საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლინას ლინკევიჩიუსი - ჩვენი შეშფოთებები უკვე გულის ამრევია
ლინას ლინკევიჩიუსი - ჩვენი შეშფოთებები უკვე გულის ამრევია

ჩვე­ნი შეშ­ფო­თე­ბე­ბი უკვე გუ­ლის ამ­რე­ვია, რამ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა შეშ­ფო­თე­ბის გა­მო­ხატ­ვა? - ამის შე­სა­ხებ ლიტ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ლი­ნას ლინ­კე­ვი­ჩი­უ­სი რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აგ­რე­სი­ა­ზე სა­უბ­რი­სას, "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ სამ­სა­ხურ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ლიტ­ვა გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს რე­ა­ლურ სა­ხელს არ­ქმევს და აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­კე­თე­ბის­კენ სხვებ­საც მო­უ­წო­დებს.

"თუ მოვ­ლე­ნებს თა­ვის სა­ხელს არ და­ვარ­ქმევთ, თუ და­ვი­მა­ლე­ბით, ეს არ ნიშ­ნავს, რომ პრობ­ლე­მე­ბი გაქ­რე­ბა. ეს-ესაა დავ­ბრუნ­დი ნიუ იორ­კი­დან, სა­დაც გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მას ვეს­წრე­ბო­დი. დავ­თვა­ლეთ, რომ უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხზე ზუს­ტად 30 სხდო­მა გა­ი­მარ­თა. ვსვამ კი­თხვას: რას მი­ვაღ­წი­ეთ? რა მოგ­ვი­ტა­ნა ამ­დენ­მა სხდო­მამ, ამ­დენ­მა ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვამ და ოფი­ცი­ა­ლურ­მა შეხ­ვედ­რამ? მხო­ლოდ ილუ­ზია, რომ რა­ღაც ხდე­ბა და პრო­ცე­სი წინ მი­დის. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, იმ დროს, რო­დე­საც ლი­დე­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ, აგ­რე­სია გრძელ­დე­ბა", - აცხა­დებს ლიტ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, რა პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ გა­და­იჭ­რას უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სი, ლი­ნას ლინ­კე­ვი­ჩი­უ­სის თქმით, "უც­ნა­უ­რი ისაა, რომ ეს ნა­ბი­ჯე­ბი თით­ქოს გან­სა­ზღვრუ­ლია".

"უკვე ბევ­რჯერ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ თუ ვი­თა­რე­ბა გარ­თულ­დე­ბა, გავზრდით [რუ­სეთ­ზე] ზე­წო­ლას და და­ვუ­წე­სებთ და­მა­ტე­ბით სან­ქცი­ებს. თით­ქოს ამა­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვართ, მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მე საქ­მე­ზე მი­დის, ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი კო­ლე­გი­სათ­ვის რა­ღაც ისევ არ არის საკ­მა­რი­სი. მათ, რო­გორც ჩანს, სჭირ­დე­ბათ, კი­დევ რა­ღაც მოხ­დეს, რომ უკვე მე­რამ­დე­ნედ გა­მოვ­ხა­ტოთ ღრმა შეშ­ფო­თე­ბა, რაც ასე კარ­გად გა­მოგ­ვდის", - გან­მარ­ტავს ლი­ნას ლინ­კე­ვი­ჩი­უ­სი. ამას­თან, კი­თხვა­ზე, რა სურს პუ­ტინს, ლიტ­ვის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელს პა­სუ­ხის გა­ცე­მა უჭირს და აცხა­დებს, რომ "პუ­ტი­ნის გზა არის გზა არ­სა­ით".

"არ ვიცი. კარ­გი კი­თხვაა, რო­მელ­საც თვი­თო­ნაც ხში­რად ვუს­ვამ სა­კუ­თარ თავს. ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, პუ­ტი­ნის გზა არის გზა არ­სა­ით. [რუ­სე­თის] ეკო­ნო­მი­კა ინ­გრე­ვა, ვა­ლუ­ტა უფა­სურ­დე­ბა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გი ფსკე­რამ­დე და­ვი­და. ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა არ ჩანს. სურ­ვილ­საც კი ვერ ვხე­დავ, რომ რუ­სეთ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე რა­ი­მე პო­ზი­ცია და­ი­კა­ვოს. მო­რა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც დიდი პრობ­ლე­მე­ბია. წარ­სულ­ში თუკი ვინ­მე სლა­ვურ ერ­თო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და, დღეს ამის ხსე­ნე­ბაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია მას მერე, რაც უკ­რა­ი­ნე­ბელს გა­უ­კე­თეს. ახლა სა­უბ­რო­ბენ რუ­სულ სამ­ყა­რო­ზე, რა­საც ცო­და­ო­ტენ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ელ­ფე­რი დაკ­რავს ან იქ­ნებ არც ისე ცო­ტა­ო­დენ, რად­გან თუ ამ მითს გან­ვა­ვი­თა­რებთ, რუ­სე­ბი მსოფ­ლი­ოს ბევრ კუ­თხე­ში ცხოვ­რო­ბენ და თუ ყველ­გან მათ დაც­ვას და­ი­წყე­ბენ, სრულ ქა­ო­სამ­დე მი­ვალთ. და სა­ერ­თო­დაც, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ევ­რო­პუ­ლი სა­ზღვრე­ბის გა­და­ხაზ­ვა ტო­ტა­ლუ­რი სი­ბე­ცეა. რა­ღაც უნდა შე­იც­ვა­ლოს, თუ საღი აზრი ჯერ კი­დედ დარ­ჩა და უნდა მოვ­ძებ­ნოთ გა­მო­სა­ვა­ლი. ამას კი მო­ვა­ხერ­ხებთ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­კითხს ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ი­დან მი­ვუდ­გე­ბით, გა­ვა­კე­თებთ იმას, რა­ზეც უკვე მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ და გა­ვაძ­ლი­ე­რებთ [რუ­სეთ­ზე] ზე­წო­ლას. ვეჭ­ვობ, რომ კი­დევ ბევ­რჯერ მოგ­ვი­წევს ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბის გა­მოც­და. [რუ­სე­თი] ეც­დე­ბა ჩვენ გახ­ლეჩ­ვას, ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ცალ-ცალ­კე მო­ლა­პა­რა­კე­ბას და ევ­რო­კავ­ში­რის ძა­ლის­ხმე­ვის შე­სუს­ტე­ბას, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე. დრო ჩვენ სა­სარ­გებ­ლოდ არ მუ­შა­ობს. რაც მეტი დრო გა­დის, უფრო მე­ტად მარ­ცხდე­ბა უკ­რა­ი­ნა და ვმარ­ცხდე­ბით ჩვენ. ვი­თა­რე­ბა კი სულ უფრო მე­ტად შე­დის ჩიხ­ში", - აღ­ნიშ­ნავს ლიტ­ვის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ამას­თან, ინ­ტერ­ვი­უ­ში ლი­ნას ლინ­კე­ვი­ჩი­უ­სი ხაზს უს­ვამს იმა­საც, რომ უკ­რა­ი­ნა არ არის ერ­თა­დერ­თი თემა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში უნდა გა­ნი­ხი­ლოს.

"არის აფხა­ზე­თი და არის 2008 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თი. აფხა­ზე­თის ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან ჰგავს ყი­რიმს, იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ იქ ამ­ჯე­რად "მწვა­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი" არ შე­უყ­ვა­ნი­ათ. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის გზით მოხ­და ამ ტე­რი­ტო­რი­ის დე-ფაქ­ტო ანექ­სია. არის სხვა გა­ყი­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბიც, რო­მელ­თა გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, [რუ­სეთს] შე­უძ­ლია ზე­წო­ლის ბერ­კე­ტე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ბერ­კე­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რად", - აცხა­დებ­სნ ლი­ნას ლინ­კე­ვი­ჩი­უ­სი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლინას ლინკევიჩიუსი - ჩვენი შეშფოთებები უკვე გულის ამრევია

ლინას ლინკევიჩიუსი - ჩვენი შეშფოთებები უკვე გულის ამრევია

ჩვენი შეშფოთებები უკვე გულის ამრევია, რამდენჯერ შეიძლება შეშფოთების გამოხატვა? - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე საუბრისას, "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში აცხადებს. მისივე განმარტებით, ლიტვა განვითარებულ მოვლენებს რეალურ სახელს არქმევს და აღნიშნულის გაკეთებისკენ სხვებსაც მოუწოდებს.

"თუ მოვლენებს თავის სახელს არ დავარქმევთ, თუ დავიმალებით, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები გაქრება. ეს-ესაა დავბრუნდი ნიუ იორკიდან, სადაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას ვესწრებოდი. დავთვალეთ, რომ უკრაინის საკითხზე ზუსტად 30 სხდომა გაიმართა. ვსვამ კითხვას: რას მივაღწიეთ? რა მოგვიტანა ამდენმა სხდომამ, ამდენმა ხელის ჩამორთმევამ და ოფიციალურმა შეხვედრამ? მხოლოდ ილუზია, რომ რაღაც ხდება და პროცესი წინ მიდის. სინამდვილეში კი, იმ დროს, როდესაც ლიდერები საუბრობენ, აგრესია გრძელდება", - აცხადებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი. რაც შეეხება საკითხს, რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას საერთაშორისო საზოგადოებამ, რომ გადაიჭრას უკრაინის კრიზისი, ლინას ლინკევიჩიუსის თქმით, "უცნაური ისაა, რომ ეს ნაბიჯები თითქოს განსაზღვრულია".

"უკვე ბევრჯერ გადავწყვიტეთ, რომ თუ ვითარება გართულდება, გავზრდით [რუსეთზე] ზეწოლას და დავუწესებთ დამატებით სანქციებს. თითქოს ამაზე შეთანხმებული ვართ, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდის, ზოგიერთი ჩვენი კოლეგისათვის რაღაც ისევ არ არის საკმარისი. მათ, როგორც ჩანს, სჭირდებათ, კიდევ რაღაც მოხდეს, რომ უკვე მერამდენედ გამოვხატოთ ღრმა შეშფოთება, რაც ასე კარგად გამოგვდის", - განმარტავს ლინას ლინკევიჩიუსი. ამასთან, კითხვაზე, რა სურს პუტინს, ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელს პასუხის გაცემა უჭირს და აცხადებს, რომ "პუტინის გზა არის გზა არსაით".

"არ ვიცი. კარგი კითხვაა, რომელსაც თვითონაც ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს. ეკონომიკური თვალსაზრისით, პუტინის გზა არის გზა არსაით. [რუსეთის] ეკონომიკა ინგრევა, ვალუტა უფასურდება, ინვესტიციები, საკრედიტო რეიტინგი ფსკერამდე დავიდა. ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა არ ჩანს. სურვილსაც კი ვერ ვხედავ, რომ რუსეთმა საერთაშორისო ბაზარზე რაიმე პოზიცია დაიკავოს. მორალური და კულტურული თვალსაზრისითაც დიდი პრობლემებია. წარსულში თუკი ვინმე სლავურ ერთობაზე საუბრობდა, დღეს ამის ხსენებაც კი შეუძლებელია მას მერე, რაც უკრაინებელს გაუკეთეს. ახლა საუბრობენ რუსულ სამყაროზე, რასაც ცოდაოტენ ნაციონალისტური ელფერი დაკრავს ან იქნებ არც ისე ცოტაოდენ, რადგან თუ ამ მითს განვავითარებთ, რუსები მსოფლიოს ბევრ კუთხეში ცხოვრობენ და თუ ყველგან მათ დაცვას დაიწყებენ, სრულ ქაოსამდე მივალთ. და საერთოდაც, 21-ე საუკუნეში ევროპული საზღვრების გადახაზვა ტოტალური სიბეცეა. რაღაც უნდა შეიცვალოს, თუ საღი აზრი ჯერ კიდედ დარჩა და უნდა მოვძებნოთ გამოსავალი. ამას კი მოვახერხებთ იმ შემთხვევაში, თუ საკითხს ერთიანი პოზიციიდან მივუდგებით, გავაკეთებთ იმას, რაზეც უკვე მოვილაპარაკეთ და გავაძლიერებთ [რუსეთზე] ზეწოლას. ვეჭვობ, რომ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ჩვენი ერთიანობის გამოცდა. [რუსეთი] ეცდება ჩვენ გახლეჩვას, ევროპის სახელმწიფოებთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებას და ევროკავშირის ძალისხმევის შესუსტებას, გავლენა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებზე. დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს. რაც მეტი დრო გადის, უფრო მეტად მარცხდება უკრაინა და ვმარცხდებით ჩვენ. ვითარება კი სულ უფრო მეტად შედის ჩიხში", - აღნიშნავს ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ამასთან, ინტერვიუში ლინას ლინკევიჩიუსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ უკრაინა არ არის ერთადერთი თემა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ აღნიშნულ კონტექსტში უნდა განიხილოს.

"არის აფხაზეთი და არის 2008 წლის საქართველოს მაგალითი. აფხაზეთის ვითარება ძალიან ჰგავს ყირიმს, იმ განსხვავებით, რომ იქ ამჯერად "მწვანე ადამიანები" არ შეუყვანიათ. თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების გზით მოხდა ამ ტერიტორიის დე-ფაქტო ანექსია. არის სხვა გაყინული კონფლიქტებიც, რომელთა გააქტიურების შემთხვევაში, [რუსეთს] შეუძლია ზეწოლის ბერკეტების ხელში ჩაგდება. სამწუხაროდ, ეს ბერკეტები გამოიყენება და საკმაოდ ეფექტურად", - აცხადებსნ ლინას ლინკევიჩიუსი.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა