პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნადირობა ქართველებზე გალში
ნადირობა ქართველებზე გალში

"აფხა­ზე­თის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ლის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი 8 ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვეს. მათ 25 წლის წინ - 1992-93 წლებ­ში აფხა­ზე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ედე­ბათ ბრა­ლად. "ბი­ჭე­ბი ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან. და­კა­ვე­ბულ­თა­გან ერთ-ერთი ჩემი ძმაა, 48 წლის კობა გვა­ძა­ბია, რო­მე­ლიც წლე­ბია გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბარ­ღებ­ში ჩემს ძმას­თან და დე­და­ჩემ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ხალ­ხი ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლია", - ამ­ბობს გა­ლის რა­ი­ო­ნი­დან დევ­ნი­ლი, "სა­ქარ­თვე­ლოს უპარ­ტი­ო­თა მოძ­რა­ო­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­მუ­კა გვა­ძა­ბია", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით ნა­დი­რო­ბა ქარ­თვე­ლებ­ზე / ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ძმა ამ­ბობს, რომ აფხაზ­მა ძა­ლოვ­ნებ­მა "ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია" ენ­გუ­რის აქე­თა ნა­პი­რი­დან მი­ი­ღეს.

"მისი თქმით, 1992-93 წლებ­ში ია­რა­ღი თავ­დაც­ვი­სათ­ვის ბევ­რს ეჭი­რა ხელ­ში: "რო­გორ, ახლა გა­ახ­სენ­დათ 25 წლის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი?!"გვა­ძა­ბია იმა­საც ამ­ბობს, დას­მე­ნე­ბი ენ­გურს გა­მოღ­მა მხრი­და­ნაც ხდე­ბა და ამ დას­მე­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით თი­თხნი­ან ბრალ­დე­ბებს სე­პა­რა­ტის­ტე­ბი. "ახლა გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი. რო­გორ წა­იყ­ვა­ნეს და რა მოხ­და, არა­ფე­რი ვიცი. რა­ღაც შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბია. მათ შო­რის აქი­დან, ენ­გუ­რის გა­მოღ­მი­და­ნაც აქვს ასეთ უბად­რუკ დას­მე­ნებს ად­გი­ლი. დას­მე­ნე­ბის შე­სა­ხებ რა და რო­გორ ხდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი რომ ჩა­ცხრე­ბა, მერე გე­ტყვით. ახლა კი მათი სო­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია. არ ვიცი, რა მო­უ­ვათ. ძა­ლი­ან აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი ვარ. ხალ­ხი და­ში­ნე­ბუ­ლია, ამ პო­ლი­ტი­კა­ნე­ბის მხრი­დან უპატ­რო­ნოდ არი­ან მიყ­რი­ლე­ბი. ხალ­ხზე პირ­და­პირ ტე­რო­რი ხორ­ცი­ელ­დე­ბა", - აცხა­დებს მა­მუ­კა გვა­ძა­ბია.

"გუ­შინ აფხა­ზურ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­ლის რა­ი­ო­ნის "ძა­ლო­ვან­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა" 17 დე­კემ­ბერს ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ა­ტა­რეს და სა­ქარ­თვე­ლოს 8 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. მათ ბრა­ლად 1992-93 წლე­ბის ომში სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხა­რეს ჩარ­თვა ედე­ბათ ბრა­ლად. რო­გორც აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, ეს პი­რე­ბი რომ აფხა­ზი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი, ამის შე­სა­ხებ ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­დე­გად გახ­და ცნო­ბი­ლი და ამი­ტო­მაც მოხ­და მათი და­ა­კა­ვე­ბა. მათ ასე­ვე ბრა­ლი ედე­ბათ იმა­ში, რომ ისი­ნი ომის შემ­დე­გაც გალ­ში ცხოვ­რობ­დნენ და "ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბებს და დი­ვერ­სი­ულ და სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუ­ფებს". აფხა­ზუ­რი გა­მო­ცე­მა "ნუ­ჟნა­ია გა­ზე­ტა" წერს, რომ ერთ-ერ­თმა და­კა­ვე­ბულ­მა, გა­ლის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ­მა ომარ აბ­ში­ლა­ვამ უკვე მის­ცა ჩვე­ნე­ბა და და­ა­დას­ტუ­რა, რომ 1992-1993 წლებ­ში სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი. გა­მო­ცე­მამ გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი, თუ რო­გორ შეჰ­ყავთ ბორ­კი­ლებ­და­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი გა­ლის მი­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში და ასე­ვე აჩ­ვენს ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის, ომარ აბ­ში­ლა­ვას "აღი­ა­რე­ბაც", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"აფხა­ზე­თის ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­მეგ­რე­ლო­სა და ზემი სვა­ნეთ­ში ჯე­მალ გო­გო­ხია ამ­ბობს, რომ რო­გორც კი ერ­თმა გვარ­მა გა­იჟ­ღე­რა აფხა­ზურ მე­დი­ა­ში, მა­შინ­ვე და­ი­წყო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ამ პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ და ის მებ­რძო­ლი არ ყო­ფი­ლა. "და­კა­ვე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ თე­მურ ხა­ჟა­ლი­ას­თან სპეც­რაზმში ვი­ყა­ვიო. ხა­ჟა­ლია დღეს ცო­ცხა­ლი აღარ არის, ის სო­ხუმ­ში შს სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და, ომობ­და კი­დეც, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი სცეპ­რაზ­მი არ ჰყავ­და. და­კა­ვე­ბუ­ლი კი იძა­ხის, მას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი სპეც­რაზმშიო. რო­გორც კი და­კა­ვე­ბუ­ლის გვა­რი გა­ვი­გე, უმალ გა­დავ­რე­კე ბი­ჭებ­თან და ეს გვა­რი არა­ვინ იცო­და. იმი­ტომ, რომ ის მე­ო­მა­რი არ ყო­ფი­ლა. ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი მებ­რძო­ლი იქ არ გა­და­ვა. მე­ო­მარ­თა კავ­ში­რის ყვე­ლა წევ­რი გე­ტყვით, რომ აფხა­ზებს მათ წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ­თა სი­ე­ბი აქვთ და არც ერთი მე­ო­მა­რი აფხა­ზეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად არ წა­ვი­დო­და. მით უმე­ტეს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გალ­ში ცხოვ­რობ­დნე­ნო. ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. ეს ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. ეს რა­ღაც პრო­ვო­კა­ცი­აა. რა ხდე­ბა, რას­თან გვაქვს საქ­მე, ვერ ვხსნი", - ამ­ბობს ჯე­მალ გო­გო­ხია და დას­ძენს, რომ ამის მი­უ­ხე­და­ვად გალ­ში პა­ნი­კა არ არის.

"მისი თქმით, იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო გალ­ში ამ­დე­ნი წლის ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ 25 წლის წი­ნან­დელ ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით ვინ­მეს და­კა­ვე­ბა, რომ ვერ­სი­აც არ აქვთ, თუ რე­ა­ლუ­რად რა­ტომ მოხ­და ეს. "წლე­ბის წინ იყო ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლის მცდე­ლო­ბი­სას და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე ადრე მე­ო­მა­რი ქარ­თვე­ლი, მაგ­რამ ის, რომ მე­ო­მარს 25 წელი გალ­ში ეცხოვ­როს, მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა", - აღ­ნიშ­ნავს გო­გო­ხია.

"სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის, ის­ტო­რი­კოს ზუ­რაბ პა­პა­ს­ქი­რის გან­ცხა­დე­ბით, რაც ახლა ხდე­ბა, ეს შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რად­გა­ნაც ხა­ჯიმ­ბას სურს, სა­კუ­თარ ან­ტი­ქარ­თულ იმიჯს მეტი და­სა­ბუ­თე­ბა შეს­ძი­ნოს. "ხა­ჯიმ­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და ლო­ზუნ­გით - სა­ქარ­თვე­ლო მტრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა და თუკი ქარ­თვე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვთ, პას­პორ­ტი არ მივ­ცე­თო. ახლა კი ეს ლო­ზუნ­გი უნდა გა­ამ­ყა­როს იმით, ხომ ხე­დავთ, გა­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი სან­დო­ნი არ არი­ან და ისი­ნი დღე­საც თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ მტრულ სა­ხელ­მწი­ფოს­თან. მათ­თვის გა­ლე­ლე­ბი მტრუ­ლი ქვეყ­ნის მე­ხუ­თე კო­ლა­ნაა", - ამ­ბობს პა­პა­ს­ქი­რი.

"მი­სი­ვე თქმით, აფხა­ზებს ომში მო­ნა­წი­ლე ქარ­თვე­ლე­ბის ე.წ. შავი სი­ე­ბი რომ ექ­ნე­ბათ, ეს ცხა­დია და ვინც კი მათ წი­ნა­აღ­მდეგ ომობ­და ან ეჭვი აქვთ, რომ ომობ­და, მათ აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. თუმ­ცა, რად­გა­ნაც ომი­დან 25 წელი გა­ვი­და, ძა­ლი­ან არა­ლო­გი­კუ­რია, რომ ამ­დე­ნი წელი გალ­ში ცხოვ­რობ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქო­ნო­დათ. "1993 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან იან­ვრამ­დე 100 დღე სო­ხუ­მის ცი­ხე­ში ვი­ჯე­ქი. იქ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი მოჰ­ყავ­დათ, ამოწ­მებ­დნენ, იღებ­და თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ომში და თუკი სი­ა­ში არ აღ­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ, ან მოწ­მე­ებს ვერ იპოვ­ნიდ­ნენ, ვინც და­და­ას­ტუ­რებ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ია­რა­ღით ხელ­ში ნა­ხეს, უშ­ვებ­დნენ. მათ სი­ე­ბი ჰქონ­დათ. ასე­ვე სხვა მე­თო­დით - მი­სა­მარ­თის მი­ხედ­ვი­თაც ად­გენ­დნენ. მის მე­ზობ­ლებს, სოფ­ლე­ლებს ეკი­თხე­ბოდ­ნენ - ია­რა­ღით და­დი­ო­და თუ არა. თუკი ორი კაცი იტყო­და - "კი", ეს უკვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იყო. ამ­ბობ­დნენ, ვინც აფხა­ზი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ომობ­და, იმის ად­გი­ლი აფხა­ზეთ­ში არ არი­სო. ეს მათი კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნა იყო. ამი­ტო­მაც აფხა­ზეთ­ში ომში მო­ნა­წი­ლე ვერც ერთი ქარ­თვე­ლი ვერ იცხოვ­რებ­და. ეს სო­ხუმ­ში, გაგ­რა­სა თუ ოჩამ­ჩი­რე­ში იოლი და­სად­გე­ნი იყო, გალი კი ცოტა სპე­ცი­ფი­კუ­რია, იქ აფხა­ზე­ბი თით­ქმის არ ცხოვ­რობ­დნენ და ცოტა რთუ­ლი და­სად­გე­ნია, ვინ ომობ­და და ვინ - არა. თუმ­ცა, ეს სპე­ცო­პე­რა­ცია ძა­ლი­ან ხე­ლოვ­ნუ­რად გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი მგო­ნია, იმი­ტომ, რომ ეს ხა­ჯიმ­ბას სჭირ­დე­ბა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად. ეს ხა­ჯიმ­ბას ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ის­ტე­რი­ის "გაპ­რა­ვე­ბაა", - აღ­ნიშ­ნავს ზუ­რაბ პა­პა­ს­ქი­რი.

"პა­პა­ს­ქი­რის თქმით, აფხა­ზებს გა­ლის გაწ­მენ­და არა­ნა­ი­რად არ აძ­ლევთ ხელს, გალი მათ­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი ბე­ღე­ლია და ამი­ტო­მაც ვა­რა­უ­დობს, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, ეს ტე­რო­რი მა­სობ­რი­ვად არ გაგ­რძელ­დე­ბა. "ხა­ჯიმ­ბას დღეს ძა­ლი­ან დიდი ოპო­ზი­ცია ჰყავს. ძველ თა­ნა­მებ­რძო­ლებ­შიც კი გა­უჩ­ნდა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი. ამი­ტო­მაც, ეს ტე­რო­რი დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პი­ა­რის­თვის დას­ჭირ­და. აფხა­ზებს გა­ლის გაწ­მენ­და არა­ნა­ი­რად არ აძ­ლევთ ხელს. გალი მათ­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი ბე­ღე­ლია, მათ მუ­შა­ხე­ლი სჭირ­დე­ბათ. სო­ხუ­მი­დან გა­ლამ­დე ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა­ფე­რი მოშ­ლი­ლია, ტყვარ­ჩე­ლი სა­ერ­თოდ ცა­რი­ე­ლია. მათ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნა უჭირთ, იმი­ტომ, რომ მუ­შა­ხე­ლი არ ჰყავთ. ამი­ტო­მაც თუკი ტე­რო­რი გაგ­რძელ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ვერ მო­ით­მი­ნოს და ხალ­ხი გა­ლი­დან წა­მო­ვი­დეს. ეს კი მათ არ აწყობთ. ხა­ჯიმ­ბას უბ­რა­ლოდ მცდე­ლო­ბა აქვს, პას­პორ­ტე­ბის გამო არ­სე­ბუ­ლი ფა­შის­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­მარ­თლოს და არა მარ­ტო შიგ­ნით აფხა­ზეთ­ში, არა­მედ ზო­გა­დად. იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, რად­გან აქ მტრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მე­ხუ­თე კო­ლო­ნაა", - დას­ძენს პა­პა­ს­ქი­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ნადირობა ქართველებზე გალში

ნადირობა ქართველებზე გალში

"აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გალის რაიონში მცხოვრები 8 ქართველი დააკავეს. მათ 25 წლის წინ - 1992-93 წლებში აფხაზეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა ედებათ ბრალად. "ბიჭები ჩემი ახლობლები არიან. დაკავებულთაგან ერთ-ერთი ჩემი ძმაა, 48 წლის კობა გვაძაბია, რომელიც წლებია გალის რაიონის სოფელ ბარღებში ჩემს ძმასთან და დედაჩემთან ერთად ცხოვრობს. ხალხი ძალიან შეშინებულია", - ამბობს გალის რაიონიდან დევნილი, "საქართველოს უპარტიოთა მოძრაობის" ხელმძღვანელი მამუკა გვაძაბია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ნადირობა ქართველებზე / ერთ-ერთი დაკავებულის ძმა ამბობს, რომ აფხაზმა ძალოვნებმა "ოპერატიული ინფორმაცია" ენგურის აქეთა ნაპირიდან მიიღეს.

"მისი თქმით, 1992-93 წლებში იარაღი თავდაცვისათვის ბევრს ეჭირა ხელში: "როგორ, ახლა გაახსენდათ 25 წლის წინანდელი ამბავი?!"გვაძაბია იმასაც ამბობს, დასმენები ენგურს გამოღმა მხრიდანაც ხდება და ამ დასმენების დახმარებით თითხნიან ბრალდებებს სეპარატისტები. "ახლა გავიგე ეს ამბავი. როგორ წაიყვანეს და რა მოხდა, არაფერი ვიცი. რაღაც შეთითხნილი ბრალდებებია. მათ შორის აქიდან, ენგურის გამოღმიდანაც აქვს ასეთ უბადრუკ დასმენებს ადგილი. დასმენების შესახებ რა და როგორ ხდება, ყველაფერი რომ ჩაცხრება, მერე გეტყვით. ახლა კი მათი სოცოცხლე საფრთხეშია. არ ვიცი, რა მოუვათ. ძალიან აფორიაქებული ვარ. ხალხი დაშინებულია, ამ პოლიტიკანების მხრიდან უპატრონოდ არიან მიყრილები. ხალხზე პირდაპირ ტერორი ხორციელდება", - აცხადებს მამუკა გვაძაბია.

"გუშინ აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონის "ძალოვანმა სტრუქტურებმა" 17 დეკემბერს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების ჩაატარეს და საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად 1992-93 წლების ომში საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მხარეს ჩართვა ედებათ ბრალად. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, ეს პირები რომ აფხაზი ხალხის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში იყვნენ ჩართულები, ამის შესახებ ოპერატიული ინფორმაციას შედეგად გახდა ცნობილი და ამიტომაც მოხდა მათი დააკავება. მათ ასევე ბრალი ედებათ იმაში, რომ ისინი ომის შემდეგაც გალში ცხოვრობდნენ და "ეხმარებოდნენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებებს და დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებს". აფხაზური გამოცემა "ნუჟნაია გაზეტა" წერს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, გალის რაიონში მცხოვრებმა ომარ აბშილავამ უკვე მისცა ჩვენება და დაადასტურა, რომ 1992-1993 წლებში საომარ მოქმედებებში იყო ჩართული. გამოცემამ გაავრცელა კადრები, თუ როგორ შეჰყავთ ბორკილებდადებული პირები გალის მილიციის შენობაში და ასევე აჩვენს ერთი დაკავებულის, ომარ აბშილავას "აღიარებაც", - აღნიშნავს გამოცემა.

"აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელოსა და ზემი სვანეთში ჯემალ გოგოხია ამბობს, რომ როგორც კი ერთმა გვარმა გაიჟღერა აფხაზურ მედიაში, მაშინვე დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება ამ პიროვნების შესახებ და ის მებრძოლი არ ყოფილა. "დაკავებული ამბობს, რომ თემურ ხაჟალიასთან სპეცრაზმში ვიყავიო. ხაჟალია დღეს ცოცხალი აღარ არის, ის სოხუმში შს სამინისტროში მუშაობდა, ომობდა კიდეც, მაგრამ არანაირი სცეპრაზმი არ ჰყავდა. დაკავებული კი იძახის, მასთან ერთად ვიყავი სპეცრაზმშიო. როგორც კი დაკავებულის გვარი გავიგე, უმალ გადავრეკე ბიჭებთან და ეს გვარი არავინ იცოდა. იმიტომ, რომ ის მეომარი არ ყოფილა. ჭკუათმყოფელი მებრძოლი იქ არ გადავა. მეომართა კავშირის ყველა წევრი გეტყვით, რომ აფხაზებს მათ წინააღმდეგ მებრძოლთა სიები აქვთ და არც ერთი მეომარი აფხაზეთში საცხოვრებლად არ წავიდოდა. მით უმეტეს, წლების განმავლობაში გალში ცხოვრობდნენო. ეს გამორიცხულია. ეს ძალიან არასერიოზულია. ეს რაღაც პროვოკაციაა. რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, ვერ ვხსნი", - ამბობს ჯემალ გოგოხია და დასძენს, რომ ამის მიუხედავად გალში პანიკა არ არის.

"მისი თქმით, იმდენად მოულოდნელი იყო გალში ამდენი წლის ცხოვრების შემდეგ 25 წლის წინანდელ ომში მონაწილეობის ბრალდებით ვინმეს დაკავება, რომ ვერსიაც არ აქვთ, თუ რეალურად რატომ მოხდა ეს. "წლების წინ იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობისას დააკავეს რამდენიმე ადრე მეომარი ქართველი, მაგრამ ის, რომ მეომარს 25 წელი გალში ეცხოვროს, მსგავსი არაფერი ყოფილა", - აღნიშნავს გოგოხია.

"სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ზურაბ პაპასქირის განცხადებით, რაც ახლა ხდება, ეს შემთხვევითი არ არის, რადგანაც ხაჯიმბას სურს, საკუთარ ანტიქართულ იმიჯს მეტი დასაბუთება შესძინოს. "ხაჯიმბა ხელისუფლებაში მოვიდა ლოზუნგით - საქართველო მტრული სახელმწიფოა და თუკი ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, პასპორტი არ მივცეთო. ახლა კი ეს ლოზუნგი უნდა გაამყაროს იმით, ხომ ხედავთ, გალის მცხოვრებლები სანდონი არ არიან და ისინი დღესაც თანამშრომლობენ მტრულ სახელმწიფოსთან. მათთვის გალელები მტრული ქვეყნის მეხუთე კოლანაა", - ამბობს პაპასქირი.

"მისივე თქმით, აფხაზებს ომში მონაწილე ქართველების ე.წ. შავი სიები რომ ექნებათ, ეს ცხადია და ვინც კი მათ წინააღმდეგ ომობდა ან ეჭვი აქვთ, რომ ომობდა, მათ აფხაზეთში ცხოვრების უფლებას არ აძლევენ. თუმცა, რადგანაც ომიდან 25 წელი გავიდა, ძალიან არალოგიკურია, რომ ამდენი წელი გალში ცხოვრობდნენ ადამიანები და მათი წარსულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდათ. "1993 წლის ოქტომბრიდან იანვრამდე 100 დღე სოხუმის ციხეში ვიჯექი. იქ დაპატიმრებული ქართველები მოჰყავდათ, ამოწმებდნენ, იღებდა თუ არა მონაწილეობას ომში და თუკი სიაში არ აღმოჩნდებოდნენ, ან მოწმეებს ვერ იპოვნიდნენ, ვინც დადაასტურებდა, რომ ეს ადამიანები იარაღით ხელში ნახეს, უშვებდნენ. მათ სიები ჰქონდათ. ასევე სხვა მეთოდით - მისამართის მიხედვითაც ადგენდნენ. მის მეზობლებს, სოფლელებს ეკითხებოდნენ - იარაღით დადიოდა თუ არა. თუკი ორი კაცი იტყოდა - "კი", ეს უკვე მტკიცებულება იყო. ამბობდნენ, ვინც აფხაზი ხალხის წინააღმდეგ ომობდა, იმის ადგილი აფხაზეთში არ არისო. ეს მათი კატეგორიული მოთხოვნა იყო. ამიტომაც აფხაზეთში ომში მონაწილე ვერც ერთი ქართველი ვერ იცხოვრებდა. ეს სოხუმში, გაგრასა თუ ოჩამჩირეში იოლი დასადგენი იყო, გალი კი ცოტა სპეციფიკურია, იქ აფხაზები თითქმის არ ცხოვრობდნენ და ცოტა რთული დასადგენია, ვინ ომობდა და ვინ - არა. თუმცა, ეს სპეცოპერაცია ძალიან ხელოვნურად გააქტიურებული მგონია, იმიტომ, რომ ეს ხაჯიმბას სჭირდება საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. ეს ხაჯიმბას ნაციონალისტური ისტერიის "გაპრავებაა", - აღნიშნავს ზურაბ პაპასქირი.

"პაპასქირის თქმით, აფხაზებს გალის გაწმენდა არანაირად არ აძლევთ ხელს, გალი მათთვის ეკონომიკური ბეღელია და ამიტომაც ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით, ეს ტერორი მასობრივად არ გაგრძელდება. "ხაჯიმბას დღეს ძალიან დიდი ოპოზიცია ჰყავს. ძველ თანამებრძოლებშიც კი გაუჩნდა მოწინააღმდეგეები. ამიტომაც, ეს ტერორი დე ფაქტო ხელისუფლებას პიარისთვის დასჭირდა. აფხაზებს გალის გაწმენდა არანაირად არ აძლევთ ხელს. გალი მათთვის ეკონომიკური ბეღელია, მათ მუშახელი სჭირდებათ. სოხუმიდან გალამდე ფაქტობრივად ყველაფერი მოშლილია, ტყვარჩელი საერთოდ ცარიელია. მათ ინფრასტრუქტურის აღდგენა უჭირთ, იმიტომ, რომ მუშახელი არ ჰყავთ. ამიტომაც თუკი ტერორი გაგრძელდება, შეიძლება ბევრმა ვერ მოითმინოს და ხალხი გალიდან წამოვიდეს. ეს კი მათ არ აწყობთ. ხაჯიმბას უბრალოდ მცდელობა აქვს, პასპორტების გამო არსებული ფაშისტური გადაწყვეტილება გაამართლოს და არა მარტო შიგნით აფხაზეთში, არამედ ზოგადად. იძულებული ვარ, რადგან აქ მტრული სახელმწიფოს მეხუთე კოლონაა", - დასძენს პაპასქირი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა