შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავრი სამმართველოსა და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ყაჩაღობისა და ქურდობისთვის სამჯერ ნასამართლევი 1973 წელს დაბადებული მერაბ მ. მკვლელობის ბრალდებით კასპში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კასპში, მირიან მეფის ქ. 47-ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მერაბ მ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მოკლა დის მეუღლე, 1967 წელს დაბადებული ვაჟა ბ.
სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.