სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეპორტაჟი შუაფხოს სკოლიდან
რეპორტაჟი შუაფხოს სკოლიდან

"კა-ტა, ჩი-ტი... ტო-რო-ლა, ტე-ლე-ფო-ნი, ტე-ლე-ვი-ზო-რი", - და­მარ­ცვლით კი­თხუ­ლობს პა­ტა­რა ვლა­დი­მე­რი. ის შუ­ა­ფხოს სა­ჯა­რო სკო­ლის პირ­ველ კლას­ში სწავ­ლობს. ვლა­დი­მერ გულ­ბა­თიშ­ვი­ლის გარ­და, პირ­ველ კლას­ში მე­ო­რე მოს­წავ­ლეც არის - ჯაბა ჯა­ბა­ნიშ­ვი­ლი, მაგ­რამ ჯაბა ახლა ავად არის, მა­ღა­ლი სი­ცხე აქვს და სახ­ლშია.

ორი­ვე პირ­ველკ­ლა­სე­ლი შუ­ა­ფხოს მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლი­დან, თხი­ლი­ა­ნა­დან, და­დის სკო­ლა­ში. მათი სახ­ლე­ბი­დან სკო­ლამ­დე თით­ქმის 2 კი­ლო­მეტ­რია. უფ­როსკლა­სე­ლე­ბი ადრე ამ მან­ძილს ფე­ხით გა­დი­ოდ­ნენ. ახლა სას­წავ­ლე­ბელს მან­ქა­ნა ემ­სა­ხუ­რე­ბა. ავ­ტო­ბუ­სი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჯა­ბას მა­მას, ზაზა ჯა­ბა­ნიშ­ვილს თა­ვი­სი მან­ქა­ნით ორგზად მიჰ­ყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

ჯა­ბას არ­ყოფ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, პირ­ველკ­ლა­სე­ლი ვლა­დი­მე­რი კლას­ში მარ­ტო არ იყო, პირ­ველ და მე­ო­რე კლა­სებს ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თილს თა­მარ (ცი­ცი­ნო) ჩო­ხე­ლი უტა­რებ­და, მე­სა­მე და მე­ო­თხე კლას­კომ­პლექტს მა­თე­მა­ტი­კას - მაია წე­ლა­უ­რი.

თა­მარ მას­წავ­ლე­ბელს სკო­ლა­ში ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი სტა­ჟი აქვს.

"შუ­ა­ფხო­ში 80-იან წლებ­ში ჩა­მო­ვე­დით. ჩემი მე­უღ­ლე სხვა­გან მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ რად­გან ვა­კე­სოფ­ლი­დან იყო, საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ გა­მო­უშ­ვეს. ოჯა­ხით წა­მო­ვე­დით. აქ სოფ­ლის საბ­ჭო შენ­დე­ბო­და. ერთხელ შე­ვარ­დნა­ძე ჩა­მოფ­რინ­და ვერ­ტმფრე­ნით. არ გინ­დათ, ამ შე­ნო­ბა­ში სკო­ლა გავ­ხსნა­თო? - გვი­კი­თხა და რა­ტომ ვე­ტყო­დით უარს? მა­შინ 20-ზე მეტი ბავ­შვი მოგ­როვ­და და და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა", - იხ­სე­ნებს თა­მარ ჩო­ხე­ლი.

შუ­ა­ფხოს სკო­ლა­ში 17 მოს­წავ­ლეა, მათ­გან 14 თხი­ლი­ა­ნე­ლია, 3 - შუ­ა­ფხო­ე­ლი. ფშა­ვის ხე­ო­ბის ზე­მოთ სოფ­ლე­ბი­დან დღეს აქ სას­წავ­ლებ­ლად აღა­რა­ვინ და­დის.

შუ­ა­ფხოს არას­რუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა 17 მოს­წავ­ლით და 12 მას­წავ­ლებ­ლით ერ­თა­დერ­თი სას­წავ­ლე­ბე­ლია, უფრო სწო­რად, ერ­თა­დერ­თი სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უკა­ნა ფშავ­ში. აქ სხვა არა­ფე­რი მუ­შა­ობს.

უკა­ნა ფშა­ვი მო­ი­ცავს ფშა­ვის არაგ­ვის ხე­ო­ბას სა­თა­ვი­დან ორ­წყლამ­დე ანუ ხევ­სუ­რე­თის არაგ­ვის შე­სარ­თა­ვამ­დე. ხე­ო­ბის სოფ­ლე­ბი­დან ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ნა­სოფ­ლა­რად არის ქცე­უ­ლი: ზო­გან ზა­ფხულ­ში კი­დევ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვი­დეს ვინ­მე, ზამ­თრო­ბით კი აღა­რა­ვინ რჩე­ბა.

უძი­ლა­ურ­თა­ში 3 კომ­ლია, შუ­ა­ფხო­სა და თხი­ლი­ა­ნა­ში 7-8, ზა­რის­ჭა­ლა­ში 1, გო­გო­ლა­ურ­თა­ში 1, ჭი­ჩო­ში 1, მუ­ქო­ში 4, ვა­კე­სო­ფელ­ში (უკა­ნაფ­შავ­ში) – 4. მა­თუ­რა და ხო­შა­რა რამ­დე­ნი­მე წლის წინ მი­ა­ტო­ვეს უკა­ნას­კნელ­მა მო­სახ­ლე­ებ­მა. მთელ ხე­ო­ბა­ში 30-მდე ოჯა­ხია, თან ოჯა­ხი ხში­რად ერთ ადა­მი­ანს, ერთ მო­ხუცს ნიშ­ნავს.

ხე­ო­ბა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე გა­დი­ხარ "მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნი­დან". უკა­ნა ფშავ­ში დღემ­დე არ მუ­შა­ობს მო­ბი­ლუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის არ­ცერ­თი კომ­პა­ნია. სკო­ლის აი­ვან­ზე დგას "მაგ­თი­ფიქ­სის" ტე­ლე­ფო­ნი, სამ­ყა­როს­თან კონ­ტაქ­ტის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა. ამ შე­ნო­ბა­ში ინ­ტერ­ნე­ტიც არის, "ვაი-ფაი" იჭერს, მაგ­რამ ხარ­ვე­ზე­ბით. გაკ­ვე­თილ­ზე ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"სამ­წუ­ხა­როდ, გვი­ან მო­დის ხოლ­მე ჩვე­ნამ­დე ინ­ფორ­მა­ცია პრო­ექ­ტე­ბი­სა და კონ­კურ­სე­ბის შე­სა­ხებ", - გვე­უბ­ნე­ბი­ან. არა­და, ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლებ­ლებს ბევ­რი ბევ­რი კარ­გი იდეა აქვთ.

ახლა სა­ბავ­შვო ბა­ღის გახ­სნა ოც­ნე­ბად აქვს შუ­ა­ფხოს სკო­ლის ახ­ლან­დელ დი­რექ­ტორს ირმა ცქი­ფაშ­ვილს. ირმა ცხრა შვი­ლის დე­დაა: ბარ­ბა­რე, იო­სებ, მა­რი­ამ, სა­ლო­მე, თი­ნა­თინ, ჯაბა ჯა­ბა­ნიშ­ვი­ლე­ბი სკო­ლა­ში სწავ­ლო­ბენ, 3 უმ­ცრო­სი: ნაზი, ნინო და 3 თვის ელე­ნე შინ, მა­მი­დას­თან რჩე­ბი­ან. თხი­ლი­ა­ნა­ში ბა­ღის ასა­კის სხვა ბავ­შვე­ბიც არი­ან. გულ­ბა­თაშ­ვი­ლებს ერთ ოჯახს 5 შვი­ლი ჰყავს, მე­ო­რე - მე­ო­თხე ბავ­შვს ელის.

"მზად ვარ ჩემი სახ­ლის ნა­წი­ლი ყო­ველ­გვა­რი ქი­რის გა­რე­შე და­ვუთ­მო ბაღს, მთა­ვა­რია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დაგ­ვთან­ხმდეს, ბა­ღის გახ­სნის უფ­ლე­ბა მოგ­ვცეს, მას­წავ­ლე­ბელს ხელ­ფა­სი და­უ­ფი­ნან­სონ", - ამ­ბობს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი.

დი­ლა­ო­ბით მისი ოჯა­ხი­დან დი­რექ­ტო­რის გარ­და, 7 მოს­წავ­ლე (6 მისი და 1 მუ­ლის შვი­ლი) და 4 მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­დის სკო­ლის­კენ. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს პროგ­რა­მით "ას­წავ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" შუ­ა­ფხო­ში 6 მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­შა­ობს. მათ­გან 4 ირ­მას სახ­ლში ცხოვ­რობს, 2 - ე.წ. მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლში, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე წლის წინ გას­ხვის­და, მაგ­რამ დი­რექ­ტო­რი დღემ­დე იბ­რძვის შე­ნო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

"ირმა, რო­გორც დედა და დი­რექ­ტო­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ კარ­გი სკო­ლა გვქონ­დეს, ცდი­ლობს კარ­გი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვას", - ამ­ბობს და­ვით ჩი­ვა­ძე.

და­ვი­თი იმე­რე­თი­დან არის, რამ­დე­ნი­მე წე­ლია პროგ­რა­მის "ას­წავ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ფარ­გლებ­ში შუ­ა­ფხო­ში ის­ტო­რი­ას და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას ას­წავ­ლის. ახლა მე­ცხრე კლას­ში აქვს გაკ­ვე­თი­ლი.

სო­ფიო მი­ქე­ლაშ­ვი­ლი მე­ცხრე კლა­სის ერ­თა­დერ­თი, ფრი­ა­დო­სა­ნი და სტი­პენ­დი­ან­ტი მოს­წავ­ლეა. საკ­ლა­სო ჟურ­ნალ­ში მარ­ტო მისი გვა­რი წე­რია, კლას­ში მო­რი­გეც ის არის ყო­ველ­დღე.

"სოფო, რა გვქონ­და დღეს გაკ­ვე­თი­ლად?", - ეკი­თხე­ბა გო­გო­ნას დათო მას­წავ­ლე­ბე­ლი და მერე ქარ­თლ-კა­ხე­თის მუს­ლიმ მე­ფე­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. მე­ფე­თა მოღ­ვა­წე­ო­ბას ერ­თმა­ნეთს ადა­რე­ბენ. ბახ­ტრი­ო­ნის ბრძო­ლა­საც იხ­სე­ნე­ბენ, ომში ქარ­თველ მთი­ელ­თა ღვაწლს.

"ჩვენს სკო­ლა­ში და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბი არ არის და მა­ღა­როს­კარ­ში გა­და­ვალ სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, მერე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რებ", - ამ­ბობს სოფო სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უბ­რი­სას. მისი უფ­რო­სი ძმა სტუ­დენ­ტია.

იხი­ლეთ რე­პორ­ტა­ჟი ვრცლად

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

რუბრიკის სხვა სიახლეები

რეპორტაჟი შუაფხოს სკოლიდან

რეპორტაჟი შუაფხოს სკოლიდან

"კა-ტა, ჩი-ტი... ტო-რო-ლა, ტე-ლე-ფო-ნი, ტე-ლე-ვი-ზო-რი", - დამარცვლით კითხულობს პატარა ვლადიმერი. ის შუაფხოს საჯარო სკოლის პირველ კლასში სწავლობს. ვლადიმერ გულბათიშვილის გარდა, პირველ კლასში მეორე მოსწავლეც არის - ჯაბა ჯაბანიშვილი, მაგრამ ჯაბა ახლა ავად არის, მაღალი სიცხე აქვს და სახლშია.

ორივე პირველკლასელი შუაფხოს მეზობელი სოფლიდან, თხილიანადან, დადის სკოლაში. მათი სახლებიდან სკოლამდე თითქმის 2 კილომეტრია. უფროსკლასელები ადრე ამ მანძილს ფეხით გადიოდნენ. ახლა სასწავლებელს მანქანა ემსახურება. ავტობუსი გაფუჭებულია, მაგრამ ჯაბას მამას, ზაზა ჯაბანიშვილს თავისი მანქანით ორგზად მიჰყავს მოსწავლეები და მასწავლებლები.

ჯაბას არყოფნის მიუხედავად, პირველკლასელი ვლადიმერი კლასში მარტო არ იყო, პირველ და მეორე კლასებს ქართულის გაკვეთილს თამარ (ციცინო) ჩოხელი უტარებდა, მესამე და მეოთხე კლასკომპლექტს მათემატიკას - მაია წელაური.

თამარ მასწავლებელს სკოლაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟი აქვს.

"შუაფხოში 80-იან წლებში ჩამოვედით. ჩემი მეუღლე სხვაგან მუშაობდა, მაგრამ რადგან ვაკესოფლიდან იყო, საბჭოს თავმჯდომარედ გამოუშვეს. ოჯახით წამოვედით. აქ სოფლის საბჭო შენდებოდა. ერთხელ შევარდნაძე ჩამოფრინდა ვერტმფრენით. არ გინდათ, ამ შენობაში სკოლა გავხსნათო? - გვიკითხა და რატომ ვეტყოდით უარს? მაშინ 20-ზე მეტი ბავშვი მოგროვდა და დავიწყეთ მუშაობა", - იხსენებს თამარ ჩოხელი.

შუაფხოს სკოლაში 17 მოსწავლეა, მათგან 14 თხილიანელია, 3 - შუაფხოელი. ფშავის ხეობის ზემოთ სოფლებიდან დღეს აქ სასწავლებლად აღარავინ დადის.

შუაფხოს არასრული საშუალო სკოლა 17 მოსწავლით და 12 მასწავლებლით ერთადერთი სასწავლებელია, უფრო სწორად, ერთადერთი საჯარო დაწესებულება უკანა ფშავში. აქ სხვა არაფერი მუშაობს.

უკანა ფშავი მოიცავს ფშავის არაგვის ხეობას სათავიდან ორწყლამდე ანუ ხევსურეთის არაგვის შესართავამდე. ხეობის სოფლებიდან ნახევარზე მეტი ნასოფლარად არის ქცეული: ზოგან ზაფხულში კიდევ შეიძლება ჩავიდეს ვინმე, ზამთრობით კი აღარავინ რჩება.

უძილაურთაში 3 კომლია, შუაფხოსა და თხილიანაში 7-8, ზარისჭალაში 1, გოგოლაურთაში 1, ჭიჩოში 1, მუქოში 4, ვაკესოფელში (უკანაფშავში) – 4. მათურა და ხოშარა რამდენიმე წლის წინ მიატოვეს უკანასკნელმა მოსახლეებმა. მთელ ხეობაში 30-მდე ოჯახია, თან ოჯახი ხშირად ერთ ადამიანს, ერთ მოხუცს ნიშნავს.

ხეობაში შესვლისთანავე გადიხარ "მომსახურების ზონიდან". უკანა ფშავში დღემდე არ მუშაობს მობილური კავშირგაბმულობის არცერთი კომპანია. სკოლის აივანზე დგას "მაგთიფიქსის" ტელეფონი, სამყაროსთან კონტაქტის ერთადერთი საშუალება. ამ შენობაში ინტერნეტიც არის, "ვაი-ფაი" იჭერს, მაგრამ ხარვეზებით. გაკვეთილზე ინტერნეტის გამოყენება თითქმის შეუძლებელია.

"სამწუხაროდ, გვიან მოდის ხოლმე ჩვენამდე ინფორმაცია პროექტებისა და კონკურსების შესახებ", - გვეუბნებიან. არადა, ახალგაზრდა მასწავლებლებს ბევრი ბევრი კარგი იდეა აქვთ.

ახლა საბავშვო ბაღის გახსნა ოცნებად აქვს შუაფხოს სკოლის ახლანდელ დირექტორს ირმა ცქიფაშვილს. ირმა ცხრა შვილის დედაა: ბარბარე, იოსებ, მარიამ, სალომე, თინათინ, ჯაბა ჯაბანიშვილები სკოლაში სწავლობენ, 3 უმცროსი: ნაზი, ნინო და 3 თვის ელენე შინ, მამიდასთან რჩებიან. თხილიანაში ბაღის ასაკის სხვა ბავშვებიც არიან. გულბათაშვილებს ერთ ოჯახს 5 შვილი ჰყავს, მეორე - მეოთხე ბავშვს ელის.

"მზად ვარ ჩემი სახლის ნაწილი ყოველგვარი ქირის გარეშე დავუთმო ბაღს, მთავარია, ხელისუფლება დაგვთანხმდეს, ბაღის გახსნის უფლება მოგვცეს, მასწავლებელს ხელფასი დაუფინანსონ", - ამბობს სკოლის დირექტორი.

დილაობით მისი ოჯახიდან დირექტორის გარდა, 7 მოსწავლე (6 მისი და 1 მულის შვილი) და 4 მასწავლებელი მიდის სკოლისკენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამით "ასწავლე საქართველოსთვის" შუაფხოში 6 მასწავლებელი მუშაობს. მათგან 4 ირმას სახლში ცხოვრობს, 2 - ე.წ. მასწავლებლის სახლში, რომელიც უკვე რამდენიმე წლის წინ გასხვისდა, მაგრამ დირექტორი დღემდე იბრძვის შენობის შესანარჩუნებლად.

"ირმა, როგორც დედა და დირექტორი დაინტერესებულია, რომ კარგი სკოლა გვქონდეს, ცდილობს კარგი კადრების მოზიდვას", - ამბობს დავით ჩივაძე.

დავითი იმერეთიდან არის, რამდენიმე წელია პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში შუაფხოში ისტორიას და სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ახლა მეცხრე კლასში აქვს გაკვეთილი.

სოფიო მიქელაშვილი მეცხრე კლასის ერთადერთი, ფრიადოსანი და სტიპენდიანტი მოსწავლეა. საკლასო ჟურნალში მარტო მისი გვარი წერია, კლასში მორიგეც ის არის ყოველდღე.

"სოფო, რა გვქონდა დღეს გაკვეთილად?", - ეკითხება გოგონას დათო მასწავლებელი და მერე ქართლ-კახეთის მუსლიმ მეფეებზე საუბრობენ. მეფეთა მოღვაწეობას ერთმანეთს ადარებენ. ბახტრიონის ბრძოლასაც იხსენებენ, ომში ქართველ მთიელთა ღვაწლს.

"ჩვენს სკოლაში დამამთავრებელი კლასები არ არის და მაღაროსკარში გადავალ სწავლის გასაგრძელებლად, მერე უნივერსიტეტში ჩავაბარებ", - ამბობს სოფო სამომავლო გეგმებზე საუბრისას. მისი უფროსი ძმა სტუდენტია.

იხილეთ რეპორტაჟი ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა