მეხსიერებისთვის დამახასიათებელია ცუდი მოვლენების მივიწყება. "ერს, რომელსაც არ ახსოვს საკუთარი წარსული, არ აქვს მომავალი", - ამბობდა უინსტონ ჩერჩილი. წარსულის შეცდომები მუდამ უნდა გვახსოვდეს, რათა არასდროს გავიმეოროთ...
გთავაზობთ სურათებს, რომლებმაც მსოფლიო შეძრა
1. 1930 წელს ამერიკაში, თეთრკანიანი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, 2 შავკანიანი მამაკაცი ჯერ აწამეს, ხოლო შემდეგ ხეზე ჩამოახრჩვეს. ბრალდებულების ლინჩის წესით გასამართლებას სამართალდამცავებმაც კი არ შეუშალეს ხელი. მოგვიანებით კი დადასტურდა, რომ მამაკაცები შეცდომით დაადანაშაულეს და მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ამ დანაშაულთან. თუმცა, თეთრკანიანთა მხრიდან მუდმივი აგრესიის გამო, ამერიკის შავკანიანი მოსახლეობა კიდევ დიდი ხხნის განმავლობაში უფრთხოდა ქუჩაში გასვლას.
2. სურათი ცნობილი ფაშისტის პირადი ფოტო ალბომიდან. ფოტოს უკანა მხარეს აქვს წარწერა: "უკანასკნელი ებრაელი ვინიციდან". 1941 წელს ვინიცის რეგიონში 28 ათასზე მეტი ებრაელი მოკლეს.
3. სამხრეთ ვიეტნამის ქვედანაყოფის გენერალი ნგუენ ჰგოკ ლოანი ტყვედ აყვანილ პარტიზანს კლავს.
4. 1998 წელი, სუდანი, ტყვეთა ბანაკი. ყოველდღიურად 100-ზე მეტი ადამიანი შიმშილისგან კვდება. ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია. ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ტომ სტოდარტმა ფირზე აღბეჭრა შიმშილისგან დასუსტებული ბიჭუნა, რომელიც საკვების მისაღებად იდგა რიგში, თუმცა, კუთვნილი პროდუქტი სხვამ მოპარა. იმის გამო, რომ მოზარდი ძალიან დასუსტებულია, ის ვერ ახერხებს ფეხზე დადგომას და საჭმლის ქურდს, ხოხვით მისდევს.
5. ამ ფოტოსურათმა 2007 წელს პულიცერის პრემია მიიღო. კადრზე აღბეჭდილია, როგორ უწევს ებრაელი ქალი წინააღმდეგობას ჯარისკაცებს, რომლებიც მას ტერიტორიის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებენ.