მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კირკიტაძეს გირაო შეეფარდა
დავით კირკიტაძეს გირაო შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ქვე­მო ქარ­თლის ყო­ფილ რწმუ­ნე­ბულს, და­ვით კირ­კი­ტა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო - 10 ათა­სი ლარი შე­უ­ფარ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ვით კირ­კი­ტა­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა ქვე­მო ქარ­თლის ყო­ფი­ლი რწმუ­ნე­ბულ-გუ­ბერ­ნა­ტო­რი და­ვით კირ­კი­ტა­ძე.

გა­მო­ძი­ე­ბი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2011-2012 წლებ­ში, და­ვით კირ­კი­ტა­ძის მი­თი­თე­ბით, ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნი­ის კუთ­ვნილ­მა სპეც-ტექ­ნი­კამ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით, უსას­ყიდ­ლოდ შე­ას­რუ­ლა სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ვით კირ­კი­ტა­ძის ძმის, ირაკ­ლი კირ­კი­ტა­ძი­სა და ყო­ფი­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლის, გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნის ერ­თობ­ლი­ვი კომ­პა­ნი­ე­ბის, შპს "ავ­ტო­ჰა­უს-რუს­თა­ვი 2011"-ისა და შპს "ტი­ტა­ნი 2011"-ის სა­სარ­გებ­ლოდ, თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე ავ­ტო­ბაზ­რო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის დროს, რი­თაც სა­ხელ­წი­ფოს მი­ად­გა 248 400 ლა­რის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კირ­კი­ტა­ძე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სას­წავ­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბა. ამას­თან, კირ­კი­ტა­ძე წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას არ აღი­ა­რებს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი იგი თავს არი­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლით. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გეგ­მავს, რომ და­ვით კირ­კი­ტა­ძე­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­დოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

დავით კირკიტაძეს გირაო შეეფარდა

დავით კირკიტაძეს გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქვემო ქართლის ყოფილ რწმუნებულს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 10 ათასი ლარი შეუფარდა.

პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულ-გუბერნატორი დავით კირკიტაძე.

გამოძიებიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეც-ტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს "ავტოჰაუს-რუსთავი 2011"-ისა და შპს "ტიტანი 2011"-ის სასარგებლოდ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, კირკიტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად იმყოფება. ამასთან, კირკიტაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კი იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით. საგამოძიებო სამსახური აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, გეგმავს, რომ დავით კირკიტაძეზე ძებნა გამოაცხადოს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ