პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - ღამის ბარები ახალგაზრდების სულს კლავს
პატრიარქი - ღამის ბარები ახალგაზრდების სულს კლავს

კუ­კი­ა­ზე, წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლი წირ­ვა დას­რულ­და. ლი­ტურ­გი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უწ­მინ­დეს­მა მრევლს ტრა­დი­ცი­უ­ლი ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა და წმინ­და ნი­ნოს დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა.

"დი­დე­ბა და მად­ლო­ბა უფალს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­უვ­ლი­ნა წმინ­და ნინო, რო­მელ­მაც მო­აქ­ცია სა­ქარ­თვე­ლო. დღე­ვან­დე­ლი დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია ამ ტაძ­რი­სათ­ვის. ტა­ძა­რი 120 წლის­თავს დღე­სას­წა­უ­ლობს. ამ წმინ­და ად­გილ­ზე იგი 120 წლის წინ აშენ­და. შევ­თხოვ უფალს, ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს ტაძ­რის და­მა­არ­სე­ბელ­თა და აღმშე­ნე­ბელ­თა უკ­ვდა­ვი სუ­ლე­ბი", - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დე­სის თქმით, დღეს ჩვენ ვფიქ­რობთ იმ ღვაწლ­ზე, რო­მე­ლიც წმინ­და ნი­ნომ გას­წია სა­ქარ­თვე­ლო­ში. პატ­რი­არ­ქმა რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით ახალ­გაზ­რდო­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. უწ­მინ­დე­სის გან­ცხა­დე­ბით, წმინ­და ნი­ნოს ღვაწ­ლი სას­წა­უ­ლებ­რი­ვია. კერ­ძოდ, რო­გორ შეძ­ლო 13-14 წლის ბავ­შვმა წა­მო­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ სი­შო­რე­ზე, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო იმ დროს წარ­მარ­თუ­ლი იყო. უწ­მინ­დე­სის თქმით, წმინ­და ნი­ნომ იცო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ინა­ხე­ბო­და მა­ცხოვ­რის შე­სა­მო­სე­ლი, რო­მე­ლიც ჯვარ­ცმის დრო­ი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს.

"წმინ­და ნინო ეს არის სას­წა­უ­ლებ­რი­ვი და უდი­დე­სი პი­როვ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. წმინ­და ნი­ნომ უდი­დე­სი სას­წა­უ­ლით მო­აქ­ცია სა­ქარ­თვე­ლო და აი, დღეს, მე ვფიქ­რობ იმ ღვალ­წლ­ზე, რო­მე­ლიც უნდა იკის­როს ჩვენ­მა ახალ­გაზ­რდო­ბამ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ცხოვ­რობ­დნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი 16 წლის იყო, რო­დე­საც მას სა­მე­ფო გვირ­გვი­ნი და­ად­გეს. ეს იყო უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე. თა­მარ მეფე მცი­რე­წლო­ვა­ნი იყო, რო­დე­საც მისი მა­მის თა­ნა­მო­საყ­დრე გახ­და. ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი კი უნდა ფიქ­რობ­დეს არა იმა­ზე რა ჭა­მოს და რა სვას, ამას ღმერ­თი მის­ცემს, არა­მედ რის­თვის მო­ვი­და ამ ქვე­ყა­ნა­ზე, რა გა­ა­კე­თოს სამ­შობ­ლო­სათ­ვის", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რდო­ბა გარ­თო­ბა­ზე ფიქ­რობს. არის ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ფიქ­რობს ქვე­ყა­ნა­ზე, მაგ­რამ ვერ გა­უკვლე­ვია გზა. უწ­მინ­დეს­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა ღა­მის ბა­რებ­სა და გარ­თო­ბა­ზე არ უნდა ფიქ­რობ­დეს, რად­გან ღა­მის ბა­რე­ბი მათ სულს კლავს და ახალ­გაზ­რდო­ბა ამას უნდა ერი­დოს.

"ღმერ­თმა გა­უხ­სნას გული და გო­ნე­ბა ჩვენ ახალ­გაზ­რდო­ბას, სიბ­რძნე მის­ცეს. ჩვენ ვი­ცით, ბიბ­ლი­ი­დან რომ "შიში ღვთი­სა არის სა­წყი­სი სიბ­რძნი­სა". ეს "შიში ღვთი­სა" უნდა ჰქონ­დეს ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბას, უნდა ჰქონ­დეს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა, რა უნდა გა­ა­კე­თოს. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წლე­ბი არც ისე დი­დია", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, ადა­მი­ა­ნი დღე­ვან­დელ დრო­ში 70 და მეტ წელს ცო­ცხლობს. ცხოვ­რე­ბის ბოლო წლებს ავად­მყო­ფო­ბა­სას და სალ­მო­ბა­ში ატა­რებს, ამი­ტომ უნდა მო­ას­წროს კარ­გი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა.

"ერ­თმა­ნე­თის სიმ­ძი­მე ვიტ­ვირ­თოთ და ასე აღ­ვას­რუ­ლოთ რჯუ­ლი ქრის­ტე­სი. და­ვეხ­მა­როთ ერ­თმა­ნეთს და ღმერ­თი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ჩვენ", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

ქა­და­გე­ბის ბო­ლოს პატ­რი­არ­ქმა წმინ­და ნი­ნოს მო­სა­ხე­ლე­ებს, ნი­ნო­ებს დღე­ვან­დე­ლი დღე გან­სა­კუთ­რე­ბით მი­უ­ლო­ცა, და­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ ღმერ­თმა ინე­ბოს ბევ­რი სი­კე­თის გა­კე­თე­ბა შეძ­ლონ და მათ უფალ­მა ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლე მის­ცეს.

ტა­ძარ­ში "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე იმ­ყო­ფე­ბო­და. წირ­ვის და­სას­რულს უწ­მინ­დე­სი ამ­ბი­ო­ნი­დან გა­მობ­რძან­და და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე და­ლო­ცა. ამას­თან, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ტაძ­რის მღვდელმსა­ხურ­ნი და­ა­ჯილ­დო­ვა. კერ­ძოდ, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მიტ­რის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით, ზო­გი­ერ­თი ოქ­როს ჯვრის ტა­რე­ბი უფ­ლე­ბით და დე­კა­ნო­ზის ხა­რისხში აიყ­ვა­ნა.

პატ­რი­არ­ქმა ასე­ვე და­ლო­ცა იმ ადა­მი­ან­თა სუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ნის­ვე­ნე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პატრიარქი - ღამის ბარები ახალგაზრდების სულს კლავს

პატრიარქი - ღამის ბარები ახალგაზრდების სულს კლავს

კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაული წირვა დასრულდა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და წმინდა ნინოს დღესასწაული მიულოცა.

"დიდება და მადლობა უფალს, რომ საქართველოს მოუვლინა წმინდა ნინო, რომელმაც მოაქცია საქართველო. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ამ ტაძრისათვის. ტაძარი 120 წლისთავს დღესასწაულობს. ამ წმინდა ადგილზე იგი 120 წლის წინ აშენდა. შევთხოვ უფალს, ნათელში ამყოფოს ტაძრის დამაარსებელთა და აღმშენებელთა უკვდავი სულები", - აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმ ღვაწლზე, რომელიც წმინდა ნინომ გასწია საქართველოში. პატრიარქმა რამდენიმე სიტყვით ახალგაზრდობის შესახებაც ისაუბრა. უწმინდესის განცხადებით, წმინდა ნინოს ღვაწლი სასწაულებრივია. კერძოდ, როგორ შეძლო 13-14 წლის ბავშვმა წამოსულიყო საქართველოში ასეთ სიშორეზე, რადგან საქართველო იმ დროს წარმართული იყო. უწმინდესის თქმით, წმინდა ნინომ იცოდა, რომ საქართველოში ინახებოდა მაცხოვრის შესამოსელი, რომელიც ჯვარცმის დროიდან ჩამოიტანეს.

"წმინდა ნინო ეს არის სასწაულებრივი და უდიდესი პიროვნება საქართველოს ისტორიაში. წმინდა ნინომ უდიდესი სასწაულით მოაქცია საქართველო და აი, დღეს, მე ვფიქრობ იმ ღვალწლზე, რომელიც უნდა იკისროს ჩვენმა ახალგაზრდობამ. წარმოიდგინეთ, როგორი პასუხისმგებლობით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. დავით აღმაშენებელი 16 წლის იყო, როდესაც მას სამეფო გვირგვინი დაადგეს. ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე. თამარ მეფე მცირეწლოვანი იყო, როდესაც მისი მამის თანამოსაყდრე გახდა. ყოველი ადამიანი კი უნდა ფიქრობდეს არა იმაზე რა ჭამოს და რა სვას, ამას ღმერთი მისცემს, არამედ რისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე, რა გააკეთოს სამშობლოსათვის", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, თანამედროვე ახალგაზრდობა გართობაზე ფიქრობს. არის ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც ფიქრობს ქვეყანაზე, მაგრამ ვერ გაუკვლევია გზა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდობა ღამის ბარებსა და გართობაზე არ უნდა ფიქრობდეს, რადგან ღამის ბარები მათ სულს კლავს და ახალგაზრდობა ამას უნდა ერიდოს.

"ღმერთმა გაუხსნას გული და გონება ჩვენ ახალგაზრდობას, სიბრძნე მისცეს. ჩვენ ვიცით, ბიბლიიდან რომ "შიში ღვთისა არის საწყისი სიბრძნისა". ეს "შიში ღვთისა" უნდა ჰქონდეს ჩვენს ახალგაზრდობას, უნდა ჰქონდეს სახელმწიფოებრივი აზროვნება, რა უნდა გააკეთოს. ჩვენი ცხოვრების წლები არც ისე დიდია", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ადამიანი დღევანდელ დროში 70 და მეტ წელს ცოცხლობს. ცხოვრების ბოლო წლებს ავადმყოფობასას და სალმობაში ატარებს, ამიტომ უნდა მოასწროს კარგი საქმეების კეთება.

"ერთმანეთის სიმძიმე ვიტვირთოთ და ასე აღვასრულოთ რჯული ქრისტესი. დავეხმაროთ ერთმანეთს და ღმერთი დაგვეხმარება ჩვენ", - აღნიშნა უწმინდესმა.

ქადაგების ბოლოს პატრიარქმა წმინდა ნინოს მოსახელეებს, ნინოებს დღევანდელი დღე განსაკუთრებით მიულოცა, დალოცა და აღნიშნა, რომ ღმერთმა ინებოს ბევრი სიკეთის გაკეთება შეძლონ და მათ უფალმა ხანგრძლივი სიცოცხლე მისცეს.

ტაძარში "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმყოფებოდა. წირვის დასასრულს უწმინდესი ამბიონიდან გამობრძანდა და ნინო ბურჯანაძე დალოცა. ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძრის მღვდელმსახურნი დააჯილდოვა. კერძოდ, ზოგიერთი მათგანი მიტრის ტარების უფლებით, ზოგიერთი ოქროს ჯვრის ტარები უფლებით და დეკანოზის ხარისხში აიყვანა.

პატრიარქმა ასევე დალოცა იმ ადამიანთა სულები, რომლებიც კუკიის სასაფლაოზე განისვენებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია