პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერია მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს
მერია მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია მზად არის გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლოს, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სის , ჯო­კია ბო­დო­კი­ას და­კა­ვე­ბის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა დად­გინ­დეს და თბი­ლი­სის მე­რია გა­მო­ძი­ე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს შე­უ­წყობს.

"დღეს შს სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სი, ჯო­კია ბო­დო­კია და­ა­კა­ვა. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, საქ­მე აღ­ძრუ­ლია სსკ 338-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე დად­გინ­დეს ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ამი­ტო­მაც თბი­ლი­სის მე­რია მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­უ­წყობს ხელს. ამას­თან, მინ­და მივ­მარ­თო თბი­ლი­სის მე­რი­ის სტრუქ­ტუ­რა­ში მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად შე­ას­რუ­ლონ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. თბი­ლი­სის მთავ­რო­ბა არ და­უშ­ვებს და რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვებს კო­რუფ­ცი­ის ან სხვა რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის შემ­ცველ არც ერთ ფაქტს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუ­თე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სი 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯო­კია ბო­დო­კია და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­როს­მა ჯო­კია ბო­დო­კი­ამ ერთ-ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა­ში დახ­მა­რე­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში მფარ­ვე­ლო­ბის გა­წე­ვის სა­ნაც­ვლოდ ქრთა­მის სა­ხით მოს­თხო­ვა სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 10 % – 180 000 აშშ დო­ლა­რი, სა­ი­და­ნაც წი­ნას­წარ ქრთა­მის სა­ხით აიღო მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის ნა­წი­ლი – 50 000 აშშ დო­ლა­რი.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 11-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს).

მერია მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს

მერია მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს

დედაქალაქის მერია მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის , ჯოკია ბოდოკიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს და თბილისის მერია გამოძიებას ყველანაირად ხელს შეუწყობს.

"დღეს შს სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსი, ჯოკია ბოდოკია დააკავა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქმე აღძრულია სსკ 338-ე მუხლის მესამე ნაწილით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, ამიტომაც თბილისის მერია მიმდინარე გამოძიებას ყველანაირად შეუწყობს ხელს. ამასთან, მინდა მივმართო თბილისის მერიის სტრუქტურაში მომუშავე ყველა თანამშრომელს, კეთილსინდისიერად შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები. თბილისის მთავრობა არ დაუშვებს და რეაგირების გარეშე არ დატოვებს კორუფციის ან სხვა რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არც ერთ ფაქტს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"