საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გუ­რის მე­ო­რე ნავ­მი­სად­გომ­ზე, მალ­ტის დრო­შის ქვეშ მცუ­რავ გემ­ზე სარ­კი­ნიგ­ზო ვა­გონ-ცის­ტერ­ნი­დან პი­რო­ლი­ზუ­რი ფი­სის გა­დატ­ვირ­თვის პრო­ცეს­ში ნივ­თი­ე­რე­ბის ავა­რი­უ­ლი დაღ­ვრა მოხ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ად­გი­ლი, სა­დაც ნივ­თი­ე­რე­ბის დაღ­ვრა მოხ­და, და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან მო­შო­რე­ბი­თაა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

"პი­რო­ლი­ზე­ბუ­ლი ფისი აქ­რო­ლად ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს, რა­მაც ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სუ­ნის გავ­რცე­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. პი­რო­ლი­ზუ­რი ფისი სპე­ცი­ა­ლურ სად­რე­ნა­ჟე ნა­გე­ბო­ბა­ში ჩა­იღ­ვა­რა. ამ ეტაპ­ზე ნავ­სად­გუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ, და­ბინ­ძუ­რე­ბის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. არ­ხე­ბი­დან ნივ­თი­ე­რე­ბის ჩა­ტუმბვა ვა­გონ-ცის­ტერ­ნებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვით", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გა­ნა­ცხა­დე­ბა­ში.

ად­გილ­ზე მუ­შა­ობს სა­გან­გე­ბო შტა­ბი. ასე­ვე, იმ­ყო­ფე­ბი­ან გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხდე­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, ბუ­ნებ­რი­ვი და ან­თრო­პო­გე­ნუ­რი საფრ­თხე­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. გან­ხორ­ცი­ელ­და სინ­ჯე­ბის აღე­ბა და გა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ცი­დენ­ტის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა.

"ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რია კონ­ტროლ­ზეა აყ­ვა­ნი­ლი, რაც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და გა­რე­მო­ზე მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბას გა­მო­რი­ცხავს", – აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეორე ნავმისადგომზე, მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემზე სარკინიგზო ვაგონ-ცისტერნიდან პიროლიზური ფისის გადატვირთვის პროცესში ნივთიერების ავარიული დაღვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადგილი, სადაც ნივთიერების დაღვრა მოხდა, დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"პიროლიზებული ფისი აქროლად ნივთიერებებს შეიცავს, რამაც ქალაქის ტერიტორიაზე სუნის გავრცელება გამოიწვია. პიროლიზური ფისი სპეციალურ სადრენაჟე ნაგებობაში ჩაიღვარა. ამ ეტაპზე ნავსადგურის ადმინისტრაციის მიერ, დაბინძურების ლოკალიზაციისა და სალიკვიდაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. არხებიდან ნივთიერების ჩატუმბვა ვაგონ-ცისტერნებში განხორციელდა უსაფრთხოების ნორმების დაცვით", - ნათქვამია სამინისტროს განაცხადებაში.

ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი. ასევე, იმყოფებიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები. განხორციელდა სინჯების აღება და გატარდება შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

"ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორია კონტროლზეა აყვანილი, რაც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას გამორიცხავს", – აღნიშნავენ უწყებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია