მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''სარფიანად გათხოვებაც მეძაობაა''
''სარფიანად გათხოვებაც მეძაობაა''

მსა­ხი­ო­ბი ზაზა ბეჟაშ­ვი­ლი, იგი­ვე ზუზუ, ერ­თდრო­უ­ლად ოთხ პრო­ექ­ტზეა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა ჯერ არც ერ­თზე არ და­უ­წყია. ერთი მათ­გა­ნი სე­რი­ა­ლია, რომ­ლის პრო­მოც უკვე ჩა­წე­რი­ლია, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­მე­ლი არხი იყი­დის და სად შეძ­ლებს მა­ყუ­რე­ბე­ლი ნახ­ვას. მე­ო­რე პრო­ექ­ტი მოს­კოვს უკა­შირ­დე­ბა, იქ იღე­ბენ ფილ­მს, რო­მელ­შიც და­ახ­ლო­ე­ბით ის თემა იქ­ნე­ბა წა­მო­წე­უ­ლი, რაც "მი­მი­ნო­ში"... მე­სა­მე გაგა გო­შა­ძის სპექ­ტაკ­ლია, რომ­ლის დად­გმაც ვა­კის სარ­დაფ­ში იგეგ­მე­ბა, ერთ-ერთ გმი­რად კი ზუზ­საც ვი­ხი­ლავთ. ცოტა ხან­ში მსა­ხი­ობს აზერ­ბა­ი­ჯან­ში მო­უხ­დე­ბა კას­ტინგზე გამ­გზავ­რე­ბა, ინ­გლი­სე­ლე­ბი "ალი და ნი­ნოს" იღე­ბენ, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მსა­ხი­ობ­თან სულ სხვა თე­მა­ზე, სტე­რე­ო­ტი­პებ­სა და ტრა­დი­ცი­ებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ.

- ჩემ­თვის ბევ­რი ტრა­დი­ცია ბნე­ლია. რა­საც ჩვენ ტრა­დი­ცი­ას ვე­ძა­ხით, შე­იძ­ლე­ბა, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის, ბა­ბუ­ე­ბის მო­გო­ნი­ლი იყოს და შემ­დეგ და­ერ­ქვა ტრა­დი­ცია. მა­გა­ლი­თად, ავი­ღოთ სუ-ფრის ტრა­დი­ცია, ზოგ­ჯერ სუფ­რა­ზე ყვე­ლა­ფე­რი ისე კარ­გად მი­დის, ისე კულ­ტუ­რუ­ლად ებ­მე­ბა სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი ერ­თმა­ნეთს, რომ გსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ ეს და­ზე­პი­რე­ბუ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი, მათი რი­გი­თო­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ცოტა მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლია და სი­ტუ­ა­ცი­ას უინ­ტე­რე­სოს ხდის. დაშ­ტამ­პუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი მა­ღი­ზი­ა­ნებს, ერ­თა­დერ­თი, რა­საც არას­დროს ვე­ხე­ბი, ჩვე­ნი რე­ლი­გი­აა, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბას არა­ნაი-რად არ გვიკ­რძა­ლავს.

- ოჯა­ხის შექ­მნამ­დე წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე რას ფიქ­რობ?

- ტრა­გე­დია არც წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბამ­დე თა­ნა­ცხოვ­რე­ბაა და არც ნიშ-ნო­ბით ოჯა­ხის შექ­მნა. ყვე­ლას თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი აქვს. პი­რა­დად მე არა­ნა­ი­რი ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მაქვს ქორ­წი­ნე­ბამ­დე წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე-ბაზე, პი­რი­ქით, მგო­ნია, რომ კარ­გი­ცაა. ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა ურ­თი­ერ­თო-ბის­თვის სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ფუჭ­დე­ბა, ამი­ტომ, თუ ისე უფრო კარ­გად იქ­ნე­ბი­ან, მა­შინ პრობ­ლე­მას ვე­რა­ფერ­ში ვერ ვხე­დავ.

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ ქა­ლის გან­ვლილ პი­რად ცხოვ­რე­ბას, როცა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აწყო­ბას გეგ­მავ?

- არა­ნა­ირს და ამას სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ. მთა­ვა­რია, იყოს ნამ­დვი­ლად ადა­მი­ა­ნი და ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი არ და­კარ­გოს. ვი­ღა­ცას რამ­დენ­ჯერ ვერ აე­წყო პი­რა­დი ცხოვ­რე-ბა, ეს ჩემი საქ­მე ნამ­დვი­ლად არ არის. პრინ­ციპ­ში, ზოგი არა­ა­და­მი­ა­ნობს და სიყ­ვა­რუ­ლის ძი­ე­ბა­ში გა­ბო­ზე­ბუ­ლე-ბს ეძა­ხის, მაგ­რამ მე ასე არ მი­ვიჩ­ნევ. წლო­ბით მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა მას­თან, ვი­საც ჩე­მამ­დე სე­რი­ო­ზუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და.

- რო­გორ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა უწო­დო მე­ძა­ვი?

- პრო­ცენ­ტუ­ლად ყვე­ლა ადა-მი­ან­ში დევს ეს თვი­სე­ბა – მე­ძა­ო­ბა. სარ­ფი­ა­ნად გა­თხო­ვე­ბაც კი მე­ძა­ო­ბაა. თუ ცოლი "კარ­გი ოჯა­ხი­დან" მოგ­ყავს და მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე სწო­რედ ფი-ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ეს უფ­როა მე­ძა­ო­ბა, ვიდ­რე შვი­ლის შე­სა­ნა­ხად სხე­უ­ლის გა­ყიდ­ვა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასეთ ქა­ლებს სუ­ლაც არ მოს­წონთ ეს საქ­მე.

- ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის მე­გობ­რო­ბა ვნე­ბის გა­რე­შე რამ­დე­ნა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი?

- სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ასე­ვე მქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა მეგო-ბრო­ბის შემ­დეგ წლო­ბით მქო­ნია ვნე-ბი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა იმ ადა­მი­ან­თან. თუ გაც­ნო­ბის შემ­დეგ ფლირ­ტი მა­ლე­ვე არ წა­მო­ვი­და, მერე ინ­ტი­მი ყოვ­ლად წარ-მო­უდ­გე­ნე­ლია.

- ადრე ქა­ლის პა­ტი­ოს­ნე­ბა მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და, დღეს რა არის გან­მსა­ზღვრე­ლი?

- კი, ასე იყო, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩიხ­ტი­კო­პე­ბით დამ­შვე­ნე­ბუ­ლებს არ ჰქონ­დათ სექ­სი?! გან­მსა­ზღრე­ლი არის შენი გო­ნე­ბა და ის, რას აკად­რებ სა­კუ­თარ თავს და რას – არა, თო­რემ ვინ რას იტყვის, ეს მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. პა­ტი­ოს-ნება არის ის, როცა ადა­მი­ან­თან ხარ და მისი ერ­თგუ­ლი რჩე­ბი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

''სარფიანად გათხოვებაც მეძაობაა''

''სარფიანად გათხოვებაც მეძაობაა''

მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი, იგივე ზუზუ, ერთდროულად ოთხ პროექტზეა დამტკიცებული, თუმცა აქტიური მუშაობა ჯერ არც ერთზე არ დაუწყია. ერთი მათგანი სერიალია, რომლის პრომოც უკვე ჩაწერილია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი არხი იყიდის და სად შეძლებს მაყურებელი ნახვას. მეორე პროექტი მოსკოვს უკაშირდება, იქ იღებენ ფილმს, რომელშიც დაახლოებით ის თემა იქნება წამოწეული, რაც ''მიმინოში''... მესამე გაგა გოშაძის სპექტაკლია, რომლის დადგმაც ვაკის სარდაფში იგეგმება, ერთ-ერთ გმირად კი ზუზსაც ვიხილავთ. ცოტა ხანში მსახიობს აზერბაიჯანში მოუხდება კასტინგზე გამგზავრება, ინგლისელები ''ალი და ნინოს'' იღებენ, თუმცა ამჯერად მსახიობთან სულ სხვა თემაზე, სტერეოტიპებსა და ტრადიციებზე ვისაუბრეთ.

- ჩემთვის ბევრი ტრადიცია ბნელია. რასაც ჩვენ ტრადიციას ვეძახით, შეიძლება, ჩვენი წინაპრების, ბაბუების მოგონილი იყოს და შემდეგ დაერქვა ტრადიცია. მაგალითად, ავიღოთ სუ-ფრის ტრადიცია, ზოგჯერ სუფრაზე ყველაფერი ისე კარგად მიდის, ისე კულტურულად ებმება სადღეგრძელოები ერთმანეთს, რომ გსიამოვნებს, მაგრამ ეს დაზეპირებული სადღეგრძელოები, მათი რიგითობის დაცვის აუცილებლობა ცოტა მომაბეზრებელია და სიტუაციას უინტერესოს ხდის. დაშტამპული ტრადიციები მაღიზიანებს, ერთადერთი, რასაც არასდროს ვეხები, ჩვენი რელიგიაა, რომელიც განვითარებას არანაი-რად არ გვიკრძალავს.

- ოჯახის შექმნამდე წყვილის თანაცხოვრებაზე რას ფიქრობ?

- ტრაგედია არც წყვილის ქორწინებამდე თანაცხოვრებაა და არც ნიშ-ნობით ოჯახის შექმნა. ყველას თავისი არჩევანი აქვს. პირადად მე არანაირი ნეგატიური დამოკიდებულება არ მაქვს ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრე-ბაზე, პირიქით, მგონია, რომ კარგიცაა. ხშირია შემთხვევა, როცა ურთიერთო-ბისთვის სახელის დარქმევის შემდეგ ყველაფერი ფუჭდება, ამიტომ, თუ ისე უფრო კარგად იქნებიან, მაშინ პრობლემას ვერაფერში ვერ ვხედავ.

- რა მნიშვნელობას ანიჭებ ქალის განვლილ პირად ცხოვრებას, როცა მასთან ურთიერთობის აწყობას გეგმავ?

- არანაირს და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მთავარია, იყოს ნამდვილად ადამიანი და ადამიანური თვისებები არ დაკარგოს. ვიღაცას რამდენჯერ ვერ აეწყო პირადი ცხოვრე-ბა, ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. პრინციპში, ზოგი არაადამიანობს და სიყვარულის ძიებაში გაბოზებულე-ბს ეძახის, მაგრამ მე ასე არ მივიჩნევ. წლობით მქონია ურთიერთობა მასთან, ვისაც ჩემამდე სერიოზული პირადი ცხოვრება ჰქონდა.

- როგორ ადამიანს შეიძლება უწოდო მეძავი?

- პროცენტულად ყველა ადა-მიანში დევს ეს თვისება – მეძაობა. სარფიანად გათხოვებაც კი მეძაობაა. თუ ცოლი ''კარგი ოჯახიდან'' მოგყავს და მთავარი სამიზნე სწორედ ფი-ნანსური მდგომარეობაა, ეს უფროა მეძაობა, ვიდრე შვილის შესანახად სხეულის გაყიდვა. დარწმუნებული ვარ, ასეთ ქალებს სულაც არ მოსწონთ ეს საქმე.

- ქალისა და მამაკაცის მეგობრობა ვნების გარეშე რამდენადაა შესაძლებელი?

- სავსებით შესაძლებელია, თუმცა ასევე მქონია შემთხვევა, როცა მეგო-ბრობის შემდეგ წლობით მქონია ვნე-ბიანი ურთიერთობა იმ ადამიანთან. თუ გაცნობის შემდეგ ფლირტი მალევე არ წამოვიდა, მერე ინტიმი ყოვლად წარ-მოუდგენელია.

- ადრე ქალის პატიოსნება მისი სექსუალური ცხოვრებით განისაზღვრებოდა, დღეს რა არის განმსაზღვრელი?

- კი, ასე იყო, მაგრამ მაინტერესებს, ჩიხტიკოპებით დამშვენებულებს არ ჰქონდათ სექსი?! განმსაზღრელი არის შენი გონება და ის, რას აკადრებ საკუთარ თავს და რას – არა, თორემ ვინ რას იტყვის, ეს მეასეხარისხოვანია. პატიოს-ნება არის ის, როცა ადამიანთან ხარ და მისი ერთგული რჩები.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს