მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აშიმშილა საკუთარი ძაღლი თაკო ჩარკვიანმა
რატომ აშიმშილა საკუთარი ძაღლი თაკო ჩარკვიანმა

თაკო ჩარ­კვი­ა­ნის ოჯახ­ში ცხო­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვართ. ჯან­სუღ ჩარ­კვი­ანს ლექ­სიც კი მი­უ­ძღვნია ერთ-ერ­თის­თვის. ცოტა ხნის წინ თა­კოს საყ­ვა­რე­ლი ძაღ­ლი გარ­და­ეც­ვა­ლა, მა­ნამ­დეც და­ღუპ­ვია ძაღ­ლე­ბი. ახლა სი­ა­მის კატა ჰყავს. რას სთხოვს თაკო ჩი­ნოვ­ნი­კებს და რო­მე­ლი დღის რცხვე­ნია ყვე­ლა­ზე მე­ტად, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი თა­ვად გა­გიმ­ხელთ.

- ჩემს ოჯახ­ში ყვე­ლას უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი. ბავ­შვო­ბი­დან გვყავ­და ძაღ­ლე­ბი. მა­მა­ჩემ­მა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ლექ­სი სწო­რედ პო­ნის მი­უ­ძღვნა. "დღეს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლის, ხა­სი­ათ­ზე ვარ ღვი­ნის, გუ­შინ დავ­მარ­ხე ძაღ­ლი, ია­პო­ნუ­რი ხინი...". დე­და­ჩემს ბავ­შვო­ბა­ში გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი ჰყო­ლია. ახ­ლაც ჰყავთ ჩემს მშობ­ლებს კო­კერ­სპა­ნი­ე­ლი. ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. პონი სა­ო­ცა­რი ძაღ­ლი იყო, უჭ­კვი­ა­ნე­სი. ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ზო­ბელს მწე­რე­ბის წა­მა­ლი და­უყ­რია ეზო­ში, სე­ირ­ნო­ბის დროს ალო­კა ალ­ბათ და... ყვე­ლა­ნა­ი­რი ზო­მე­ბი მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ ვე­ღარ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. რომ კვდე­ბო­და, ყვე­ლას სა­წოლ­თან მო­ვი­და და ცალ-ცალ­კე დაგ­ვემ­შვი­დო­ბა. მერე წა­ვი­და, დაწ­ვა. მთე­ლი ოჯა­ხი ღა­მეს ვუ­თე­ნებ­დით. ჯან­სუღს მისი თათი ეჭი­რა. სო­ლი­დუ­რი ასა­კიც ჰქონ­და, მაგ­რამ მო­წამ­ვლის ნი­ა­დაგ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მერე პოკა მო­ვიყ­ვა­ნეთ, პინ­ჩერს ჰგავ­და, მაგ­რამ სუფ­თა სის­ხლის არ იყო. დე­და­ჩე­მი ამო­ი­ჩე­მა, სა­ოც­რად უყ­ვარ­და. მა­ლე­ვე პუ­დე­ლი მო­ვიყ­ვა­ნეთ, იან­ჩო. ბიჭი იყო და ჩვენს დე­დალ პო­კას მოს­წონ­და. მა­მა­ჩე­მი შა­ყი­რობ­და, პო­კას პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი მოს­წონ­სო. მა­ლე­ვე პო­კაც გარ­და­იც­ვა­ლა.

- ორი ძაღ­ლის ერ­თდრო­უ­ლად მოვ­ლა არ უნდა იყოს ად­ვი­ლი.

- თუ გიყ­ვარს, რთუ­ლი არა­ფე­რია. მეტ­საც გე­ტყვით, აი, ამ სახ­ლში მყავ­და აზი­ურ-კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი. ჩემს მე­უღ­ლეს სვა­ნეთ­ში ჰყავ­და ძაღ­ლი, რო­მელ­საც ერ­ქვა ბა­გუ­ჟი და მთხო­ვა, იგი­ვე სა­ხე­ლი და­ვარ­ქვა­თო. მო­ფე­რე­ბით ბა­გუს ვე­ძახ­დით. ჯო­ნიმ მო­იყ­ვა­ნა ეს უზარ­მა­ზა­რი ძაღ­ლი შინ, ჩვე­ნი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი იყო. სამი თვი­დან გავ­ზარ­დეთ და არ მახ­სოვს დღე, რომ ცუ­დად მოქ­ცე­უ­ლი­ყოს. ინ­ტო­ნა­ცი­ით ხვდე­ბო­და, რა მოგ­ვწონ­და და რა - არა. მა­შინ ირმა პა­ტა­რა მყავ­და, ერთხელ ვუ­თხა­რი, ოთახ­ში არ შე­მოხ­ვი­დე, გო­გოს სძი­ნავს-მეთ­ქი და სულ კა­რის ზღურ-ბლთან იწვა. პა­ტა­რე­ბი ძაღ­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ, ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ პატ­რო­ნობ­და...

გა­რეთ მარ­ტო ვერ ვუშ­ვებ­დით, სულ რომ არა­ფე­რი და­ე­შა­ვე­ბი­ნა, იმ­ხე­ლა იყო, ვე­რა­ვის და­ა­ჯე­რებ­დი, რომ ჭკვი­ა­ნია და არ უკბენ­და. ამ ჯიშ­თან სიფრ­თხლე სა­ჭი­როა. აზი­ურ-კავ­კა­სი­ურ ძაღლს რა მო­უვ­ლის უცებ თავ­ში, არა­ვინ იცის. სტუ­მარს არ ერ­ჩო­და, მაგ­რამ მარ­ტო ვერ გა­ვი­დო­და სახ­ლი­დან, უნდა გა­გე­ცი­ლე­ბი­ნა. ადა­მი­ა­ნი­ვით იქ­ცე­ო­და, ხელს გა­დავ­ხვევ­დი და ტე­ლე­ვი­ზორს ერ­თად ვუ­ყუ­რებ­დით. ფან­ჯრის რა­ფა­ზე დად­გე­ბო­და წინა თა­თე­ბით, კა­ცი­ვით გა­დაე-ყუ­დე­ბო­და ფან­ჯრი­დან და სა­ა­თო­ბით ათ­ვა­ლი­ე­რებ­და გამ­ვლელ-გა­მომ­ვლელს. სიმ­სივ­ნე ჰქონ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და. ზა­ფხულ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იმ ოთახ­ში მყავ­და, სა­დაც შე­და­რე­ბით გრი­ლო­და, ბოლო დღე­ე­ბი უკვე ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა უჭირ­და. დე­დას გე­ფი­ცე­ბით, ძაღ­ლი თვა­ლე­ბით მი­ბო­დი­შებ­და, რომ მო­სავ­ლე­ლი გა­მიხ­და, რომ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და. ამას სა­კუ­თა­რი თვა­ლით თუ არ ნა­ხავ, ვერ და­ი­ჯე­რებ. ძაღლს რცხვე­ნო­და!

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რატომ აშიმშილა საკუთარი ძაღლი თაკო ჩარკვიანმა

რატომ აშიმშილა საკუთარი ძაღლი თაკო ჩარკვიანმა

თაკო ჩარკვიანის ოჯახში ცხოველები ძალიან უყვართ. ჯანსუღ ჩარკვიანს ლექსიც კი მიუძღვნია ერთ-ერთისთვის. ცოტა ხნის წინ თაკოს საყვარელი ძაღლი გარდაეცვალა, მანამდეც დაღუპვია ძაღლები. ახლა სიამის კატა ჰყავს. რას სთხოვს თაკო ჩინოვნიკებს და რომელი დღის რცხვენია ყველაზე მეტად, ჩვენი რესპონდენტი თავად გაგიმხელთ.

- ჩემს ოჯახში ყველას უყვარს ცხოველები. ბავშვობიდან გვყავდა ძაღლები. მამაჩემმა ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი სწორედ პონის მიუძღვნა. ''დღეს, უპირველეს ყოვლის, ხასიათზე ვარ ღვინის, გუშინ დავმარხე ძაღლი, იაპონური ხინი...''. დედაჩემს ბავშვობაში გერმანული ნაგაზი ჰყოლია. ახლაც ჰყავთ ჩემს მშობლებს კოკერსპანიელი. ყველას ძალიან გვიყვარს. პონი საოცარი ძაღლი იყო, უჭკვიანესი. ტრაგიკულად გარდაიცვალა. მეზობელს მწერების წამალი დაუყრია ეზოში, სეირნობის დროს ალოკა ალბათ და... ყველანაირი ზომები მივიღეთ, მაგრამ ვეღარ გადავარჩინეთ. რომ კვდებოდა, ყველას საწოლთან მოვიდა და ცალ-ცალკე დაგვემშვიდობა. მერე წავიდა, დაწვა. მთელი ოჯახი ღამეს ვუთენებდით. ჯანსუღს მისი თათი ეჭირა. სოლიდური ასაკიც ჰქონდა, მაგრამ მოწამვლის ნიადაგზე გარდაიცვალა. მერე პოკა მოვიყვანეთ, პინჩერს ჰგავდა, მაგრამ სუფთა სისხლის არ იყო. დედაჩემი ამოიჩემა, საოცრად უყვარდა. მალევე პუდელი მოვიყვანეთ, იანჩო. ბიჭი იყო და ჩვენს დედალ პოკას მოსწონდა. მამაჩემი შაყირობდა, პოკას პატარა ბიჭები მოსწონსო. მალევე პოკაც გარდაიცვალა.

- ორი ძაღლის ერთდროულად მოვლა არ უნდა იყოს ადვილი.

- თუ გიყვარს, რთული არაფერია. მეტსაც გეტყვით, აი, ამ სახლში მყავდა აზიურ-კავკასიური ნაგაზი. ჩემს მეუღლეს სვანეთში ჰყავდა ძაღლი, რომელსაც ერქვა ბაგუჟი და მთხოვა, იგივე სახელი დავარქვათო. მოფერებით ბაგუს ვეძახდით. ჯონიმ მოიყვანა ეს უზარმაზარი ძაღლი შინ, ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყო. სამი თვიდან გავზარდეთ და არ მახსოვს დღე, რომ ცუდად მოქცეულიყოს. ინტონაციით ხვდებოდა, რა მოგვწონდა და რა - არა. მაშინ ირმა პატარა მყავდა, ერთხელ ვუთხარი, ოთახში არ შემოხვიდე, გოგოს სძინავს-მეთქი და სულ კარის ზღურ-ბლთან იწვა. პატარები ძაღლებს ძალიან უყვართ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ პატრონობდა...

გარეთ მარტო ვერ ვუშვებდით, სულ რომ არაფერი დაეშავებინა, იმხელა იყო, ვერავის დააჯერებდი, რომ ჭკვიანია და არ უკბენდა. ამ ჯიშთან სიფრთხლე საჭიროა. აზიურ-კავკასიურ ძაღლს რა მოუვლის უცებ თავში, არავინ იცის. სტუმარს არ ერჩოდა, მაგრამ მარტო ვერ გავიდოდა სახლიდან, უნდა გაგეცილებინა. ადამიანივით იქცეოდა, ხელს გადავხვევდი და ტელევიზორს ერთად ვუყურებდით. ფანჯრის რაფაზე დადგებოდა წინა თათებით, კაცივით გადაე-ყუდებოდა ფანჯრიდან და საათობით ათვალიერებდა გამვლელ-გამომვლელს. სიმსივნე ჰქონდა. ბოლო პერიოდში ძალიან გაუჭირდა. ზაფხულში გარდაიცვალა. იმ ოთახში მყავდა, სადაც შედარებით გრილოდა, ბოლო დღეები უკვე ფეხზე წამოდგომა უჭირდა. დედას გეფიცებით, ძაღლი თვალებით მიბოდიშებდა, რომ მოსავლელი გამიხდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა. ამას საკუთარი თვალით თუ არ ნახავ, ვერ დაიჯერებ. ძაღლს რცხვენოდა!

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება