პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ადამიანების საიდუმლოებით მოცული სიკვდილი
ცნობილი ადამიანების საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

ბრი­უს ლი

ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას და სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის სრულ­ყო­ფას მი­უ­ძღვნა, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი წამ­ლის­გან გარ­და­იც­ვა­ლა? 32 წლის ბრი­უს ლის სიკ­ვდი­ლი, დღემ­დე გა­მო­ცა­ნად რჩე­ბა.

1973 წლის 20 ივ­ლისს ყვე­ლა გა­ზე­თის მთა­ვა­რი გვერ­დი ბრი­უს ლის სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბო­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ბრი­უს ლი თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სიკ­ვდი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, აგორ­და ხმე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ მსა­ხი­ო­ბი მოკ­ლეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ბრი­უ­სი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მის­მა საყ­ვა­რელ­მა ბეტი ტინგ პეიმ მი­იყ­ვა­ნა, რომ­ლის სახ­ლშიც მან გო­ნე­ბა და­კარ­გა. შემ­დეგ გავ­რცელ­და ჭო­რე­ბი, რომ ბრი­უს ლი ნარ­კო­ტი­კებს იღებ­და, რაც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. გარ­და ამი­სა, სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზეც, რომ მსა­ხი­ო­ბი ჩი­ნუ­რი მა­ფი­ო­ზუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ტრა­დი­ას" მსხვერ­პლი გახ­და.

ერთ-ერთი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ლი ქი­ლერ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დარ­ტყმით მოკ­ლა, რომ­ლის­გა­ნაც ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე თვე­ში კვდე­ბა. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის აზ­რით, ბრი­უს ლი სუ­ლაც არ მომ­კვდა­რა და სიკ­ვდი­ლის გა­თა­მა­შე­ბა, მტრე­ბის­გან და­მალ­ვის მიზ­ნით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ჰიტ ლე­ჯე­რი

ვინ იფიქ­რებ­და, რომ პუბ­ლი­კის ფა­ვო­რი­ტი მსა­ხი­ო­ბი ჰიტ ლე­ჯე­რი დეპ­რე­სი­ის­გან იტან­ჯე­ბო­და? მას ყვე­ლა­ფე­რი გა­აჩ­ნდა: აღი­ა­რე­ბა, რო­ლე­ბი, სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტა­რა შვი­ლი. თუმ­ცა, ამ ყვე­ლა­ფერ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა მისი მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლის­გან დაც­ვა. 2008 წლის 22 იან­ვარს, 28 წლის ლე­ჯე­რი ნიუ-იორ­კის ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. პო­ლი­ცი­ის თქმით, შიშ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბის გარ­შე­მო წამ­ლე­ბის უამ­რა­ვი ბოთ­ლი ეყა­რა. ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ სიკ­ვდი­ლი სა­ძი­ლე წამ­ლე­ბის, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბის და ტრანკვი­ლი­ზა­ტო­რე­ბის დიდ­მა დო­ზამ გა­მო­იწ­ვია.

ცხოვ­რე­ბის ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლე­ჯე­რი "ბნე­ლი რა­ინ­დის" გა­და­ღე­ბებ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უს დროს, მან გა­ნა­ცხა­და, რომ დღე-ღა­მე­ში მხო­ლოდ 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სძი­ნავს და და­ნარ­ჩენ დროს, მარ­ტო­ო­ბა­ში ატა­რებს, რათა უკეთ გა­ი­გოს პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ა­თი. ზო­გი­ერ­თე­ბი თვლი­ან, რომ ლე­ჯე­რი სექ­ტან­ტებ­მა მოკ­ლეს, სხვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს თვით­მკვლე­ლო­ბა იყო, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი მომ­ხდარს უბე­დურ შემ­თხვე­ვად მი­იჩ­ნე­ვენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სიკ­ვდი­ლი­დან ერთი წლის შემ­დეგ, ლე­ჯერ­მა მა­მა­კა­ცის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის "ოს­კა­რი" მი­ი­ღო.

2pac

მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი რე­პე­რი, რო­მელ­საც ძეგლი და­უდ­გეს, 25 წლის ასაკ­ში, გას­რო­ლით მოკ­ლეს. ერთხელ, მან მო­ა­ხერ­ხა ხუთი გას­რო­ლის შემ­დეგ გა­დარ­ჩე­ნა, თუმ­ცა, მე­ო­რედ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, შა­ქუ­რი ბან­დფორ­მი­რე­ბის წევ­რი იყო და არა­ერ­თხელ იჯდა ცი­ხე­ში. 1994 წელს, რე­პერს ხუთი ტყვია ეს­რო­ლეს. მის მთა­ვარ მტრე­ბად Puff Daddy და Notorious B.I.G. მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ.

7 სექ­ტემ­ბერს, კა­ლათ­ბურ­თის მატ­ჩის შემ­დეგ, თუ­ფა­ქი­სა და მისი მე­გობ­რის, შუგ ნა­ი­თის მან­ქა­ნა უც­ნობ­მა პი­რებ­მა ჩა­ცხრი­ლეს. რე­პერს ოთხი ტყვია მოხ­ვდა, იგი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ექ­ვსი დღის შემ­დეგ, იგი პა­რას­კევს, 13 სექ­ტემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

მკვლე­ლო­ბის გარ­შე­მო უამ­რა­ვი ხმე­ბი და­დი­ო­და. ზო­გი­ერ­თე­ბი თვლიდ­ნენ, რომ თვი­თონ შუგ ნა­ით­მა შე­უკ­ვე­თა თუ­ფა­ქის მკვლე­ლო­ბა. უამ­რავ ადა­მი­ანს დღემ­დე არ სჯე­რა მომ­ღერ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ისი­ნი თვლი­ან, რომ შა­ქუ­რი დღემ­დე ცო­ცხა­ლია და სიკ­ვდი­ლი ინ­სცე­ნი­რე­ბუ­ლი იყო. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, მომ­ღე­რა­ლი ე.წ. "და­სავ­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის" მსხვერ­პლი გახ­და და მისი სიკ­ვდი­ლის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი Notorious B.I.G. და Puff Daddy იყ­ვნენ. რე­პე­რის კრე­მა­ცი­ის შემ­დეგ, მისი ფერ­ფლი მა­რი­ხუ­ა­ნას­თან ერ­თად ახლო მე­გობ­რებ­მა მო­წი­ეს.

ცნობილი ადამიანების საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

ცნობილი ადამიანების საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

ბრიუს ლი

ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება საბრძოლო ხელოვნებას და საკუთარი სხეულის სრულყოფას მიუძღვნა, ტკივილგამაყუჩებელი წამლისგან გარდაიცვალა? 32 წლის ბრიუს ლის სიკვდილი, დღემდე გამოცანად რჩება.

1973 წლის 20 ივლისს ყველა გაზეთის მთავარი გვერდი ბრიუს ლის სიკვდილის შესახებ იუწყებოდა. ოფიციალური ვერსიის თანახმად, ბრიუს ლი თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ბუნებრივია, რომ სიკვდილიდან რამდენიმე დღეში, აგორდა ხმები იმის შესახებ, რომ მსახიობი მოკლეს. თვითმხილველების თქმით, ბრიუსი საავადმყოფოში მისმა საყვარელმა ბეტი ტინგ პეიმ მიიყვანა, რომლის სახლშიც მან გონება დაკარგა. შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ ბრიუს ლი ნარკოტიკებს იღებდა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. გარდა ამისა, საუბრობდნენ იმაზეც, რომ მსახიობი ჩინური მაფიოზური ორგანიზაცია ”ტრადიას” მსხვერპლი გახდა.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ლი ქილერმა განსაკუთრებული დარტყმით მოკლა, რომლისგანაც ადამიანი რამდენიმე თვეში კვდება. თაყვანისმცემლების აზრით, ბრიუს ლი სულაც არ მომკვდარა და სიკვდილის გათამაშება, მტრებისგან დამალვის მიზნით იყო განპირობებული.

ჰიტ ლეჯერი

ვინ იფიქრებდა, რომ პუბლიკის ფავორიტი მსახიობი ჰიტ ლეჯერი დეპრესიისგან იტანჯებოდა? მას ყველაფერი გააჩნდა: აღიარება, როლები, სიყვარული და პატარა შვილი. თუმცა, ამ ყველაფერმა ვერ მოახერხა მისი მოულოდნელი სიკვდილისგან დაცვა. 2008 წლის 22 იანვარს, 28 წლის ლეჯერი ნიუ-იორკის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის თქმით, შიშველი მსახიობის გარშემო წამლების უამრავი ბოთლი ეყარა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილი საძილე წამლების, ტკივილგამაყუჩებლების და ტრანკვილიზატორების დიდმა დოზამ გამოიწვია.

ცხოვრების ბოლო თვეების განმავლობაში ლეჯერი "ბნელი რაინდის" გადაღებებში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, მან განაცხადა, რომ დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათის განმავლობაში სძინავს და დანარჩენ დროს, მარტოობაში ატარებს, რათა უკეთ გაიგოს პერსონაჟის ხასიათი. ზოგიერთები თვლიან, რომ ლეჯერი სექტანტებმა მოკლეს, სხვები მიიჩნევენ, რომ ეს თვითმკვლელობა იყო, დანარჩენები კი მომხდარს უბედურ შემთხვევად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, ლეჯერმა მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის "ოსკარი" მიიღო.

2pac

მსოფლიოს პირველი რეპერი, რომელსაც ძეგლი დაუდგეს, 25 წლის ასაკში, გასროლით მოკლეს. ერთხელ, მან მოახერხა ხუთი გასროლის შემდეგ გადარჩენა, თუმცა, მეორედ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, შაქური ბანდფორმირების წევრი იყო და არაერთხელ იჯდა ციხეში. 1994 წელს, რეპერს ხუთი ტყვია ესროლეს. მის მთავარ მტრებად Puff Daddy და Notorious B.I.G. მიიჩნეოდნენ.

7 სექტემბერს, კალათბურთის მატჩის შემდეგ, თუფაქისა და მისი მეგობრის, შუგ ნაითის მანქანა უცნობმა პირებმა ჩაცხრილეს. რეპერს ოთხი ტყვია მოხვდა, იგი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, ექვსი დღის შემდეგ, იგი პარასკევს, 13 სექტემბერს გარდაიცვალა.

მკვლელობის გარშემო უამრავი ხმები დადიოდა. ზოგიერთები თვლიდნენ, რომ თვითონ შუგ ნაითმა შეუკვეთა თუფაქის მკვლელობა. უამრავ ადამიანს დღემდე არ სჯერა მომღერლის გარდაცვალების შესახებ. ისინი თვლიან, რომ შაქური დღემდე ცოცხალია და სიკვდილი ინსცენირებული იყო. თუმცა, ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, მომღერალი ე.წ. "დასავლური დაჯგუფების" მსხვერპლი გახდა და მისი სიკვდილის ინიციატორები Notorious B.I.G. და Puff Daddy იყვნენ. რეპერის კრემაციის შემდეგ, მისი ფერფლი მარიხუანასთან ერთად ახლო მეგობრებმა მოწიეს.

ბიჭი ბანერებით - ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი, რომელიც უჩვეულო საკითხებს "აპროტესტებს"

დღეს ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხვალიდან კი ამინდი მკვეთრად გაუარესდება

მზიურის რეაბილიტაცია სრულდება - როგორ გამოიყურება თბილისელების საყვარელი პარკი