სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველების ძვირად ღირებული ნივთები
ცნობილი ქართველების ძვირად ღირებული ნივთები

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად იწო­ნე­ბენ თავს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ნივ­თე­ბით, ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის სა­მო­სი­თა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბით. მარ­თა­ლია, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის მსგავ­სად მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კა­ბე­ბით არ და­დი­ან და არც წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გავ­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბა აქვთ, თუმ­ცა, ეს ხელს სუ­ლაც არ უშ­ლით, ლა­მა­ზად და გე­მოვ­ნე­ბით ეც­ვათ. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ, გაგ­ვერ­კვია, რა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­მო­სი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბია ქარ­თვე­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დე­რობ­ში.

ზა­ლი­კო ბერ­გე­რი, დი­ზა­ი­ნე­რი: "ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პა­ტეკ ფი­ლი­პის სა­ა­თი მაქვს, რო­მე­ლიც ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა მა­ჩუ­ქა. მისი ფასი 20.000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რია და ახ­ლაც ხელ­ზე მი­კე­თია".

ლიკა ყაზ­ბე­გი, დი­ზა­ი­ნე­რი: "ჩემს გარ­დე­რობ­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, მა­დო­ნა ხა­რა­ტიშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი ჩექ­მაა, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია - ერთ-ერთ ჩვე­ნე­ბა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს ამ ჩექ­მის მეტი არა­ფე­რი გა­და­უ­ღი­ათ. და­ახ­ლო­ე­ბით 1.000 ლარი ღირს, თუმ­ცა, მე ეს თან­ხა არ გა­და­მიხ­დია, მა­ჩუ­ქეს. სა­ერ­თოდ, ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნე­რებ­მა გა­მა­ნე­ბივ­რეს სა­ჩუქ­რე­ბით და გა­და­მაჩ­ვი­ეს ყიდ­ვას. მაქვს ნინო გო­გი­ბე­რი­ძის ყა­ბა­ლა­ხი, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია და ხელ­ნა­კე­თია".

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი: "ერ­თმა ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ­მა ადა­მი­ან­მა სა­ო­ცა­რი სი­ურპრი­ზი გა­მი­კე­თა - მან­ქა­ნა არ მყავ­და და და­ბა­დე­ბის დღე­ზე ღ-კლა­სის "მერ­სე­დე­სი" მა­ჩუ­ქა. ის ჩემ­თვის ძმა­სა­ვით არის და ამი­ტომ სა­ჩუ­ქარ­ზე უარი არ მით­ქვამს. ეს იყო ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი რამ, რაც უჩუ­ქე­ბი­ათ. თუმ­ცა, 15 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი Lონ­გი­ნე -ის სა­ა­თიც მა­ჩუ­ქეს, ისიც ისეთ­მა ადა­მი­ან­მა, ვის­გა­ნაც არ მო­მე­რი­და გა­მორ­თმე­ვა".

ია ფა­რუ­ლა­ვა, მსა­ხი­ო­ბი: "რო­გორ გგო­ნი­ათ, დღე­ვან­დელ მა­ღალ კრი­მი­ნო­გე­ნულ ატ­მოს­ფე­რო­ში სა­ხალ­ხოდ უნდა ვთქვა, რა არის ჩემი ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თი? თუმ­ცა, მა­ინც გე­ტყვით: ეს არის Hermess -ის ჩან­თა, რო­მე­ლიც 5.000 ევრო ღირს და ქურ­ქი, მისი ფასი 10.000 ევ­როა და, რა თქმა უნდა, ჩემი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც შე­უ­ფა­სე­ბე­ლია".

ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი: "ჩემს გარ­დე­რობ­ში არ არის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, რაც მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი სა­შუ­ა­ლო ფა­სი­საა. მი­ლი­არ­დე­რი რომ ვიყო, არ და­ვი­შუ­რებ­დი ფულს და ვი­ყიდ­დი ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს. სამ­წუ­ხა­როდ, არა გვაქვს მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, ამი­ტომ რო­გორც ყვე­ლა, ისე ვიც­ვამ. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი რამ მაქვს - ვი­ვი­ენ ვესტვუ­დის წი­თე­ლი ჩან­თა, ბაფ­თის ფორ­მა აქვს, და ივ-სენ ლო­რა­ნის ფეხ­საც­მე­ლე­ბი. ფასი არ ვიცი, მა­ჩუ­ქეს, ალ­ბათ, სა­მა­სი-ოთხა­სი დო­ლა­რი ღირს".

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

ცნობილი ქართველების ძვირად ღირებული ნივთები

ცნობილი ქართველების ძვირად ღირებული ნივთები

ცნობილი ადამიანები ხშირად იწონებენ თავს ექსკლუზიური ნივთებით, ცნობილი ბრენდების სამოსითა და აქსესუარებით. მართალია, ჰოლივუდის ვარსკვლავების მსგავსად მილიონიანი კაბებით არ დადიან და არც წითელ ხალიჩაზე გავლის ბედნიერება აქვთ, თუმცა, ეს ხელს სულაც არ უშლით, ლამაზად და გემოვნებით ეცვათ. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რა ძვირად ღირებული სამოსი და აქსესუარებია ქართველი ცნობილი ადამიანების გარდერობში.

ზალიკო ბერგერი, დიზაინერი: "ყველაზე ძვირად ღირებული პატეკ ფილიპის საათი მაქვს, რომელიც ნინა წკრიალაშვილმა მაჩუქა. მისი ფასი 20.000 ამერიკული დოლარია და ახლაც ხელზე მიკეთია".

ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი: "ჩემს გარდერობში ყველაზე ძვირად ღირებული დიზაინერის, მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი ჩექმაა, რომელიც ხელოვნების ნიმუშია - ერთ-ერთ ჩვენებაზე ჟურნალისტებს ამ ჩექმის მეტი არაფერი გადაუღიათ. დაახლოებით 1.000 ლარი ღირს, თუმცა, მე ეს თანხა არ გადამიხდია, მაჩუქეს. საერთოდ, ქართველმა დიზაინერებმა გამანებივრეს საჩუქრებით და გადამაჩვიეს ყიდვას. მაქვს ნინო გოგიბერიძის ყაბალახი, რომელიც აგრეთვე ხელოვნების ნიმუშია და ხელნაკეთია".

ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი: "ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა საოცარი სიურპრიზი გამიკეთა - მანქანა არ მყავდა და დაბადების დღეზე ღ-კლასის "მერსედესი" მაჩუქა. ის ჩემთვის ძმასავით არის და ამიტომ საჩუქარზე უარი არ მითქვამს. ეს იყო ყველაზე ძვირად ღირებული რამ, რაც უჩუქებიათ. თუმცა, 15 ათას დოლარად ღირებული Lონგინე -ის საათიც მაჩუქეს, ისიც ისეთმა ადამიანმა, ვისგანაც არ მომერიდა გამორთმევა".

ია ფარულავა, მსახიობი: "როგორ გგონიათ, დღევანდელ მაღალ კრიმინოგენულ ატმოსფეროში სახალხოდ უნდა ვთქვა, რა არის ჩემი ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი? თუმცა, მაინც გეტყვით: ეს არის Hermess -ის ჩანთა, რომელიც 5.000 ევრო ღირს და ქურქი, მისი ფასი 10.000 ევროა და, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე, რომელიც შეუფასებელია".

ნუკი კოშკელიშვილი, ტელეწამყვანი: "ჩემს გარდერობში არ არის ძვირად ღირებული ნივთები, რაც მაქვს, ყველაფერი საშუალო ფასისაა. მილიარდერი რომ ვიყო, არ დავიშურებდი ფულს და ვიყიდდი ყველაზე ძვირად ღირებულ ნივთებს. სამწუხაროდ, არა გვაქვს მაღალი შემოსავალი, ამიტომ როგორც ყველა, ისე ვიცვამ. ძვირად ღირებული ერთადერთი რამ მაქვს - ვივიენ ვესტვუდის წითელი ჩანთა, ბაფთის ფორმა აქვს, და ივ-სენ ლორანის ფეხსაცმელები. ფასი არ ვიცი, მაჩუქეს, ალბათ, სამასი-ოთხასი დოლარი ღირს".

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია