საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსი ბატიაშვილმა მისი დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა
ალექსი ბატიაშვილმა მისი დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვილ­მა მისი და­კი­თხვის ოქმი არ და­ა­დას­ტუ­რა და ხელი არ მო­ა­წე­რა. ამის შე­სა­ხებ და­კი­თხვის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს ბა­ტი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან სა­მუ­ში­ამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც სა­მუ­შია აცხა­დებს, და­კი­თხვა დარ­ღვე­ვე­ბით წა­რი­მარ­თა. მისი თქმით, და­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­კი­თხვის ოქ­მში არ იყო ასა­ხუ­ლი ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვი­ლის პა­სუ­ხე­ბი სრუ­ლად და არ იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ბა­ტი­აშ­ვი­ლის და მისი ად­ვო­კა­ტის პრო­ტეს­ტი.

"და­კი­თხვა წა­რი­მარ­თა სა­ო­ცა­რი დარ­ღვე­ვე­ბით, ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მსგავ­სი რამ მოხ­დე­ბო­და. და­კი­თხვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვი­ლი რო­დე­საც სცემ­და პა­სუხს, გა­მომ­ძი­ე­ბელ ფუტ­კა­რა­ძეს პა­სუ­ხე­ბი არ მოს­წონ­და და ცდი­ლობ­და, რომ სხვა პა­სუ­ხე­ბი მი­ე­ღო, რა­ზეც პრო­ტეს­ტი და­ვა­ფიქ­სი­რეთ და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტეს­ტი იქნა ჩვენს თვალ­წინ ოქ­მში შე­ტა­ნი­ლი. რო­დე­საც და­კი­თხვა დას­რულ­და, წარ­მოდგვიდ­გი­ნეს ოქ­მე­ბი და სა­ოც­რე­ბა მოხ­და. და­კი­თხვის ოქ­მში ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვი­ლის პა­სუ­ხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ იქნა ასა­ხუ­ლი ისე, რო­გორც იყო ნათ­ქვა­მი, უმ­რავ­ლე­სო­ბა კი იქნა ამო­ღე­ბუ­ლი. პრო­ტეს­ტე­ბი არ იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მას შემ­დეგ, რაც მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვა გა­აპ­რო­ტეს­ტეს, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მე­ო­რე ოქმი წა­რუდ­გი­ნა, სა­დაც პრო­ტეს­ტი იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა, და­კი­თხვის პრო­ცე­სი არ იყო სრულ­ფა­სოვ­ნად ასა­ხუ­ლი. სა­მუ­ში­ას თქმით, მათ ეს ოქ­მიც გა­აპ­რო­ტეს­ტეს და და­კი­თხვის ოქ­მში ასა­ხულ ფაქ­ტებს არ და­ე­თან­ხმნენ.

"ბა­ტი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არ იზი­ა­რებ­და ასა­ხულ ფაქ­ტებს, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ და­ა­დას­ტუ­რებ­და და აღ­ნიშ­ნულ ოქ­მზე ხელს ვერ მო­ა­წერ­და", - გა­ნა­ცხა­და სა­მუ­ში­ამ.

კი­თხვა­ზე, იყო თუ არა ზე­წო­ლა და­კი­თხვის დროს, სა­მუ­ში­ამ გა­ნა­ცხა­და: "ზე­წო­ლას ვერ გაგ­ვი­ბე­დავ­დნენ, მაგ­რამ იყო შე­ფა­რუ­ლი, ასე ვთქვათ, მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ სა­სურ­ვე­ლი პა­სუ­ხე­ბი მი­ე­ღო გა­მომ­ძი­ე­ბელს".

ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვი­ლი მზად არის, ნე­ბის­მი­ერ დროს გა­მო­ცხად­დეს და­კი­თხვა­ზე და ითა­ნამ­შრომ­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას­თან.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს დღეს 14.00 სა­ა­თი­დან კი­თხავ­დნენ. ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვილ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა უკო­მენ­ტა­როდ და­ტო­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, და­კი­თხვა­ზე შეს­ვლამ­დე კი ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას "სილ­ქნე­ტის" ფი­ნან­სურ დი­რექ­ტორ­თან მისი ნა­თე­სა­უ­რო კავ­ში­რი და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ ტენ­დე­რის დროს მას­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვი­ლი კომ­პა­ნია "სილ­ქნე­ტის" ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის ახლო ნა­თე­სა­ვია და საქ­მის მა­სა­ლებ­ში იკ­ვე­თე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და კომ­პა­ნია "სილ­ქნეტს" შო­რის გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელს აწერს სწო­რედ ბა­ტი­აშ­ვი­ლი.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის საქ­მე­ზე სა­მი­ნის­ტროს ხუთი თა­ნამ­შრო­მე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ხუ­თი­ვე და­კა­ვე­ბულს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. საქ­მეს გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" ადევს.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს კომ­პა­ნია "სილ­ქნე­ტის" სა­სარ­გებ­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 4 102 872 ლა­რის გაფ­ლან­გვა ედე­ბათ ბრა­ლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ალექსი ბატიაშვილმა მისი დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა

ალექსი ბატიაშვილმა მისი დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა მისი დაკითხვის ოქმი არ დაადასტურა და ხელი არ მოაწერა. ამის შესახებ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ბატიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა.

როგორც სამუშია აცხადებს, დაკითხვა დარღვევებით წარიმართა. მისი თქმით, დაკითხვის დასრულების შემდეგ დაკითხვის ოქმში არ იყო ასახული ალექსი ბატიაშვილის პასუხები სრულად და არ იყო დაფიქსირებული ბატიაშვილის და მისი ადვოკატის პროტესტი.

"დაკითხვა წარიმართა საოცარი დარღვევებით, ვერც ვიფიქრებდი, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მსგავსი რამ მოხდებოდა. დაკითხვის მიმდინარეობისას ალექსი ბატიაშვილი როდესაც სცემდა პასუხს, გამომძიებელ ფუტკარაძეს პასუხები არ მოსწონდა და ცდილობდა, რომ სხვა პასუხები მიეღო, რაზეც პროტესტი დავაფიქსირეთ და შესაბამისი პროტესტი იქნა ჩვენს თვალწინ ოქმში შეტანილი. როდესაც დაკითხვა დასრულდა, წარმოდგვიდგინეს ოქმები და საოცრება მოხდა. დაკითხვის ოქმში ალექსი ბატიაშვილის პასუხების უმრავლესობა არ იქნა ასახული ისე, როგორც იყო ნათქვამი, უმრავლესობა კი იქნა ამოღებული. პროტესტები არ იყო დაფიქსირებული", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მათ აღნიშნული დარღვევა გააპროტესტეს, გამომძიებელმა მეორე ოქმი წარუდგინა, სადაც პროტესტი იყო დაფიქსირებული, თუმცა, დაკითხვის პროცესი არ იყო სრულფასოვნად ასახული. სამუშიას თქმით, მათ ეს ოქმიც გააპროტესტეს და დაკითხვის ოქმში ასახულ ფაქტებს არ დაეთანხმნენ.

"ბატიაშვილმა განაცხადა, რომ არ იზიარებდა ასახულ ფაქტებს, შესაბამისად, ვერ დაადასტურებდა და აღნიშნულ ოქმზე ხელს ვერ მოაწერდა", - განაცხადა სამუშიამ.

კითხვაზე, იყო თუ არა ზეწოლა დაკითხვის დროს, სამუშიამ განაცხადა: "ზეწოლას ვერ გაგვიბედავდნენ, მაგრამ იყო შეფარული, ასე ვთქვათ, მცდელობა იმისა, რომ სასურველი პასუხები მიეღო გამომძიებელს".

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ალექსი ბატიაშვილი მზად არის, ნებისმიერ დროს გამოცხადდეს დაკითხვაზე და ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დღეს 14.00 საათიდან კითხავდნენ. ალექსი ბატიაშვილმა პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა.

პროკურატურაში, დაკითხვაზე შესვლამდე კი ალექსი ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას "სილქნეტის" ფინანსურ დირექტორთან მისი ნათესაურო კავშირი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ტენდერის დროს მასთან შეხება არ ჰქონია.

პროკურატურის ინფორმაციით, ალექსი ბატიაშვილი კომპანია "სილქნეტის" ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია და საქმის მასალებში იკვეთება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია "სილქნეტს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს სწორედ ბატიაშვილი.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე სამინისტროს ხუთი თანამშრომელია დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.

თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ