მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 უმსხვილესი "ქართული" კომპანია
10 უმსხვილესი "ქართული" კომპანია

ყვე­ლა­ზე "ღა­რი­ბი" დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 550 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის მო­გე­ბას იღებს, ეს კი სა­ათ­ში 23 მი­ლი­ო­ნია

მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი კომ­პა­ნი­ე­ბის სიის შედ­გე­ნი­სას უმ­თავ­რეს კრი­ტე­რი­უ­მად კომ­პა­ნი­ის წლი­ურ შე­მო­სა­ვალს მი­იჩ­ნე­ვენ. რო­გორც წესი, ამ სი­ა­ში ყვე­ლა­ზე "ღა­რი­ბი" დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 550 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის მო­გე­ბას იღებს, ეს კი სა­ათ­ში 23 მი­ლი­ო­ნია. მარ­თა­ლია უმ­სხვი­ლე­სი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი ამ გი­გან­ტებ­თან შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ შე­მო­სა­ვალს არც ისი­ნი უჩი­ვი­ან. ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნეს სკო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ე­ბის რე­ი­ტინგს ყო­ველ­წლი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს. გთა­ვა­ზობთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი 10 უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ის სიას, რო­მე­ლიც 2013 წლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვი­თაა შედ­გე­ნი­ლი. სი­ა­ში სა­ბან­კო და სა­და­ზღვე­ვო სექ­ტო­რი არ შე­დის და კი­დევ - ამ კომ­პა­ნი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სუ­ლაც არ არის ქარ­თუ­ლი, ისი­ნი სხვა ქვეყ­ნებ­ში და­არ­სე­ბუ­ლი მსხვი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბის "შვი­ლო­ბი­ლე­ბი" არი­ან.

1. "სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლე­უ­მი" - კომ­პა­ნია აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი "სო­კა­რის" შვი­ლო­ბილ­მა - "სო­კარ ენერ­ჯი ჯორ­ჯი­ამ" და­ა­ფუძნა 100%-იანი წი­ლობ­რი­ვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. იგი სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ბა­ზარ­ზე 2006 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­მო­ვი­და. "სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლი­უ­მის" ყო­ველ­თვი­უ­რი ბრუნ­ვა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს. კომ­პა­ნი­ას 2006 წლი­დან 2013 წლის ჩათ­ვლით და­ახ­ლო­ე­ბით 2 698 891 ტონა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტი აქვს იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი. "სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლე­უ­მი" სწრა­ფად მზარ­დი კომ­პა­ნი­აა, მისი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ქსე­ლი თან­და­თან ფარ­თოვ­დე­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. კომ­პა­ნი­ა­ში ამ­ჟა­მად 1500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი.

2. შპს "ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სია" - ტო­ი­ო­ტას ოფი­ცი­ა­ლუ­რი დის­ტრი­ბუ­ტო­რია კავ­კა­სი­ა­სა და შუა აზი­ა­ში. "ტო­ი­ო­ტა" მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლია და სა­ქარ­თვე­ლო­შიც წარ­მა­ტე­ბით საქ­მი­ა­ნობს. "ტო­ი­ო­ტა"-ს ის­ტო­რია XIX სა­უ­კუ­ნე­ში იწყე­ბა, რო­დე­საც სა­კი­ჩი ტო­ი­ო­დამ ია­პო­ნი­ა­ში პირ­ვე­ლი ელექტრო­სარ­თა­ვი დაზ­გა გა­მო­ი­გო­ნა, რი­თაც ქვეყ­ნის ტექ­სტი­ლის წარ­მო­ე­ბა­ში ნამ­დვი­ლი რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა, ხოლო მისი შვი­ლი კი­ი­ჩი­რო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბით და­ინ­ტე­რეს­და და 1937 წელს და­არ­სა კორ­პო­რა­ცია, რო­მე­ლიც თან­და­თან გა­ი­ზარ­და და ნამ­დვილ გი­გან­ტად იქცა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "ტო­ი­ო­ტამ" გრძე­ლი გზა გან­ვლო სარ­თა­ვი დაზ­გე­ბი­დან - ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბამ­დე.

3. "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა" - ევ­რა­ზი­ის სატ­რან­სპორ­ტო დე­რეფ­ნის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც უმოკ­ლე­სი გზით აკავ­ში­რებს ევ­რო­პას ცენ­ტრა­ლურ აზი­ას­თან. ორი კონ­ტი­ნენ­ტის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბის იდეა ჯერ კი­დევ XIX სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში გაჩ­ნდა. შავი და კას­პი­ის ზღვე­ბის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა 1865 წელს და­ი­წყო, ხოლო 1872 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლი­სი­დან ფოთ­ში პირ­ვე­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი ჩა­ვი­და. სწო­რედ ეს თა­რი­ღი ით­ვლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის "და­ბა­დე­ბის დღედ". სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბა სწრა­ფი ტემ­პით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, მთე­ლი ქვე­ყა­ნა მო­იც­ვა. 2012 წლის 12 აპ­რილს შპს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა" გარ­და­იქ­მნა სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბად, რო­მელ­საც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­დაჰ­ყავს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და მის ფარ­გლებს გა­რეთ.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

10 უმსხვილესი "ქართული" კომპანია

10 უმსხვილესი "ქართული" კომპანია

ყველაზე ”ღარიბი” დღეში დაახლოებით 550 მილიონი დოლარის მოგებას იღებს, ეს კი საათში 23 მილიონია

მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების სიის შედგენისას უმთავრეს კრიტერიუმად კომპანიის წლიურ შემოსავალს მიიჩნევენ. როგორც წესი, ამ სიაში ყველაზე ”ღარიბი” დღეში დაახლოებით 550 მილიონი დოლარის მოგებას იღებს, ეს კი საათში 23 მილიონია. მართალია უმსხვილესი ქართული კომპანიების შემოსავალი ამ გიგანტებთან შედარებით მოკრძალებულია, მაგრამ შემოსავალს არც ისინი უჩივიან. ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა საქართველოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. გთავაზობთ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი 10 უმსხვილესი კომპანიის სიას, რომელიც 2013 წლის მაჩვენებლების მიხედვითაა შედგენილი. სიაში საბანკო და სადაზღვევო სექტორი არ შედის და კიდევ - ამ კომპანიების უმრავლესობა სულაც არ არის ქართული, ისინი სხვა ქვეყნებში დაარსებული მსხვილი მოთამაშეების ”შვილობილები” არიან.

1. ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” - კომპანია აზერბაიჯანული ”სოკარის” შვილობილმა - ”სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” დააფუძნა 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. იგი საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2006 წლის სექტემბერში შემოვიდა. ”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის” ყოველთვიური ბრუნვა რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კომპანიას 2006 წლიდან 2013 წლის ჩათვლით დაახლოებით 2 698 891 ტონა ნავთობპროდუქტი აქვს იმპორტირებული. ”სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” სწრაფად მზარდი კომპანიაა, მისი ავტოგასამართი სადგურების ქსელი თანდათან ფართოვდება მთელ საქართველოში. კომპანიაში ამჟამად 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

2. შპს "ტოიოტა კავკასია" - ტოიოტას ოფიციალური დისტრიბუტორია კავკასიასა და შუა აზიაში. ”ტოიოტა” მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომანქანების მწარმოებელია და საქართველოშიც წარმატებით საქმიანობს. ”ტოიოტა”-ს ისტორია XIX საუკუნეში იწყება, როდესაც საკიჩი ტოიოდამ იაპონიაში პირველი ელექტროსართავი დაზგა გამოიგონა, რითაც ქვეყნის ტექსტილის წარმოებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, ხოლო მისი შვილი კიიჩირო ავტომობილების წარმოებით დაინტერესდა და 1937 წელს დაარსა კორპორაცია, რომელიც თანდათან გაიზარდა და ნამდვილ გიგანტად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ ”ტოიოტამ” გრძელი გზა განვლო სართავი დაზგებიდან - ავტომობილებამდე.

3. ”საქართველოს რკინიგზა” - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან. ორი კონტინენტის ერთმანეთთან დაკავშირების იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა. შავი და კასპიის ზღვების დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 1865 წელს დაიწყო, ხოლო 1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. სწორედ ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის "დაბადების დღედ". საქართველოს რკინიგზის მშენებლობა სწრაფი ტემპით ხორციელდებოდა და იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, მთელი ქვეყანა მოიცვა. 2012 წლის 12 აპრილს შპს "საქართველოს რკინიგზა" გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, რომელსაც ათასობით ადამიანი გადაჰყავს ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია