"ბათუმელების" ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით ბათუმში, სასტუმროს მეორე სართულიდან სექსმუშაკი გადმოაგდეს. ის ახლა ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გამოძიებამ უკვე დაკითხა რამდენიმე ადამიანი.
"ბათუმელების" ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მეორე სართულიდან გადმოგდებული 25 წლის გ.ხ.-ს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მას სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. როგორც "ბათუმელებისთვის" გახდა ცნობილი, ქალი სამმა ახალგაზრდა მამაკაცმა გადმოაგდო ფანჯრიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "გამოძიება დაწყებულია. გამოძიების მსვლელობისას დადგინდება, ქალი გადმოაგდეს თუ გადმოვარდა მეორე სართულიდან".