სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილია
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილია

უკ­რა­ი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი თა­მაზ სუ­ხი­აშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ცხრა­მუ­ხა­დან იყო. მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ოჯახს უკვე შე­ა­ტყო­ბი­ნეს.ქარ­თველ ჯა­რის­კაცს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თა­მაზ სუ­ხი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2012 წლამ­დე მსა­ხუ­რობ­და. მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში.

გარ­და ამი­სა, რო­გორც "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ­მა ქარ­თველ­მა და­ვით მა­ყიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თა­მაზ სუ­ხი­აშ­ვი­ლი დო­ნეც­კის აე­რო­პორ­ტის შტურ­მის დროს და­ი­ღუ­პა. მას­თან ერ­თად და­იჭ­რა კი­დევ სამი ქარ­თვე­ლი, თუმ­ცა დაჭ­რი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

"ვა­დას­ტუ­რებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გუ­შინ სა­ღა­მოს შე­ტა­კე­ბი­სას და­ი­ღუ­პა ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და სამი და­იჭ­რა მსუ­ბუ­ქად. მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოხ­და შე­ტა­კე­ბა 93-ე ბრი­გა­დის მე­ო­რე ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­ექ­ვსე ასე­ულ­სა და რუს სამ­ხედ­რო­ებს შო­რის დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან. ოპე­რა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და იმის გამო, რომ მომ­ხდა­რი­ყო ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის მიერ და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო აე­რო­პორ­ტის გზის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რათა მო­ხერ­ხე­ბუ­ლი­ყო დაჭ­რი­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა. ბოლო 3 დღეა აე­რო­პორ­ტი­დან დაჭ­რი­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ვერ ხერ­ხდე­ბო­და. ამ მცი­რე­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­ტა­კე­ბის დროს 1 ქარ­თვე­ლი და­ი­ღუ­პა და 3 და­იჭ­რა. დაჭ­რი­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იმე­დი გვაქვს გარ­დაც­ვლი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბა მოხ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით მა­ყიშ­ვილ­მა.

უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ფრონ­ტის ხაზ­ზე ბრძო­ლას გა­ნაგ­რძო­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილია

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილია

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილია, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან იყო. მომხდარი ტრაგედიის შესახებ ოჯახს უკვე შეატყობინეს.ქართველ ჯარისკაცს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ოჯახის წევრების განცხადებით, თამაზ სუხიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წლამდე მსახურობდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

გარდა ამისა, როგორც "რუსთავი 2"-ის ეთერში უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა დავით მაყიშვილმა განაცხადა, თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი, თუმცა დაჭრილი ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ვადასტურებ ინფორმაციას, რომ გუშინ საღამოს შეტაკებისას დაიღუპა ერთი ქართველი მებრძოლი და სამი დაიჭრა მსუბუქად. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მოხდა შეტაკება 93-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეექვსე ასეულსა და რუს სამხედროებს შორის დონეცკის მიმართულებაზე დასახლებული პუნქტიდან. ოპერაცია განხორციელდა იმის გამო, რომ მომხდარიყო ყურადღების გადატანა უკრაინული მხარის მიერ და განხორციელებულიყო აეროპორტის გზის გათავისუფლება, რათა მოხერხებულიყო დაჭრილების გამოყვანა. ბოლო 3 დღეა აეროპორტიდან დაჭრილების გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ამ მცირემასშტაბიანი შეტაკების დროს 1 ქართველი დაიღუპა და 3 დაიჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უახლოეს მომავალში იმედი გვაქვს გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენება მოხდება", - განაცხადა დავით მაყიშვილმა.

უკრაინაში ქართველი მებრძოლის ინფორმაციით, ქართველები უკრაინაში ფრონტის ხაზზე ბრძოლას განაგრძობენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია