პოლიტიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეპოქალური ქართველი ქალები, რომლებმაც საკუთარ სფეროში დიდი აღიარება მოიპოვეს
ეპოქალური ქართველი ქალები, რომლებმაც საკუთარ სფეროში დიდი აღიარება მოიპოვეს

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა 21-ე სა­უ­კუ­ნეა, ქა­ლე­ბის­თვის თვით­რე­ა­ლი­ზე­ბა მსოფ­ლი­ოს უმე­ტეს ქვეყ­ნებ­ში ჯერ კი­დევ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. გენ­დერულ სტე­რე­ო­ტი­პებს ახ­ლაც მყა­რად აქვს ფეს­ვე­ბი გად­გმუ­ლი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

AMBEBI.GE ამ სტა­ტი­ა­ში წარ­მო­გიდ­გენთ ქალ­ბა­ტო­ნებს, რომ­ლებ­მაც იმ სფე­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მელ­შიც მოღ­ვა­წე­ობ­დნენ, უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს.

ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი

ქარ­თვე­ლი ფერმ­წე­რი, გრა­ფი­კო­სი, თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მხატ­ვა­რი ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი 1898 წლის 18 აპ­რილს ქა­ლაქ თე­ლავ­ში და­ი­ბა­და.

1906-1907 წლებ­ში ელე­ნეს ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და, სა­დაც ახალ­და­არ­სე­ბულ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში და­ი­წყო სწავ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ელე­ნემ გიგო გა­ბაშ­ვი­ლის სტი­პენ­დია მი­ი­ღო და სას­წავ­ლებ­ლად პა­რიზ­ში ჩა­ვი­და. 1926 წელს პა­რიზ­ში ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მო­ე­წყო, სა­დაც მის­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა ფრან­გი კრი­ტი­კო­სე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ახვლე­დი­ა­ნის ნა­ხა­ტე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­მარ­თულ სუ­რა­თე­ბის გა­მო­ფე­ნა­ზე გა­იგ­ზავ­ნა. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლი იყო ევ­რო­პის ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა ჰო­ლან­დია და შვე­ი­ცა­რია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, მან მხატ­ვრუ­ლად 72 სპექ­ტაკ­ლი გა­ა­ფორ­მა. 1972 წელს ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი გახ­და პირ­ვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია მი­ი­ღო.

დები იშხნე­ლე­ბი

დები იშხნე­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში გი­ორ­გი იშხნე­ლის ოჯახ­ში და­ი­ბად­ნენ. ოჯა­ხუ­რი ან­სამ­ბლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობ­და. დები იშხნე­ლე­ბის ან­სამ­ბლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1941 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ვო­კა­ლურ კვარ­ტეტს დები: ნინო, ამა­რი, ზი­ნა­ი­და და ალექ­სან­დრა იშხნე­ლე­ბი შე­ად­გენ­დნენ. 1955 წლი­დან ალექ­სან­დრა მის­მა დამ, მა­რი­ამ­მა შეც­ვა­ლა. დები იშხნე­ლე­ბი ქარ­თუ­ლი ქა­ლა­ქუ­რი რო­მან­სის ფუ­ძემ­დებ­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის წლებ­ში კვარ­ტე­ტი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­ში მარ­თავ­და კონ­ცერ­ტებს. ან­სამ­ბლმა დიდი როლი შე­ას­რუ­ლა ქარ­თუ­ლი სამ­ხმი­ა­ნი ქა­ლა­ქუ­რი სა­სიმ­ღე­რო ფოლკ­ლო­რის დახ­ვე­წის, რე­პერ­ტუ­ა­რის გამ­დიდ­რე­ბი­სა და პრო­პა­გან­დის საქ­მე­ში.

მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე

1948 წელს მომ­ღერ­ლე­ბის - დები იშხნე­ლე­ბის ოჯახ­ში მომ­ღე­რა­ლი მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობს.

ბარ­ბა­რე ყი­ფი­ა­ნი

პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ფი­ზი­ო­ლო­გი ქალი, ევ­რო­პა­ში ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, მრა­ვა­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი შრო­მის ავ­ტო­რი და საფ­რან­გე­თის სა­მე­დი­ცი­ნო აკა­დე­მი­ის წევ­რი. იგი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ფსი­ქო-ფი­ზი­ო­ლო­გი ქალი იყო, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. მის ნაშ­რო­მებს ბავ­შვთა ფი­ზი­ო­ლო­გი­ი­სა და პა­თო­ლო­გი­ის სა­კი­თხებ­ზე, მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ოქ­როს მედ­ლის პრე­მი­ე­ბი. ბარ­ბა­რე ყი­ფი­ა­ნი ლექ­ცი­ებ­საც კი­თხუ­ლობ­და, 1908 წე­ლი­დან იგი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის სწავ­ლუ­ლი მდი­ვა­ნი გახ­და. 1910 წელს ბარ­ბა­რეს ინი­ცი­ა­ტი­ვით, ბრი­უ­სე­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქარ­თუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა და­არ­სდა. გარ­და ამი­სა, იგი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბის დაც­ვი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში.

სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი

უდი­დე­სი მსა­ხი­ო­ბი და შე­უ­და­რე­ბე­ლი ბე­ბია - სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი 1906 წლის 17 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და ბა­თუმ­ში. ოჯა­ხის თბი­ლის­ში გად­მოს­ვლის შემ­დეგ, 16 წლი­სამ ფა­ღა­ვას სამ­სა­ხი­ო­ბო სტუ­დი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა და სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. იგი მას­წავ­ლებ­ლე­ბად ახ­მე­ტელ­სა და მარ­ჯა­ნიშ­ვილს მი­იჩ­ნევ­და. ქარ­თულ კი­ნო­სა და თე­ატ­რში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი უამ­რა­ვი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი რო­ლის გარ­და, სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის უკ­ვდა­ვი სახე ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფის, "პინკ ფლო­ი­დის" ვი­დე­ოკ­ლიპ­ში - Money არის აღ­ბეჭ­დი­ლი.

ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი

ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი სპორ­ტის მოღ­ვა­წეა. იგი მსოფ­ლი­ოს ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნი, 11 გუნ­დუ­რი და 9 პი­რა­დი ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მფლო­ბე­ლია. 1978 წელს ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი გახ­და პირ­ვე­ლი ქალი მო­ჭად­რა­კე, ვი­საც დი­დოს­ტა­ტის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. 1997 წელს ფი­დეს 68-ე კონ­გრე­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­წეს­და ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თასი, სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დებ­ზე, რო­მე­ლიც გა­და­ე­ცე­მა ქვეყ­ნის ვაჟ­თა და ქალ­თა გუნ­დებს სა­უ­კე­თე­სო ჯა­მუ­რი შე­დე­გი­სათ­ვის. 1996 წელს მი­ე­ნი­ჭა სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სამი უმაღ­ლე­სი ჯილ­დო: სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ორ­დე­ნი, ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტე­ბის მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის სა­პა­ტიო ორ­დე­ნი და ევ­რო­პის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ორ­დე­ნი. 2001 წელს მისი სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა თბი­ლი­სის ჭად­რა­კის სა­სახ­ლეს.

მე­დეა სა­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ეპოქალური ქართველი ქალები, რომლებმაც საკუთარ სფეროში დიდი აღიარება მოიპოვეს

ეპოქალური ქართველი ქალები, რომლებმაც საკუთარ სფეროში დიდი აღიარება მოიპოვეს

მიუხედავად იმისა, რომ ახლა 21-ე საუკუნეა, ქალებისთვის თვითრეალიზება მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. გენდერულ სტერეოტიპებს ახლაც მყარად აქვს ფესვები გადგმული ქართულ საზოგადოებაში.

AMBEBI.GE ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ქალბატონებს, რომლებმაც იმ სფეროების განვითარებაში, რომელშიც მოღვაწეობდნენ, უდიდესი წვლილი შეიტანეს.

ელენე ახვლედიანი

ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი ელენე ახვლედიანი 1898 წლის 18 აპრილს ქალაქ თელავში დაიბადა.

1906-1907 წლებში ელენეს ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, სადაც ახალდაარსებულ სამხატვრო აკადემიაში დაიწყო სწავლა. მოგვიანებით ელენემ გიგო გაბაშვილის სტიპენდია მიიღო და სასწავლებლად პარიზში ჩავიდა. 1926 წელს პარიზში ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა მოეწყო, სადაც მისმა ნამუშევრებმა ფრანგი კრიტიკოსების ყურადღება მიიპყრო. გარკვეული დროის შემდეგ, ახვლედიანის ნახატები ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ სურათების გამოფენაზე გაიგზავნა. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჰოლანდია და შვეიცარია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მან მხატვრულად 72 სპექტაკლი გააფორმა. 1972 წელს ელენე ახვლედიანი გახდა პირველი ქალი, რომელმაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიიღო.

დები იშხნელები

დები იშხნელები ქუთაისში გიორგი იშხნელის ოჯახში დაიბადნენ. ოჯახური ანსამბლი საზოგადოების დიდი სიყვარულით სარგებლობდა. დები იშხნელების ანსამბლი ოფიციალურად 1941 წელს ჩამოყალიბდა. ვოკალურ კვარტეტს დები: ნინო, ამარი, ზინაიდა და ალექსანდრა იშხნელები შეადგენდნენ. 1955 წლიდან ალექსანდრა მისმა დამ, მარიამმა შეცვალა. დები იშხნელები ქართული ქალაქური რომანსის ფუძემდებლებად ითვლებიან. მეორე მსოფლიო ომის წლებში კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. ანსამბლმა დიდი როლი შეასრულა ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწის, რეპერტუარის გამდიდრებისა და პროპაგანდის საქმეში.

მანანა მენაბდე

1948 წელს მომღერლების - დები იშხნელების ოჯახში მომღერალი მანანა მენაბდე დაიბადა, რომელიც ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს.

ბარბარე ყიფიანი

პირველი ქართველი ფიზიოლოგი ქალი, ევროპაში ცნობილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, მრავალი ფუნდამენტური შრომის ავტორი და საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრი. იგი პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი ქალი იყო, რომელიც ევროპაში მოღვაწეობდა. მის ნაშრომებს ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებზე, მინიჭებული აქვს ოქროს მედლის პრემიები. ბარბარე ყიფიანი ლექციებსაც კითხულობდა, 1908 წელიდან იგი უნივერსიტეტის ჟურნალის სწავლული მდივანი გახდა. 1910 წელს ბარბარეს ინიციატივით, ბრიუსელის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართული განყოფილება დაარსდა. გარდა ამისა, იგი აქტიურად იყო ჩართული ქართული კულტურული ექსპონატების დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.

სესილია თაყაიშვილი

უდიდესი მსახიობი და შეუდარებელი ბებია - სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს დაიბადა ბათუმში. ოჯახის თბილისში გადმოსვლის შემდეგ, 16 წლისამ ფაღავას სამსახიობო სტუდიაში ჩააბარა და სასწავლებლის დამთავრებისთანავე რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა. იგი მასწავლებლებად ახმეტელსა და მარჯანიშვილს მიიჩნევდა. ქართულ კინოსა და თეატრში შესრულებული უამრავი დასამახსოვრებელი როლის გარდა, სესილია თაყაიშვილის უკვდავი სახე ცნობილი ჯგუფის, "პინკ ფლოიდის" ვიდეოკლიპში - Money არის აღბეჭდილი.

ნონა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტის მოღვაწეა. იგი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელია. 1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით, დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

მედეა სარიშვილი

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია