სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კეთილი საახალწლო რიტუალები, რომლებიც შეგიძლიათ ტრადიციად აქციოთ
კეთილი საახალწლო რიტუალები, რომლებიც შეგიძლიათ ტრადიციად აქციოთ

ყვე­ლა ოჯახს სა­კუ­თა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი გა­აჩ­ნია, თუმ­ცა, სა­ა­ხალ­წლო რი­ტუ­ა­ლე­ბი მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ეს ყვე­ლა­ზე ჯა­დოს­ნუ­რი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მელ­საც ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად ხვდე­ბა. ზო­გი­ერ­თე­ბი 12 სა­ა­თის შემ­დეგ გა­სარ­თო­ბად მი­დი­ან, სხვე­ბი მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბი­ან ამ დღის­თვის და აუ­ცი­ლებ­ლად ამ­ზა­დე­ბენ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე სა­ა­ხალ­წლო იდე­ას, რომ­ლე­ბიც გა­ამ­დიდ­რე­ბენ თქვე­ნი სა­ა­ხალ­წლო რი­ტუ­ა­ლე­ბის სიას.

ახა­ლი წლის დად­გო­მას­თან ერ­თად გა­ა­კე­თეთ ქილა, რო­მელ­საც ლა­მა­ზად მორ­თავთ და მას­ში ფურ­ცელ­ზე და­წე­რილ ყვე­ლა სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნას ჩა­აგ­დებთ, რო­მე­ლიც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­გემ­თხვე­ვათ. წლის ბო­ლოს, 31 დე­კემ­ბერს გახ­სე­ნით ქილა და წა­ი­კი­თხეთ ჩა­ნა­წე­რე­ბი. კარ­გი გან­წყო­ბა და ღი­მი­ლი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია! წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი კარ­გი რამ ხდე­ბა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც არც კი გვა­მახ­სოვ­რდე­ბა.

უარ­ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა, რა თქმა უნდა, არ არის კარ­გი. მაგ­რამ თუ ცუდი მოვ­ლე­ნე­ბი არ გა­ვი­წყებთ თავს, შე­ე­ცა­დეთ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ მათ­გან. ჩა­მო­წე­რეთ ფურ­ცელ­ზე ყვე­ლა ცუდი ამ­ბა­ვი და დაწ­ვით. ახა­ლი წლის სუფ­თა ფურ­ცლი­დან და­წყე­ბა საკ­მა­ოდ სიმ­ბო­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ გა­მო­უ­კეთ­დე­ბათ თქვენ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს გან­წყო­ბა, რო­დე­საც სა­ფოს­ტო ყუთ­ში ნამ­დვილ მი­სა­ლოც ბა­რათს აღ­მო­ა­ჩე­ნენ.

ვხა­ზავთ მთე­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ხე­ლის მტევ­ნებს და კე­დელ­ზე ნამ­დვილ სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხეს ვა­კე­თებთ. ყვე­ლა­ზე დიდი ხე­ლის­გუ­ლე­ბი ცხა­დია, ქვე­მოთ მო­იყ­რის თავს, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა კი ნაძ­ვის ხის კენ­წე­როდ გა­მოდ­გე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ, წარ­მო­იდ­გი­ნოთ, რო­გორ შე­იც­ვლე­ბა ნაძ­ვის ხის ზო­მე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვენ უკვე გა­ი­ზარ­დეთ, გულ­ში ყო­ველ­თვის უნდა იყოს სას­წა­უ­ლე­ბის ად­გი­ლი. და­წე­რეთ წე­რი­ლი, რა გსურთ ახალ წელს ან სა­ერ­თოდ, რას ელო­დე­ბით ახა­ლი წლის­გან. წლის ბო­ლოს გახ­სე­ნით წე­რი­ლი და ნა­ხეთ, რამ­დე­ნად ას­რულ­და თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

კეთილი საახალწლო რიტუალები, რომლებიც შეგიძლიათ ტრადიციად აქციოთ

კეთილი საახალწლო რიტუალები, რომლებიც შეგიძლიათ ტრადიციად აქციოთ

ყველა ოჯახს საკუთარი ტრადიციები გააჩნია, თუმცა, საახალწლო რიტუალები მაინც განსაკუთრებულია. ეს ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულია, რომელსაც ყველა თავისებურად ხვდება. ზოგიერთები 12 საათის შემდეგ გასართობად მიდიან, სხვები მთელი თვის განმავლობაში ემზადებიან ამ დღისთვის და აუცილებლად ამზადებენ საახალწლო სუფრას.

გთავაზობთ რამდენიმე საახალწლო იდეას, რომლებიც გაამდიდრებენ თქვენი საახალწლო რიტუალების სიას.

ახალი წლის დადგომასთან ერთად გააკეთეთ ქილა, რომელსაც ლამაზად მორთავთ და მასში ფურცელზე დაწერილ ყველა სასიამოვნო მოვლენას ჩააგდებთ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეგემთხვევათ. წლის ბოლოს, 31 დეკემბერს გახსენით ქილა და წაიკითხეთ ჩანაწერები. კარგი განწყობა და ღიმილი გარანტირებულია! წარმოიდგინეთ, რამდენი კარგი რამ ხდება მთელი წლის განმავლობაში, რაც არც კი გვამახსოვრდება.

უარყოფითი მოვლენების დამახსოვრება, რა თქმა უნდა, არ არის კარგი. მაგრამ თუ ცუდი მოვლენები არ გავიწყებთ თავს, შეეცადეთ გათავისუფლდეთ მათგან. ჩამოწერეთ ფურცელზე ყველა ცუდი ამბავი და დაწვით. ახალი წლის სუფთა ფურცლიდან დაწყება საკმაოდ სიმბოლური იქნება.

წარმოიდგინეთ, როგორ გამოუკეთდებათ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს განწყობა, როდესაც საფოსტო ყუთში ნამდვილ მისალოც ბარათს აღმოაჩენენ.

ვხაზავთ მთელი ოჯახის წევრების ხელის მტევნებს და კედელზე ნამდვილ საახალწლო ნაძვის ხეს ვაკეთებთ. ყველაზე დიდი ხელისგულები ცხადია, ქვემოთ მოიყრის თავს, ყველაზე პატარა კი ნაძვის ხის კენწეროდ გამოდგება. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ შეიცვლება ნაძვის ხის ზომები დროთა განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უკვე გაიზარდეთ, გულში ყოველთვის უნდა იყოს სასწაულების ადგილი. დაწერეთ წერილი, რა გსურთ ახალ წელს ან საერთოდ, რას ელოდებით ახალი წლისგან. წლის ბოლოს გახსენით წერილი და ნახეთ, რამდენად ასრულდა თქვენი სურვილები.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს