სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენება" ჩინურად და დოკუმენტი გრიფით - საიდუმლო
"შენება" ჩინურად და დოკუმენტი გრიფით - საიდუმლო

სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბი­სა და მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნის ოპ­ტი­მი­ზა­ცია, ოპე­რი­რე­ბის ხარ­ჯის შემ­ცი­რე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, მა­ტა­რებ­ლე­ბის სიჩ­ქა­რის გაზ­რდა... - ეს იმ შე­დეგ­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს. 2011 წლის 12 აგ­ვის­ტოს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მა­გის­ტრა­ლის სამ­შე­ნებ­ლო და საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს "ჩი­ნე­თის რკი­ნიგ­ზის 23-ე ბი­უ­რო" აწარ­მო­ებს. ამ­ჟა­მად თქვენს ყუ­რა­დღე­ბას სო­ფელ ქვიშ­ხე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებ­ზე შე­ვა­ჩე­რებთ. რკი­ნიგ­ზის გვი­რა­ბი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის ქვეშ გა­დის.

ქვიშ­ხე­თი ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შე­მა­ვა­ლი სა­კუ­რორ­ტო სო­ფე­ლია, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 2 წე­ლია, იქ ერთი დამ­სვე­ნე­ბე­ლიც არ ჩა­სუ­ლა, მი­ზე­ზი კი სარ­კი­ნიგ­ზო გვი­რა­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბია. სა­ში­ნელ­მა მტვერ­მა, ხმა­ურ­მა და აფეთ­ქე­ბე­ბის ხმამ არა მხო­ლოდ დამ­სვე­ნებ­ლე­ბი და­აფრ­თხო, არა­მედ, ად­გი­ლობ­რი­ვებ­საც ეში­ნით სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში ღა­მის გა­თე­ვის.

გოჩა ქვე­ლა­ძე, ქვიშ­ხე­თის მკვიდ­რი:

- გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბის გამო ჩვე­ნი სახ­ლე­ბი და­ზი­ან­და. პე­რი­ო­დუ­ლად, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რივს გვა­საქ­მე­ბენ, მაგ­რამ როცა მო­უნ­დე­ბათ, რო­გორც ძაღლს, ისე გვაგ­დე­ბენ. საყ­ვე­დურს თუ გა­მოვ­თქვამთ, პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბით გვმუქ­რე­ბი­ან. არ უნ­დათ, საქ­მე­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჩა­ა­ხე­დონ. მუ­შე­ბი სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან მოჰ­ყავთ. ამას რას ვჩი­ვით, სახ­ლებს თავ­ზე გვან­გრე­ვენ და გვე­უბ­ნე­ბი­ან, - სო­ფელს რომ გავ­ცდე­ბით, კომ­პენ­სა­ცი­ებს მერე და­ვა­რი­გებ­თო.

- რე­ა­ლუ­რად, ვინ­მემ კომ­პენ­სა­ცია მი­ი­ღო?

- ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბო­და, ღა­მით ბან­კის მან­ქა­ნა მო­ვი­და და ფული და­რიგ­და. თქვენც რომ ყო­ფი­ლი­ყა­ვით და პი­რა­დო­ბა გქო­ნო­დათ, ალ­ბათ თქვენც მოგ­ცემ­დნენ.

- ფული რის გამო და­რიგ­და?

- ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი იმ ადა­მი­ა­ნებ­საც არ აქვთ, ვინც იმ ღა­მეს 900 ლარი აიღო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თან­ხის აღე­ბი­სას არა­ნა­ირ სა­ბუთ­ზე ხელი არ მო­უ­წე­რი­ათ. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თან­ხა მი­ყე­ნე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის­თვის გა­და­უ­ხა­დეს, მაგ­რამ არ იცი­ან, რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ღა­მის სა­ა­თებ­ში? ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იხ­სე­ნე­ბენ:

"იმ დღეს ეზუგ­ბა­ია იყო მო­სუ­ლი. ფული ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე და­ა­რი­გეს. ერთ-ერ­თმა თა­ნა­სოფ­ლელ­მა უთხრა, - ამ ფულს რის­თვის გვაძ­ლევთ, იქ­ნებ ხვალ ამის გამო და­მი­ჭი­რო­თო? - არა, თქვენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ხარ­თო. ზოგ­მა აიღო, ზოგ­მა - ვერა, ერთი ამ­ბა­ვი იყო.

ლილი სუ­თი­აშ­ვი­ლი, ქვიშ­ხე­თის მკვიდ­რი:

- რო­დემ­დე უნდა და­ვი­ცა­დოთ? სახ­ლი გა­და­ყი­რა­ვე­ბუ­ლია, დან­გრე­ვა­ზეა და რა ვქნათ? რკი­ნიგ­ზი­დან არა­ვინ მო­დის. დე­პარ­ტა­მენ­ტში ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი იც­ვლე­ბი­ან, ჩვე­ნით კი არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა. აკა­კი სა­ღი­რაშ­ვილს (სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი) რამ­დენ­ჯე­რაც და­ვუ­რე­კეთ, იმ­დენ­ჯერ გვი­თხრა: ეს მე არ მე­ხე­ბა, სა­სა­მარ­თლო­ში მი­დი­თო. 2 წე­ლია, ქვიშ­ხეთ­ში გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ დარ­ჩე­ნი­ლა არც ერთი ინ­სტან­ცია, სა­დაც არ მივ­სულ­ვართ და დახ­მა­რე­ბა არ გვი­თხო­ვია. სახ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რომ შე­ა­ფა­სა, I და II კა­ტე­გო­რია მი­ა­ნი­ჭა. მას შემ­დეგ კი­დევ იყო აფეთ­ქე­ბე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბა­მაც იმა­ტა. როცა აკა­კი სა­ღი­რაშ­ვილს და გი­ორ­გი ზარ­დაშ­ვილს ვკი­თხეთ, გვი­თხრეს: ამ კა­ტე­გო­რი­ის და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე კომ­პენ­სა­ცია არ გა­ი­ცე­მაო. რკი­ნიგ­ზა ხელს ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის­კენ იშ­ვერს, ჩი­ნე­ლე­ბი - რკი­ნიგ­ზის­კენ. პი­რა­დად მე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რკი­ნიგ­ზას ვა­კის­რებ, რად­გან ის არის დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი. როცა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მეს, არ ჩა­წე­რეს, კომ­პენ­სა­ცია ვინ უნდა გა­და­ი­ხა­დოს? წყა­ლი დაშ­რა, ხე­ე­ბი ხმე­ბა, სახ­ლე­ბი ინ­გრე­ვა... მოკ­ლედ, ერთ დროს აყ­ვა­ვე­ბუ­ლი სო­ფე­ლი უმო­წყა­ლოდ ნად­გურ­დე­ბა. პრე­ზი­დენ­ტსა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსაც გა­ვუგ­ზავ­ნეთ წე­რი­ლი, მაგ­რამ პა­სუ­ხის ღირ­სად არა­ვინ ჩაგ­ვთვა­ლა. აფეთ­ქე­ბე­ბი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, სახ­ლის ფან­ჯრე­ბი იმ­სხვრე­ვა. ჩი­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, - ყვე­ლა­ფერს ნორ­მის ფარ­გლებ­ში ვა­კე­თებ­თო. ვინ­მე ამას ამოწ­მებს? როცა დე­ტა­ლებ­ში გარ­კვე­ვას ვცდი­ლობთ, გვე­უბ­ნე­ბი­ან, - ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო ადევ­სო.

- ეს ვინ გი­თხრათ?

- აკა­კი სა­ღი­რაშ­ვილ­მა და გი­ორ­გი ზა­ზაშ­ვილ­მა გვი­თხრეს, - ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ ინა­ხე­ბა და ჩვენ მას­ზე ხელი არ მიგ­ვიწ­ვდე­ბა. დე­ტა­ლე­ბი ეზუგ­ბა­ი­ამ და კი­დევ რამ­დე­ნი­მე პირ­მა იცი­სო.

დო­ნი­კო სხი­ლა­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­კუ­თარ სახ­ლში გვე­პა­ტი­ჟე­ბა, - ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნი თვა­ლით ნა­ხეთ და გა­და­ი­ღე­თო:

- შარ­შან, 15 აპ­რილს გვი­რა­ბი ჩა­ენგრათ. სახ­ლში ბზა­რე­ბი გაჩ­ნდა, ია­ტაკ­მა დაბ­ლა და­ი­წია. ძა­ლი­ან შევ­შინ­დით. მო­ვიდ­ნენ და გვი­თხრეს, - აქ ნუ­ღარ გა­ჩერ­დე­ბით, ბინა იშო­ვეთ და ქი­რის ხარჯს ჩვენ დავ­ფა­რავ­თო. ჯერ უარი ვუ­თხა­რით, რად­გან ჩვენს მე­ზობ­ლებ­საც ასე და­პირ­დნენ და გაწ­ბი­ლე­ბუ­ლე­ბი და­ტო­ვეს. ბო­ლოს დავ­თან­ხმდით, მაგ­რამ მოვ­თხო­ვეთ დო­კუ­მენ­ტი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, ქი­რის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ პა­სუხს ვა­გე­ბი­ნებ­დით. დო­კუ­მენ­ტი არ მოგ­ვი­ტა­ნეს, ვერ დავ­ბეჭ­დე­თო. 5 თვე გვი­რა­ბი ვერ გა­ა­მაგ­რეს. უნდა გე­ნა­ხათ, თა­ვა­დაც რო­გორ პა­ნი­კა­ში იყ­ვნენ. 6 ოჯა­ხი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დავ­ზი­ან­დით. ხე­დავთ, ჩვე­ნი კი­ბის მო­ა­ჯი­რიც გა­ღუ­ნუ­ლია. მშე­ნებ­ლო­ბა ისე და­ი­წყეს, გე­ო­ლო­გებს ნი­ა­და­გიც არ შე­უს­წავ­ლი­ათ. რა ნივ­თი­ე­რე­ბას აფეთ­ქე­ბენ, არ ვი­ცით, მაგ­რამ სა­ში­ნე­ლი სუნი აქვს და სო­ფელ­ში სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვიც გა­ორ­მაგ­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

"შენება" ჩინურად და დოკუმენტი გრიფით - საიდუმლო

"შენება" ჩინურად და დოკუმენტი გრიფით - საიდუმლო

სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრების გადაყვანის ოპტიმიზაცია, ოპერირების ხარჯის შემცირება, უსაფრთხოების გაუმჯობესება, მატარებლების სიჩქარის გაზრდა... - ეს იმ შედეგთა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროგრამა ითვალისწინებს. 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მაგისტრალის სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" აწარმოებს. ამჟამად თქვენს ყურადღებას სოფელ ქვიშხეთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებზე შევაჩერებთ. რკინიგზის გვირაბი დასახლებული პუნქტის ქვეშ გადის.

ქვიშხეთი ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალი საკურორტო სოფელია, მაგრამ ადგილობრივების თქმით, 2 წელია, იქ ერთი დამსვენებელიც არ ჩასულა, მიზეზი კი სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებია. საშინელმა მტვერმა, ხმაურმა და აფეთქებების ხმამ არა მხოლოდ დამსვენებლები დააფრთხო, არამედ, ადგილობრივებსაც ეშინით საკუთარ სახლებში ღამის გათევის.

გოჩა ქველაძე, ქვიშხეთის მკვიდრი:

- გვირაბის მშენებლობის გამო ჩვენი სახლები დაზიანდა. პერიოდულად, რამდენიმე ადგილობრივს გვასაქმებენ, მაგრამ როცა მოუნდებათ, როგორც ძაღლს, ისე გვაგდებენ. საყვედურს თუ გამოვთქვამთ, პატრულის გამოძახებით გვმუქრებიან. არ უნდათ, საქმეში ადგილობრივები ჩაახედონ. მუშები სხვა რეგიონებიდან მოჰყავთ. ამას რას ვჩივით, სახლებს თავზე გვანგრევენ და გვეუბნებიან, - სოფელს რომ გავცდებით, კომპენსაციებს მერე დავარიგებთო.

- რეალურად, ვინმემ კომპენსაცია მიიღო?

- ვიდრე ხელისუფლება შეიცვლებოდა, ღამით ბანკის მანქანა მოვიდა და ფული დარიგდა. თქვენც რომ ყოფილიყავით და პირადობა გქონოდათ, ალბათ თქვენც მოგცემდნენ.

- ფული რის გამო დარიგდა?

- ამ კითხვაზე პასუხი იმ ადამიანებსაც არ აქვთ, ვინც იმ ღამეს 900 ლარი აიღო. ადგილობრივები ამბობენ, რომ თანხის აღებისას არანაირ საბუთზე ხელი არ მოუწერიათ. ვარაუდობენ, რომ თანხა მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანისთვის გადაუხადეს, მაგრამ არ იციან, რატომ მაინცდამაინც ღამის საათებში? ადგილობრივები იხსენებენ:

"იმ დღეს ეზუგბაია იყო მოსული. ფული ღამის პირველ საათზე დაარიგეს. ერთ-ერთმა თანასოფლელმა უთხრა, - ამ ფულს რისთვის გვაძლევთ, იქნებ ხვალ ამის გამო დამიჭიროთო? - არა, თქვენ დაზარალებულები ხართო. ზოგმა აიღო, ზოგმა - ვერა, ერთი ამბავი იყო.

ლილი სუთიაშვილი, ქვიშხეთის მკვიდრი:

- როდემდე უნდა დავიცადოთ? სახლი გადაყირავებულია, დანგრევაზეა და რა ვქნათ? რკინიგზიდან არავინ მოდის. დეპარტამენტში ხელმძღვანელები იცვლებიან, ჩვენით კი არავინ ინტერესდება. აკაკი საღირაშვილს (საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელი) რამდენჯერაც დავურეკეთ, იმდენჯერ გვითხრა: ეს მე არ მეხება, სასამართლოში მიდითო. 2 წელია, ქვიშხეთში გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში არ დარჩენილა არც ერთი ინსტანცია, სადაც არ მივსულვართ და დახმარება არ გვითხოვია. სახლების უმეტესობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა, I და II კატეგორია მიანიჭა. მას შემდეგ კიდევ იყო აფეთქებები და დაზიანებამაც იმატა. როცა აკაკი საღირაშვილს და გიორგი ზარდაშვილს ვკითხეთ, გვითხრეს: ამ კატეგორიის დაზიანებებზე კომპენსაცია არ გაიცემაო. რკინიგზა ხელს ჩინური კომპანიისკენ იშვერს, ჩინელები - რკინიგზისკენ. პირადად მე, პასუხისმგებლობას რკინიგზას ვაკისრებ, რადგან ის არის დამქირავებელი. როცა ხელშეკრულება გააფორმეს, არ ჩაწერეს, კომპენსაცია ვინ უნდა გადაიხადოს? წყალი დაშრა, ხეები ხმება, სახლები ინგრევა... მოკლედ, ერთ დროს აყვავებული სოფელი უმოწყალოდ ნადგურდება. პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრსაც გავუგზავნეთ წერილი, მაგრამ პასუხის ღირსად არავინ ჩაგვთვალა. აფეთქებები იმდენად ძლიერია, სახლის ფანჯრები იმსხვრევა. ჩინელები ამბობენ, - ყველაფერს ნორმის ფარგლებში ვაკეთებთო. ვინმე ამას ამოწმებს? როცა დეტალებში გარკვევას ვცდილობთ, გვეუბნებიან, - ხელშეკრულებას გრიფით საიდუმლო ადევსო.

- ეს ვინ გითხრათ?

- აკაკი საღირაშვილმა და გიორგი ზაზაშვილმა გვითხრეს, - ხელშეკრულება საზღვარგარეთ ინახება და ჩვენ მასზე ხელი არ მიგვიწვდება. დეტალები ეზუგბაიამ და კიდევ რამდენიმე პირმა იცისო.

დონიკო სხილაძე ჟურნალისტებს საკუთარ სახლში გვეპატიჟება, - ყველაფერი თქვენი თვალით ნახეთ და გადაიღეთო:

- შარშან, 15 აპრილს გვირაბი ჩაენგრათ. სახლში ბზარები გაჩნდა, იატაკმა დაბლა დაიწია. ძალიან შევშინდით. მოვიდნენ და გვითხრეს, - აქ ნუღარ გაჩერდებით, ბინა იშოვეთ და ქირის ხარჯს ჩვენ დავფარავთო. ჯერ უარი ვუთხარით, რადგან ჩვენს მეზობლებსაც ასე დაპირდნენ და გაწბილებულები დატოვეს. ბოლოს დავთანხმდით, მაგრამ მოვთხოვეთ დოკუმენტი, რის საფუძველზეც, ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მათ პასუხს ვაგებინებდით. დოკუმენტი არ მოგვიტანეს, ვერ დავბეჭდეთო. 5 თვე გვირაბი ვერ გაამაგრეს. უნდა გენახათ, თავადაც როგორ პანიკაში იყვნენ. 6 ოჯახი განსაკუთრებულად დავზიანდით. ხედავთ, ჩვენი კიბის მოაჯირიც გაღუნულია. მშენებლობა ისე დაიწყეს, გეოლოგებს ნიადაგიც არ შეუსწავლიათ. რა ნივთიერებას აფეთქებენ, არ ვიცით, მაგრამ საშინელი სუნი აქვს და სოფელში სიმსივნით დაავადებულთა რიცხვიც გაორმაგდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია