ტყიბულის მუნიციპალიტეტში მთავარი საახაწლო ნაძვის ხე წაიქცა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა წააქცია.
"საბედნიეროდ არავის დასცემია. ძლიერმა ქარმა დაუბერა და იმიტომ წაიქცა. არ იყო კარგად გამაგრებული", - აცხადებს თვითმხილველი.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე აცხადებს, ნაძვის ხის კარკასსაც და დეკორაციასაც უახლოეს პერიოდში აღადგენენ.
წყარო: topnews.com.ge