პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა

ან­ტუ­ან დე სენტ-ეგ­ზი­უ­პე­რის ლოც­ვა, რო­მე­ლიც მწე­რალ­მა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში და­წე­რა:

"ღმერ­თო, ყო­ვე­ლი დღის ძა­ლას გთხოვ და არა სას­წა­უ­ლებ­სა და მი­რა­ჟებს. პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა მას­წავ­ლე.

გამ­ხა­დე დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და საზ­რი­ა­ნი, რათა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის პა­ლიტ­რა­ში, იმ აღ­მო­ჩე­ნებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რა­დღე­ბა, რომ­ლებ­მაც ჩემი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა შეძ­ლეს.

მას­წავ­ლე, ჩემი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი დრო­ის სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბა. მო­მა­ნი­ჭე უნა­რი, რათა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნის­გან გარ­ჩე­ვა შევ­ძლო.

თავ­შე­კა­ვე­ბა­სა და ზო­მი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბას გთხოვ, რათა ცხოვ­რე­ბის გზა­ზე კი არ დავფრი­ნავ­დე და დავ­ფარ­ფა­ტებ­დე, არა­მედ გო­ნივ­რუ­ლად გავ­თვა­ლო ყო­ვე­ლი დღე, ვხე­დავ­დე მწვერ­ვა­ლებ­სა და ჰო­რი­ზონ­ტებს და ზოგ­ჯერ მა­ინც გა­მოვ­ნა­ხო დრო ხე­ლოვ­ნე­ბით ტკბო­ბის­თვის.

და­მეხ­მა­რე გა­ვი­გო, რომ არც წარ­სულ­ზე, არც მო­მა­ვალ­ზე ოც­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­სი­კე­თო. და­მეხ­მა­რე ვიყო აქ და ახლა და აღ­ვიქ­ვა ეს წუთი, რო­გორც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

და­მი­ფა­რე იმ გუ­ლუბ­რყვი­ლო რწმე­ნის­გან, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად უნდა იყოს. მა­ჩუ­ქე ნა­თე­ლი გო­ნე­ბა, რათა შე­ვიგ­ნო, რომ სირ­თუ­ლე­ე­ბი, და­ცე­მე­ბი და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბე­ბი მხო­ლოდ ცხოვ­რე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ჩვენ ვიზ­რდე­ბით და ვყა­ლიბ­დე­ბით.

შე­მახ­სე­ნე ხოლ­მე, რომ გული და გო­ნე­ბა ხში­რად ებ­რძვი­ან ერ­თმა­ნეთს.

სა­ჭი­რო დროს ისე­თი ადა­მი­ა­ნი გა­მო­მიგ­ზავ­ნე ხოლ­მე, რო­მელ­საც სი­მა­მა­ცე ეყო­ფა, სი­მარ­თლე მი­თხრას, მაგ­რამ ეს სიყ­ვა­რუ­ლით გა­ა­კე­თოს!

ვიცი, რომ ბევ­რი პრობ­ლე­მე­ბი თა­ვი­სით გვარ­დე­ბა, ამი­ტომ მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი მო­მე­ცი.

შენ იცი რამ­დე­ნად გვჭირ­დე­ბა ჩვენ მე­გობ­რო­ბა. მო­მე­ცი სა­შუ­ა­ლე­ბა, ვიყო ღირ­სი ბე­დის ამ ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი და კე­თი­ლი სა­ჩუქ­რის.

მო­მე­ცი მდი­და­რი ფან­ტა­ზია, რათა სა­ჭი­რო დროს, ადა­მი­ა­ნებს სა­ჭი­რო სით­ბო მივ­ცე.

ისე­თი ადა­მი­ა­ნი გამ­ხა­დე, რო­მე­ლიც შეძ­ლებს იმათ გუ­ლამ­დე ჩა­აღ­წი­ოს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე "ქვე­მოთ" იმ­ყო­ფე­ბი­ან.

და­მი­ფა­რე ში­შის­გან, რომ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცას ვტო­ვებ.

მო­მე­ცი ის კი არა, რაც მე მსურს, არა­მედ რაც ნამ­დვი­ლად მე­სა­ჭი­რო­ე­ბა.

პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა მას­წავ­ლე ".

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ლოცვა, რომელიც მწერალმა ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში დაწერა:

"ღმერთო, ყოველი დღის ძალას გთხოვ და არა სასწაულებსა და მირაჟებს. პატარა ნაბიჯების ხელოვნება მასწავლე.

გამხადე დაკვირვებული და საზრიანი, რათა ყოველდღიურობის პალიტრაში, იმ აღმოჩენებზე გავამახვილო ყურადღება, რომლებმაც ჩემი აღფრთოვანება შეძლეს.

მასწავლე, ჩემი ცხოვრებისეული დროის სწორად გადანაწილება. მომანიჭე უნარი, რათა მნიშვნელოვანის მეორეხარისხოვანისგან გარჩევა შევძლო.

თავშეკავებასა და ზომიერების შეგრძნებას გთხოვ, რათა ცხოვრების გზაზე კი არ დავფრინავდე და დავფარფატებდე, არამედ გონივრულად გავთვალო ყოველი დღე, ვხედავდე მწვერვალებსა და ჰორიზონტებს და ზოგჯერ მაინც გამოვნახო დრო ხელოვნებით ტკბობისთვის.

დამეხმარე გავიგო, რომ არც წარსულზე, არც მომავალზე ოცნება არ შეიძლება იყოს სასიკეთო. დამეხმარე ვიყო აქ და ახლა და აღვიქვა ეს წუთი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.

დამიფარე იმ გულუბრყვილო რწმენისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მარტივად უნდა იყოს. მაჩუქე ნათელი გონება, რათა შევიგნო, რომ სირთულეები, დაცემები და წარუმატებლობები მხოლოდ ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვიზრდებით და ვყალიბდებით.

შემახსენე ხოლმე, რომ გული და გონება ხშირად ებრძვიან ერთმანეთს.

საჭირო დროს ისეთი ადამიანი გამომიგზავნე ხოლმე, რომელსაც სიმამაცე ეყოფა, სიმართლე მითხრას, მაგრამ ეს სიყვარულით გააკეთოს!

ვიცი, რომ ბევრი პრობლემები თავისით გვარდება, ამიტომ მოთმინების უნარი მომეცი.

შენ იცი რამდენად გვჭირდება ჩვენ მეგობრობა. მომეცი საშუალება,  ვიყო ღირსი ბედის ამ ყველაზე მშვენიერი და კეთილი საჩუქრის.

მომეცი მდიდარი ფანტაზია, რათა საჭირო დროს, ადამიანებს საჭირო სითბო მივცე.

ისეთი ადამიანი გამხადე, რომელიც შეძლებს იმათ გულამდე ჩააღწიოს, რომლებიც ყველაზე "ქვემოთ" იმყოფებიან.

დამიფარე შიშისგან, რომ ცხოვრებაში რაღაცას ვტოვებ.

მომეცი ის კი არა, რაც მე მსურს, არამედ რაც ნამდვილად მესაჭიროება.

პატარა ნაბიჯების ხელოვნება მასწავლე ".