პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წამი, სახელად მეგობრობა
წამი, სახელად მეგობრობა

იმ დღეს გია მირ­ზაშ­ვილს სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მის დაც­ვა ჰქონ­და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში. რა­ღაც მოხ­და და დაც­ვა გა­და­დეს... სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მი­სულ მე­გობ­რებ­თან - ირაკ­ლი ჩარ­კვი­ან­თან და ლე­ვან ღო­ღო­ბე­რი­ძეს­თან ერ­თად და­ეშ­ვა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის­კენ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე იყო, თით­ქოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბო­და: რო­გორც ყო­ველ­თვის, ერ­თად იყ­ვნენ. ოპე­რის ბაღ­ში შე­ვიდ­ნენ და უცებ ლე­ვან­მა - მოდი, ფოტო გა­და­ვი­ღო­თო...

ად­რეც ხდე­ბო­და: შემ­თხვე­ვით გა­და­ი­ღებ­დნენ სუ­რათს, მაგ­რამ ეს შემ­თხვე­ვი­თო­ბა სხვა­ნა­ი­რი იყო - ერთ წამ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი, რომ ის წამი, რო­მელ­შიც ხარ და ცო­ცხლობ, ძვირ­ფა­სია. მერე და­უ­ძა­ხებ­დი ფო­ტოგ­რაფს, რო­მე­ლიც ბა­ღის აგურ­მოყ­რი­ლი ბი­ლი­კე­ბის გას­წვრივ სად­მე ჩრდილ­ში იჯდა და ისიც ხა­ლი­სი­ა­ნად მო­გი­ახ­ლოვ­დე­ბო­და... აპა­რატს მო­ი­მარ­ჯვებ­და და - ჩხიკ! გა­და­ღე­ბუ­ლი იყო წამი, რო­მე­ლიც გიყ­ვარ­და.

მე­გობ­რებს, რომ­ლებ­საც ფო­ტო­ზე ხე­დავთ, თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი სამ­ყა­რო ჰქონ­და - თა­ვი­სი დიდი სი­მარ­ტო­ვე. ლე­ვან ღო­ღო­ბე­რი­ძე ისე­თი­ვე კარ­გი მთარ­გმნე­ლი იყო, რო­გო­რი კარ­გი მომ­ღე­რა­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რიც - ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი და ფერმ­წე­რი - გია მირ­ზაშ­ვი­ლი...

ამ სამი ბი­ჭის (მა­შინ ბი­ჭე­ბის) სა­ერ­თო ის წამი იყო, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით აბედ­ნი­ე­რებ­დათ, წამი, სა­ხე­ლად მე­გობ­რო­ბა, გა­ტა­ნა, სა­ი­დუმ­ლოს შე­ნახ­ვა, კა­მა­თი, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე მსჯე­ლო­ბა... წამი, სა­ხე­ლად "ერ­თად ყოფ­ნა".

"სად არ გვი­ხე­ტი­ა­ლია. ამ­დე­ნი კა­მა­თი. ამ­დე­ნი ემო­ცია. რამ­დე­ნი ბოთ­ლი, რამ­დე­ნი ოვა­ცია? კეპი. ლა­ბა­და. პორ­ტრე­ტი პო­ე­ტის. თავს გა­და­ხოტ­რილს დიდ­ხანს ათოვ­და, წა­ვი­და თვი­თონ, სი­ნათ­ლე და­ტო­ვა", - გი­ორ­გი მირ­ზაშ­ვილ­მა და­წე­რა ირაკ­ლი­ზე წლე­ბის მერე, რაც მე­გო­ბა­რი ზე­ცი­ერს შე­უ­ერ­თდა...

მერე ლე­ვა­ნი წა­ვი­და და გია მირ­ზაშ­ვილ­მა ისევ და­წე­რა: "გულ­ში გვე­დო სევ­და რუხი და ფიქ­რე­ბი აზ­რი­ა­ნი,/სა­უ­ბა­რი შე­საქ­ცე­ვი და სი­ბე­რე ად­რი­ა­ნი".

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

წამი, სახელად მეგობრობა

წამი, სახელად მეგობრობა

იმ დღეს გია მირზაშვილს სადიპლომო ნაშრომის დაცვა ჰქონდა სამხატვრო აკადემიაში. რაღაც მოხდა და დაცვა გადადეს... საგულშემატკივროდ მისულ მეგობრებთან - ირაკლი ჩარკვიანთან და ლევან ღოღობერიძესთან ერთად დაეშვა რუსთაველის გამზირისკენ. ჩვეულებრივი დღე იყო, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა: როგორც ყოველთვის, ერთად იყვნენ. ოპერის ბაღში შევიდნენ და უცებ ლევანმა - მოდი, ფოტო გადავიღოთო...

ადრეც ხდებოდა: შემთხვევით გადაიღებდნენ სურათს, მაგრამ ეს შემთხვევითობა სხვანაირი იყო - ერთ წამში აღმოჩენილი, რომ ის წამი, რომელშიც ხარ და ცოცხლობ, ძვირფასია. მერე დაუძახებდი ფოტოგრაფს, რომელიც ბაღის აგურმოყრილი ბილიკების გასწვრივ სადმე ჩრდილში იჯდა და ისიც ხალისიანად მოგიახლოვდებოდა... აპარატს მოიმარჯვებდა და - ჩხიკ! გადაღებული იყო წამი, რომელიც გიყვარდა.

მეგობრებს, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ, თითოეულს თავისი სამყარო ჰქონდა - თავისი დიდი სიმარტოვე. ლევან ღოღობერიძე ისეთივე კარგი მთარგმნელი იყო, როგორი კარგი მომღერალი და კომპოზიტორიც - ირაკლი ჩარკვიანი და ფერმწერი - გია მირზაშვილი...

ამ სამი ბიჭის (მაშინ ბიჭების) საერთო ის წამი იყო, რომელიც ერთმანეთთან ურთიერთობით აბედნიერებდათ, წამი, სახელად მეგობრობა, გატანა, საიდუმლოს შენახვა, კამათი, ლიტერატურაზე მსჯელობა... წამი, სახელად "ერთად ყოფნა".

"სად არ გვიხეტიალია. ამდენი კამათი. ამდენი ემოცია. რამდენი ბოთლი, რამდენი ოვაცია? კეპი. ლაბადა. პორტრეტი პოეტის. თავს გადახოტრილს დიდხანს ათოვდა, წავიდა თვითონ, სინათლე დატოვა", - გიორგი მირზაშვილმა დაწერა ირაკლიზე წლების მერე, რაც მეგობარი ზეციერს შეუერთდა...

მერე ლევანი წავიდა და გია მირზაშვილმა ისევ დაწერა: "გულში გვედო სევდა რუხი და ფიქრები აზრიანი,/საუბარი შესაქცევი და სიბერე ადრიანი".

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია