 წლის შემ­დეგ, ლინ­და კვლავ ცნო­ბი­ლი გახ­და, ოღონდ იმით, რომ მთე­ლი თა­ვი­სი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბა "ანა­თე­მას გა­დას­ცა".

მისი ნამ­დვი­ლი გვა­რი ბორ­მე­ნი იყო, ლავ­ლე­ი­სი კი ფსევ­დო­ნი­მი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც სი­ტყვა­თა შე­თან­ხმე­ბით - Love (სიყ­ვა­რუ­ლი) და Lace (მაქ­მა­ნი) არის წარ­მო­ე­ბუ­ლი. ერ­თად კი, რა­ღაც "სა­სიყ­ვა­რუ­ლო მაქ­მა­ნის" მსგავსს ვი­ღებთ. აქე­დან გა­სა­გე­ბი ხდე­ბა, თუ რა­ტომ იყო ლინ­და ფო­ტო­ებ­ში მაქ­მა­ნე­ბი­ან საც­ვლებ­ში შე­მო­სი­ლი (თუკი სა­ერ­თოდ შე­მო­სი­ლი იყო).

ეს ფსევ­დო­ნი­მი გო­გო­ნას ჟერ­არ და­მი­ა­ნომ, "ღრმა ხა­ხის" რე­ჟი­სორ­მა გა­მო­უ­ნა­ხა. მას სურ­და, პორ­ნო-ვარ­სკვლა­ვის ინი­ცი­ა­ლე­ბი - LL - ასო­ცი­რე­ბუ­ლი­ყო 1970-იანი წლე­ბის სექსსიმ­ბო­ლოს­თან იმგვა­რად­ვე, რო­გორც ეს 1950-იან წლებ­ში - MM-სა (მე­რი­ლინ მონ­რო) და 1960-ია­ნებ­ში - BB (ბრი­ჟიტ ბარ­დოს) შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და.

ლავ­ლე­ი­სის­გან სექსსიმ­ბო­ლო, ამ სი­ტყვის ფარ­თო გა­გე­ბით ანუ ეპო­ქის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ქალი არ გა­მო­ვი­და; მას­ში არ იყო ის მუხ­ტი, რაც გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ და და­უ­ვი­წყარ ქა­ლად აქ­ცევ­და. მხო­ლოდ უსირ­ცხვი­ლო­ბა, რა­საც ის ხში­რად ეკ­რა­ნი­დან და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში დე­მონ­სტრი­რებ­და, სა­ა­მი­სოდ საკ­მა­რი­სი არ იყო.

თა­ვის დრო­ზე ლინ­დას მშობ­ლე­ბი მკაც­რად ზრდიდ­ნენ. ის ბი­ჭებ­ზე სუ­ლაც არ ფიქ­რობ­და. უფრო მე­ტიც, სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მო­ნაზვნო­ბა­საც კი აპი­რებ­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდუ­ლი სა­მო­სის ბუ­ტიკ­ში მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ - ფირ­ფი­ტე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას არ გეგ­მავ­და, რად­გან გა­თხო­ვე­ბა სურ­და. უნ­დო­და ჰქო­ნო­და სა­კუ­თა­რი სახ­ლი, ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი... "რო­გორც წესი იყო". მაგ­რამ "წე­სის მი­ხედ­ვით" არ გა­მო­ვი­და. თუკი ლინ­დას მე­მუ­ა­რებს ვერ­წმუ­ნე­ბით, პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი 19 წლის ასაკ­ში ეწ­ვია და ეს ამ­ბა­ვი ფეხ­მძი­მო­ბით დას­რულ­და. და­ბა­დე­ბუ­ლი ბი­ჭუ­ნას მამა უც­ნო­ბად დარ­ჩა. ზო­გი­ერ­თი წყა­როს მი­ხედ­ვით, ბავ­შვის მამა ჩარლზ ტრე­ი­ნო­რი იყო, მისი მო­მა­ვა­ლი ქმა­რი, ასე­ვე - პრო­დი­უ­სე­რი, სუ­ტე­ნი­ო­რი და ლინ­დას ბო­რო­ტი გე­ნია. ახალ­შო­ბი­ლი გა­აშ­ვი­ლეს. ლავ­ლე­ი­სი ამ­ტკი­ცებ­და, რომ დე­და­მის­მა ეს მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­ა­კე­თა - მო­ტყუ­ე­ბით აი­ძუ­ლა ქა­ლიშ­ვი­ლი, რა­ღაც დო­კუ­მენ­ტებ­ზე მო­ე­წე­რა ხელი.

1970 წელს ლინ­და ბორ­მე­ნი ნიუ-იორკში გა­ემ­გზავ­რა და რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნი­კის ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა, რათა ახა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ე­წყო, მაგ­რამ მალე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა, რომ­ლის დრო­საც კი­ნა­ღამ და­ი­ღუ­პა: გა­ტე­ხი­ლი ჰქონ­და ყბა, რამ­დე­ნი­მე ნეკ­ნი, გა­უს­კდა ღვიძ­ლი; დას­ჭირ­და სის­ხლის გა­დას­ხმა, რომ­ლის დრო­საც ჰე­პა­ტი­ტით და­ას­ნე­ბოვ­ნეს. სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რის შემ­დეგ მშობ­ლებ­თან დაბ­რუნ­და. ამ დროს, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობ­და, მის ცხოვ­რე­ბა­ში ჩაკი გა­მოჩ­ნდა - იგი­ვე ჩარლზ ტრე­ი­ნო­რი, "იქს-კა­ტე­გო­რი­ის" ფილ­მე­ბის მსა­ხი­ო­ბი (შე­საძ­ლოა, ის უბ­რა­ლოდ, ლინ­დას ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რუნ­და).

მათი ურ­თი­ერ­თო­ბა სწრა­ფად გან­ვი­თარ­და. ერ­თკვი­რი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ და­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს და 1971 წლის 4 სექ­ტემ­ბერს, 22 წლის ლინ­და და 34 წლის ჩაკი შე­უღლდნენ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პორნოვარსკვლავი თუ ძალადობის მსხვერპლი - ლინდა ლავლეისის აღსარება

პორნოვარსკვლავი თუ ძალადობის მსხვერპლი - ლინდა ლავლეისის აღსარება

მანამდე არავის აინტერესებდა, რა ერქვათ მსახიობებს, რომლებიც ე.წ. "იქს-კატეგორიის" ფილმებში მონაწილეობდნენ. "ღრმა ხახა" - პირველი პორნოგრაფიული ფილმი ფართო გაქირავებაში ჩაუშვეს. ის ფერად, 35 მმ-იან ფირზე, ნორმალური სტუდიური განათების პირობებში იყო გადაღებული. ფილმი მაყურებელთა რეკორდულმა რაოდენობამ იხილა და შემქმნელებს კარგი მოგებაც მოუტანა. ზუსტი თანხა ცნობილი არ არის, მაგრამ გარკვეულ წყაროებში 100-დან 600 მილიონამდე ვარირებს.

უნდა ითქვას, რომ ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 3 ათასი დოლარით შემოიფარგლებოდა. არიან ისეთებიც, ვინც ამტკიცებს, რომ ბიუჯეტი გაცილებით სოლიდური იყო და ის 22 ათას დოლარს უდრიდა. ფილმი მაფიის ფულით გადაიღეს. ის ერთ-ერთი "წვრილფეხა ნათლიის" - ლუ პერეინოს საკუთრება იყო და გაქირავებისას, ნარკოტიკების გაყიდვითა და პროსტიტუციით ნაშოვნი ფულის გათეთრება ხდებოდა. დაზუსტებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ფილმი ექვს დღეში გადაიღეს. თვით ლინდას ჰონორარი მხოლოდ 1250 დოლარს შეადგენდა.

რა თქმა უნდა, ფილმმა მას სახელი გაუთქვა, მაგრამ ფულის ნაკადმა მის მიღმა ჩაიარა. სახელიც სპეციფიკური გახლდათ - ყველაზე გარყვნილი ქალი მთელ ამერიკაში. მაშინ ლინდა ამ სახეს ინარჩუნებდა და მასზე მუშაობდა კიდეც; ამას არა მარტო გადაღებებზე, არამედ ინტერვიუების მიცემისას აკეთებდა, რის გამოც ფემინისტებიმა მას "ქალების მტერი #1" შეარქვეს. ის მსუბუქი ყოფაქცევის გოგონას სახეს კულტივირებდა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.

ფილმის გადაღებიდან 18 წლის შემდეგ, ლინდა კვლავ ცნობილი გახდა, ოღონდ იმით, რომ მთელი თავისი განვლილი ცხოვრება "ანათემას გადასცა".

მისი ნამდვილი გვარი ბორმენი იყო, ლავლეისი კი ფსევდონიმი გახლდათ, რომელიც სიტყვათა შეთანხმებით - Love (სიყვარული) და Lace (მაქმანი) არის წარმოებული. ერთად კი, რაღაც "სასიყვარულო მაქმანის" მსგავსს ვიღებთ. აქედან გასაგები ხდება, თუ რატომ იყო ლინდა ფოტოებში მაქმანებიან საცვლებში შემოსილი (თუკი საერთოდ შემოსილი იყო).

ეს ფსევდონიმი გოგონას ჟერარ დამიანომ, "ღრმა ხახის" რეჟისორმა გამოუნახა. მას სურდა, პორნო-ვარსკვლავის ინიციალები - LL - ასოცირებულიყო 1970-იანი წლების სექსსიმბოლოსთან იმგვარადვე, როგორც ეს 1950-იან წლებში - MM-სა (მერილინ მონრო) და 1960-იანებში - BB (ბრიჟიტ ბარდოს) შემთხვევაში მოხდა.

ლავლეისისგან სექსსიმბოლო, ამ სიტყვის ფართო გაგებით ანუ ეპოქის ყველაზე სასურველი ქალი არ გამოვიდა; მასში არ იყო ის მუხტი, რაც განუმეორებელ და დაუვიწყარ ქალად აქცევდა. მხოლოდ უსირცხვილობა, რასაც ის ხშირად ეკრანიდან და ინტერვიუებში დემონსტრირებდა, საამისოდ საკმარისი არ იყო.

თავის დროზე ლინდას მშობლები მკაცრად ზრდიდნენ. ის ბიჭებზე სულაც არ ფიქრობდა. უფრო მეტიც, სკოლაში სწავლის პერიოდში მონაზვნობასაც კი აპირებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდული სამოსის ბუტიკში მუშაობდა, შემდეგ - ფირფიტების მაღაზიაში. სწავლის გაგრძელებას არ გეგმავდა, რადგან გათხოვება სურდა. უნდოდა ჰქონოდა საკუთარი სახლი, ოჯახი, შვილები... "როგორც წესი იყო". მაგრამ "წესის მიხედვით" არ გამოვიდა. თუკი ლინდას მემუარებს ვერწმუნებით, პირველი სიყვარული 19 წლის ასაკში ეწვია და ეს ამბავი ფეხმძიმობით დასრულდა. დაბადებული ბიჭუნას მამა უცნობად დარჩა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ბავშვის მამა ჩარლზ ტრეინორი იყო, მისი მომავალი ქმარი, ასევე - პროდიუსერი, სუტენიორი და ლინდას ბოროტი გენია. ახალშობილი გააშვილეს. ლავლეისი ამტკიცებდა, რომ დედამისმა ეს მისი ნების საწინააღმდეგოდ გააკეთა - მოტყუებით აიძულა ქალიშვილი, რაღაც დოკუმენტებზე მოეწერა ხელი.

1970 წელს ლინდა ბორმენი ნიუ-იორკში გაემგზავრა და რადიოელექტრონიკის ინსტიტუტში ჩააბარა, რათა ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო, მაგრამ მალე, საავტომობილო ავარიაში მოჰყვა, რომლის დროსაც კინაღამ დაიღუპა: გატეხილი ჰქონდა ყბა, რამდენიმე ნეკნი, გაუსკდა ღვიძლი; დასჭირდა სისხლის გადასხმა, რომლის დროსაც ჰეპატიტით დაასნებოვნეს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მშობლებთან დაბრუნდა. ამ დროს, როგორც თვითონ ამბობდა, მის ცხოვრებაში ჩაკი გამოჩნდა - იგივე ჩარლზ ტრეინორი, "იქს-კატეგორიის" ფილმების მსახიობი (შესაძლოა, ის უბრალოდ, ლინდას ცხოვრებაში დაბრუნდა).

მათი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. ერთკვირიანი შეხვედრების შემდეგ დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს და 1971 წლის 4 სექტემბერს, 22 წლის ლინდა და 34 წლის ჩაკი შეუღლდნენ.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია