საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი პოლიტიკოსის საყვარლობას აბრალებდნენ მარკუს მეტრეველს
რომელი პოლიტიკოსის საყვარლობას აბრალებდნენ მარკუს მეტრეველს

მომ­ღე­რალ­მა მარ­კუს მეტ­რე­ველ­მა "ფე­ის­ბუკ­ზე" ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ერთ-ერთ მათ­გან­ზე ასე­თი სა­თა­უ­რი ამო­ვი­კი­თხე "არის თუ არა გე­ორ­გოს ტი­ტა­ნი პარ­ლა­მენ­ტარ­თა საყ­ვა­რე­ლი?" მარ­კუს მეტ­რე­ველს იმ პე­რი­ოდ­ში სწო­რედ ამ სა­ხე­ლი­თა და გვა­რით იც­ნობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­რი­ე­რის აწყო­ბა 16 წლის წინ და­ვი­წყე. მა­შინ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო სტუ­დია "ია", სა­დაც ქეთი მერ­კვი­ლა­ძე წერ­და სიმ­ღე­რებს და ის იყო სტუ­დი­ის "სა­ხეც". შემ­დეგ სა­ხე­ლი შე­უც­ვა­ლეს - და­არ­ქვეს "ჯორ­ჯია". სწო­რედ ამ სტუ­დი­ა­ში ჩავ­წე­რე ჩემი პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი.

- დიდი ხნის წი­ნან­დელ ამ­ბებს მიყ­ვე­ბი... რამ­დე­ნი წლის ხარ?

- ასაკს არა­ვის ვუმ­ხელ (იცი­ნის). იმ­დე­ნი წლის ვარ, რო­გორც გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი... პირ­ვე­ლი კლი­პი გა­და­ვი­ღე სიმ­ღე­რა­ზე - "თა­ვი­სუფ­ლე­ბა" და საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი გა­მო­ვი­და. მისი პრე­ზენ­ტა­ცია "რუს­თა­ვი 2"-ზე, გა­და­ცე­მა "კო­მუ­ნი­კა­ტორ­ში" შედ­გა.

- სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძეს­თან? ახლა უფრო მა­ინ­ტე­რე­სებს შენი ასა­კი.

- (იცი­ნის) მა­ინც ვერ გა­ვამ­ხელ. ეს იყო მა­შინ, როცა ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი თით­ქმის არ არ­სე­ბობ­და. ორი-სამი მომ­ღე­რა­ლი იდგა სცე­ნა­ზე. შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დრო­ინ­დელ ამ­ბებს გიყ­ვე­ბით, მა­შინ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­კე­ტი­ლი იყო. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ იმის გამო, რომ ქვე­ყა­ნა­ში ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი ხდე­ბო­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, სა­ზღვარ­გა­რეთ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მხო­ლოდ პო­პუ­ლა­რო­ბა არ მინ­დო­და, მჭირ­დე­ბო­და სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დეც. ამა­ში კი ხელს მიშ­ლიდ­ნენ ბნე­ლი და კომ­პლექ­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში გხვდე­ბოდ­ნენ და გირ­ტყამ­დნენ იმის გამო, რომ მათ­სა­ვით არ გეც­ვა, მათ­სა­ვით არ აზ­როვ­ნებ­დი...

- მხო­ლოდ სას­ცე­ნო იმი­ჯით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც ბევ­რი ბი­ჭის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იც­ვამ. ამის გამო გქონ­და პრობ­ლე­მე­ბი?

- კი, მქონ­და. მა­გა­ლი­თად, რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ხვდნენ ქუ­ჩა­ში, გამ­ხა­დეს და დამ­ტო­ვეს ტან­საც­მლის გა­რე­შე. ჰოდა, მო­მინ­და ისეთ ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლად გა­ვი­დო­დი გა­რეთ, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლად სუნ­თქვას შევ­ძლებ­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ბერ­ძნეთ­ში გა­ვემ­გზავ­რე.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რომელი პოლიტიკოსის საყვარლობას აბრალებდნენ მარკუს მეტრეველს

რომელი პოლიტიკოსის საყვარლობას აბრალებდნენ მარკუს მეტრეველს

მომღერალმა მარკუს მეტრეველმა "ფეისბუკზე" ძველი ჟურნალ-გაზეთების ფოტო გამოაქვეყნა.

ერთ-ერთ მათგანზე ასეთი სათაური ამოვიკითხე "არის თუ არა გეორგოს ტიტანი პარლამენტართა საყვარელი?" მარკუს მეტრეველს იმ პერიოდში სწორედ ამ სახელითა და გვარით იცნობდნენ საქართველოში.

- საქართველოში კარიერის აწყობა 16 წლის წინ დავიწყე. მაშინ ძალიან პოპულარული იყო სტუდია "ია", სადაც ქეთი მერკვილაძე წერდა სიმღერებს და ის იყო სტუდიის "სახეც". შემდეგ სახელი შეუცვალეს - დაარქვეს "ჯორჯია". სწორედ ამ სტუდიაში ჩავწერე ჩემი პირველი ალბომი.

- დიდი ხნის წინანდელ ამბებს მიყვები... რამდენი წლის ხარ?

- ასაკს არავის ვუმხელ (იცინის). იმდენი წლის ვარ, როგორც გამოვიყურები... პირველი კლიპი გადავიღე სიმღერაზე - "თავისუფლება" და საკმაოდ სკანდალური გამოვიდა. მისი პრეზენტაცია "რუსთავი 2"-ზე, გადაცემა "კომუნიკატორში" შედგა.

- სერგი გვარჯალაძესთან? ახლა უფრო მაინტერესებს შენი ასაკი.

- (იცინის) მაინც ვერ გავამხელ. ეს იყო მაშინ, როცა ქართული შოუბიზნესი თითქმის არ არსებობდა. ორი-სამი მომღერალი იდგა სცენაზე. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელ ამბებს გიყვებით, მაშინ კი საზოგადოება ჩაკეტილი იყო. სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში ჩემთვის მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა, იძულებული გავხდი, საზღვარგარეთ წავსულიყავი. მხოლოდ პოპულარობა არ მინდოდა, მჭირდებოდა სულიერი სიმშვიდეც. ამაში კი ხელს მიშლიდნენ ბნელი და კომპლექსიანი ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გხვდებოდნენ და გირტყამდნენ იმის გამო, რომ მათსავით არ გეცვა, მათსავით არ აზროვნებდი...

- მხოლოდ სასცენო იმიჯით არ გამოირჩევი, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ბევრი ბიჭისგან განსხვავებულად იცვამ. ამის გამო გქონდა პრობლემები?

- კი, მქონდა. მაგალითად, რამდენჯერმე დამხვდნენ ქუჩაში, გამხადეს და დამტოვეს ტანსაცმლის გარეშე. ჰოდა, მომინდა ისეთ ქვეყანაში წასვლა, სადაც თავისუფლად გავიდოდი გარეთ, სადაც თავისუფლად სუნთქვას შევძლებდი. მოგეხსენებათ, საბერძნეთში გავემგზავრე.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია