სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ასაკში უნდა ვასწავლოთ ბავშვს ინგლისური ენა
რა ასაკში უნდა ვასწავლოთ ბავშვს ინგლისური ენა

"ჯერ კი­დევ მეშ­ვი­დე-მერ­ვე კლა­სე­ლი ვი­ყა­ვი, რომ ჩემ­ზე უმ­ცროს ბავ­შვებს ინ­გლი­სურ ენა­ში ვამ­ზა­დებ­დი. ახლა კი ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ან­თან ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა პა­ტა­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მეტ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს," - ამ­ბობს ინ­გლი­სუ­რი ენის პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი - ნინო დგე­ბუ­ა­ძე.

სწო­რედ მას­თან შე­ვე­ცა­დეთ, გაგ­ვერ­კვია, რა ასა­კი­დან არის ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლა გა­მარ­თლე­ბუ­ლი და რო­გორ უნდა შე­ის­წავ­ლოს ის ბავ­შვმა.

- ახლა სკო­ლა­ში ბავ­შვე­ბი უცხო ენის შეს­წავ­ლას 5-6 წლის ასაკ­ში იწყე­ბენ, ანუ პირ­ველ კლას­ში. რო­გორც პე­და­გო­გი, ამას გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევთ?

- ნამ­დვი­ლად გა­მარ­თლე­ბუ­ლია, რად­გა­ნაც ინ­გლი­სუ­რის შეს­წავ­ლა მოზ­რდი­ლი ასა­კის ბავ­შვებ­თან რომ და­მი­წყია, ათ­ვი­სე­ბა ძი­რი­თა­დად უჭირთ ხოლ­მე. მათ პა­რა­ლე­ლუ­რად პი­ველ-მე­ო­რე კლა­სე­ლე­ბიც მყო­ლია და ენის დაძ­ლე­ვის არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნი­ათ. მოკ­ლედ, უფ­რო­სებს ისე ვერ გა­ა­გე­ბი­ნებ და გა­ი­გებს, რო­გორც პირ­ველკ­ლა­სე­ლი, - ად­ვი­ლად უღე­ბენ ალ­ღოს. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ბევ­რი რამ მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზო­გა­დად, მკა­ფი­ოდ ვა­ფიქ­სი­რებ იმ მო­საზ­რე­ბას, რომ პა­ტა­რე­ბი რო­გორც ღრუ­ბე­ლი, ისე არი­ან, იწო­ვენ და ით­ვი­სე­ბენ ყვე­ლა­ფერს, მით უმე­ტეს, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი კა­რა­გად უხ­სნის. სა­ო­ცა­რი შე­დე­გე­ბი აქვთ...

- ზოგ­ჯერ ისეც ხდე­ბა, რომ პა­ტა­რე­ბი ერთი უცხო ენის შეს­წავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­ო­რე­საც იწყე­ბენ (გერ­მა­ნულს, ან ფრან­გულს) თქვე­ნი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­გაჩ­ნი­ათ?

- უპირ­ვე­ლე­სად გე­ტყვით იმას, რომ მი­ვე­სალ­მე­ბი თა­ვი­დან მხო­ლოდ ერთი უცხო ენის შე­სა­წავ­ლას. პა­რა­ლე­ლუ­რად ორი­ვეს და­წყე­ბა პირ­ველკ­ლა­სე­ლის­თვის არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც გა­უ­ჭირ­დე­ბა ამ­დე­ნის დაძ­ლე­ვა. მყავ­და და ახ­ლაც მყავს მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც ინ­გლი­სურ­თან ერ­თად, გერ­მა­ნუ­ლასც სწავ­ლობს, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, რომ კარ­გი შე­დე­გი აქვს (გე­რამ­ნუ­ლი მეც ვიცი, არა იმ დო­ნე­ზე, რო­გორც ინ­გლი­სუ­რი, მაგ­რამ გერ­მა­ნუ­ლი ენის ნი­უ­ან­სებ­ში გარ­კვე­უ­ლი ვარ და ამი­ტომ ვამ­ბობ). ზო­გა­დად, პა­ტა­რის­თვის პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ორი ენის შეს­წავ­ლის და­წყე­ბა რთუ­ლია.

ვი­მე­ო­რებ, თა­ვი­დან გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ მხო­ლოდ ერთი უცხო ენის შეს­წავ­ლას.

- თუმ­ცა ისეც ხდე­ბა, რომ ბავ­შვე­ბი არა პირ­ველ კლას­ში, არა­მედ უფრო ად­რე­ულ ასაკ­ში (3-4 წლის) იწყე­ბენ უცხო ენის შეს­წავ­ლას, ისე, რომ ქარ­თუ­ლად წერა-კი­თხვაც რომ არ იცი­ან... ამ ასაკ­ში ენის და­წყე­ბა მის­თვის სტრე­სი არ არის?

- არა, მის­თვის ეს სტრე­სი ნამ­დვი­ლად არ არის, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რას­თვის ცოტა მეტი დატ­ვირ­თვა კი იყოს, მაგ­რამ ის მას სე­რი­ო­ზულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზი­ანს არ აყე­ნებს. ჯერ ჩემ­თან არც ერთ ბავ­შვს არ გას­ჭირ­ვე­ბია 3-4 წლის ასაკ­ში ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლა.

თან, ამ ასაკ­ში ენის და­წყე­ბა ბავ­შვს იმა­ში ეხ­მა­რე­ბა, რომ სი­ტყე­ბის მა­რაგს აგ­რო­ვებს. რო­დე­საც ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი აქვს, მერე თუნ­დაც პირ­ველ კლას­ში მე­ტად უად­ვილ­დე­ბა პროგ­რა­მის დაძ­ლე­ვა. მოკ­ლედ, ეს მის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პია და მისი გო­ნე­ბა და მო­ნა­ცე­მე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ კარ­გად აით­ვი­სოს.

- სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა­ზე რას გვტყვით?

- ან­ბა­ნის ათ­ვი­სე­ბის შემ­დეგ, სი­ტყვე­ბის მა­რა­გი უნდა და­აგ­რო­ვონ. რო­დე­საც ბავ­შვს ეს არ აქვს, ელე­მენ­ტა­რუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის აგე­ბა სა­შინ­ლად უჭირს. ამი­ტომ სა­ნამ სკო­ლა­ში მივა, სა­სურ­ვე­ლია, საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის სი­ტყვე­ბი იცო­დეს.

- რაც შე­ე­ხე­ბა გრა­მა­ტი­კას?

- სი­ტყვე­ბის ათ­ვი­სე­ბის შემ­დეგ გრა­მა­ტი­კას მსუ­ბუ­ქად ვი­წყებთ, - მრავ­ლო­ბი­თი და მხო­ლო­ბი­თი რი­ცხვის გარ­ჩე­ვა (მარ­ტი­ვი ხერ­ხით), ვსწავ­ლობთ წი­ნა­და­დე­ბე­ბის სწო­რად აგე­ბას, მოკ­ლედ, ნელ-ნელა და თან­და­თან სწავ­ლის პრო­ცე­სი რთულ­დე­ბა. არც ის შე­იძ­ლე­ბა, რომ პირ­ველკ­ლა­სელს სას­წავ­ლად 4 ფურ­ცე­ლი მის­ცე, ცო­დოა, თან, ვერ მო­ას­წრებს.

- რა შე­დე­გე­ბი გაქვთ?

- არც ერთი პე­და­გო­გი არ იტყვის, რომ ცუ­დად ას­წავ­ლის, მაგ­რამ თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლო არც ერთი მშო­ბე­ლი არ მყავს, რად­გა­ნაც ბავ­შვე­ბი მშვე­ნივ­რად, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად, ფლო­ბენ ინ­გლი­სურ ენას. კი­თხუ­ლო­ბენ, თარ­გმნი­ან, ელე­მენ­ტა­რუ­ლი გრა­მა­ტი­კა იცი­ან - აწ­მყო და ნამ­ყო დრო­ებს არ­ჩე­ვენ. ბევ­რი ისე­თი მოს­წავ­ლე მყავს, რო­მელ­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლა­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის და არ უჭირს. მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბი, ვინც ქარ­თუ­ლად არ იცი­ან და მერე ინ­გლი­სურ­ში "იჭე­დე­ბი­ან", ანუ ქარ­თულ­შიც არ აქვს ნას­წავ­ლი, ეს ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლის პრობ­ლე­მაა, რა­ზეც გული მწყდე­ბა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რა ასაკში უნდა ვასწავლოთ ბავშვს ინგლისური ენა

რა ასაკში უნდა ვასწავლოთ ბავშვს ინგლისური ენა

"ჯერ კიდევ მეშვიდე-მერვე კლასელი ვიყავი, რომ ჩემზე უმცროს ბავშვებს ინგლისურ ენაში ვამზადებდი. ახლა კი ნებისმიერი ასაკის ადამიანთან ვმუშაობ, თუმცა პატარებთან ურთიერთობა მეტ სიამოვნებას მანიჭებს," - ამბობს ინგლისური ენის პრაქტიკოსი მასწავლებელი - ნინო დგებუაძე.

სწორედ მასთან შევეცადეთ, გაგვერკვია, რა ასაკიდან არის ინგლისური ენის შესწავლა გამართლებული და როგორ უნდა შეისწავლოს ის ბავშვმა.

- ახლა სკოლაში ბავშვები უცხო ენის შესწავლას 5-6 წლის ასაკში იწყებენ, ანუ პირველ კლასში. როგორც პედაგოგი, ამას გამართლებულად მიიჩნევთ?

- ნამდვილად გამართლებულია, რადგანაც ინგლისურის შესწავლა მოზრდილი ასაკის ბავშვებთან რომ დამიწყია, ათვისება ძირითადად უჭირთ ხოლმე. მათ პარალელურად პიველ-მეორე კლასელებიც მყოლია და ენის დაძლევის არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. მოკლედ, უფროსებს ისე ვერ გააგებინებ და გაიგებს, როგორც პირველკლასელი, - ადვილად უღებენ ალღოს. თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და ბევრი რამ მასწავლებელსა და მოსწავლეზეა დამოკიდებული. ზოგადად, მკაფიოდ ვაფიქსირებ იმ მოსაზრებას, რომ პატარები როგორც ღრუბელი, ისე არიან, იწოვენ და ითვისებენ ყველაფერს, მით უმეტეს, თუ მასწავლებელი კარაგად უხსნის. საოცარი შედეგები აქვთ...

- ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პატარები ერთი უცხო ენის შესწავლის პარალელურად, მეორესაც იწყებენ (გერმანულს, ან ფრანგულს) თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ?

- უპირველესად გეტყვით იმას, რომ მივესალმები თავიდან მხოლოდ ერთი უცხო ენის შესაწავლას. პარალელურად ორივეს დაწყება პირველკლასელისთვის არ არის გამართლებული, რადგანაც გაუჭირდება ამდენის დაძლევა. მყავდა და ახლაც მყავს მოსწავლე, რომელიც ინგლისურთან ერთად, გერმანულასც სწავლობს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ კარგი შედეგი აქვს (გერამნული მეც ვიცი, არა იმ დონეზე, როგორც ინგლისური, მაგრამ გერმანული ენის ნიუანსებში გარკვეული ვარ და ამიტომ ვამბობ). ზოგადად, პატარისთვის პარალელურ რეჟიმში ორი ენის შესწავლის დაწყება რთულია.

ვიმეორებ, თავიდან გამართლებულად მივიჩნევ მხოლოდ ერთი უცხო ენის შესწავლას.

- თუმცა ისეც ხდება, რომ ბავშვები არა პირველ კლასში, არამედ უფრო ადრეულ ასაკში (3-4 წლის) იწყებენ უცხო ენის შესწავლას, ისე, რომ ქართულად წერა-კითხვაც რომ არ იციან... ამ ასაკში ენის დაწყება მისთვის სტრესი არ არის?

- არა, მისთვის ეს სტრესი ნამდვილად არ არის, თუმცა შეიძლება პატარასთვის ცოტა მეტი დატვირთვა კი იყოს, მაგრამ ის მას სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზიანს არ აყენებს. ჯერ ჩემთან არც ერთ ბავშვს არ გასჭირვებია 3-4 წლის ასაკში ინგლისური ენის შესწავლა.

თან, ამ ასაკში ენის დაწყება ბავშვს იმაში ეხმარება, რომ სიტყების მარაგს აგროვებს. როდესაც ლექსიკური მარაგი აქვს, მერე თუნდაც პირველ კლასში მეტად უადვილდება პროგრამის დაძლევა. მოკლედ, ეს მისთვის მოსამზადებელი ეტაპია და მისი გონება და მონაცემები საშუალებას იძლევა, რომ კარგად აითვისოს.

- სწავლების მეთოდიკაზე რას გვტყვით?

- ანბანის ათვისების შემდეგ, სიტყვების მარაგი უნდა დააგროვონ. როდესაც ბავშვს ეს არ აქვს, ელემენტარული წინადადების აგება საშინლად უჭირს. ამიტომ სანამ სკოლაში მივა, სასურველია, საკმაო რაოდენობის სიტყვები იცოდეს.

- რაც შეეხება გრამატიკას?

- სიტყვების ათვისების შემდეგ გრამატიკას მსუბუქად ვიწყებთ, - მრავლობითი და მხოლობითი რიცხვის გარჩევა (მარტივი ხერხით), ვსწავლობთ წინადადებების სწორად აგებას, მოკლედ, ნელ-ნელა და თანდათან სწავლის პროცესი რთულდება. არც ის შეიძლება, რომ პირველკლასელს სასწავლად 4 ფურცელი მისცე, ცოდოა, თან, ვერ მოასწრებს.

- რა შედეგები გაქვთ?

- არც ერთი პედაგოგი არ იტყვის, რომ ცუდად ასწავლის, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ უკმაყოფილო არც ერთი მშობელი არ მყავს, რადგანაც ბავშვები მშვენივრად, ასაკის შესაბამისად, ფლობენ ინგლისურ ენას. კითხულობენ, თარგმნიან, ელემენტარული გრამატიკა იციან - აწმყო და ნამყო დროებს არჩევენ. ბევრი ისეთი მოსწავლე მყავს, რომელმაც ეს ყველაფერი ქართულადაც შესანიშნავად იცის და არ უჭირს. მაგრამ არიან ისეთები, ვინც ქართულად არ იციან და მერე ინგლისურში "იჭედებიან", ანუ ქართულშიც არ აქვს ნასწავლი, ეს ქართული ენის მასწავლებლის პრობლემაა, რაზეც გული მწყდება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია