მსოფლიო
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ქართველი მის ევროპა - 1906
პირველი ქართველი მის ევროპა - 1906

ყვე­ლა დრო­ში, ქა­ლის სი­ლა­მა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის არე­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი. იც­ვლე­ბა მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და მისი დე­მონ­სტრი­რე­ბის მას­შტა­ბე­ბი. დღეს, ლა­მაზ ქალს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს და­სა­ნა­ხა­ვად შე­უძ­ლია, მო­ი­პო­ვოს "მის სამ­ყა­როს" ტი­ტუ­ლი და ამით სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი პლა­ნე­ტის ლა­მაზ­მან­თა სი­ა­ში ჩა­წე­როს. მაგ­რამ ამ­ჯე­რად, ერთი, გა­ცი­ლე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, პა­რიზ­ში მო­ე­წყო და რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც, ქარ­თვე­ლი თა­ვა­დის ქალი - ეკა­ტე­რი­ნე თარ­ხან-მო­უ­რა­ვი გახ­და. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ეკა­ტე­რი­ნეს­თან ერ­თად, ამ კონ­კურ­სში ავ­სტრი­ის მე­ფის ასუ­ლი და იტა­ლი­ე­ლი მი­ლი­ო­ნე­რის ქა­ლიშ­ვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი "მის ევ­რო­პის" ტი­ტუ­ლის­თვის იბ­რძოდ­ნენ.

ელერ თარ­ხნიშ­ვი­ლი, ეკა­ტე­რი­ნე თარ­ხნიშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი:

- გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის პირ­და­პი­რი შთა­მო­მავ­ლე­ბი ვართ. ბე­ბია, სა­ა­კა­ძის მე­ა­თე თა­ო­ბას ეკუთ­ვნო­და, მე შე­სა­ბა­მი­სად, მე­თორ­მე­ტე თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­ლა­ვართ. ჩვე­ნი შო­რე­უ­ლი წი­ნაპ­რე­ბი და­ღეს­ტნი­დან არი­ან წა­მო­სუ­ლი, შემ­დეგ ისი­ნი სომ­ხეთ­ში ცხოვ­რობ­დნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი - ქარ­თლში, ფრო­ნეს ხე­ო­ბა­ში და­სახ­ლდნენ. გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე კას­პის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ნოს­ტე­ში ცხოვ­რობ­და, ბე­ბი­ა­ჩე­მი კი, მის მახ­ლობ­ლად, სო­ფელ ახალ­ქა­ლაქ­ში გა­ი­ზარ­და. მა­მა­მი­სი, გრი­გოლ თარ­ხან-მო­უ­რა­ვი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გახ­ლდათ და პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბა ჰქონ­და. ეკა­ტე­რი­ნეს დედა, ეფე­მია კი, ცნო­ბი­ლი კრი­ტი­კო­სის, ია­კობ მან­სვე­ტაშ­ვი­ლის და იყო. ია­კობ მან­სვე­ტაშ­ვი­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს­თან ერ­თად "ივე­რი­ა­ში" მუ­შა­ობ­და. მშობ­ლე­ბი ბე­ბი­ას ისე ზრდიდ­ნენ, რო­გორც ნამ­დვილ თა­ვა­დიშ­ვილს და გან­სა­კუთ­რე­ბით ანე­ბივ­რებ­დნენ იმის გამო, რომ რამ­დე­ნი­მე დედ­მა­მიშ­ვილს შო­რის, ცო­ცხა­ლი მხო­ლოდ ის დარ­ჩა. ეკა­ტე­რი­ნეს და-ძმე­ბი, სხვა­დას­ხვა ავად­მყო­ფო­ბის გამო, სხვა­დას­ხვა ასაკ­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ. რო­დე­საც ეკა­ტე­რი­ნე წა­მო­ი­ზარ­და, მშობ­ლებ­მა ის კულ­ტუ­რის, კარ­გი მა­ნე­რე­ბის ასათ­ვი­სებ­ლად და ფრან­გუ­ლი ენის შე­სას­წავ­ლად, პა­რიზ­ში წა­იყ­ვა­ნეს. თარ­ხან-მო­უ­რა­ვე­ბის ოჯა­ხი საფ­რან­გეთ­ში 1903-1907 წლებ­ში ცხოვ­რობ­და. ქარ­თვე­ლი თა­ვა­დე­ბი უმე­ტეს დროს, პა­რიზ­ში ატა­რებ­დნენ, ზა­ფხუ­ლო­ბით კი იქვე ახ­ლოს, პა-დე-კა­ლეს სრუ­ტეს­თან მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ და­სას­ვე­ნებ­ლად.

ეკა­ტე­რი­ნეს ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია წყალ­ში ყოფ­ნა. ამის გამო, ფრან­გმა მე­გობ­რებ­მა მას გედი შე­არ­ქვეს. იმ დროს, პა­რიზ­ში თურ­მე, ყო­ველ წელს, ყვა­ვი­ლე­ბის დღსას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავ­დნენ, სა­დაც სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა იმარ­თე­ბო­და. ერთხელ, ამ კონ­კურ­სში ბე­ბი­ა­საც მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მო­ნა­წი­ლე­თათ­ვის ყვა­ვი­ლე­ბით ირ­თვე­ბო­და ეტ­ლე­ბი, გო­გო­ნე­ბი სა­თი­თა­ოდ სხდე­ბოდ­ნენ ამ ეტ­ლებ­ში, თა­ვად ეჭი­რათ სა­და­ვე­ე­ბი და ასე უნდა ჩა­ევ­ლოთ ქუ­ჩა­ზე, რომ­ლის ორი­ვე მხა­რეს მა­ყუ­რე­ბე­ლი შეგ­რო­ვი­ლი­ყო. კონ­კურ­სან­ტებს უკან მიჰ­ყვე­ბოდ­ნენ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბი ჩან­თე­ბით, სა­დაც მა­ყუ­რე­ბე­ლი აგ­დებ­და ბი­უ­ლე­ტენს, რო­მელ­ზეც სა­კუ­თა­რი რჩე­უ­ლის სა­ხე­ლი ეწე­რა. შე­სა­ბა­მი­სად, ვინც ყვე­ლა­ზე მეტ ხმას მო­ი­პო­ვებ­და, კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც ის ხდე­ბო­და. ბე­ბი­ის ეტლი ცის­ფე­რი ყვა­ვი­ლე­ბით ყო­ფი­ლა მორ­თუ­ლი, თა­ვა­დაც ცის­ფე­რი კაბა სცმია ეკა­ტე­რი­ნეს, რო­მე­ლიც ცის­ფერ­თვა­ლე­ბა, ქე­რათ­მი­ან ქალ­ბა­ტონს გან­სა­კუთ­რე­ბულ ხიბლს სძენ­და. ან კი, რა ქალ­ბა­ტონს? ეკა­ტე­რი­ნე ამ დროს, 15 წლი­საც არ იქ­ნე­ბო­და!.. მას­თან ერ­თად, ამ კონ­კურ­სში ავ­სტრი­ის მე­ფის ასუ­ლი და იტა­ლი­ე­ლი მი­ლი­ო­ნე­რის ქა­ლიშ­ვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­მარ­ჯვე­ბა კავ­კა­სი­ე­ლი სამ­ხედ­რო პი­რის ქა­ლიშ­ვილს მი­ა­ნი­ჭა. ამის გამო, ეკა­ტე­რი­ნეს­თვის სა­ჩუქ­რად, ბრი­ლი­ან­ტის თვლე­ბით მო­ოჭ­ვი­ლი გულ­საბ­ნე­ვი მი­ურ­თმე­ვი­ათ. ბე­ბი­ამ ის თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­კარ­გა. ევ­რო­პულ მა­ნე­რებს მიჩ­ვე­ულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, თბი­ლი­სის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე ბარ­გი და სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი მუ­შებს და­უ­ტო­ვა: ამ მი­სა­მარ­თზე მო­მი­ტა­ნე­თო. ამ ბარგთან ერ­თად გაქ­რა კონ­კურ­სში მი­ღე­ბუ­ლი გულ­საბ­ნე­ვი და ვინ იცის, რა ბედი ეწია.

- მისი სი­ლა­მა­ზის წყა­ლო­ბით, ეკა­ტე­რი­ნეს ალ­ბათ, ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და...

- დიახ. ბე­ბი­ამ მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბევ­რი ყმაწ­ვი­ლი და­ტო­ვა საფ­რან­გეთ­ში, მათ შო­რის, პა­რი­ზის გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბიც იყ­ვნენ. მა­მა­მისს სა­სი­ძოდ მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი უნ­დო­და. თუმ­ცა, ბე­ბია ორ­ჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი და არც ერთი მისი ქმა­რი ქარ­თვე­ლი არ ყო­ფი­ლა. პირ­ვე­ლად, 1908 წელს, ცო­ლად გაჰ­ყვა ფრანგ სტუ­დენტს, მიშა სე­გალს. სე­გა­ლის მშობ­ლე­ბი ჯერ გან­ჯა­ში ცხოვ­რობ­დნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, თბი­ლის­ში გად­მო­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. ეკა­ტე­რი­ნე ში­ნი­დან გა­ი­პა­რა და მშობ­ლე­ბის და­უ­კი­თხა­ვად და­ი­წე­რა ჯვა­რი სე­გალ­ზე. სწო­რედ მას­თან შე­ე­ძი­ნა ერ­თა­დერ­თი ვა­ჟიშ­ვი­ლი - მა­მა­ჩე­მი ნი­კო­ლო­ზი. გრი­გოლ თარ­ხან-მო­უ­რავ­მა იმ­დე­ნად აით­ვალ­წუ­ნა ფრან­გი სიძე, რომ 2-3 წე­ლი­წად­ში აი­ძუ­ლა, წა­სუ­ლი­ყო ბე­ბი­ა­ჩე­მის­გან, მა­მა­ჩე­მი კი, თა­ვის გვარ­ზე და­წე­რა. ბე­ბია მე­ო­რედ გა­თხოვ­და და ამ­ჯე­რად, გვა­რად მო­რო­ზოვს გაჰ­ყვა ცო­ლად...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რას საქ­მი­ა­ნობ­და ეკა­ტე­რი­ნე თარ­ხან-მო­უ­რა­ვი?

- თბი­ლის­ში, სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მო­წყა­ლე­ბის დად მუ­შა­ობ­და. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, ნოე ჟორ­და­ნი­ას­თან კავ­შირ­შიც დას­დეს ბრა­ლი და ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ იმა­ში, რომ ეკა­ტე­რი­ნე მას ბა­თუ­მამ­დე გაჰ­ყვა, მაგ­რამ სა­ზღვარ­გა­რეთ აღარ წა­ვი­და და უკან დაბ­რუნ­და... ბე­ბია ამ ბრალ­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მიკ­ვირს, რო­გორ გა­და­ურ­ჩა ჩვე­ნი ოჯა­ხი 1924 და 1937 წლე­ბის რეპ­რე­სი­ებს. 1937-ში, ბე­ბი­ა­ჩე­მის მამა, გრი­გო­ლი, ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო და სულ იმის მო­ლო­დინ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ და­ი­ჭერ­დნენ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს არ მოხ­და. ალ­ბათ, სწო­რედ ამის წყა­ლო­ბით, ოჯა­ხის არ­ქი­ვი სრულ­ყო­ფი­ლი სა­ხით შე­მოგ­ვრჩა, მათ შო­რის - უძ­ვე­ლე­სი ფო­ტო­ე­ბი, ჩა­ნა­წე­რე­ბი, საქ­მი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი და ა.შ. გრი­გო­ლი ალ­ბათ, კი­დევ დიდ­ხანს იცო­ცხლებ­და, რომ არა მისი მე­ო­რე ცო­ლის ვე­რა­გუ­ლი საქ­ცი­ე­ლი: ქო­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბის მიზ­ნით, ქმარს ცხე­ლი უთო ჩა­არ­ტყა თავ­ში და მოკ­ლა...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

პირველი ქართველი მის ევროპა - 1906

პირველი ქართველი მის ევროპა - 1906

ყველა დროში, ქალის სილამაზე განსაკუთრებული ყურადღების არეში იყო მოქცეული. იცვლება მხოლოდ სილამაზის შეფასების კრიტერიუმები და მისი დემონსტრირების მასშტაბები. დღეს, ლამაზ ქალს მთელი მსოფლიოს დასანახავად შეუძლია, მოიპოვოს "მის სამყაროს" ტიტული და ამით საკუთარი სახელი პლანეტის ლამაზმანთა სიაში ჩაწეროს. მაგრამ ამჯერად, ერთი, გაცილებით მოკრძალებული სილამაზის კონკურსის შესახებ გიამბობთ, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში, პარიზში მოეწყო და რომლის გამარჯვებულიც, ქართველი თავადის ქალი - ეკატერინე თარხან-მოურავი გახდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკატერინესთან ერთად, ამ კონკურსში ავსტრიის მეფის ასული და იტალიელი მილიონერის ქალიშვილიც მონაწილეობდნენ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალგაზრდა ქალბატონები "მის ევროპის" ტიტულისთვის იბრძოდნენ.

ელერ თარხნიშვილი, ეკატერინე თარხნიშვილის შვილიშვილი:

- გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავლები ვართ. ბებია, სააკაძის მეათე თაობას ეკუთვნოდა, მე შესაბამისად, მეთორმეტე თაობის წარმომადგენელი გახლავართ. ჩვენი შორეული წინაპრები დაღესტნიდან არიან წამოსული, შემდეგ ისინი სომხეთში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი - ქართლში, ფრონეს ხეობაში დასახლდნენ. გიორგი სააკაძე კასპის რაიონში, სოფელ ნოსტეში ცხოვრობდა, ბებიაჩემი კი, მის მახლობლად, სოფელ ახალქალაქში გაიზარდა. მამამისი, გრიგოლ თარხან-მოურავი სამხედრო სამსახურში გახლდათ და პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. ეკატერინეს დედა, ეფემია კი, ცნობილი კრიტიკოსის, იაკობ მანსვეტაშვილის და იყო. იაკობ მანსვეტაშვილი ილია ჭავჭავაძესთან ერთად "ივერიაში" მუშაობდა. მშობლები ბებიას ისე ზრდიდნენ, როგორც ნამდვილ თავადიშვილს და განსაკუთრებით ანებივრებდნენ იმის გამო, რომ რამდენიმე დედმამიშვილს შორის, ცოცხალი მხოლოდ ის დარჩა. ეკატერინეს და-ძმები, სხვადასხვა ავადმყოფობის გამო, სხვადასხვა ასაკში გარდაიცვალნენ. როდესაც ეკატერინე წამოიზარდა, მშობლებმა ის კულტურის, კარგი მანერების ასათვისებლად და ფრანგული ენის შესასწავლად, პარიზში წაიყვანეს. თარხან-მოურავების ოჯახი საფრანგეთში 1903-1907 წლებში ცხოვრობდა. ქართველი თავადები უმეტეს დროს, პარიზში ატარებდნენ, ზაფხულობით კი იქვე ახლოს, პა-დე-კალეს სრუტესთან მიემგზავრებოდნენ დასასვენებლად.

ეკატერინეს ძალიან ჰყვარებია წყალში ყოფნა. ამის გამო, ფრანგმა მეგობრებმა მას გედი შეარქვეს. იმ დროს, პარიზში თურმე, ყოველ წელს, ყვავილების დღსასწაულს აღნიშნავდნენ, სადაც სილამაზის კონკურსის მსგავსი ღონისძიება იმართებოდა. ერთხელ, ამ კონკურსში ბებიასაც მიუღია მონაწილეობა. მონაწილეთათვის ყვავილებით ირთვებოდა ეტლები, გოგონები სათითაოდ სხდებოდნენ ამ ეტლებში, თავად ეჭირათ სადავეები და ასე უნდა ჩაევლოთ ქუჩაზე, რომლის ორივე მხარეს მაყურებელი შეგროვილიყო. კონკურსანტებს უკან მიჰყვებოდნენ ახალგაზრდა გოგონები ჩანთებით, სადაც მაყურებელი აგდებდა ბიულეტენს, რომელზეც საკუთარი რჩეულის სახელი ეწერა. შესაბამისად, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებდა, კონკურსის გამარჯვებულიც ის ხდებოდა. ბებიის ეტლი ცისფერი ყვავილებით ყოფილა მორთული, თავადაც ცისფერი კაბა სცმია ეკატერინეს, რომელიც ცისფერთვალება, ქერათმიან ქალბატონს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა. ან კი, რა ქალბატონს? ეკატერინე ამ დროს, 15 წლისაც არ იქნებოდა!.. მასთან ერთად, ამ კონკურსში ავსტრიის მეფის ასული და იტალიელი მილიონერის ქალიშვილიც მონაწილეობდნენ. მაგრამ მაყურებელმა გამარჯვება კავკასიელი სამხედრო პირის ქალიშვილს მიანიჭა. ამის გამო, ეკატერინესთვის საჩუქრად, ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი გულსაბნევი მიურთმევიათ. ბებიამ ის თბილისში ჩამოსვლისთანავე დაკარგა. ევროპულ მანერებს მიჩვეულმა ქალბატონმა, თბილისის რკინიგზის სადგურზე ბარგი და სავიზიტო ბარათი მუშებს დაუტოვა: ამ მისამართზე მომიტანეთო. ამ ბარგთან ერთად გაქრა კონკურსში მიღებული გულსაბნევი და ვინ იცის, რა ბედი ეწია.

- მისი სილამაზის წყალობით, ეკატერინეს ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა...

- დიახ. ბებიამ მასზე შეყვარებული ბევრი ყმაწვილი დატოვა საფრანგეთში, მათ შორის, პარიზის გავლენიანი ადამიანების შვილებიც იყვნენ. მამამისს სასიძოდ მხოლოდ ქართველი უნდოდა. თუმცა, ბებია ორჯერ იყო გათხოვილი და არც ერთი მისი ქმარი ქართველი არ ყოფილა. პირველად, 1908 წელს, ცოლად გაჰყვა ფრანგ სტუდენტს, მიშა სეგალს. სეგალის მშობლები ჯერ განჯაში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი, თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ეკატერინე შინიდან გაიპარა და მშობლების დაუკითხავად დაიწერა ჯვარი სეგალზე. სწორედ მასთან შეეძინა ერთადერთი ვაჟიშვილი - მამაჩემი ნიკოლოზი. გრიგოლ თარხან-მოურავმა იმდენად აითვალწუნა ფრანგი სიძე, რომ 2-3 წელიწადში აიძულა, წასულიყო ბებიაჩემისგან, მამაჩემი კი, თავის გვარზე დაწერა. ბებია მეორედ გათხოვდა და ამჯერად, გვარად მოროზოვს გაჰყვა ცოლად...

- საქართველოში რას საქმიანობდა ეკატერინე თარხან-მოურავი?

- თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად მუშაობდა. სწორედ იმ პერიოდში, ნოე ჟორდანიასთან კავშირშიც დასდეს ბრალი და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ეკატერინე მას ბათუმამდე გაჰყვა, მაგრამ საზღვარგარეთ აღარ წავიდა და უკან დაბრუნდა... ბებია ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. საერთოდ, ძალიან მიკვირს, როგორ გადაურჩა ჩვენი ოჯახი 1924 და 1937 წლების რეპრესიებს. 1937-ში, ბებიაჩემის მამა, გრიგოლი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სულ იმის მოლოდინში იმყოფებოდა, რომ დაიჭერდნენ. საბედნიეროდ, ეს არ მოხდა. ალბათ, სწორედ ამის წყალობით, ოჯახის არქივი სრულყოფილი სახით შემოგვრჩა, მათ შორის - უძველესი ფოტოები, ჩანაწერები, საქმიანი ქაღალდები და ა.შ. გრიგოლი ალბათ, კიდევ დიდხანს იცოცხლებდა, რომ არა მისი მეორე ცოლის ვერაგული საქციელი: ქონების გატაცების მიზნით, ქმარს ცხელი უთო ჩაარტყა თავში და მოკლა...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია