მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვენი დროის უცნობი გმირები
ჩვენი დროის უცნობი გმირები

მარ­ტო­ხე­ლა მე­ამ­ბო­ხე

25 წლის წი­ნათ, პე­კინ­ში გა­და­ღე­ბულ­მა სუ­რათ­მა მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა. კადრში ნაჩ­ვე­ნე­ბია მარ­ტო­ხე­ლა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც 1989 წელს პე­კინ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ხალ­ხო არე­უ­ლო­ბე­ბის დროს ტან­კე­ბის კო­ლო­ნა შე­ა­ჩე­რა. "მარ­ტო­ხე­ლა მე­ამ­ბო­ხის" სუ­რა­თი მას შემ­დეგ გა­და­ი­ღეს, რაც 1989 წლის 4 ივ­ნისს ჩი­ნურ­მა არ­მი­ამ პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა ჩა­ცხრი­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად, იმ დროს 241 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა (მათ შო­რის ჯა­რის­კა­ცე­ბიც), სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი 7 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სის­ხლი­ან დღეს 2-3 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ვინ იყო ის ჩი­ნე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ტან­კე­ბის კო­ლო­ნას წინ აღუდ­გა დღემ­დე უც­ნო­ბია. ჟურ­ნალ­მა " Time"-მა იგი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის "ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის" სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. მას­ზე უამ­რა­ვი ხმე­ბი და­დი­ო­და. ზო­გი­ერ­თე­ბის თქმით, იგი სტუ­დენ­ტი იყო, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს და სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. სხვე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მან გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა და ტა­ი­ვანს შე­ა­ფა­რა თავი. თუმ­ცა, სი­მარ­თლე ამ დრომ­დე უც­ნო­ბია.

ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჰიტ­ლერს არ მი­ე­სალ­მა

ეს სუ­რა­თი 1936 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­დე­საც ქა­ლაქ ჰამ­ბურ­გის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სამ­ხედ­რო გე­მის ზღვა­ში ჩაშ­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ. სუ­რათ­ზე ჩვენ ვხე­დავთ მო­ზე­ი­მე ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ფი­უ­რერს ესალ­მე­ბი­ან. ერთი შე­ხედ­ვით, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ არ არის. თუმ­ცა, კარ­გად თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, და­ვი­ნა­ხავთ ერთ მა­მა­კაცს, სა­ხე­ლად ავ­გუსტ ლენდმე­სერს გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი ხე­ლე­ბით, რო­მელ­მაც უარი თქვა ფა­შის­ტურ მი­სალ­მე­ბა­ზე. იმ დრო­ის­თვის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­თვის სა­კუ­თა­რი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა საკ­მა­ოდ თა­მამ ქცე­ვად მი­იჩ­ნე­ო­და. მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლი ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ 1991 წელს გახ­და, რო­დე­საც მის­მა ნა­თე­სა­ვებ­მა ის­ტო­რი­უ­ლი ფოტო ერთ-ერთ გერ­მა­ნულ გა­ზეთ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. რო­გორც მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს უამ­ბო, მა­მა­მისს საკ­მა­ოდ ბევ­რი მი­ზე­ზი ჰქონ­და, რათა ჰიტ­ლე­რის მთავ­რო­ბა შეს­ძუ­ლე­ბო­და. რო­გორც გა­ირ­კვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ავ­გუს­ტი ნა­ცის­ტურ პარ­ტი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და, მან ებ­რა­ელ ქალ­ზე, ირმა ეკ­ლერ­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­მაც მას 2 შვი­ლი გა­უ­ჩი­ნა. ამ ფაქ­ტის გამო, ავ­გუს­ტი ცი­ხე­ში, რო­გორც "სა­კუ­თა­რი რა­სის გამ­ყიდ­ვე­ლი" ჩას­ვეს. 1941 წელს ავ­გუსტ ლან­დმე­სე­რი ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვეს და ფრონტზე გა­უშ­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იგი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ცნეს და და­ღუ­პუ­ლად მი­იჩ­ნი­ეს. ის­ტო­რი­კო­სე­ბის ვა­რა­უ­დით, მისი მე­უღ­ლე ჯერ ჰამ­ბურ­გის ცი­ხე­ში ჩას­ვეს, ხოლო 1942 წელს, მან სი­ცო­ცხლე გა­ზის კა­მე­რა­ში და­ას­რუ­ლა. ავ­გუს­ტის ორი­ვე შვი­ლი სხვა­დას­ხვა ბავ­შვთა სახ­ლებ­ში გა­და­ა­ნა­წი­ლეს. 1996 წელს მის­მა ერთ-ერ­თმა ქა­ლიშ­ვილ­მა ირენ­მა, და­წე­რა წიგ­ნი, თუ რო­გორ გა­ა­ნად­გუ­რა ჰიტ­ლე­რის რე­ჟიმ­მა მისი ოჯა­ხი.

ერინ ბრო­კო­ვი­ჩი - კონ­კია, რო­მელ­მაც გა­მოწ­ვე­ვა გა­უგ­ზავ­ნა სის­ტე­მას და და­ა­მარ­ცხა

ერინ ბრი­კო­ვი­ჩის სა­ხე­ლი ცნო­ბი­ლი, სტი­ვენ სო­დერ­ბერ­გის ფილ­მის მეშ­ვე­ო­ბით გახ­და, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი გმი­რი ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა ჯუ­ლია რო­ბერტსმა გა­ნა­სა­ხი­ე­რა და "ოს­კა­რიც" და­იმ­სა­ხუ­რა. რე­ა­ლუ­რი ერი­ნი სამი შვი­ლის დე­დაა, რო­მე­ლიც სა­ად­ვო­კა­ტო კან­ტო­რა­ში კლერ­კად მო­ე­წყო. 1993 წელს მან ხელი შე­უ­წყო საქ­მის აღ­ძვრას, კა­ლი­ფორ­ნი­უ­ლი კომ­პა­ნია Pacific Gas და Electric Company-ის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კომ­პა­ნია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და 333 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ე­ხა­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც კორ­პო­რა­ცი­ის მიერ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყლით ზი­ა­ნი მი­ად­გათ. ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ერინ ბრო­კო­ვიჩ­მა საქ­ვეყ­ნო პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. მას ტე­ლე­არხ ABC და Zone Reality-ზე მიჰ­ყავ­და გა­და­ცე­მე­ბი. ამ­ჟა­მად იგი კომ­პა­ნია Brockovich Research & Consulting-ის პრე­ზი­დენ­ტია.

კრის­ტოფ მე­ი­ლი - დევ­ნი­ლი გმი­რი

კრის­ტოფ მე­ი­ლი ცი­უ­რი­ხის Union Bank-ში ღა­მის გუ­შა­გად მუ­შა­ობ­და, რო­დე­საც 1997 წელს ღა­მის შე­მოვ­ლის დროს, უც­ნა­ურ სა­ბუ­თებს გა­და­ა­წყდა, რო­მე­ლიც გა­და­საგ­დე­ბად იყო გამ­ზა­დე­ბუ­ლი. მათი გა­და­კი­თხვის შემ­დეგ, კრის­ტო­ფი მიხ­ვდა, რომ Union Bank გა­მიზ­ნუ­ლად ათეთ­რებ­და ფულს და უმა­ლავ­და ნა­თე­სა­ვებს იმ ებ­რა­ე­ლე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს, რომ­ლე­ბიც ჰო­ლო­კოს­ტის დროს და­ი­ღუპ­ნენ. მე­ი­ლიმ სა­ბუ­თე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გა­დას­ცა, რომ­ლებ­მაც საქ­მე ბან­კის მიერ სა­ი­დუმ­ლოს დაც­ვის დარ­ღვე­ვით გახ­სნეს. მა­მა­კა­ცი სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვეს და პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. რის გა­მოც, იგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თავი აშშ-თვის შე­ე­ფა­რე­ბი­ნა, სა­დაც მისი ოჯა­ხი 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობ­და. კრის­ტოფ მე­ი­ლი ამ­ჟა­მა­დაც რჩე­ბა პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად შვე­ი­ცა­რი­უ­ლი პრე­სის­თვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ Union Bank-ის საქ­მე უკვე წარ­სულს ჩა­ბარ­და.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ჩვენი დროის უცნობი გმირები

ჩვენი დროის უცნობი გმირები

მარტოხელა მეამბოხე

25 წლის წინათ, პეკინში გადაღებულმა სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა. კადრში ნაჩვენებია მარტოხელა მამაკაცი, რომელმაც 1989 წელს პეკინში მიმდინარე სახალხო არეულობების დროს ტანკების კოლონა შეაჩერა. "მარტოხელა მეამბოხის" სურათი მას შემდეგ გადაიღეს, რაც 1989 წლის 4 ივნისს ჩინურმა არმიამ პროტესტის მონაწილე უამრავი ახალგაზრდა ჩაცხრილა. ოფიციალურად, იმ დროს 241 ადამიანი დაიღუპა (მათ შორის ჯარისკაცებიც), სხეულის დაზიანებები 7 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ალტერნატიული მონაცემების მიხედვით, სისხლიან დღეს 2-3 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ვინ იყო ის ჩინელი მამაკაცი, რომელიც ტანკების კოლონას წინ აღუდგა დღემდე უცნობია. ჟურნალმა " Time"-მა იგი მეოცე საუკუნის "ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების" სიაში შეიყვანა. მასზე უამრავი ხმები დადიოდა. ზოგიერთების თქმით, იგი სტუდენტი იყო, რომელიც შემდგომში დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. სხვები ამბობდნენ, რომ მან გაქცევა მოახერხა და ტაივანს შეაფარა თავი. თუმცა, სიმართლე ამ დრომდე უცნობია.

ადამიანი, რომელიც ჰიტლერს არ მიესალმა

ეს სურათი 1936 წელს არის გადაღებული, როდესაც ქალაქ ჰამბურგის მოქალაქეები სამხედრო გემის ზღვაში ჩაშვების ცერემონიას ესწრებოდნენ. სურათზე ჩვენ ვხედავთ მოზეიმე ადამიანებს, რომლებიც ფიურერს ესალმებიან. ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის. თუმცა, კარგად თუ დავაკვირდებით, დავინახავთ ერთ მამაკაცს, სახელად ავგუსტ ლენდმესერს გადაჯვარედინებული ხელებით, რომელმაც უარი თქვა ფაშისტურ მისალმებაზე. იმ დროისთვის მმართველი პარტიისთვის საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა საკმაოდ თამამ ქცევად მიიჩნეოდა. მამაკაცის სახელი ცნობილი მხოლოდ 1991 წელს გახდა, როდესაც მისმა ნათესავებმა ისტორიული ფოტო ერთ-ერთ გერმანულ გაზეთში აღმოაჩინეს. როგორც მისმა ქალიშვილმა შემდეგ ჟურნალისტებს უამბო, მამამისს საკმაოდ ბევრი მიზეზი ჰქონდა, რათა ჰიტლერის მთავრობა შესძულებოდა. როგორც გაირკვა, მიუხედავად იმისა, რომ ავგუსტი ნაცისტურ პარტიას მიეკუთვნებოდა, მან ებრაელ ქალზე, ირმა ეკლერზე იქორწინა, რომელმაც მას 2 შვილი გაუჩინა. ამ ფაქტის გამო, ავგუსტი ციხეში, როგორც "საკუთარი რასის გამყიდველი" ჩასვეს. 1941 წელს ავგუსტ ლანდმესერი ციხიდან გამოუშვეს და ფრონტზე გაუშვეს. მოგვიანებით, იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნეს და დაღუპულად მიიჩნიეს. ისტორიკოსების ვარაუდით, მისი მეუღლე ჯერ ჰამბურგის ციხეში ჩასვეს, ხოლო 1942 წელს, მან სიცოცხლე გაზის კამერაში დაასრულა. ავგუსტის ორივე შვილი სხვადასხვა ბავშვთა სახლებში გადაანაწილეს. 1996 წელს მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ირენმა, დაწერა წიგნი, თუ როგორ გაანადგურა ჰიტლერის რეჟიმმა მისი ოჯახი.

ერინ ბროკოვიჩი - კონკია, რომელმაც გამოწვევა გაუგზავნა სისტემას და დაამარცხა

ერინ ბრიკოვიჩის სახელი ცნობილი, სტივენ სოდერბერგის ფილმის მეშვეობით გახდა, რომელიც მთავარი გმირი ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა ჯულია რობერტსმა განასახიერა და "ოსკარიც" დაიმსახურა. რეალური ერინი სამი შვილის დედაა, რომელიც საადვოკატო კანტორაში კლერკად მოეწყო. 1993 წელს მან ხელი შეუწყო საქმის აღძვრას, კალიფორნიული კომპანია Pacific Gas და Electric Company-ის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია იძულებული გახდა 333 მილიონი დოლარი გადაეხადა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კორპორაციის მიერ დაბინძურებული წყლით ზიანი მიადგათ. ფილმის გამოსვლის შემდეგ, ერინ ბროკოვიჩმა საქვეყნო პოპულარობა მოიპოვა. მას ტელეარხ ABC და Zone Reality-ზე მიჰყავდა გადაცემები. ამჟამად იგი კომპანია Brockovich Research & Consulting-ის პრეზიდენტია.

კრისტოფ მეილი - დევნილი გმირი

კრისტოფ მეილი ციურიხის Union Bank-ში ღამის გუშაგად მუშაობდა, როდესაც 1997 წელს ღამის შემოვლის დროს, უცნაურ საბუთებს გადააწყდა, რომელიც გადასაგდებად იყო გამზადებული. მათი გადაკითხვის შემდეგ, კრისტოფი მიხვდა, რომ Union Bank გამიზნულად ათეთრებდა ფულს და უმალავდა ნათესავებს იმ ებრაელების საბანკო ანგარიშებს, რომლებიც ჰოლოკოსტის დროს დაიღუპნენ. მეილიმ საბუთები სამართალდამცავებს გადასცა, რომლებმაც საქმე ბანკის მიერ საიდუმლოს დაცვის დარღვევით გახსნეს. მამაკაცი სამსახურიდან დაითხოვეს და პატიმრობა მიუსაჯეს. რის გამოც, იგი იძულებული გახდა თავი აშშ-თვის შეეფარებინა, სადაც მისი ოჯახი 12 წლის განმავლობაში სიღარიბეში ცხოვრობდა. კრისტოფ მეილი ამჟამადაც რჩება პერსონა ნონ-გრატად შვეიცარიული პრესისთვის, მიუხედავად იმისა, რომ Union Bank-ის საქმე უკვე წარსულს ჩაბარდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს